| ქალი და მამაკაცი |

"ოპოზიციამ ცრუ გასროლა გააკეთა"
ირინა სარიშვილი: "ოპოზიციამ ცრუ გასროლა გააკეთა"
ქართულ პოლიტიკაში საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა თარგამაძის გააქტიურებამ პარტია "იმედის" თავმჯდომარე, ირინა სარიშვილი გამახსენა. იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი კახა თარგამაძესთან ერთად სიამტკბილობდა, სარიშვილს და თარგამაძეს ხელჩართული ომი ჰქონდათ.
ნეტავ რას ფიქრობს ირინა სარიშვილი კახა თარგამაძის გააქტიურებასა და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? ალბათ საინტერესოა.
– ქალბატონო ირინა, როცა სააკაშვილი და რეფორმატორები კახა თარგამაძესთან ერთად მართავდნენ ქვეყანას, თქვენ და ის მწარე ოპონენტები იყავით. დღეს რას იტყვით ხელისუფლების მიერ თარგამაძის მტრად გამოცხადებაზე?
– კახა თარგამაძე მაშინ იყო აქტუალური. დღეს ძალიან სასაცილოა მისი ასე ხელოვნურად შემოყვანა ამ თითქოს პრობლემებში. დარწმუნებული ვარ, კახა თარგამაძეს ეს რომ სცოდნოდა, არავის შეხვდებოდა. საკმაოდ კარგად გავიცანი ეს ადამიანი იმ დაპირისპირების შემდეგ და ნამდვილად არავის უნდა აწუხებდეს ილუზია, რომ თარგამაძე ჩაერთვება პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომელიმე ოპოზიციონერს რაიმეს მისცემს. გამორიცხულია! ვფიქრობ, რომ ამ აჟიოტაჟისთვის ხელისშემწყობი, ერთი მხრივ, ხელისუფლება იყო, მეორე მხრივ, თვითონ ოპოზიცია. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს რაღაც ახალი მუხტების შესაქმნელად სჭირდება. ოპოზიციას, როგორც ვატყობ, საქმე აღარ აქვს და გერმანიაში თარგამაძეს, მერე კი ბურჯანაძე ვიღაცას შეხვდა. არ გაგიკვირდათ, ოპოზიციამ რომ არ გააპროტესტა, რატომ აღმოჩნდა ეს შეხვედრა გადაღებული? როგორ, რომელიღაც ქვეყანაში ვიღაცას ვხვდები, ვის რა უფლება აქვს, გადამიღოს?! როგორც ჩანს, თვითონ გადაიღეს.
– რატომ უნდა გადაეღოთ?
– პოლიტიკური თამაშის ერთ–ერთი წესია. როცა საქმე აღარ გაქვს ან ტაიმ აუტი გაქვს, ზოგი ჭორი, ზოგი მართალი უნდა "შეუშვა". უფრო ეს მგონია. ხელისუფლება კიდევ ის თევზია, რომელიც ამ ანკესზე დიდი სიამოვნებით წამოეგო. რომ არ ყოფილიყო ეს ანკესი, თვითონ გადმოაგდებდა.
– რამდენად მომგებიანი იყო გაჩეჩილაძისა და გამყრელიძისთვის ამ სიტუაციაში თარგამაძესთან შეხვედრა?
– კახა თარგამაძეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, წლების მანძილზე ჰქონდა "ალდაგთან", მერე ახალ მემარჯვენეებთან ურთიერთობა და არა მგონია, რაღაც დიდი დარტყმა ყოფილიყო "ახლებისთვის", თუ მათ ვინმე კახა თარგამაძესთან ერთად ნახავდა.
– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ კახა თარგამაძე არც ოპოზიციას დააფინანსებს და არც პოლიტიკაში დაბრუნებაზე იფიქრებს?
– დაპირისპირების შემდეგ მე და თარგამაძემ პიროვნული ურთიერთობები მოვაგვარეთ. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოღმა საერთოდ არაა. მატერიალურად, როგორც ვიცი, კარგად უნდა იყოს. აქაც კარგად იყო და იქ ცუდად რატომ იქნება? თარგამაძე ის კაცი არაა, ვინც ფულს ჰაერში ისვრის. იმან იკითხოს, ვინც ამ თვეების განმავლობაში ოპოზიციის მისამართით ჰაერში ისროლა ფული.
– ვის გულისხმობთ?
– ვინც არის, მე არ ვიცი.
