| ქალი და მამაკაცი |

სიყვარულით გაშვებული ქმარი
"როცა ადამიანი გიყვარს, პირველ რიგში, მისი ბედნიერება უნდა გწყუროდეს და არა – შენი"
შეყვარებულ ქალს ბევრი რამ შეუძლია, ისიც კი, რომ საყვარელი ადამიანისათვის საკუთარი ბედნიერება დათმოს, მაგრამ თავი დაზარალებულად მაინც არ ჩათვალოს. ჩვენი რუბრიკის სტუმარი სწორედ ასეთი ადამიანია, 40 წელს გადაცილებული მშვენიერი ქალბატონი თეონა.
თეონა:
– მე და დათა სიყვარულით დავქორწინდით. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს შევეფერებოდით, გარშემომყოფთაგან რატომღაც ბევრი წინააღმდეგობა გვქონდა. ეს დაბრკოლებები ჩვენს გრძნობას უფრო ამყარებდა. ქორწინების შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყეთ ცხოვრება, ერთად ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ. ამან თითქოს უფრო შეგვკრა და გაგვამთლიანა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აბსოლუტურად ჰარმონიული წყვილი ვიყავით. ჩემს სუსტ მხარეებს დათა მთლიანად ავსებდა, ხოლო როცა ის ამჟღავნებდა სისუსტეს, მე ვძლიერდებოდი და სიტუაციას ვმართავდი. სუსტი და ნაზი ვიყავი – არც კი ვიცი, საიდან მეძლეოდა ამდენი ძალა. ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ ცხოვრება თავისთავად რთულია და დაძაბულობებს ქმნის. როცა ჩემი ქმარი უხასიათოდ იყო და, ვთქვათ, ყვირილის ხასიათზე დგებოდა, მე ვრბილდებოდი, ვაცდიდი, სანამ გულიდან ამოიღებდა სათქმელს და მერე დაწყნარებულ გულზე ვესაუბრებოდი. თავადაც ასე იყო ჩემ მიმართ. ერთმანეთს ძალიან ვუგებდით. მე ის მიყვარდა თავისი პლუს–მინუსებით, მასაც – ასევე.
– ასეთი იდეალური ურთიერთობის რღვევა რამ გამოიწვია?
– საქმე ის იყო, რომ ჩვენი თანაცხოვრების ათი წლის მანძილზე ბავშვი არ შეგვეძინა. ვის აღარ მივმართეთ, რა გამოკვლევა აღარ ჩავიტარეთ, მაგრამ უშედეგოდ. თითქოს სერიოზული პრობლემა საამისოდ არც ერთს გვქონდა. ალბათ ეს იყო ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა, რომლის წინაშეც მედიცინა უძლურია. ჩემს ქმარს გაუჩნდა კომპლექსი, რომ უშვილო იყო. მას ყმაწვილკაცობაში ჰქონდა რაღაც დაავადება გადატანილი, თუმცა, ექიმების აზრით, ამ დაავადებისგან უშვილობის წარმოქმნა მხოლოდ ალბათობა იყო და არა – აუცილებლობა. დათა ამას ძალიან განიცდიდა. ეგონა, რომ მისი მიზეზით ისეთ დიდ სიხარულს მაკლებდა ცხოვრებაში, რასაც დედობა ჰქვია. ეს ჩემთვის თავისთავად ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ სიყვარულს უფრო წინ ვაყენებდი. ვთვლიდი, რომ ეს უფლის ნება იყო და ამას ჩვენი ურთიერთობა არ უნდა დაერღვია.
– ხელოვნური განაყოფიერების მცდელობა არ გქონიათ?
– ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით სულიერმა მოძღვარმა კურთხევა არ მომცა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემს ქმარს ეს უშვილობის კომპლექსი გადაელახა, მაინც გავბედე და ამ რისკზე წავედი. იმდენად ვიყავი დათას დახმარების იდეით შეპყრობილი, ისიც ვერ გავთვალე, რომ მოძღვრის კურთხევა არ უნდა დამერღვია. ცხადია, არც ამ ნაბიჯმა მომცა შედეგი.
– ბავშვის აყვანა არ გიფიქრიათ?
– ჩემი თვითმიზანი არ იყო ბავშვის გაზრდა და ხელოვნურად დედობის ტვირთის აღება. ქმარი ყოველმხრივ მავსებდა – ის იყო ჩემი ცხოვრების თანამგზავრიც, შეყვარებულიც, მეგობარიც და გარკვეულწილად "შვილიც". ბავშვივით ვუვლიდი და ვზრუნავდი მასზე. თავს ვევლებოდი. ასე რომ, არც ეს მზრუნველობის მომენტი მაკლდა. მე ვწუხდი დათას გამო და მინდოდა, ეს კომპლექსი როგორმე დაეძლია. თავიდან არ მიფიქრია ბავშვის აყვანა, მაგრამ როცა მასში ეს საკითხი გამწვავდა, მაშინ მოვინდომე, ისევ და ისევ ჩემი ქმრისთვის, მაგრამ დათა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა.
