| ქალი და მამაკაცი |

მე ორივე დედა მივიღე და შევიყვარე
მე ორივე დედა მივიღე და შევიყვარე
მანანა უკვე სამი შვილის დედაა, ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლიტვაში ცხოვრობს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, სრული შემადგენლობით ხშირად სტუმრობს თბილისს, თუ რა არის ამ სტუმრობის მიზეზი, თავად მანანასგან შეიტყობთ.
მანანა:
– ნაშვილები ბავშვის ფსიქოლოგია, ყოველთვის თუ არა, ხშირად, მაინც ეგოიზმისკენაა მიდრეკილი, ეს მეც ხშირად შემინიშნავს სხვებისთვის, და სიმართლე გითხრათ, არ მომწონებია. პატარაობიდანვე დედა იმ იდეით მზრდიდა, რომ ტყუპისცალი ვიყავი და ჩემი ძმა დაბადებიდან სულ რამდენიმე საათში დაიღუპა. იცით, რამდენჯერ მიტირია ჩემი ძმის გამო? არ არსებობდა დღე, რომ არ გამხსენებოდა და გული სინანულით არ ამვსებოდა. ალბათ, იმიტომ, მე რომ ცოცხალი დავრჩი, მან კი მშობელი დედისთვის თვალის შევლებაც ვერ მოასწრო. შესაძლოა, ეს ყველაფერი სენტიმენტალურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ზუსტად ასე იყო, ერთ დღეში გამომეცალა ხელიდან, რასაც ფასეულად მივიჩნევდი და მეიმედებოდა.
– მანანა, რას გულისხმობთ?
– თქვენთვისაც რომ გასაგები გახდეს, ყველაფრის მოყოლას თავიდან დავიწყებ. საქართველოში დავიბადე, მაგრამ აქ დიდხანს არ მიცხოვრია. ორი წლის ვიყავი, როცა მშობლები ლიტვაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ყველაფერი კარგად აეწყო, დედა ლიტველი იყო და იქ ფეხის მოკიდება არ გაგვჭირვებია. საიმისოდ ყველაფერი მქონდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ შინაგანად რაღაც ყოველთვის მაკლდა – ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი უდროოდ გარდაცვლილი ძმის გამო ხდებოდა. დედას რომ მის საფლავზე წაყვანა მოვთხოვე, ჯერ ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა, მშობლებმა მაშინვე მიპასუხეს: აქ არ არის შენი ძმა დაკრძალული, საქართველოში ვიმშობიარე და ბავშვიც იქვე დავასაფლავეთო. მამას საქართველოზე ხშირად ვეკითხებოდი. მაინტერესებდა, როგორი ქვეყანა იყო, ნათესავები თუ მყავდა. ბოლოს და ბოლოს, ქართულად მხოლოდ მამასთან საუბარი მომწყინდა და სხვებთანაც მინდოდა კონტაქტი. მახსოვს, ბებია ჩურჩხელებს გვიგზავნიდა ხოლმე, მე კი სანამ შევჭამდი, საგულდაგულოდ ვყნოსავდი – გაგონილი მქონდა, ნივთებს სახლის სუნი ედებაო. ასე მეგონა, ჩურჩხელებსაც საქართველოდან გამოყოლილი არომატი ჰქონდა. წლები გადიოდა, დედას კი არ უნდოდა, რომ თბილისში ჩამოვსულიყავით. ქართულად რომ ვლაპარაკობდი, ხშირად შემინიშნავს მის სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება. მართალია, ძალიან მაინტერესებდა ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ პირდაპირ თქმას ვერ ვუბედავდი. 15 წლის რომ გავხდი, მამა ავარიაში მოყვა და სასიკვდილოდ დაშავდა. საავადმყოფოში მკურნალობის მიუხედავად, ორგანიზმმა ვერ გაუძლო და დაიღუპა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მახსოვს, დედა პალატიდან ტირილით გამოვარდა და ბებოს ჩემზე ანიშნა, შეიყვანეო. ბებომაც მამასთან მიმიყვანა და გამობრუნდა. ამ დღის შემდეგ ძალიან შევიცვალე.
– როგორ შეიცვალეთ?
– მამამ ხელით მანიშნა, ჩემთან მოდიო, რომ მივუახლოვდი, ერთი გამიღიმა და ხელზე მაკოცა. მერე ყველაფერი მომიყვა. მითხრა, რომ მეც იმ ეგოისტი ბავშვებივით, არასდროს რომ არ მომწონდა, აყვანილი ვიყავი. ჩემი ბიოლოგიური მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ, სწორედ ამიტომ არ სურდა ჩემს ლიტველ დედას თბილისში წამოვეყვანე – შიში ჰქონდა, რომ დამკარგავდა.