– წლების მანძილზეა ლაპარაკი, რომ რუსეთიდან ფული მოდის ოპოზიციაში ხელისუფლების დასამხობად. ორი წლის წინ სომხეთის საზღვართან თქვენ დაგაკავეს – ფული მოჰქონდაო. მერე ლეიბორისტებს ედავებოდნენ 15 ათას დოლარზე, ახლა ამ სიაში მთელი ოპოზიცია აღმოჩნდა.
– არ ვიცი, გვეტყობოდა თუ არა რუსული ფული. ახლაც ვერ ვიტყვი, ვისი ფულია. ფაქტია, რომ რაღაც ფული არის და არა – კონკრეტული ადამიანის ჯი–ბიდან ამოღებული. არ არის გამორიცხული, ამ თანხების უკანაც ის ძალა იდგეს, ვისაც თავის დროზე სააკაშვილი ჰყავს ხელისუფლებაში მოყვანილი. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთი და იგივე ძალაა. სადაა სტრატეგიული ან იდეოლოგიური სხვაობა დღეს რეკლამირებულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის? სადაა საგარეო პოლიტიკის სხვა დოქტრინა? აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ იხოცავს ცხვირს სააკაშვილი, როგორ ჭამს ჰალსტუხს, რაც საშინელებაა, მაგრამ რეალურად იმაზე, რასაც მართლა აშავებს, საუბარი არაა.
– რას აშავებს, რაზეც ოპოზიცია არ ლაპარაკობს?
– ლაპარაკია საქართველოს იმ გზით წაყვანაზე, რომელიც ღუპავს ამ ქვეყანას. ლაპარაკია ჩვენი ტერიტორიის სამხედრო პოლიგონად გადაქცევის საშიშროებაზე, რომელიც უკვე თითქმის რეალობაა.
– ნატო–ს ბაზებს გულისხმობთ?
– ნატო–ზე იქნება საუბარი თუ ცალკე აღებულ ამერიკულ თუ რუსულ სამხედრო ბაზებზე, მნიშვნელობა არ აქვს. ლაპარაკია, ზოგადად უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგებაზე. რატომ არ დაგვიჭირა ოპოზიციამ მხარი, როცა ვითხოვდით რეფერენდუმის ჩატარებას ერთადერთი მოთხოვნით – აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგება?! ამიტომ მათ შორის თვისობრივ სხვაობას ვერ ვხედავ და ძალიან სასაცილოა, როცა ერთმანეთს ამკობენ სხვადასხვა ტიტულით.
– რუსეთში რაღაც ახალი ძალები ჩნდება – ებრალიძე, ხუბუტია...
– რაღაც აპოკალიფსის წინა მდგომარებაში ვართ. ებრალიძე დავინახეთ და გადავწყვიტეთ, რომ ის რაღაც ძალაა. რა ძალა უნდა იყოს ან ებრალიძე, ან ხუბუტია?! აბსოლუტურად გაუგებარია, ეს ხალხი საიდან მოვიდა, ვინ ამოატივტივა. ჩვენი მედია ისე კონტროლდება, განსაკუთრებით ტელეარხები, თავი რომ დავიწვათ რამდენიმე ადამიანმა, ვისი გაპიარებაც არ უნდათ, ეს საინფორმაციო გადაცემების კულტურის ბლოკშიც ვერ მოხვდება. ხუბუტია თუ ებრალიძე მოსკოვში რაღაც გაუგებარ ღონისძიებას ატარებენ და ამაზე ერთ ამბავს ტეხენ. ესეც ურთიერსასარგებლო, დაუწერელი შეთანხმების შედეგია. აქედან ხელისუფლებაც იღებს სარგებელს, რადგან ებრძვის მტერს და ოპოზიციაც იმით, რომ მას ებრძვიან.
– ვითომ მართლა უნდა რუსეთს სააკაშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან?
