| ქალი და მამაკაცი |

"დედა კანონმდებლობის დარღვევით მზრდიდა"
"დედა კანონმდებლობის უხეში დარღვევით მზრდიდა"
სულაც არ არის გასაკვირი, კონსერვატული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, კახა კუკავა, კონსერვატორი და ტრადიციების მიმდევარი რომ იყოს და ასეცაა. იგი თვლის, რომ ბავშვის აღზრდაში დღეს უმთავრეს და უმეტეს როლს ოჯახი თამაშობს, უფრო მეტსაც კი, ვიდრე ეკლესია ან სკოლა. ბატონი კახა აღზრდის პროცესში მკაცრ დასჯასაც არ გამორიცხავს. ბავშვობაში ეს თავადაც გამოუცდია და თვლის, რომ მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში სწორედ დედის მკაცრმა მეთოდებმა გაამართლა.
ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვეობაში მათ დაცვა–გამოყენებაზე ჩვენი პოლიტიკოსი რესპონდენტი საინტერესოდ გვესაუბრა.
– ბატონო კახა, რა იგულისხმება თქვენთვის ცნებაში – ქართული ტრადიციული ოჯახი?
– დიდი პატრიარქალური ოჯახი, უფროსსა და უმცროსს შორის გარკვეული იერარქია, ქალისა და მამაკაცის სტატუსი ოჯახში. ერთი სიტყვით, ურთიერთპასუხისმგებლობა. მაგალითად, ჩვენ სამი თაობა ერთად ვცხოვრობთ – ჩემი მშობლები, ჩვენ და ჩვენი შვილები. ეს ჩემთვის მისაღებია, უფრო დაცულად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– ახალგაზრდა წყვილის ცალკე გადასვლის წინააღმდეგი ხართ?
– ეს შეიძლება ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარეც არის. ჩემთვის უფრო პრობლემური იქნებოდა, მე და ჩემი ცოლი რომ წამოვსულიყავით ოჯახიდან და ცალკე გვეცხოვრა. ახლა გარკვეული პასუხისმგებლობები მოხსნილი მაქვს, რადგან დილიდან საღამომდე სახლში არ ვარ.
– სამომავლოდ თქვენს შვილებს შეიძლება ხელი შეუშალოთ, თუ ცალკე ცხოვრებას გადაწყვეტენ?
– შეშლას რა აზრი აქვს, თუ სურვილი გაუჩნდებათ, გადავლენ კიდეც, მაგრამ თუ ამ ოჯახში გაიზრდებიან, ამ მენტალიტეტით, მგონია, აღარც მოუნდებათ გადასვლა. ჩემი შვილები რომ დაქორწინდებიან, იმ დროისთვის ალბათ საერთოდ სხვა ტრადიციები იქნება.
– ანუ თვლით, რომ გარკვეული ტრადიციები ქრება?
– არ ქრება, ტრანსფორმაციას განიცდის. უფრო და უფრო თანამედროვე ხდება, რაღაცეები შორდება, მაგრამ რაღაცეები რჩება, რაც სამი ათასი წლის წინაც იყო. ოქროს შუალედი უნდა მოინახოს. ფუნდამენტალიზმი ვერ განავითარებს საზოგადოებას, მაგრამ მთლიანად ტრადიციების უარყოფაც არის დაახლოებით დღევანდელი ჰოლანდია. არის რაღაც შუალედი, სადაც ტრადიციებიც შეგიძლია შეინარჩუნო, ოჯახის თვითმყოფადობაც, მაგრამ არის სფეროები, სადაც მოდერნიზაცია და რეფორმები უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად, პოლიტიკა, ეკონომიკა, მეცნიერება, ტექნიკა და ა.შ.
– თავად რამდენად ტრადიციულ ოჯახში გაიზარდეთ?
– ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს. ტრადიციულ ოჯახს რამდენიმე ძირითადი პოსტულატი აქვს და ერთ–ერთი არის უფროს–უმცროსის სტატუსი. დღეს, მაგალითად, ლომაიას ტესტებით, შვილის უფლებები თუ დაირღვევა, მან მამას უნდა უჩივლოს სასამართლოში. ქართული და საერთოდ სამხრეთული ტრადიციები ასეთ რამეს გამორიცხავს. მე ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, სადაც დედა კიდეც მცემდა და აქტიურ როლს ასრულებდა ჩემს აღზრდაში, დღევანდელი კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
– თვლით, რომ შვილის ამ ფორმით დასჯა სწორია?
– კი, მე ვთვლი, რომ ეს სწორია. თუ ვინმე დაგსჯის, ჯობია, მშობელმა დაგსაჯოს. ბავშვი, მოზარდი რთული ფენომენია, მილიონი საფრთხე ელოდება.
– და თვლით, რომ მკაცრი დასჯით ამ საფრთხეებს თავიდან ააცილებთ?
– რა თქმა უნდა, მარტო ფიზიკური დასჯა არ იგულისხმება. მთავარი მორალური ავტორიტეტია. მაგალითად, ჩემი თაობის ბევრ ოჯახში, ვისაც არ ეყო ავტორიტეტი, შვილები ან ნარკომანები გახდნენ, ან სხვა ცუდი გზით წავიდნენ. მეც მქონდა პერიოდი ძალიან პატარა ასაკში, როცა თამაშსა და უწესობას შორის ზღვარი ძალიან პატარა იყო. როცა შეიძლება, რომ ხელი წაგიცდეს, ამ დროს ოჯახმა უნდა დაგიცვას.
– თქვენს შვილებსაც ასე მკაცრად მოექცევით, მაგალითად, გალახავთ, თუ საჭირო გახდა?
– რა თქმა უნდა. არის რამდენიმე საკითხი, სადაც არასიმკაცრე დათვური სამსახურია შვილისთვის. ეს არის განათლების მიღება. ბავშვს სწავლა არასდროს უნდა და ძალით უნდა ასწავლო. არ უნდა ამოვარდეს ცხოვრების რიტმიდან. აბა, ბავშვს სხვა ვინ უნდა იცავდეს?! განსაკუთრებით ჩვენს დროში უფრო საფრთხილოა. კომუნისტურ საზოგადოებაში ბავშვს სკოლა, საზოგადოება, მედია იცავდა, რაც პიროვნებას ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. დღეს მედიაც, სკოლაც, საზოგადოებაც ბავშვის გარყვნაში მონაწილეობს და ერთადერთი ინსტიტუტი არის ოჯახი. ეკლესიას ჯერ კიდევ არ აქვს ისეთი გავლენა, ახლა იწყებს ამ ფუნქციის შესრულებას.
– კიდევ რომელ ტრადიციას სცემთ პატივს და იცავთ?
– ძალიან მომწონს დიდი სანათესაო, რაც არ არის ევროპული ტრადიცია. იშვიათად მაქვს შეხვედრის, ერთად შეკრების შესაძლებლობა. ძირითადად ისე ხდება, რომ მათ ჭირში ვნახულობ, მაგრამ ხანდახან ლხინშიც ვხვდებით.
– ტრადიცია, რომელსაც არ ეთანხმებით ანუ არ მოგწონთ.
– ძირითადად ალბათ ქართული სუფრის ის ვარიანტი, რომელიც პრაქტიკაშია. ის, რაც დღევანდელ რეალობაშია, არ არის ქართული სუფრა. ეს არის საბჭოთა სუფრა. იდეაფიქსი, რომ ვიღაცას უნდა დაალევინო და კისერში ჩაასხა, არ არის ქართული, ეს საბჭოურია, როცა სხვა გასართობი არაფერი ჰქონდათ და ამით ერთობოდნენ.
– სტუმრის გაუფრთხილებლად მოსვლა სახლში რამდენად მისაღებია?
– მგონია, რომ მარტო კომუნისტური საზოგადოების დროს იყო შესაძლებელი სტუმრის თავზე წამოდგომა, რადგან ყველას ერთნაირი გრაფიკი ჰქონდა – ათზე სამსახურში, ექვსზე სახლში. ახლა ყველა ადამიანი ინდივიდუალური წესით ცხოვრობს. თავის დროზე, მახსოვს, გვიკვირდა, მაგალითად, გერმანიაში სტუმრად მისვლის წინ რომ უნდა დაერეკათ, ამიტომ გერმანელები ყველაზე საშინელ ხალხად ითვლებოდნენ საქართველოში. ილიას ნაწერებშიც ჩანს, რომ გადარჩენის და პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა შრომაა. გაუთავებელი სტუმარმასპინძლობები, ორი ახალი წელი, სამოცი დასვენების დღე ამ ტემპს არღვევს. ადამიანი თუ მობილიზებულია, არ შეიძლება თავში მოუვიდეს, წამო და, ვთქვათ, ლევანას დავადგეთ და დავლიოთო. ამისთვის არსებობს უიკენდი.
– თავიდან ახსენეთ ქალისა და კაცის სტატუსი ოჯახში. როგორ თვლით, ოჯახის უფროსი, თავი და თავი მხოლოდ კაცია?
– როლები უნდა გადანაწილდეს. არ შეიძლება ქალი და კაცი ერთი და იგივე იყოს და როგორც ქალმა შეიძლება იმუშაოს სამსახურში, ისე იმუშაოს კაცმა და როგორი პასუხისმგებლობაც ქალს აქვს ოჯახში, ისეთი ჰქონდეს კაცს. ეს ევროპული თეორიაა – ქალის ემანსიპაცია. გულისხმობს იმას, რომ ქალი პოლიტიკაშიც უნდა იყოს, ბიზნესშიც, სამსახურშიც და კაციც იმ დოზით უნდა იყოს ოჯახში, როგორც ქალი. მე ეს პრაქტიკაში რთული განსახორციელებელი მგონია. ქალი და კაცი ოჯახში ერთნაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. შეიძლება რომ ორშაბათს ქალმა დარეცხოს და სამშაბათს – კაცმა? ან ბავშვებს თანაბრად მოუარონ? დედის სტატუსი გაცილებით მეტია ოჯახში, ვიდრე მამის და შესაბამისად, თუ ოჯახში ქალს განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ვერ ექნება განსაკუთრებული სტატუსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
– პირადად თქვენ ქალი სამზარეულოში გირჩევნიათ თუ ბიზნესლედის ამპლუაში?
– რა თქმა უნდა, ქალი სამზარეულოში არ უნდა მოკლა და საზოგადოებაში, კულტურულ ცხოვრებაში ჩართული უნდა იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მირჩევნია, ჩემი ცოლი ოჯახში იყოს, ბავშვები გაზარდოს, ოჯახი იყოს დაცული, ვიდრე კომპანიის მენეჯერი იყოს. მიუხედავად ამისა, ჩემთვისაც მოძველებულია სტერეოტიპი, რომ ქალი არ უნდა მუშაობდეს. შეიძლება იმუშაოს იმ განაკვეთში, რაც ოჯახს ხელს არ შეუშლის, მაგრამ ძირითადი ქალისთვის მაინც ოჯახია.
– ეს ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარეა, არა?
– არამარტო ჩვენი მენტალიტეტიდან, თუ დააკვირდებით, ჰოლივუდის ძალიან ცნობილმა მსახიობებმა, მულტიმილიარდერებმა თავი დაანებეს ჰოლივუდს იმის გამო, რომ ორმოცი წლის ასაკში პირველი ბავშვი გააჩინეს. თქვეს, რომ ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია.
– ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას გვეტყვით?
– აქ პირადი, თავისუფალი არჩევანია. არა მგონია, ეს საზოგადოების საქმე იყოს, პიროვნების გადასაწყვეტია. თუმცა ეს მარტო ჩვენთან არ არის ფასეულობა, მაგალითად, ბრიტნი სპირსი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქალიშვილი იყო. ესე იგი იქაც არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი. ბრუკ შილდსიც თავის დროზე ამბობდა, რომ მაინცდამაინც გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა ყოფილიყო. თუმცა იქ არ არის დისკუსია იმაზე, რომ ამის გამო, ვთქვათ, ბრუკ შილდსი კარგი ქალია და სხვა – ცუდი.

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 

.jpg)