| ქალი და მამაკაცი |

ჟურნალისტიკა არც მეზღაპრეობაა არც – ჭორაობა
ჟურნალისტიკა არც მეზღაპრეობაა და არც – ჭორაობა
ტელეჟურნალისტი ეკა ტოგონიძე რესპონდენტის როლშიც კი ჟურნალისტად გრძნობს თავს. არის თვითკიტიკული და როგორც მეგობრები ეუბნებიან, ზოგჯერ ამ მიმართულებით აჭარბებს კიდეც.
– ობიექტურად რომ შეაფასოთ, როგორი ხასიათი გაქვთ?
– ამისთვის ჩემი ობიექტური შემფასებელი უნდა ვიპოვო და მის აზრს დავეყრდნო, რაც რთულია. მეუღლე, ვფიქრობ, ბოლომდე მიცნობს, თუმცა სიყვარულში ობიექტურობის შენარჩუნება, თითქმის გამორიცხულია. იგივე ვრცელდება დედასა და მეგობრებზე. მომიწევს ისევ საკუთარი შეფასებით შემოვიფარგლო: ხასიათი მაქვს არც თუ მარტივი, თუმცა, შემიძლია ემოციების მართვა და ადამიანებისთვის სასიამოვნო განწყობის შექმნა.
– თვითკრიტიკული ხართ?
– ვფიქრობ, რომ ვარ. ამის გარეშე წარმოუდგენელია პროფესიული ზრდა და, ზოგადად, პიროვნული განვითარება. მეგობრებს უთქვამთ, რომ ზოგჯერ კიდევაც ვაჭარბებ ამ მიმართულებით.
– რა არ მოგწონთ თქვენს ხასიათში?
– ზედმეტი ემოციები. ხშირად გაზვიადებულად განვიცდი მოვლენებს და წონასწორობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებული ძალისხმევა მჭირდება, ვახერხებ, მაგრამ იოლი არ არის. ასევე მაკლია რაციონალიზმი.
– ოჯახის გამო დათმობდით სამსახურს?
– ჩემი ოჯახი ამას არასოდეს მაიძულებს. ვერ წარმომიდგენია, მყავდეს ისეთი მეუღლე (და მით უფრო შვილები), რომელიც ჩემგან ასეთ მსხვერპლს მოითხოვდა. თუმცა, თუ ასეთ ვერსიას დავუშვებთ, ოჯახის გამო ბევრ რამეს დავთმობ. საბედნიეროდ, ჩემს ოჯახს მე ვჭირდები რეალიზებული, საქმიანი და კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით, რაც სრულიად ჯანსაღი მიდგომაა და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.
– რა რეაქცია გაქვთ ჭორებზე?
– ძირითადად, ნერვებს მიშლის. მერწმუნეთ, მე არ ვჭორაობ და არც ჭორების მოსმენა მიყვარს. ამ ტიპის ინფორმაციამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიპყროს ჩემი ყურადღება, თუ პირადად მე მეხება. ესეც ძალიან უსიამოვნოა.
– რესპონდენტის როლში როგორ გრძნობთ თავს?
– რესპონდენტის როლშიც კი, ჟურნალისტად ვგრძნობ თავს. ვცდილობ, ვიყო კონკრეტული და ამომწურავი. ვცდილობ, არ გავიმეორო ის შეცდომები, რომლებიც რესპონდენტთა მხრიდან ინტერვიუს ართულებს. ზოგჯერ ადამიანებს ერთს ეკითხები და მეორეს გპასუხობენ, ზოგჯერ ზედმეტად სიტყვაძუნწები არიან, ან პირიქით – სიტყვაუხვები. ჰოდა, მეც ვცდილობ, ნაკლებად ვაწვალო ჩემი კოლეგები.
– რატომ მხოლოდ წერილობითი ფორმით ჩაწერილი ინტერვიუ?