– დღეს რუსეთი ცალკე არ მოქმედებს. რაც საქართველოში ხორციელდება, შეთანხმებული რუსულ–ამერიკული პროექტია. რუსეთი და ამერიკა რომ ახლო პერსპექტივაში ერთმანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოები არიან და რეალურად ებრძვიან ერთმანეთს ნავთობის მონოპოლიისთვის მთელ მსოფლიოში, ფაქტია, მაგრამ ამ ეტაპზე ღია დაპირისპირებისთვის არც ერთი მზად არაა. ამიტომ ამ ეტაპზე პატარა ქვეყნების და შედარებით უმნიშვნელო რაღაცეების ხარჯზე ახერხებენ ერთმანეთთან მორიგება–გარიგებას. ასე მოხდა აგვისტოშიც, როცა ძმურად გაგვიყვეს, ნაწილი – რუსულ ბაზებს, აქეთა ნაწილი კი ნატო–ს ბაზებისთვის ემზადება, ოღონდ ნატო–ში შეუსვლელად. ნატო–ში ჩვენი მიღების საკითხი დღის წესრიგშიც არასოდეს მდგარა და არც შეიძლებოდა მდგარიყო.
რაც შეეხება იმას, სააკაშვილი ვის აწყობს და ვის – არა. ამ პროექტის მიხედვით, ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები საქართველოს ხელისუფლებას. ერთ–ერთი ისაა, რისთვისაც თავდაცვის მინისტრი სიხარულიძე იყო პენტაგონში დიდი ხნის განმავლობაში – რომ ავღანეთის ომში საქართველომ მიიღოს მონაწილეობა არა მხოლოდ ფიზიკური რესურსით, არამედ ტერიტორიულადაც, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ყოველგვარი ნატო–მატოს გარეშე უნდა განლაგდეს ამერიკული ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტი. რა მშვიდობას ამყარებენ ისინი ერაყში და აღანეთში, კარგად ვიცით. ამაზე ხელმოწერისთვის ემზადება საქართველოს ხელისუფლება. თუ ეს ხელისუფლება გაუძლებს ოპოზიციის შემოტევას, მაშინ სააკაშვილი შეინარჩუნებს მდგომარეობას. თუ მისმა პატრონებმა დაინახეს, რომ სააკაშვილი მყიფეა, მაშინ სპექტაკლს სხვა დასასრული ექნება. ანუ, სავარაუდოდ, სააკაშვილი გახდება არა ხალხის, არამედ რუსეთის ჯარების მიერ განდევნილი პრეზიდენტი. ასეთი პრეცედენტები ისტორიაში გვქონდა.
– ანუ ჩვენს საშინაო საქმეებში რუსეთი ღიად ჩაერევა?
– რუსული პოლიტიკა თვითონ რუსეთშიც აღარ ტარდება. ეს რუსულ–ამერიკული პროექტია.
– აქციების დაწყებიდან სამი თვის თავზე რა შეფასებას მისცემდით ოპოზიციის ქმედებებს?
– თავიდანაც არ მქონდა ამ აქციების მიმართ დადებითი დამოკიდებულება. ეს ის ფორმა არაა, რა ფორმითაც შეიძლება ამ ხელისუფლების გასტუმრება, თუ, რაღა თქმა უნდა, ეს მართლა გვინდა. ბევრჯერ მითქვამს, თუ გვინდა საქართველოს გადარჩენა, უნდა მოვახდინოთ სახელმწიფო გადატრიალება. სამწუხაროდ, ამაში თანამოაზრე არ მყავს თვითონ ჩემი თანამოაზრეების სახითაც კი. ასე არ ფიქრობს არც იგორ გიორგაძე, არც ის თორმეტი ადამიანი, რომელიც ციხეშია და მე, რომელიც ასე ვფიქრობ, რატომღაც გარეთ ვარ. ოღონდ ეს გადატრიალება სადღაც გარედან კი არ უნდა დაგეგმოს ვინმემ, ჩვენ თვითონ უნდა შევეცადოთ. ასეთ შემთხვევაში საკუთარ სისხლისღვრაშიც ვხედავ აზრს და ამდენ წვალებაშიც. როცა უბრალოდ იმას ვხედავ, რომ ოპოზიციის ნიშას იკავებს იგივე იდეოლოგიის ხალხი და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის წასვლის დრო რომ მოვა, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და მართლა ეროვნული ძალები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ასეთ რამეში მონაწილეობისკენ ვერავის მოვუწოდებ და მეც ვერ ვიქნები მონაწილე.
– ქალბატონო ირინა, გადატრიალებაზე ნუ ვილაპარაკებთ, თორემ ვანო თქვენც დაგიჭერთ და მეც.
– ვანომ ეს იცის, რადგან ამას პირდაპირ ვამბობ.
– აქციების დინამიკის ვარდნის მიზეზად რას მიიჩნევთ?