– მამამ ისიც გითხრათ, ვინ იყვნენ თქვენი ბიოლოგიური მშობლები?
– კი, გვარ–სახელებით დამისახელა. ჩემი ნამდვილი მშობლები თბილისელები იყვნენ. მითხრა ისიც, რომ, როცა მე მიშვილეს, იმ დროს ჩემს დედ–მამას სამი შვილი უკვე ჰყავდათ. ჩემს გაშვილებაზე კი მხოლოდ იმიტომ იფიქრეს, რომ თავის რჩენის საშუალებაც არ ჰქონდათ და იფიქრეს, დედის სითბოსა და სიყვარულით ავსებას, საჭმელი და ტანსაცმელი ჰქონდეს ჯობიაო. ისე, არც ლიტველ დედას, ნინას, მოუკლია ჩემთვის სითბო და სიყვარული. მე სწორედ მას ვუმადლი, რომ ეგოისტი და გაბოროტებული ბავშვი არ ვიყავი. ნინა მაშინ მაძლევდა შენიშვნას, როცა ამას ვიმსახურებდი. ისე მეფერებოდა და მივლიდა, ალბათ, ზოგი ბიოლოგიური დედაც ვერ შეძლებს ამას.
– ახალი ამბის გაგების შემდეგ, ნინასთან ურთიერთობა არ შეგეცვალათ?
– რა თქმა უნდა, შემეცვალა, მაგრამ მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოში წამოსვლას უფრო დაჟინებით მოვითხოვდი. ბიოლოგიურ მშობლებს როცა ვახსენებდი, ნინა ცრემლად იღვრებოდა. ძალიან განიცდიდა ყველაფერს. მახსოვს, ერთხელ, ნინას დედასთან ვიყავით, მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი, მაგრამ ბებო ნინას არწმუნებდა, აქაურ ბიჭს მივათხოვოთ და ოჯახს რომ მოეკიდება, ეგებ გადაიფიქროს იქ წასვლაო. ნინამ კატეგორიული უარით გაისტუმრა ბებიაჩემი. ასე უთხრა, ჩემს შვილს გასაყიდი ნივთივით ვერ მოვექცევიო. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ არავის უხსენებია ჩემთან გათხოვება. ეს ალბათ უფრო იმიტომაც ხდებოდა, დედამ იცოდა, რომ იქაური შეყვარებული მყავდა. მე და სერგის გადაწყვეტილი გვქონდა, ოჯახი შეგვექმნა. მან ისიც იცოდა, რომ თბილისში ჩამოსვლაზე ვოცნებობდი და ამ ოცნების შესასრულებლად, უკან არაფერზე დავიხევდი. ამიტომ იფიქრა, საქართველოსა და თბილისზე ფიქრმა შესაძლოა ჩემი თავი დაავიწყოსო და ერთ დღესაც, სახლში რომ დავბრუნდი, მისაღებ ოთახში დამიხვდა ყავის ჭიქით ხელში – დედაჩემს ელაპარაკებოდა. რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა, არ ვიცი, რატომ, ალბათ, უფრო დედის მომერიდა. ნინა გაღიმებული სახით იყურებოდა. სერგი მალევე წავიდა, ნინამ კი საძინებელში შესულს მეორე ოთახიდან გამომძახა: გაემზადე საყვარელო, ამ დღეებში თბილისში წავალთ მე, შენ და სერგიო... იცით, როგორ გამიკვირდა? მაინტერესებდა, სერგის ერთმა ვიზიტმა ასე როგორ შეცვალა დედაჩემი–მეთქი.
– სერგისთან არ გილაპარაკიათ ამის თაობაზე?
– კი, მაშინვე დავურეკე. ასე მითხრა, მირჩევნია, ჩემთან ერთად წამოხვიდე თბილისში და ერთად გავიცნოთ შენი მშობლები, ბოლოს და ბოლოს, მათაც ხომ უნდა ვთხოვო შენი ხელიო. სერგიში, პირველ რიგში, ზუსტად ეს მომწონდა, ყველაფერს პოზიტიურად და მსუბუქად უყურებდა, ალბათ, დედასაც ამიტომ შეუცვალა აზრი რამდენიმე საათში. ამ ამბიდან ერთ კვირაში უკვე თბილისში ვიყავით. ნინა ისეთი ბედნიერი იყო, რომ ვუყურებდი, მიკვირდა. აქ ჩამოსულს, ნათესავები დამხვდნენ აეროპორტში, ოღონდ ბიოლოგიური არა – ის ნათესავები, ჩურჩხელებს რომ მიგზავნიდნენ პატარას.
