| ქალი და მამაკაცი |

"ქმრის დეპრესიას ვეღარ ვუძლებ!"
"ქმრის დეპრესიას ვეღარ ვუძლებ!"
მე და ჩემს მეუღლეს ჯვრისწერისას მოძღვარმა გვითხრა, ჭირსა და ლხინში ერთმანეთს უნდა დაუდგეთო. ამ სიტყვების მნიშვნელობა ძალიან კარგად მესმის, მაგრამ შესრულება არც ისე ადვილი ყოფილა.
გვიან გავთხოვდი, ყოველ შემთხვევაში, სხვები ასე ფიქრობდნენ. 32 წლის ვიყავი და ყველა შინაბერას მეძახდა. როცა ჩემი ხელის სათხოვნელად მოვიდნენ, მომავალი მეუღლე არ მომეწონა და ამიტომ, ბუნებრივია, არც რაიმე გრძნობა გამიჩნდა. ალბათ უარითაც გავისტუმრებდი, რომ არა ჩემი მშობლების ისტერიკები. მამამ გამომიცხადა, მაშინ სახლიდან გაგაგდებ, არ მინდა, უპატრონოდ დაბერდეო. პრაგმატულად რომ შევხედე, თითქოს ურიგო კანდიდატურა არც იყო – სახლი ჰქონდა, მუშაობდა, კარგი მშობლებიც ჰყავდა. მოკლედ, ამ ყველაფერს ცივი გონებით შევხედე და გადაწყვეტილებაც მივიღე...
დედამთილი მეუბნება, რაც შენ შემოხვედი ჩვენს ოჯახში, მას შემდეგ ჩვენი საქმე უკან–უკან წავიდაო. ცუდი გულით ნამდვილად არ შევსულვარ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი საქმე მართლაც უკუღმა წავიდა. ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა, მერე რაღაც საქმეს მოეკიდა და იქაც ყველაფერი ცუდად დამთავრდა. სარგებლის ნაცვლად ვალი დაედო.
ცუდი მოვლენები ერთმანეთს მიეწყო. სულის მოთქმას ვერ ვასწრებდით, რომ ერთიმეორეზე უარეს ამბავს ვიგებდით. ეს ჩემზეც მოქმედებდა, მაგრამ ვაი–ვიში არ დამიწყია. თითქოს უფრო გავძლიერდი. ქმრის უნიათობას და საცოდაობას რომ შევცქეროდი, პროტესტის ნიშნად მე უფრო ვძლიერდებოდი. პრობლემები ცოტა მოვაგვარეთ, მაგრამ ჩემს ქმარს არაფერი ეშველა. დეპრესიიდან ვერ გამოვიყვანე. ზოგჯერ მისი შეხედვაც არ მინდა, ძალიან მაღიზიანებს.
აქ მაინც უნდა ვიყო გულახდილი და გითხრათ, რომ ქმარი არ მიყვარს. მას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა. ერთადერთი კარგი, რაც ჩვენს ურთიერთობაში შეიძლებოდა, მომხდარიყო, შვილი იქნებოდა, მაგრამ ისიც არ გვყავს. ახლა ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, მინდა თუ არა, რომ მისგან შვილი მყავდეს.
მშობლების ნერვიულობას რომ არ ვერიდებოდე, მას დღესვე დავტოვებდი. ზოგჯერ შემეცოდება ხოლმე, მაგრამ სიმთვრალეში, როცა ხმას მაღლა უწევს, სიბრალული ისევ მიქრება. სულ სხვის ცუდს ლაპარაკობს. ჩემს დეიდაშვილებს წარმატებული ბიზნესი აქვთ. ისინი რომ არა, ჩვენი ოჯახი ალბათ გაჭირვებიდან თავს ვერ დაიძვრენდა. ჩემს ქმარს ყველანაირად დაეხმარნენ, მაგრამ მას მაინც ვერაფერი დაანახვეს. იცის, რომ მწყინს, როცა ჩემს დეიდაშვილებს ლანძღავს, მაგრამ ჩემი ჯიბრით მათზე სულ ცუდს ამბობს. ვეუბნები, კიდევ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ ასე არ გელაპარაკა–მეთქი. შანსს არ უშვებს ხელიდან, არ დასცინოს. სასაცილო სახელები შეარქვა. დედამისთან ერთად იცინის ხოლმე. ერთხელ ვუთხარი, სასაცილოები თქვენ ხართ–მეთქი. დედამთილი გაგიჟდა, ჩემი ოჯახის მისამართით საშინელი სიტყვები იძახა. მითხრა, ეგენი რომ პატივს გცემდნენ, შენს ქმარს სამუშაოს მისცემდნენო. ერთხელ მართლაც წაიყვანეს სამუშაოდ, მაგრამ თავისი მწარე ენა გამოაჩინა, თანამშრომლებთან დიდი კონფლიქტი მოუვიდა და თვითონვე გამოიქცა იქიდან. ახლა, პირი რომ აქვს შერცხვენილი, იქით არ იხედება, თორემ ჩემი დეიდაშვილები სამუშაოს აუცილებლად მოუძებნიდნენ.
მეტს ვეღარ ვუძლებ. ალბათ მალე ქმრის ოჯახიდან წამოვალ. მინდა, ერთი ოთახი მაინც მქონდეს, რომ მარტომ ვიცხოვრო. ძალიან უბედური ვარ. არ მესმის, რატომ უნდა მოვითმინო ქმრის დეპრესია ან მის ბოღმიან ლაპარაკს რატომ ვუსმინო. არც ის გიჟდება ჩემზე და არც მე ვირევი მისი სიყვარულით. იქნებ ჩემ გარეშე ისიც ბედნიერი იყოს და მეც ჩემი გზა ვიპოვო. მასთან მომავალი არც მექნება და არც მინდა, რომ მქონდეს. ასეთ ადამიანთან ერთად ახალგაზრდობაც უნდა ჩავიმწარო და არც სიბერე მექნება კარგი. ვიცი, ცუდი ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვებ, მაგრამ ასე გულახდილი კარგა ხანია, აღარ ვყოფილვარ. თითქოს გულზე მომეშვა. მადლობა იმისთვის, რომ ამის საშუალება მომეცით.
მკითხველი

კავშირი ტეგთან: შვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 