– მუხტი ახლა ქვევით რომ წავიდა, ეს ოპოზიციის ბრალი ნამდვილად არაა. ისინი არ იყვნენ კარგად ინფორმირებული, როდის დადგება სააკაშვილის წასვლის დრო. ცრუ გასროლა გააკეთეს. ასწიეს ზევით თამასა და შემდეგ მოუწიათ ჩამოვარდნა. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო 26 მაისი. დაიწყეს პოდიუმით, რატომღაც ეს ყველაფერი ჩაატარეს სტადიონზე, რომ ვიღაცეებს წიწილებივით გადავეთვალეთ და ამის შემდეგ აღარ იცოდნენ, რა ექნათ. მუხტი, რომ დღეს უნდა დავასრულოთ ხელისუფლება, ხალხში თვითონ ჰქონდათ შექმნილი და ხელის შეწმენდა პატრიარქზე სცადეს. დაძრეს ხალხი პატრიარქისკენ, მერე დაიწყეს ბოდვა კონკრეტულმა ადამიანებმა, რომ თითქოს პატრიარქი ვიღაცას შეპირდა, გამოვიდოდა და იტყოდა, სააკაშვილო, გადადექიო, რაც სრული სისულელე იყო. კიდევ კარგი, დროზე მოეგნენ გონს.
– ანუ ოპოზიციას ეგონა, რომ მიშა სააკაშვილს დასავლეთმა მწვანე შუქი აუნთო წასვლაზე და აქციები იმიტომ დაიწყეს?
– კი, ასე იყო.
– დასავლეთი ვისზე უნდა აკეთებდეს აქენტს?
– ჯერჯეობით მიშას შეცვლის კონკრეტული გეგმა არ ჩანს. ვარდების რევოლუციის დროს ეს პირდაპირ ჩანდა. მაშინდელისგან განსხვავებით, არ ჩანს კონკრეტული გუნდი. ჟვანიას, ბურჯანაძეს და სააკაშვილს ერთმანეთი არ უყვარდათ, მაგრამ ერთად იყვნენ. დღეს ბურჯანაძე ცალკეა, ალასანია – ცალკე. მგონია, რომ ერთიც და მეორეც შემოდგომამდე ეცდებიან დროის გაწელვას. შემოდგომაზეც თუ გაუჭირდათ, მერე ახალი წელი მოვა, 2013 წელს კი მიშა ისედაც მიდის.
– ოპოზიციაში ვარდების რევოლუციაგამოვლილი ხალხია. ახლა რატომ გაუჭირდათ?
– ის რევოლუცია ამათ არ მოუხდენიათ, ისინი მოქმედებდნენ დაწერილი სცენარით. ჰყავდათ ამის შემსრულებელი ტვინი – ჟვანია, ჰყავდათ ბურჯანაძე – წინ ასაფარებელი ტეტჩერის პაროდია და ჰყავდათ სააკაშვილი, ნამდვილად ქარიზმატული ლიდერი, რომლის გარეშეც ეს არ მოხერხდებოდა. დღეს გვყავს გადამღერებული "კმარა" "რატომ"–ის სახით და ეს არ არის იმ ძალის ორგანიზაცია. არც ერთი ცენტრალური არხი ამ მოვლენაზე არ მუშაობს და ამ ყველაფრის უკან არ დგას გეგმა. დგას მხოლოდ კეთილგანწყობა მიშას პატრონების მხრიდან, იმიტომ, რომ ეს თავის დროზე ერთი გუნდი იყო და დღესაც ერთი გუნდია. უბრალოდ, ერთს უნდა მეორის ჩანაცვლება, ისე როგორც მოხდა ზვიადის დროს და როგორც მოხდა 2003 წელს, როცა მოქკავშირის ერთმა ნაწილმა ჩაანაცვლა მეორე.
– რატომ მიივიწყა იგორ გიორგაძე ხელისუფლებამ?
– ვერ გეტყვით. თვითონ იგორ გიორგაძე არაა აქტიურად და ამით ძალიან უკმაყოფილო ვარ. მესმის, შიშობს, რომ იმ თორმეტ პატიმარს, რომლებიც მის გამო არიან ციხეში, აქტიურობით უფრო არ გაურთულოს მდგომარეობა, მაგრამ ეს არ არის სწორი ტაქტიკა. პირიქით, თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ იგორ გიორგაძის გაჩერება ამ გზითაა შესაძლებელი, ამ ადამიანებს საერთოდ არ გამოუშვებს ციხიდან.

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 