| ქალი და მამაკაცი |

ჯოკოვიჩი თავს ფავორიტად არ მიიჩნევს
ჯოკოვიჩი თავს ფავორიტად არ მიიჩნევს
ცნობილი სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორტზე სიფიცხით გამოირჩევა, ეს განსაკუთრებით იმ მომენტში იგრძნობა, როდესაც საქმე კარგად არ მისდის. ასეთ სიტუაციაში მას გაბრაზებულს არაერთი ჩოგანი დაუმტვრევია. ასევე იყო უიმბლდონზე გერმანელ სიმონ გროილთან მატჩის დროსაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც გატეხილის ნაცვლად ახალი ჩოგანი აიღო, ნოვაკმა ზედიზედ რვა გეიმი მოიგო და მთლიანად მატჩიც.
– როგორ გრძნობთ თავს, თითქოს ადვილად მიაღწიეთ გამარჯვებას...
– პირიქით, თამაში ადვილად არ მომიგია. ფაქტიურად საკუთარ თავს თავად შევუქმენი პრობლემები. თამაში ცუდად დავიწყე, ბევრს ვნერვიულობდი, მხოლოდ მის შეცდომებს ველოდებოდი, რაც არასწორი მოქმედება იყო. მეტოქე აგრესიულად განეწყო, ძლიერად აწოდებდა, ბურთს კარგად იღებდა. მან მოახერხა მესამე სეტში ჩემი მოწოდების მოგება. მართალია, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ამ მატჩიდან სათანადო დასკვნების გამოტანაა აუცილებელი, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს.
– გასულ წელს ადრეულ სტადიაზე გამოეთიშეთ ტურნირს, როდესაც კორტზე გადიოდით, ამაზე ფიქრობდით?
– რა თქმა უნდა, არა. ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ. ტურნირში გამარჯვების დიდი ილუზია არ მაქვს, უბრალოდ, კორტზე გავდივარ და ვთამაშობ.
– როდესაც კორტზე დგახარ, ფიქრობთ ბადის მეორე მხარეს მდგომ მოწინააღმდეგეზე, მის სუსტ და ძლიერ მხარეზე, რომელმაც შესაძლოა პრობლემა შეგიქმნათ მატჩის დროს?
– ყოველთვის ვფიქრობ, როგორი მოწოდება აქვს მეტოქეს. თუ ძლიერი მოწოდება აქვს, ბალახის საფარიან კორტზე მის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. საერთოდ, მეტოქეს ყოველთვის პატივისცემით უნდა მოეპყრა, გაითვალისწინო მისი მიღწევები, როგორი შედეგები აქვს დიდი სლემის ტურნირებზე. თავი არასდროს უნდა ჩათვალო ფავორიტად, ვინაიდან ამან შეიძლება შენზე უარყოფითად იმოქმედოს მატჩის დროს.
– ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საკუთარ შანსებს სპეციალურად აკნინებთ, ვინაიდან თქვენი თამაშით თქვენ ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნით უამრავ პრობლემას.
– რა თქმა უნდა, საკუთარი შესაძლებლობები ჩემთვის კარგადაა ცნობილი. ხოლო იმ ყველაფრით, რაზეც ზევით ვისაუბრე, უბრალოდ ვცდილობ, საკუთარი თავი დამატებითი ზეწოლისგან გავანთავისუფლო, ვინაიდან ვიცი, რამდენად რთულია ამ ყოველივესთვის თავის გართმევა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამჟამად ხალხი ჩემს შესახებ ბევრს არ საუბრობს. გულახდილად ვაღიარებ, რომ ასეთი სიტუაცია ძალიან მომწონს. შემიძლია მთელი ჩემი ყურადღება საკუთარ თამაშზე გადავიტანო და ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
– თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მაყურებელი, თუ ცდილობთ ადგილობრივ გულშემატკივრებთან კონტაქტის დამყარებას?
– მაყურებლის რეაქცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, სადაც უნდა იყო. და რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი უპირატესობაა, თუ მაყურებლის მიმხრობას შესძლებ.
– როდესაც მაყურებლის გულის მოგებას ცდილობთ, ამისთვის რის გაკეთებას ცდილობთ?
– მე არ ვთხოვ, რომ მათ მხარი დამიჭირონ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ყველას თავისი საყვარელი მოთამაშე ჰყავს, ასე რომ...