– ამის გამო დასცილდით ერთმანეთს და თქვენი სიყვარული დათმეთ?
– არსებითი მიზეზი ეს იყო, მაგრამ საბაბი – სხვა. დათასთან დაწესებულებაში ერთმა ახალგაზრდა ქალმა დაიწყო მუშაობა. პატიოსანი გოგო იყო, დედით და მამით ობოლი, უმწეო და მიუსაფარი. ავი დედინაცვლის ხელში მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. მერე სოფელში ვიღაც ვიგინდარას მოუტაცია და მისგან გამოქცეულა. თბილისში ქირით ცხოვრობდა. ხელფასიც მცირე ჰქონდა და თავის გატანა უჭირდა, არადა დათას გადმოცემით, ნიჭიერი იყო და პატრონი რომ ჰყოლოდა, ბევრსაც მიაღწევდა. ძალიან გამხდარი და უსუსური გოგო იყო. დათას ებრალებოდა და ეხმარებოდა ხოლმე. მის შესახებ ჩემთან ხშირად ლაპარაკობდა. მართალია, პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მეც ძალიან ვუთანაგრძნობდი და ხშირად მისთვის ლუკმაც გამიყვია. გოგონა მადლობებს მითვლიდა და ამბობდა, რომ ჩვენი ოჯახისთვის ლოცულობდა. მართალი გითხრათ, საკმაოდ სათნო ადამიანი იყო და მასში ეჭვი არასოდეს შემიტანია.
– იმ გოგოს თქვენი ქმრის მიმართ გრძნობა გაუჩნდა?
– დიახ, სწორედ ასე მოხდა. ეტყობა, დათას, როგორც სანდო ადამიანს, ძალიან მიეკედლა და მასთან ზედმეტად გაიხსნა. შეიძლება ქვენა გრძნობები არც ჰქონდა. დათაში საყრდენი დაინახა და მათ შორის გარკვეული ადამიანური სითბო გაჩნდა.
– ეს თქვენ შეამჩნიეთ?
– მე დათას ყოველთვის ძალიან ვენდობოდი, ის არაფერს მიმალავდა. მის გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. თანაც ის არ ჰგავდა სხვა მამაკაცებს, რომლებსაც ცოლის ღალატი არაფრად მიაჩნიათ. პიროვნულად და ადამიანურადაც განსხვავებული იყო და ეს თავისი მოქმედებით კიდეც დაადასტურა.
– რა გზას მიმართა?
– თავიდან საკუთარ თავში ჩაიკეტა, დადარდიანდა. მივხვდი, რომ რაღაც პრობლემის წინაშე იდგა. ვთხოვდი, მიზეზი გაემხილა, მაგრამ მიპასუხა, ეს პირადი, კაცური პრობლემაა და ჩემით მოვაგვარებ, შენ თავს ვერ მოგახვევო. ამ დროს ის შინაგან ბრძოლებში, საკუთარ თავთან ჭიდილში იყო. მეც საჭიროდ ჩავთვალე, თავი არ მომებეზრებინა, თუმცა განვიცდიდი, ფარულად ვადევნებდი თვალს და ვაკონტროლებდი.
– ქალური ინტუიციით ვერ იგრძენით, რომ საფრთხე შეიძლებოდა იმ ქალის მხრიდან ყოფილიყო?
– ცხადია, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, მაგრამ დათას მიმართ ნდობა უფრო მეტი მქონდა. ვიცოდი, ცუდს არ გამიკეთებდა და მის სიყვარულშიც ეჭვი არასოდეს შემპარვია. მას ჩემთვის ყურადღება და მზრუნველობა არ მოუკლია. ხშირად ღამეები არ ეძინა, შუაღამისას ლოგინიდან დგებოდა და აივანზე ეწეოდა. ერთი–ორჯერ უკანაც გავყევი, მაგრამ ძალიან შეწუხდა, ჩემ გამო ძილს ნუ გაიტეხავო. მერე უკვე თავს ვიმძინარებდი. არადა თითოეულ მის მოქმედებას თვალყურს ვადევნებდი.
– ასეთი სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა?
– თითქმის წელიწადი. ხშირად სევდიანი მოდიოდა შინ, მის გასამხიარულებლად რას აღარ ვაკეთებდი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ვოინბაზობდი... ხვდებოდა, რომ მის გამო ვთამაშობდი, გულში კი ნაღველი მქონდა.
– ბოლოს და ბოლოს მიზეზი როგორ გაიგეთ?
– როცა სიტუაცია მომწიფდა, თავად მითხრა, უფლება არ მაქვს, დაგიმალო და ტყუილში ვიცხოვროთ, ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ, ჩემს თავს რა ხდება, იმ გოგოს მიმართ რაღაც გრძნობა გამიჩნდაო. უცნაური რამ დამემართა, თითქოს ველოდებოდი და მზად ვიყავი ამ სიტყვების მოსასმენად. როგორც დედა შვილს, ისე დავუჯექი და თანაგრძნობით ვესაუბრე, ყველაფერი გამოვკითხე. ვიცოდი, რომ მან ეს "რაღაც გრძნობა" ძალიან შერბილებულად თქვა და საქმე არც ისე მარტივად იყო. ჩემი ქმარი სერიოზულად იყო შეყვარებული და იმ გოგოსთან სუფთა ურთიერთობა ჰქონდა, ინტიმის გარეშე. ასე კი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
– რა გადაწყვეტილება მიიღეთ?
