| ქალი და მამაკაცი |

მინდა, დედასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს

თქვენთან საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემს პრობლემებზე ვერავისთან ვსაუბრობ. ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მეგობრებსაც კი იშვიათად ვუყვები იმას, რაც მაწუხებს. ვინიღბები, ვითომ ძალიან ბედნიერი ვარ და არაფერი მაწუხებს. არ მინდა, ვინმემ ჩემზე იფიქროს, რომ დეპრესიული ვარ, – ამ სიტყვებით იწყებს "გუმბათთან" საუბარს 20 წლის სალომე ლ.
სალომე ლ.
– ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ. სრულიად უმნიშვნელო რაღაცაზეც, შეიძლება, რომ ვიტირო. სახლში ვერავინ მიგებს. ზოგჯერ მგონია კიდეც, რომ მე მათი ოჯახის წევრი არ ვარ და მათთან შემთხვევით მოვხვდი. ვერავისთან ვპოულობ მზგავსებას. მათთან საერთო არაფერი მაქვს.
– ამ თემაზე მშობლებთან თუ გისაუბრიათ?
– არა. მათ არ აინტერესებთ, მე რას ვგრძნობ. ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, არ ინტერესდებიან გარშემომყოფების მდგომარეობით. ვერ გეტყვით, რომ ამით რომელიმე თავს ცუდად გრძნობს. პირიქით, თავი ისე მოაქვთ, ყველა ფიქრობს, თითქოს ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს, მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად ვიცი, ასე რომ არ არის. ოჯახური სითბო მაკლია, მინდა დედასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ ეს ალბათ შეუძლებელიცაა. შეიძლება რამდენიმე კვირამ ისე გაიაროს, რომ სახლში არავის დაველაპარაკო და მთელი დღე ჩუმად, ჩემს ოთახში ვიყო. არ ვიცი, დედაჩემი ამ ყველაფერს ვერ ამჩნევს, თუ უბრალოდ არ აინტერესებს თავისი შვილის მდგომარეობა.
– მეგობრებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ბევრი მეგობარი არ მყავს, ესეც იმის გამო, რომ დედაჩემი მიშლიდა მათთან ურთიერთობას. ამის გამო სკოლაშიც თითქმის არავის ველაპარაკებოდი. ახლა უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ, ჯგუფელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყოველი დღის გათენება მხოლოდ იმის გამო მიხარია, რომ უნივერსიტეტში მაინც წავალ და ჯგუფელებთან ერთად ცოტას მაინც გავერთობი. მხოლოდ იქ ვახერხებ განტვირთვას, ჩემი ჯგუფელების გარემოცვაში ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ. თუმცა, პრობლემები მაინც არ მელევა. 2 წლის წინ, ერთი ბიჭი ძალიან მიყვარდა, მასთან ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ისევ იმის გამო, რომ ჩემი რჩეული ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ, ერთმანეთს დაგვაშორეს. მამაჩემმა ჩვენი ამბავი რომ გაიგო, კატეგორიულად მომთხოვა დავშორებოდი და მეც, რა თქმა უნდა, დავემორჩილე, რადგან ბავშვობიდან მორჩილებას ვიყავი მიჩვეული და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერც კი ვბედავდი. ნიკასთან დაშორება ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა. ის პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი, ოთახიდან საერთოდ აღარ გამოვდიოდი, აღარც ვჭამდი და აღარც ვლაპარაკობდი. ვცდილობდი, ამით ჩემი მშობლებისთვის პროტესტი გამომეხატა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ჩემმა მშობლებმა ჩათვალეს, რომ ნიკას ოჯახი ჩვენს ოჯახს არ შეეფერებოდა. იგივე პრობლემებს უქმნიან ჩემს და–ძმასაც, მაგრამ ისინი ამას დიდად არ განიცდიან, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ მაინც პატარები არიან, მათ ასაკში მეც მათსავით ვფიქრობდი, რომ ალბათ ასეც უნდა ყოფილი. ჩემი ძმა 12 წლისაა, და კი – 14–ის. მას შემდეგ, რაც ნიკას დავშორდი, მეგონა, სხვას ვეღარავის შევიყვარებდი, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს გრძნობა კვლავ მეწვია. ლევანი ჩვენს უბანში