– უარყოფითი გამოცდილების გამო. ბევრჯერ მივიღე იმედგაცრუება სრულიად შეცვლილი ტექსტებით, წარმოუდგენელი სათაურებით და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით, რომლებიც შეცვლილი შინაარსით იყო წარმოდგენილი. ჟურნალისტიკა არ არის მეზღაპრეობა და არც ჭორაობა. რატომ უნდა იყოს გამოგონილი, რეალურზე უფრო საინტერესო და კომერციული, მაშინ, როცა მედია მხოლოდ დადასტურებულ და ფაქტების საფუძველზე მოპოვებულ ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს. ინტერვიუ წელიწადზე მეტია არავისთვის მიმიცია (ბეჭდურ მედიას ვგულისხმობ), ასე რომ, თქვენ გამონაკლისები ხართ.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
– ეს ჩემი საყვარელი თემაა. ჩემი ოჯახი პატარა და ძალიან მყუდროა. გენდერული თანასწორობა დარღვეულია და უპირატესობით ქალები ვსარგებლობთ (ორნი ვართ ერთის წინააღმდეგ). თუმცა, მე და ჩემს გოგონას პრივილეგიებისთვის ბრძოლა ნამდვილად არ გვჭირდება, რატის ისედაც აქვს სურვილი ყველანაირად ხელი შეგვიწყოს და თავის პატარა ტატუცინას თითქმის ვერაფერზე ეუბნება უარს. ბავშვი 21–ში გახდა 2 წლის და 4 თვის, ლაპარაკი ადრე დაიწყო და ყველა ემოციის გადმოცემას თავისუფლად ახერეხებს. თამარს, როგორც ყველა პატარას, ებადება უნიკალური აზრები და კითხვები, რაც ახალისებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. მაგიდას ტკივა თუ არა ლურსმანი – დაინტერესდა, როცა ხის მაგიდა ნახა პირველად. პოპულარული ტელეჟურნალისტების სახელები სულ ზეპირად იცის. ერთხელ "პირველი თემა" გადიოდა ეთერში და წამყვანზე მკითხა, ვინ არისო. ნათია სორდია–მეთქი, ვუპასუხე. ნათია სორდი? – დააზუსტა თამარმა. ჩათვალა, რომ ა–ზე გვარის დამთავრება შედგენილ შემასმენელს ნიშნავდა: "სორდი არის", ის ჯერ არ იცის, რომ თითქმის ყველა მეგრული გვარის ფუძე ასეთია.
– როგორ ეგუება თქვენი ოჯახი სამსახურის დატვირთულ გრაფიკს?
– საოცარია, მაგრამ რაც დედა გავხდი, დილით ადგომა იმდენად აღარ მიჭირს და საქმის კეთებაც უფრო სწრაფად დავიწყე. ჩემი ოჯახიც ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული. მე თუ უკმაყოფილო ვარ და სამსახური არანაირ სიხარულს არ მანიჭებს, რასაკვირველია, მეუღლეც არ შეხვდება ამ ფაქტს დადებითად, მაგრამ მაშინ, როცა ყველაფერს ვასწრებ და კულტურული მოვლენების გაშუქებისას სიამოვნებასაც ვიღებ, კვირაში ერთ–ორჯერ დაგვიანება ამას ვერ გადაწონის.
– ხშირად ამბობენ, როცა ქალი ოჯახში წარმატებულია, ამას პრობლემები მოსდევსო, თქვენ შემთხვევაში თუ იყო ასე?
– ჩემ შემთხვევაში ოჯახს და სამსახურს ხელი ერთმანეთისთვის არასოდეს შეუშლია. პირიქით, ყველაზე დაძაბულ, სამსახურებრივ სიტუაციაში ჩემი პირველი გულშემატკივარი და მრჩეველი ჩემი მეუღლეა. ეს მართლაც ძალიან კარგი გრძნობაა და ხშირად, მეგობრებზე მეტად, სწორედ მას ვანდობ ასეთი ვითარებების ანალიზს.