– ბიოლოგიური მშობლები მალე გაიცანით?
– კი, დაახლოებით სამ–ოთხ დღეში. ისინი ერთ ძველ უბანში ცხოვრობდნენ ჩემს სამ დასთან ერთად. მარინამ, ჩემმა ნამდვილმა დედამ, მითხრა, რომ ჩემ შემდეგ შვილი აღარ ჰყოლია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რატომღაც არ დავიჯერე, ასე მგონია, ერთი შვილის გამეტება თუ შეძლო, სხვებსაც ადვილად გაიმეტებდა. ვერ გეტყვით, რომ მარინასა და გოგისთან ძალიან გამიადვილდა შეხვედრა, მაგრამ ნინამ და სერგიმ იმდენი მელაპარაკეს ამ საკითხზე, დამარწმუნეს, რომ ჩემთვისვე სჯობდა გაშვილება და ამიტომაც გააკეთეს ეს ჩემმა მშობლებმა. ჩემს დებს კარგად გავუგე, ერთ–ერთი და, სოფიო იმდენად მგავდა, ქუჩაში რომ შევხვედროდი, დარწმუნებული ვარ, მივხვდებოდი ვინც იყო. დაახლოებით, სამი კვირა ყოველდღე დავდიოდი მათთან სახლში. სერგიმ მათაც სთხოვა ჩემი ხელი. ამის გამგონე დედაჩემიც და მამაჩემიც ატირდნენ, სერგი საკუთარი შვილივით მიიღეს, ნინასაც ძალიან კარგად ხვდებოდნენ. მე კი ის მიკვირდა ყველაზე მეტად, რომ ნინა, რომელიც ასე მეწინააღმდეგებოდა აქ ჩამოსვლაზე, ოდნავადაც არ მაგრძნობინებდა, რომ მარინაზე ეჭვიანობდა. თბილისში ორი თვე დავრჩით. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი დაბადების დღეც – 19 წლის გავხდი. ძალიან დიდი და უცნაური დაბადების დღე მქონდა. ჩემი ბიოლოგიური ნათესავები მაშინ გავიცანი, მამობილის ნათესავებიც მოვიდნენ და სერგის რამდენიმე მეგობარიც ჩამოვიდა ლიტვიდან. ყველაფერი ისე აეწყო, რომ სიტუაცია დაბადების დღეზე მეტად, ნიშნობას დაემსგავსა.
– ანუ ნიშნობა საქართველოში შედგა?
– კი და ეს დღემდე კარგად მახსენდება. ამ დღის შემდეგ, ხშირი მიმოსვლა გვაქვს ერთმანეთთან. ნინა და მარინაც ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, გოგი, ჩემი ბიოლოგიური მამა, დაიღუპა, მაგრამ დედაჩემს, ჩემი დების ხელში, ვიცი, რომ არაფერი გაუჭირდება. ახლა უკვე ყველა გათხოვილია, ერთ–ერთი ბებიაც კი გახდა. მე და სერგი ლიტვაში ვცხოვრობთ, სამი შვილი გვყავს. ნინაც ბედნიერი ბებიაა, რადგან მასთან ახლოს ვცხოვრობთ და ყოველდღიურად ნახულობს შვილიშვილებს. მარინაც ხშირად ნახულობს შვილიშვილებს, რადგან საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოვდივართ.
– საქართველოში ცხოვრებაზე არ გიფიქრიათ?
– არა. რადგან ჩემი კარიერა ლიტვაში აეწყო, თან ოჯახიც იქ მყავს. თბილისში სამ–ოთხ თვეში ერთხელ ჩამოვდივართ. ჩემს შვილებსაც ძალიან მოსწონთ და უყვართ აქაურობა და მეუღლესაც. ახლაც სრული შემადგენლობით ვართ ჩამოსული და ალბათ ორ კვირაში დავბრუნდებით ლიტვაში. მე შევძელი, ორივე დედა მივიღე და შევიყვარე. მინდა ყველას ვთხოვო, ვინც გაიგებს, რომ აყვანილია, ისე მიიღონ ეს ამბავი, როგორც მე. ვიცი, ფსიქოლოგიურად ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სამაგიეროდ, ახლა, ძალიან ბედნიერი ვარ.
თეონა მჭედლიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 