ცხოვრობს. ძალიან სიმპათიური ბიჭია, მის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათია, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მასაც მოვწონებოდი. არა იმიტომ, რომ მე გარეგნობით ჩამოვუვარდებოდი, უბრალოდ, ის ყოველთვის როგორც მეგობარს, ისე მიყურებდა. თუმცა, ერთ დღეს, ჩემდა მოულოდნელად, ლევანი თავის გრძნობებში გამომიტყდა, ამით უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. თავდაპირველად ვერ ვიჯერებდი, რომ მას გულწრფელად ვუყვარდი, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის გრძნობებში დავრწმუნებულიყავი. ყველაზე გასაკვირი კი ის იყო, რომ არც ჩემი მშობლები მიკრძალავდნენ მასთან ურთიერთობას, პირიქით, ძალიან მოსწონდათ. თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მოგვიანებით ჩვენმა ურთიერთობამ უცნაური სახე მიიღო და დღესაც ასე უცნაურად გრძელდება. ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვნახულობთ. უკვე ორი თვეა გასული, რაც არ მინახავს, მიზეზად კი ხან რას ამბობს და ხან რას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენს ურთიერთობას არავის უმხელს, თითქმის სულ გასაიდუმლოებულია. როდესაც ბოლოს ვნახე, მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი და იქვე დააყოლა ის საშინელი სიტყვები, რომელმაც გული ძალიან მატკინა. ლევანი გამომიტყდა, რომ მისი მშობლების სურვილით ერთ გოგონაზე დაინიშნა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ის გოგო არ უყვარს, უბრალოდ იმ დროს ასე იყო საჭიროო. არ ვიცი, ასეთი რამ 21–ე საუკუნეში თუ კიდევ ხდებოდა, რომ ბიჭის სურვილის გარეშე, მომხდარიყო დანიშნვა. ლევანი მპირდებოდა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა და მათი ე.წ. ურთიერთობა დასრულდებოდა, მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა. სიმართლე გითხრათ, ამ სულელური ნიშნობის არსი, დღემდე ვერ გამიგია. არ ვიცი, რა ვიფიქრო, ვენდო თუ არა ლევანს... ისე მელაპარაკებოდა, რომ რაღაც მომენტში დამარწმუნა თავის სიტყვებში, მაგრამ, როდესაც ის რამოდენიმე დღის შემდეგ თავის ე.წ. საცოლესთან ერთად ხელიხელგადახვეული დავინახე, თან ძალიან ბედნიერი და მომღიმარი სახეებით, მის სიტყვებში მაშინვე ეჭვი შემეპარა, მივხვდი, რომ ლევანი ჩემი თვალების ახვევას ცდილობს. მათმა დანახვამ ძალიან ცუდად გამხადა. ჩემთვის ისევ ის დრო განმეორდა, რომელიც ორი წლის წინ გადამხდა თავს. როგორც უკვე ვთქვი, ჩემს მშობლებს ლევანი ძალიან მოსწონთ, ამიტომ, ჯერჯერობით მათთვის ჩვენი ამბავის თქმას ვერ ვბედავ. ძალიან ცუდად ვარ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ლევანს იმ საღამოსვე ყველაფერი მივწერე, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ის ყველაფერს უარყოფს, კვლავ იმას მიმეორებს, რომ ძალიან ვუყვარვარ და მალე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე უკვე ამდენი ნერვიულობითა და ფიქრით ცხოვრება აღარ შემიძლია. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად, რომ ლევანის დაკარგვას ვერ გადავიტან. ზოგჯერ მგონია, რომ მას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ საკმარისია მასთან სულ მცირე, თუნდაც ორი წუთი დავილაპარაკო, რომ ყველა ეჭვი გამეფანტოს. შეიძლება ვინმემ ამ წერილის წაკითხვისას, პირიქით, პრობლემა ჩემში იპოვოს და ყველაფრის მიზეზად მე ჩამთვალოს. შესაძლოა ყველაფერი მართლაც ჩემი ბრალია, მაგრამ ერთი რამ აშკარაა და ამაში ეჭვიც არ მეპარება, რომ ლევანის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებ, ამიტომ არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების სიხარული და ერთადერთი მანუგეშებელი ძალა დავკარგო.
ნინო ჯანიძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 

.jpg)