asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2010 წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები
მილიონიანი ბეჭდები და ზღაპრული კაბები
2010 წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები

2010-12-16 15:06:51



ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს მსოფლიო მედია სხვა მოვლენებთან ერთად ვარსკვლავების ქორწილებსაც აჯამებს. როგორც ვიცით, ყველაზე საინტერესო წინ გველოდება – ინგლისის პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის საქორწილო ცერემონიალი. მანამდე კი თვალი გადავავლოთ გასული წლის ყველაზე ხმაურიან და ვარსკვლავურ ქორწილებს.
* * *
ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი
ასაკი: პატარძალი – 30 წლის, სიძე – 32 წლის.
რომანი ქორწილამდე: 5 წელი.
იყო თუ არა პატარძალი ორსულად: არა.
სად ჩატარდა ცერემონიალი: ჰუძონის სანაპიროზე, პატარა ქალაქ რაინბეკში.
გასაიდუმლოების ხარისხი: განსაკუთრებული დაცვა, სტუმრების უსაფრთხოებას ამერიკის საიდუმლო სამსახური იცავდა.
ვარსკვლავური სტუმრები: ბარბრა სტრეიზანდი, ტომ ჰენკსი, სტივენ სპილბერგი და ამერიკის 500 გავლენიანი ადამიანი.
ანტურაჟი: ქორწილის ცერემონიალი ლეო მაქსის ლექსის "ცხოვრება, რომელიც მაქვს" წაკითხვით დაიწყო. პატარძალი საკურთხეველთან მამამ, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მიიყვანა.
საქორწილო კაბა: ვერა ვონგის 16 ათას დოლარად ღირებული კაბა.
ბეჭედი: მილიონ დოლარად ღირებული ბრილიანტისა და ზურმუხტის თვლებიანი ბეჭედი.
საჩუქრები: პატარა ქალაქის მცხოვრებთა მოთმინება, მთელი დღე ქუჩაში არ გამოსულიყვნენ. ამისათვის მათ ერთი ბოთლი ღვინო და ბოდიშის წერილი მიიღეს.
რამდენი დაჯდა ქორწილი: დაახლოებით 5 მილიონი დოლარი. მხოლოდ ყვავილებისთვის – შროშანებისა და ორქიდეებისთვის 458 ათასი დოლარი დაიხარჯა. საქორწილო ტორტისათვის კი 11 ათასი დოლარი გამოიყო.
* * *
პრინცესა ვიქტორია და დანიელ ვესტინგი
ასაკი: პატარძალი – 33 წლის, სიძე – 37 წლის.
ქორწილამდე რომანი: 8 წელი.
იყო თუ არა პატარძალი ორსულად: არა.
სად ჩატარდა ცერემონიალი: სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში.
გასაიდუმლოების ხარისხი: ამ დღეს საჰაერო სივრცეც კი დახურული გახლდათ. ქორწილის ცერემონიალს 5 ათასი სამხედრო და 2 ათასი პოლიციელი იცავდა.
სტუმრები: ფინეთისა და ისლანდიის პირველი პირები, ნორვეგიის, დანიის, ნიდერლანდების და იორდანიის სამეფო ოჯახები, პრინცები და პრინცესები.
ანტურაჟი: სტოკჰოლმს დაახლოებით 1000 საპატიო სტუმარი ეწვია. საკათედრო ტაძრიდან სიძე დენიელ ვესტინგი გამოვიდა, როგორც მისი აღმატებულება პრინცი დენიელი.
საქორწილო კაბა: პრინცესა ვიქტორიას საქორწილო კაბა, რომელსაც ძალიან მდიდრული შლეიფი ჰქონდა, შვედმა დიზაინერმა შეუკერა.
ბეჭედი: ბრილიანტებით მოოჭვილი თეთრი ოქროს ბეჭედი.
საჩუქარი: ახალდაქორწინებულებს სტოკჰოლმის მახლობლად ციხესიმაგრე გადასცეს.