– თქვენ განაცხადეთ, რომ გიხარიათ, როდესაც თქვენზე არ ლაპარაკობენ, როდესაც ფავორიტი არ ხართ. ასე რატომ ფიქრობთ, რა ფსიქოლოგიური განსხვავებაა იმ მომენტთან, როდესაც ფავორიტად ითვლებით?
– ეს სულ სხვა საქმეა, ასეთ შემთხვევაში მრავალი გვერდით ფაქტორი მოქმედებს. მას მედია გავლენას ახდენს თქვენს ფსიქოლოგიაზე ზოგიერთ ვითარებაში, იმ დროს, როდესაც ტურნირზე გამოდიხართ. მაგალითად, როდესაც წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ვთამაშობდი, როგორც მოქმედი ჩემპიონი, დიდ ზეწოლას განვიცდიდი, რასაც თავი ბოლომდე ვერ გავართვი. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ შესანიშნავია მწვერვალზე ყოფნა. ასეთ შემთხვევაში უამრავ უპირატესობასაც იღებ, თუმცა, როგორც აღვნიშნე მას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს.
– თქვენ გულბისთან იმიტომ მეგობრობთ, რომ ერთად ვარჯიშობდით?
– დიახ.
– საკმაოდ კარგად იცნობთ ენდი მარეის, როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი თუ ინტერესდებით მისი თამაშით და საერთოდ, მასზე რას ფიქრობთ?
– არც ვიცოდი, ერთად თუ თამაშობდნენ. მგონი, აქამდე მათ სხვა ტურნირზეც უთამაშიათ ბალახის საფარზე. ენდიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი თამაში. გულბისი აქცენტს ძლიერ დარტყმაზე აკეთებს. ჩემი აზრით, ენდი ყოველთვის ტემპის დაგდებას ცდილობს, ვფიქრობ, იგი წარმატებას ყოველთვის თავისი თამაშის ბრძნული სტილით აღწევს.
– რას ფიქრობთ ატეხილ ხმაურზე, რომელიც ენდი მარეის სახელს უკავშირდება?
– ამაზე არაფერს ვფიქრობ. მან მხარდაჭერა დაიმსახურა, ჩემი აზრით, როგორც მას მედიის, ისე მაყურებლის მხრიდან, ვინაიდან იგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ჩოგბურთელის სახელს. მას საკმარისი სათამაშო კლასი გააჩნია დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად. მეორე მხრივ იგი უდიდეს ზეწოლას განიცდის. როდესაც კორტზე გამოდის, ყველა იმის მოლოდინშია, რომ კარგად ითამაშებს და აუცილებლად გაიმარჯვებს.
– ენდიში რაიმე სიახლე თუ შენიშნეთ?
– დიახ, მას ახალი ვარცხნილობა აქვს (იცინის).
– თქვენ გითამაშიათ ცენტრალურ კორტზეც და ნომერ პირველ კორტზეც. თუ არის მათ შორის რაიმე სხვაობა?
– ჩემი აზრით, ცენტრალური კორტი უფრო სრიალაა. პირადად მე ასეთი შეგრძნება დამეუფლა. შესაძლოა ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ჩემი თამაშის დროს მოღრუბლული იყო და ბალახი უფრო სრიალა გახდა.
– პრესაში ბოლო დროს გახშირდა მსჯელობა ჩოგბურთში გარიგებულ მატჩებზე. თქვენ თუ გქონიათ შეხება მსგავს რაღაცასთან თქვენი სპორტული კარიერის განმავლობაში?
– პირადად ასეთ რამესთან შეხება არ მქონია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსმენია ასეთი ისტორიები, რომელშიც მოთამაშეები მონაწილეობდნენ. არ შემიძლია იმის მტკიცება, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას უნდა ვებრძოლოთ.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

კავშირი ტეგთან: ნოვაკ ჯოკოვიჩი

კავშირი ტეგთან: ნოვაკ ჯოკოვიჩი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯენიფერ ენისტონი მინერალურ წყალს რეკლამას უკეთებს
ევა ლონგორია კატის საკვების რეკლამაში გადაიღეს
მარიამ ჯოლოგუა ანანოსგან თავის დაღწევას ცდილობს 

მაიკლ ჯექსონი Pepsi-ს სახე გახდა
ტესტები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ”სარკესთან” ერთად 28 მარტიდან გამოვა
რეკლამა დაკოტა ფანინგის მონაწილეობით სექსუალურ სკანდალად ჩაითვალა
მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში 