| ქალი და მამაკაცი |

დედის წარსულმა ქალს აწმყო წაართვა
"ქმარს "სათნო" ტყუილებიც ვერ ვაპატიე"
რატომ ხდება, რომ რასაც მთელი არსებით გავურბით, სწორედ იმას ვერ ავცდებით ცხოვრებაში? ვის შეუძლია ახსნას ბედის ირონიის არსი? კომპეტენტური პასუხი შეიძლება ფსიქოლოგებს ჰქონდეთ. ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალბატონი კატო კი თავის ამგვარ ხვედრს შორეულ წარსულში, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მომხდარ ფაქტს უკავშირებს, რომელმაც ზოგადად მამაკაცის მიმართ გაუჩინა უნდობლობა, შემდგომმა მოვლენებმა კი ეს კომპლექსი გაუძლიერა და საბოლოოდ თავისი ცხოვრება საკუთარივე ხელით დაანგრია.
"ჩემს ცხოვრებაში უცნაური მოვლენები ხდებოდა. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ტყუილს. სიცრუის მოყვარულ ადამიანებს სულ ეჭვის თვალით ვუყურებდი, ამის სათავე წარსულში იდო... ჩემი ცხოვრების გზაზე კი სწორედ ისეთი მამაკაცები მხვდებოდნენ, რომლებსაც ტყუილის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ, უფრო მეტიც, ისინი სიცრუით საზრდოობდნენ", – ამბობს კატო.
– ქალბატონო კატო, დავიწყოთ თავიდან. რა მოხდა თქვენს წარსულში, როგორც ზემოთ ახსენეთ?
– დედაჩემი ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ყოფილა. ერთმა უკეთურმა კაცმა შეაცდინა. ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა, ხოლო როცა გაიგო, რომ მისგან ფეხმძიმედ დარჩა, ისე გაუჩინარდა, მის ასავალ–დასავალს ვერავინ მიაკვლია. არადა დედას ბოლომდე სჯეროდა, რომ ის კაცი არ მიატოვებდა. ასე მოვევლინე მე ქვეყანას...
სამწუხაროდ, ჩემს დაბადებას დედაჩემის სიკვდილი მოჰყვა და ბებიამ, მართა ბებომ გამზარდა სოფელში. შვილის სიყვარულით, მისი სახელი დამარქვა. როგორც თავად ამბობდა, ჩემზე ზრუნვა–პატრონობამ შვილის დარდი გადაატანინა. მართა ბებო სულ იმას ჩამაგონებდა, კაცები მატყუარები არიან და უმანკო ქალიშვილი მათ არ უნდა ენდოსო. ბებოს ჩაგონება რად მინდოდა, როცა წინ დედაჩემის მაგალითი მქონდა?! სკოლა რომ დავამთავრე, ბებოც გარდამეცვალა და სულ მარტო დავრჩი.
– ობოლ გოგონას არავინ გედგათ გვერდში?
– ბებოს დეიდაშვილის შვილმა, ნინელიმ წამომიყვანა თბილისში. ქმართან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ და, ასე ვთქვათ, მიშვილეს. ჭკვიანი, თვინიერი და დამყოლი ვიყავი, მომამზადეს და ტექნიკუმშიც ჩავაბარე. ნინელი ნებიერა ქალი გახლდათ, სახლში არაფერს აკეთებდა. დაქალები რომ მოუვიდოდნენ, კერძებს მე ვუმზადებდი, ნამცხვრებსაც ვუცხობდი... თავად პეწიანი, გამოპრანჭული, სიგარეტით ხელში, მზად იყო ათასგვარი "უწუწუ–მუწუწუს" მოსასმენად. ყველაფერს მე მავალებდა, სახლის დალაგებით დაწყებული, თავისი ქმრის მოვლა–პატრონობით დამთავრებული. ხშირად ღამეების თენება მიწევდა – სამეცადინო ბევრი მქონდა და მასალას იოლად ვერ ვითვისებდი, საქმე უფრო მეხერხებოდა. სოფელში გაზრდილს შრომა არ მეზარებოდა და არც მეთაკილებოდა. გარდა ამისა, ვაფასებდი და ვემადლიერებოდი ჩემს მეურვეებს იმისთვის, რაც გამიკეთეს.
– მათ ოჯახში რამდენ ხანს შემორჩით?
– რამდენიმე წელი. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მაშინვე მუშაობა დავიწყე. ზაფხული იყო. დეიდა ნინელი დაქალებთან ერთად წავიდა დასასვენებლად. სახლში მის ქმართან ერთად დავრჩი. მანამდე იმ კაცის მადლიერი ვიყავი, ჩემ მიმართ გულმოწყალებას იჩენდა. ნინელის ხშირად საყვედურობდა, ამ გოგოს ასე ძალიან ნუ ტვირთავ, თავისი სამეცადინოც ეყოფა, ტოლებში გავლა–გამოვლა და გართობა არც ამას აწყენდაო... მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა და მისთვის თუ რამეს ვაკეთებდი, მთელ სულსა და გულს ვაქსოვდი.
ერთ საღამოს შინ ნაქეიფარი დაბრუნდა. ასეთ დროს ზომაზე მეტი ლაპარაკი უყვარდა, გვმოძღვრავდა და სიამოვნებდა, როცა ვუსმენდით. მოჰყვა და მოჰყვა ჩემს ქებას, ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი გოგო არსად შემხვედრია, ოქროს გული და ხელები გაქვსო. მერე თითქოს მადლიერების ნიშნად გულში ჩამიკრა, მაგრამ ისე ჩამეკონა, თავი ძლივს დავიხსენი. ბოლოს, როგორც იქნა, გონს მოეგო და თავი დამანება. მთელი ღამე შიშით თვალი არ მომიხუჭავს. სამზარეულოში ვიჯექი და ჩემს ბედუკუღმართობას დავტიროდი.