რამდენი დაჯდა ქორწილი: ამ სამეფო დღესასწაულისათვის 2 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. დანახარჯი შუაზე გაიყვეს სამეფო ოჯახმა და შვედეთის სახელმწიფო ბიუჯეტმა.
* * *
მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი
ასაკი: პატარძალი – 24 წლის, სიძე – 37 წლის.
ქორწილამდე რომანი: 6 წელი.
იყო თუ არა პატარძალი ორსულად: არა.
სად ჩატარდა ცერემონიალი: ჰავაის კუნძულებზე, სასტუმრო "ოთხ სეზონში".
გასაიდუმლოების ხარისხი: სრულიად საიდუმლოდ.
სტუმრები: მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები.
ანტურაჟი: ჰავაის კუნძულების ერთ–ერთ უკაცრიელ პლაჟზე ბრაიანმა პატარძალი ხელში აიტაცა და მზის ჩასვლას ასე რომანტიკულად უყურეს.
საქორწილო კაბა: "არმანი პრაივის" კაბა და 5 მეტრიანი ჰაეროვანი ფატა.
ბეჭედი: ორკარატიანი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი, რომელიც ბედნიერმა პატარძალმა მალე ქვიშაში დაკარგა. რამდენიმე დღის შემდეგ ქმარმა მას ახალი ბეჭედი უყიდა, როგორც ამბობენ, უფრო დიდი ბრილიანტით.
საჩუქრები: უცნობია.
რამდენი დაჯდა ქორწილი: მინიმალური თანხა, მაგრამ ესეც საიდუმლოდ დარჩა.
* * *
პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი
ასაკი: პატარძალი – 36 წლის, სიძე – 41 წლის.
ქორწილამდე რომანი: 3 წელი.
იყო თუ არა პატარძალი ორსულად: დიახ. წყვილი ბიჭს ელოდება.
სად ჩატარდა ცერემონიალი: ბაჰამის კუნძულებზე.
გასაიდუმლოების ხარისხი: სრულიად საიდუმლოდ.
სტუმრები: მხოლოდ რამდენიმე მეგობარი.
ანტურაჟი: ქორწილის ცერემონიალი სიძის ერთ–ერთი მეგობრის ვილაში გაიმართა.
საპატარძლო კაბა: დიორის კაბა, სპეციალურად პენელოპასთვის ის ჯონ გალიანომ შეკერა.
ბეჭედი: ვერცხლის ბეჭედი ლურჯი საფირონითა და ბრილიანტით.
საჩუქრები: სიყვარულის ახსნა. კანის კინოფესტივალის დახურვაზე ჰავიერმა პირველად ილაპარაკა საკუთარ გრძნობებზე: "მინდა, გაგინაწილოთ ჩემი სიხარული. პენელოპა, მე შენ ძალიან მიყვარხარ!".
ქორწილის ბიუჯეტი: უცნობია.
* * *
მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი
ასაკი: პატარძალი – 27 წლის, სიძე – 33 წლის.
ქორწილამდე რომანი: 2,5 ნახევარი წელი.
იყო თუ არა პატარძალი ორსულად: დიახ. წყვილი პირველ შვილს ელოდება.
სად გაიმართა ცერემონიალი: ლოს ანჯელესში.
გასაიდუმლოების ხარისხი: სრულიად საიდუმლოდ. ქორწილის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მირანდა დაგეგმილ გადაღებებზე ვერ გამოცხადდა.
სტუმრები: მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები.
ანტურაჟი: საქორწილო ცერემონიალი ახალდაქორწინებულების ახალ სახლში შედგა.
საქორწილო კაბა: ვინტაჟური, ფერადი პრინტით.
ბეჭედი: 450 ათას დოლარად ღირებული ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი.
საჩუქარი: თაფლობისთვე კარიბის კუნძულებზე.
ქორწილის ბიჯეტი: უცნობია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online