
ქართულ მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი ნაწილი – 78 პროცენტი ორ კერძო ნაციონალურ არხზე – "იმედსა" და "რუსთავი-2"-ზე მოდის. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ორი ტელეკომპანია აუდიტორიის ბაზრის 60-პროცენტიან წილს აკონტროლებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ტელევიზია საქართველოში უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, ვიდრე - რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ რეკლამებიდან შემოსავლების მიზიდვის თვალსაზრისით, საქართველოს ბეჭდური სექტორი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია.
"გაზეთებზე რეკლამებისთვის გაწეული დანახარჯების 4.3 პროცენტი მოდის და ეს რიცხვი არ მოიცავს სარეკლამო განცხადებებს. ჟურნალებზე კი, მოდის 3.9 პროცენტი. რადიოსადგურებზე მთლიანი სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 7.8 პროცენტი მოდის, გარე რეკლამაზე კი - 5.8 პროცენტი. ინტერნეტის რეკლამის წილი საქართველოში რეგიონის საშუალო მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ინტერნეტ მედიასაშუალებებში განთავსებულ რეკლამებზე სარეკლამო დანახარჯები 1 პროცენტზე ნაკლებია, მაშინ როდესაც რეგიონის შესაბამისი საშუალო მონაცემი 6.1 პროცენტს უტოლდება", - ნათქვამია ანგარიშში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალი ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისის მარიოტში" გაიმართა. პრეზენტაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები ესწრებიან.

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|

















ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა 

სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში














































