– ვიცი, რომ სულიერი ღალატი ფიზიკურზე არანაკლებ მძიმეა, მაგრამ მადლიერი ვიყავი, რომ ჩემი ქმარი ფიზიკურად მაინც დარჩა სუფთა. ჩემი მეუღლის და იმ ქალის სიყვარული კანონზომიერად მივიჩნიე, მადლობა გადავუხადე ჩვენი სიყვარულისთვის, ერთად გატარებული ბედნიერი ხანისთვის, ჩემ მიმართ ნდობისა და გულწრფელობისთვის. მას ცრემლები წამოუვიდა. ვანუგეშე, მოვეფერე და ბედნიერების სურვილით გავუშვი.
– ქმარზე უზომოდ შეყვარებულმა ქალმა არაფერი იღონეთ მის შესანარჩუნებლად და საყვარელი მამაკაცი ასე უბრძოლველად, ოლიმპიური სიმშვიდით დათმეთ?!
– თუ ის სხვა ადამიანთან იქნებოდა ბედნიერი, რა უფლება მქონდა, ოჯახი მის ბედნიერებაზე წინ დამეყენებინა? მე დათას არ ვუყურებდი, როგორც უბრალოდ ქმარს. მასთან სიყვარული მაკავშირებდა და, როცა გიყვარს, მისთვის მსხვერპლის გაღებაც უნდა შეგეძლოს. ეს ჩემი მხრიდან მსხვერპლი იყო და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამის გაკეთება შევძელი – ესე იგი ნამდვილი სიყვარული შემძლებია. გარდა ამისა, მე არ მწამს ხელოვნური ბედნიერების, ამიტომაც მის შესანარჩუნებლად არაფერი მოვიმოქმედე. მართლაც "ოლიმპიური სიმშვიდით" დავემშვიდობე, ყოველგვარი დრამატული სვლების გარეშე დავთმე ოჯახი.
– და როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩით?..
– რა თქმა უნდა, უმძიმეს ემოციებში ჩავვარდი. თითოეული ნივთი მის თავს, მასთან გატარებულ ბედნიერ წლებს მახსენებდა. ქალმა, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარდა, სადილების კეთება შევწყვიტე, აღარც სახლს ვალაგებდი. თურმე ამ ყველაფერს ქმრისთვის, მისი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. დათას ჩემთან ბინის გაყოფის საკითხი არ დაუყენებია, პირიქით, ამბობდა, საკმაოდ დაგაზარალე და იმ უკეთურებას არ ვიზამ, ბინა წაგართვაო, მაგრამ როცა მათ შვილი შეეძინათ, თავად გავყიდე ბინა და მისი წილი მივეცი, რომ ბავშვი ნაქირავებში არ გაეზარდათ. ახლა უკვე სამი შვილი ჰყავთ.
– დათასთან ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– კეთილგანწყობილი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვმეგობრობთ. თითოეული ჩვენი შეხვედრა და საუბარი (რასაც ძალიან იშვიათი ხასიათი აქვს) უემოციოდ არ ჩაივლის – ვცდილობთ, არ შევიმჩნიოთ, მაგრამ ცრემლებამდე განვიცდით. ეს ძალიან მძიმეა, ამიტომაც თავს ვარიდებთ.
– მან ოჯახი შექმნა, თქვენ კი ათწლიანი ოჯახი დათმეთ და მარტო დარჩით. ახლანდელი გადმოსახედიდან არ ფიქრობთ, რომ შეგეძლოთ, სხვაგვარად მოქცეულიყავით?
– არა, ეს ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. ჯერ ერთი, დათა იმ კომპლექსით ჩემ გვერდით ვერასოდეს იქნებოდა სრულყოფილად ბედნიერი, ხოლო როცა ადამიანი გიყვარს, პირველ რიგში, მისი ბედნიერება უნდა გწყუროდეს და არა – შენი. მეორეც, ქმარი ძალით ან რამე მაქინაციებით რომ დამეკავებინა, მისი მხრიდან ფარული წინააღმდეგობა გაჩნდებოდა და დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდებოდა. ურთიერთობაში სიმაღლის შენარჩუნებას კი ჩემთვის სიყვარულზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს. დათას ყოველთვის ექნება ჩემი პატივისცემა, ხოლო თავად კი იყო, არის და იქნება ჩემი ცხოვრების ერთადერთი მამაკაცი. ვცხოვრობ მშვიდად და მადლიერი ვარ უფლის, რომ ასეთი სიყვარული შემაძლებინა.
ნანა კობახიძე

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 