– სიყვარული როგორ შემოვიდა თქვენს ცხვორებაში?
– სიყვარული ისე შემოვიდა, როგორც უნდა შემოსულიყო: თან მოულოდნელად, თან დროულად, თან ჩუმად და თან ხმაურიანად.
– მეუღლე თუ გაძლევთ შენიშვნებს?
– მეუღლე შენიშვნებს მაძლევს და იშვიათად, რომ არ დავეთანხმო, მეც ვაძლევ და ჩვენ მოგვწონს ეს "თანამშრომლობა". რატი ყოველთვის აფასებს ჩემს შრომას და ცდილობს, რომ ამ შრომის პროდუქტი სულ გაუმჯობესების პროცესში იყოს.
– როგორი დიასახლისი ხართ?
– ძალიან კარგი, თუმცა ამისთვის ძალიან ხშირად ვერ ვიცლი. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მე და რატი მარტო დარჩენას ვახერხებთ, აუცილებლად ვსაქმიანობ სამზარეულოში და რაიმე ძალიან გემრიელს ვამზადებ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ორნი ასე მივიჩნევთ.
– პირველი გადაღება თუ გახსოვთ?
– პირველი ეთერი არასოდეს დამავიწყდება. ეს 2000 წლის 7 დეკემბერი იყო, ეკატერინობა. ძალას სწორედ ეს დღესასწაული მაძლევდა. "მოამბის" ქუდი რომ დაიწყო, მუსიკას საერთოდ არ მოუღწევია ჩემს ყურთასმენამდე, რადგან აჩქარებული გულისცემა, ყველა ხმას ფარავდა. მღელვარებას დღემდე არ გაუვლია, ოღონდ ეს მცირედი ადრენალინი უკვე მობილიზებაში მეხმარება.
– იმედგაცრუება თუ გქონიათ?
– იმედგაცრუება, რა თქმა უნდა, მქონია და არც მომავალში ვარ ამისგან დაზღვეული. ერთადერთი გამოსავალია, გული არ გაიტეხო და ეცადო, ნაკლებად დაამყარო ფუჭი იმედები.
– როდის მიხვდით, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ?
– ალბათ მაშინ, როცა მშობლებმა არჩევანის საშუალება მომცეს. ეს კი ძალიან ადრე იყო. ბავშვობაში, რომ გეკითხებიან, რომელი თეფშიდან მიირთმევ ფაფას ან რომელ კაბას ჩაიცმევო, ეს უკვე არჩევანის თავისუფლებაა.
– რა ქალური სისუსტეები გახასიათებთ?
– ხან დისციპლინის დაცვა მიჭირს, ხანაც ნებისყოფა მღალატობს. მაგალითად, ვერ მივაღწიე იმას, რომ ვარჯიში ჩემი ცხოვრების წესი გახდეს. ზოგჯერ თვეები ისე გადის, რომ უდიდეს დროს კომპიუტერთან ჯდომაში ვატარებ.
– მიმნდობი ხართ?
– გულუბრყვილობამდე მიმნდობი არ ვარ, თუმცა ადამიანების მიმართ ნდობა არ მაქვს დაკარგული. როგორც წესი, ბოლომდე მეგობრებთან ვიხსნები და არასოდეს ვნანობ.
– ითქმის თუ არა, რომ ხართ ძლიერი ქალი და რა განაპირობებს თქვენს სიძლიერეს?
– არ ვიცი, ეს სხვებმა უნდა თქვან და დრომაც უნდა დაადასტუროს.
– კითხვა, რომელიც გაღიზიანებთ?
– სად ხარ? – ადამიანები ამ კითხვას ხშირად გაუაზრებლად სვამენ, რაც ფამილიარულად და უტაქტოდ ჟღერს. მახსოვს, რატი ცხოვრობდა ბათუმის ერთ–ერთ სასტუმროში, რომლის მფლობელიც გასვლისას ეკითხებოდა, სად მიდიხარო და დაბრუნებისას, სად იყავიო.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 