| ქალი და მამაკაცი |

არ ვიცი, ასე შიშში სადამდე ვიცხოვრებ
არ ვიცი, ასე შიშში სადამდე ვიცხოვრებ
"ინტერვიუზე იმიტომ დაგთანხმდით, რომ მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს საყვარელ ადამიანებს. ძალიან ცუდად მოვიქეცი და გული ყველას ძალიან ვატკინე. ახლა ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ, მაგრამ მაშინ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი. მინდა ყველას, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ვთხოვო, რომ ჩემი შეცდომები გაითვალისწინონ და თვითონ უფრო წინდახედულები იყვნენ", – ასე დაიწყო "გუმბათთან" საუბარი ანი კ–მ.
– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– სკოლის დამთავრებისთანავე, თბილისის ერთ–ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩავირიცხე. მაღალმთიანი რეგიონიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. დედაქალაქში ჩამოსული კი, ბევრმა რამემ გამაკვირვა. მე სულ სხვანაირად მზრდიდნენ, თბილისელი ახალგაზრდები კი უფრო თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან. მათ უფრო მეტი საშუალება აქვთ, რომ ისწავლონ, გაერთონ, მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. მთელი დღე ან ვსწავლობდი, ან ვქსოვდი. ჩვენი სოფლის ბავშვები ბევრ რამეს არიან მოკლებულნი. ზამთარში გზა იკეტება და გარე სამყაროს მთლიანად მოწყვეტილები ვართ.
– თბილისში ვისთან ცხოვრობდით?
– დეიდასთან და დეიდაშვილებთან. ისინი ჩემი ტოლები არიან, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ აქ თავი კომფორტულად მეგრძნო. თავიანთი მეგობრები გამაცნეს, ყველგან თან დავყავდი. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთი უჩვეულო იყო, რომ თავბრუ დამახვია. თავიდან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ შემდეგ გართობას გადავყევი. უნივერსიტეტს ხშირად ვაცდენდი. ჩემი დეიდაშვილების მეგობრებს იმდენად დავუახლოვდი, რომ მათ გარეშეც ხშირად დავდიოდი სხვადასხვა კლუბებსა თუ კაფეებში. ოჯახს ვატყუებდი, რომ წიგნებისთვის მჭირდებოდა ფული, არადა, ყველაფერს გართობაში ვხარჯავდი... ახლა, ამ ყველაფრის გახსენებისას, ბრაზი მიპყრობს, რომ ჩემი ცხოვრება არასწორი გზით წავიყვანე. სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, ჩემს წარმატებაში ყველა დარწმუნებული იყო. ნამდვილად არ ვაჭარბებ. შეიძლება ვინმეს ჩემი ისტორია ბანალურადაც მოეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი ნამდვილად ასე იყო. ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, სულ სხვაგვარად მოვიქცეოდი, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.
– უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში?
– ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული ეტაპია. ბოდიშს გიხდით გულჩვილობისთვის, ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმეს ვეცოდებოდე, უბრალოდ ცრემლების შეკავებას ვერ ვახერხებ. ისევ ჩემს ამბავს დავუბრუნდეთ, ერთ დღესაც კლუბში გაგა გავიცანი. ის ძალიან სიმპათიური და თავისუფალი ახალგაზრდაა. მასთან ურთიერთობა ძალიან მიადვილდებოდა და მსიამოვნებდა კიდეც. თავიდან გართობის მიზნით გავიცანი. ჩემს ახალ სამეგობროში შეყვარებული ყველას ჰყავდა და არ მინდოდა მე "გოიმად" გამოვჩენილიყავი. გაგამ დისკოთეკაზე შემამჩნია და საცეკვაოდ გამიწვია, მეც სიამოვნებით დავთანხმდი. როგორც უკვე აღვნიშნე, ის საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდაა. ნომრებიც გავცვალეთ და მას შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებოდით. დროთა განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ვერც შევამჩნიე, ისე შემიყვარდა, შეიძლება ითქვას, რომ ჭკუა დამაკარგვინა, აზროვნების უნარი წამართვა. მის გარდა, ირგვლივ ვეღარაფერს ვამჩნევდი. უკვე აღარც ჩემი ახალი მეგობრები მაინტერესებდა, მათაც იშვიათად ვნახულობდი. ჩემს დეიდაშვილებთან გამუდმებით კონფლიქტი მქონდა. მათ არ მოსწონდათ ჩემი რადიკალური ცვლილებები. მსაყვედურობდნენ, რომ საერთოდ აღარ ვსწავლობდი. გამუდმებით მახსენებდნენ, რომ თბილისში სასწავლებლად ვიყავი ჩამოსული და არა გასართობად. თვითონ არც გართობას და არც მეგობრებთან სიარულს იკლებდნენ, მაგრამ სწავლითაც ნორმალურად სწავლობდნენ, ჩემგან განსხვავებით. მე ვერ შევძელი ზღვარი დამეცვა, პრიორიტეტები სწორად გადამენაწილებინა. მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი. ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდა ვიყავი და სწორედ რომ გართობის დრო იყო. ამ ყველაფრის გამო დეიდაშვილებთან ურთიერთობა გამიფუჭდა.
