asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
მანანა სალუქვაძე ამხელს
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა

2011-04-14 15:03:00



"დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლებას უცხოურ მედიასაშუალებებში საქართველოს წარმატებების შესახებ რეკლამების დაკვეთასა და სოლიდური თანხების გადახდაში ამხელს.
"სააკაშვილის ტყუილი, რომ მსოფლიო პრესა აჭრელებულია სტატიებით საქართველოს წარმატებული პოლიტიკის შესახებ ჩვენს მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა", - განაცხადა მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა, მანანა სალუქვაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში, ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან, თავის ყოველწლიურ მიმართვაში მორიგი ტყული ამაყად გააჟღერა და განაცხადა, რომ "Financial Times"–მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა.
"როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი მათიას ჰუტერი აცხადებს, ამ გამოცემას პრეზიდენტის მიერ ნახსენები სტატია არასოდეს დაუბეჭდავს, თუმცა 2011 წლის 28 იანვარს "Wall street journal"–მა თავისი გამოცემის მე–7 გვერდი მთლიანად რეკლამას დაუთმო, რომელიც აცხადებს - "საქართველო - მსოფლიო ნომერი 1 კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით". რეკლამის ფასი, "Financial Times"–ის ფასების პრეისკურანტის თანახმად, სავარაუდოდ 99,600 ფუნტი სტერლინგია, რაც მიახლოებით 282,000 ლარია", - აღნიშნა მან.
სალუქვაძის განცხადებით, რეკლამა გამოვიდა "Financial Times"–ის ევროპულ და ბრიტანულ გამოცემებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა რეკლამაში 135,500 ფუნტი სტერლინგი, ანუ 387,000 ლარი გადაიხადა. იგივე რეკლამა ხელისუფლების დაკვეთით დაიბეჭდა 28 იანვარს, "Wall street journal"–ის მე–7 გვერდზე, სადაც რეკლამის მთელ გვერდზე განთავსება 345,662 ამერიკული დოლარი (614,000 ლარი) ჯდება და ასევე "Economist"-ში, სადაც რეკლამა 90,900 ფუნტი სტერლინგი ანუ 260,000 ლარი ღირს.
"დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლებას მიმართავს, მოსახლეობას პასუხი გასცენ, ბიუჯეტის რომელ კონკრეტულ მუხლშია გაწერილი აღნიშნული ხარჯები.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სააკაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online