| ქალი და მამაკაცი |

"რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, ბაიდენს მივწერ"
"რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, ბაიდენს აუცილებლად მივწერ"
ყოველდღიურმა აქციებმა აზრი დაკარგა?
– ბოლო პერიოდში ყოველდღიური აქციები აღარც ტარდებოდა, რადგან ამის აუცილებლობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იყო. როცა საჭიროდ ჩავთვლით, აქციებს მაშინ ჩავატარებთ.
– ტაიმ–აუტის განმავლობაში ოპოზიციამ ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს?
– საკნების აქციების გარკვეული პერიოდი უკვე ჩავლილია. დაახლოებით სამი კვირის წინ მეც ვსაუბრობდი, რომ ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, გასაანალიზებელია ის მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ეს არაა არანაირი დასვენების პერიოდი და ბრძოლისთვის თავის დანებება. აქციები სხვადასხვა ფორმით ისევ გაგრძელდება, პოლიტიკურ აქტივობას არც ერთი წუთით არ ვაჩერებთ, ახალ სტრატეგიას აუცილებლად შემოგთავაზებთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უთუოდ შევიკრიბებით.
– თქვენ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვით, რადგან ბაიდენთან შეხვედრის საშუალება გაგირთულდათ.
– რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, ამას აუცილებლად მივწერ ბაიდენს. მათი დავალება იყო, ოპოზიციის ლიდერები ჩამოეყარათ მანქანიდან და ისინი ფეხით მისულიყვნენ მარიოტამდე. ფეხით მისვლაზე არაა საქმე, ფეხით ვაშინგტონამდეც მივალთ. თუმცა, ამერიკულმა მხარემ ბოდიში მოიხადა ამ ხელისუფლების სულმდაბალი ქმედების გამო. მიკვირს, ამ იაფფასიანი საქციელის ჩადენის დრო რომ აქვთ სააკაშვილის მომხრეებს, ამიტომაც არიან საცოდავები. ცხინვალი და აფხაზეთი იყოს ჩვენი და საერთოდ არ ჩავჯდები არცერთ მანქანაში.
– ადრე თქვენი მეუღლე აცხადებდა, რომ 6 მაისის ინცინდენტის დროს სამართალდამცავები განსაკუთრებით თქვენს მიმართ გამოირჩეოდნენ აგრესიულობით.
– ვერ ვიტყვი, რომ 100 სამართალდამცავიდან 100–ივე ზონდერია. მე ვიცი, რომ პოლიციელებს განსაკუთრებით ჩემს შესახებ ჩასჩიჩინებენ, სამშობლოს მოღალატეა, თუ ხელისუფლებაში მოვა, გაგყრითო. თუ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არავის გაყრას არ ვაპირებ, ძალიან კარგად მესმის, რომ მათაც მშიერი ბავშვები ჰყავთ. ხელისუფლებისგან მიცემული დირექტივების მიუხედავად, ფეხით მოსიარულე რომ დამინახეს, ორმა პოლიციელმა მაინც გაბედა და შემომთავაზა, წაგიყვანთ ქალბატონო ნინოო. მე არ ჩავჯექი, მერიოტამდე 100–200 მეტრიანი მონაკვეთის გავლა არ მიღირდა, რომ იმ ბიჭებს პრობლემები შექმნოდათ.
– ბაიდენთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს ოპოზიცია თავს არიდებს. ამ ეტაპზე თქვენ რისი გამხელა შეგიძლიათ?
– ჩვენთან შეხვედრისას ბატონმა ბაიდენმა თქვა, რომ ის ძალიან სერიოზულად ელაპარაკა სააკაშვილს ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით. მართლაც, ბაიდენი ცნობილია თავისი პირდაპირობით, მაგრამ მასპინძელი ხელისუფლების ლანძღვა–გინებას, ცხადია, არ დაიწყებდა. ეს რომ მომხდარიყო, მე მგონი, არავის გაგვიხარდებოდა, რადგან ეს უბრალოდ სტუმარმასპინძლობის შეურაცხყოფა იქნებოდა. როცა ამხელა ადამიანი ჩამოდის სტუმრად, ის ლაპარაკობს დიპლომატიური ენით, რითაც ბატონმა ბაიდენმა ყველაფრის თქმა მოახერხა.
– თქვენ პოლიტიკოსის სინდისზე ალაპარაკდით.
– მე ვთქვი, სინდისი რომ ჰქონდეს, სააკაშვილი უკვე გადამდგარი უნდა იყოს–თქო. მკითხეს, პოლიტიკა და სინდისიო? დიახ, თუ სინდისი გაქვს, ის ყველგან შეგაწუხებს, ხოლო, თუ არ გაქვს, არც პოლიტიკაში გექნება. პრეზიდენტის საქმიანობა ყოველთვის ფასდება, რამდენად შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები. ყველაფერს ალბათ ვერავინ ვერ ასრულებს, მაგრამ ძირითადი მაინც უნდა შესრულდეს. მთავარი საარჩევნო დაპირებები სააკაშვილმა ყველა ჩვენგანს 2003 წლის ბოლოს ვარდების რევოლუციის დროს მოგვცა. მისი მთავარი დაპირება იყო, რომ აღადგენდა ტერიტორიულ მთლიანობას, რომ ქვეყანაში ააშენებდა დემოკრატიულ საზოგადოებას. გზის დაგება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სააკაშვილს გზის დაგებაზე ან შუქზე არ უსაუბრია რევოლუციის დროს, რადგან ნორმალურ ქვეყანაში გზაც შენდება და შუქიც მოდის. ნორმალური ქვეყანა რომ შედგეს, პირველ რიგში, დემოკრატიული უნდა იყოს და ადამიანებსაც მხოლოდ მაშინ გაუხარდებათ გზის დაგება, როცა შვილი ციხეში უკანონოდ არ ეყოლებათ. უკანონოდ დაჩაგრულისთვის არც გზას, არც შუქს და თუგინდ მილიონებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ვინც ღირსების ფასი იცის, მისთვის ღირსება ყველაზე მეტი ღირს. ბაიდენმა თქვა, ვარდების რევოლუციის დანაპირები არ შესრულებულაო. მან თქვა, თქვენ გჭირდებათ თავისუფალი მედიაო, აქ იკითხება, რომ თქვენ არ გაქვთ თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლოო. აფხაზები და ოსები რომ დაბრუნდნენ, ქვეყანა დემოკრატიული უნდა გახადოთო. ე. ი. აგვიხსნა, ასეთი ქვეყანა არ გაქვთ და იმიტომაც არ უნდათ თქვენთან ყოფნაო. ამაზე მეტს ნორმალური, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი და მით უფრო, ამხელა ქვეყნის წარმომადგენელი, ვერ იტყოდა.

კავშირი ტეგთან: ახალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 