– თქვენი მშობლები რას გეუბნებოდნენ?
– მათ ეგონათ, რომ კარგად ვსწავლობდი. მეც თავს ვიკატუნებდი. დეიდაჩემი მთელი დღე მუშაობდა და როცა მოდიოდა, ან მეძინა, ან ფორმალურად გადავიკითხავდი რაღაცებს, რომ არ ესაყვედურა. დეიდაშვილებიც ხელს მაფარებდნენ. როდესაც ვჩხუბობდით, მემუქრებოდნენ, რომ ჩემს მშობლებს ყველაფერს ეტყოდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მუქარა იყო. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტშიც პრობლემები შემექმნა, ეს კი დედაჩემს არ გამოჰპარვია. საშინლად მეჩხუბნენ, მაგრამ ამითაც დიდი არაფერი შეცვლილა. მათ გაგა ძალიან არ მოსწონდათ. თვლიდნენ, რომ არასერიოზული და თავხედი ბიჭი იყო. მამაჩემი ხელითაც კი შემეხო, მაგრამ ამით მხოლოდ საწინააღმდეგო შედეგს მიაღწიეს. სახლიდან გავიპარე და გაგასთან გადავედი საცხოვრებლად. ამის შემდეგ, მშობლებს ჩემი სახელის გაგონებაც აღარ უნდოდათ. ყველას იმას ეუბნებოდნენ, შვილი აღარ გვყავსო. ძალიან ტრადიციული ოჯახი მაქვს და მათთვის მიუღებელი იყო ჩემი საქციელი. დეიდამ და დეიდაშვილებმაც ზურგი მაქციეს. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, მაგრამ რაღას ვიზამდი, გაგას დათმობა არ შემეძლო. მეგონა, მის გარეშე მოვკვდებოდი.
– გაგას ოჯახმა როგორ მიგიღოთ?
– მისი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ამიტომ მე და გაგა მარტო ვცხოვრობდით. დედამისი ძალიან კარგი ადამიანია. ყურადღებას არ გვაკლებდნენ, მატერიალურადაც ისინი გვეხმარებოდნენ. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ ეს ბედნიერება ცოტა ხანს გაგრძელდა. სულ მალე გავიგე, რომ გაგა ნარკომანი ყოფილა. ზოგჯერ მგონია, რომ მასში ორი ადამიანი ცხოვრობს. როდესაც "ლომკები" ეწყება, აუტანელი ხდება, რამდენჯერმე ხელიც კი გამარტყა. მაგრამ როცა წამლით უზრუნველყოფილია, ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი ხდება. ცდილობს, გამანებივროს, ძალიან რომანტიკულია, ეს მომენტები არცთუ ისე ხშირად აქვს. ზოგჯერ საშინლად აგრესიულია და იმ წუთებში მგონია, რომ შეიძლება მომკლას. მის აგრესიულობას არც ჩემი ფეხმძიმობა აბრკოლებს. ექვსი თვის ორსული ვარ. გაგას ძალიან უხარია, რომ მალე მამა გახდება. მიუხედავად ამისა, ერთხელ ლამის მუცელი მომიშალა, შემდეგ ბოდიშებით ამავსო – ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდიო. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, არ ვიცი, ასე შიშში სადამდე ვიცხოვრებ. ჩემს დეიდაშვილებს ჩვენმა საერთო მეგობრებმა უთხრეს, რა მდგომარეობაშიც ვარ, ისინი შემირიგდნენ და ხშირად მნახულობენ, ცდილობენ, ყველანაირად გვერდით დამიდგნენ. ჩემი მშობლები კი, ვერაფრით მპატიობენ, რაც ჩავიდინე. მე კი ყველაფერს ძალიან ვნანობ, ძალიან მენატრებიან და მინდა, რომ მათ ბოდიში მოვუხადო. ვიცი, რომ გული ძალიან ვატკინე. მალე მეც დედა ვხდები და უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს. იმედი მაქვს, ამ სტატიას წაიკითხავენ და მაპატიებენ. მე ისინი ძალიან მიყვარს, უფრო მეტადაც კი ვიდრე მანამდე.
ნინო ჯანიძე

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 