– მეორე დღეს გამოფხიზლებულმა თავისი საქციელი მოინანია?
– თვალს მარიდებდა, ვიფიქრე, თავისი საქციელის რცხვენია–მეთქი... მესამე დღეს კი უკვე ფხიზელმა დამიწყო ლაპარაკი – რამდენი ხანია, ჩემს გულში ზიხარ, მე და ნინელიმ ფაქტობრივად დავამთავრეთ ურთიერთობა, მასთან საერთოს ვეღარ ვპოულობ, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ცხოვრებას მილამაზებს და უშენოდ არ შემიძლია, შენ მიმართ ღრმა გრძნობები მაკავშირებს და, თუ ჩემი გახდები, ცხოვრებას ყველანაირად მოგიწყობო...
წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – რა ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ ეს აბეზარი კაცი თავიდან მომეცილებინა! თავიდან ვიფიქრე, მართლა ხომ არ შევუყვარდი–მეთქი და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი როგორც მისი, ისე დეიდა ნინელის წინაშე, მაგრამ ნინელი რომ ჩამოვიდა, სიტუაცია სხვაგვარად დატრიალდა – იმ კაცს (სახელით არც ვიხსენიებ, მაგის ღირსადაც არ ვთვლი), ეტყობა, შეეშინდა, ნინელისთან არაფერი წამომცდენოდა და მუქარა დამიწყო, თუ რამეს ეტყვი, იცოდე, არ დაგინდობ და საქვეყნოდ ვიტყვი, რომ მაცდუნებდიო... ცოლთან კი ისე იქცეოდა, ვითომ მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყო, თვალებში უცქერდა და ელაციცებოდა. ის კაციც და მთელი იქაური სიტუაციაც ისე შემზიზღდა, ერთი სული მქონდა, როდის დავაღწევდი თავს იმ ოჯახს.
– გამოსავალი ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს, თქვენ რა გზას დაადექით?
– გავთხოვდი... ცოლად იმ პიროვნებას გავყევი, ვისაც ვუყვარდი, მე კი მის მიმართ მხოლოდ სიმპათია მქონდა. შეიძლება ეს არ იყო პრობლემიდან თავის დაღწევის ოპტიმალური გამოსავალი, მაგრამ მაშინ სხვა გზა არ მქონდა. ის საზიზღარი კაცი ძალიან მავიწროებდა, მაშანტაჟებდა, ყველა ხელსაყრელ მომენტში ჩემს ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მეგობრები არ მყავდნენ, დახმარებისთვის ვერავის მივმართავდი, ვერც რჩევას დავეკითხებოდი. როცა გავთხოვდი, ქმრის ოჯახში იმ კაცმა ისეთი სანუკვარი მამობილის როლი ითამაშა, რომ ვერ აგიწერთ... ახლა უკვე დაბერდა, პატრონი არავინ ჰყავს (დეიდა ნინელი ცოცხალი აღარ არის), მე კი მისკენ გახედვაც არ მინდა. არც ბინა მინდა მისი და არც ყალბი მონანიების მოსმენა.
– ქმართან ცხოვრება როგორ ააწყვეთ?
– ჩემი ქმარი, ზურა, ძალიან კეთილშობილი კაცი იყო, ქალის ფასი იცოდა. ძალიან მიფრთხილდებოდა, იმდენად, რომ სიმართლის თქმას ე.წ. კეთილ ტყუილს ამჯობინებდა. მე კი სწორედ ამას ვერ ვიტანდი.
– მაგალითად, რას გატყუებდათ?
– ერთხელ სამსახურში სერიოზული პრობლემა ჰქონდა, მე კი მიმალავდა, სიმართლეს ვერ მეუბნებოდა, რომ არ მენერვიულა. სხვებისგან, თითქმის უცხო ადამიანებისგან გავიგე და ისეთ უხერხულობაში აღმოვჩნდი, ვერ აგიწერთ. კინაღამ გადავირიე! ზურას პრობლემაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, ასეთი ტყუილისთვის რატომ გამიმეტა–მეთქი. საღამოს შინ რომ დაბრუნდა, დიდი უსიამოვნება გვქონდა. საქმე ისაა, რომ ბოლომდე არ ესმოდა, რატომ ვეჩხუბებოდი ან რას მოვითხოვდი მისგან. ამ სიცრუეს "კეთილშობილურ, სათნო ტყუილს" ეძახდა და მიმტკიცებდა, ამის გამო გული არ უნდა გეტკინოს, ეს ხომ შენ გამო ჩავიდინეო. ბევრი ახსნა–განმარტების შემდეგ თითქოს ყველაფერი გავარკვიეთ და მივიდა დასკვნამდე, თუ ასე ძალიან გეტკინება გული, მაშინ აღარაფერს დაგიმალავო, მაგრამ სხვა შემთხვევებშიც იმავეს აკეთებდა.
– ქმარს თუ გაუმხილეთ ის პრობლემები, რაც ქალიშვილობისას თქვენს "მამობილთან" ურთიერთობაში გქონდათ?
– არა, ეს არავისთვის გამიმხელია და ქმარს როგორ ვეტყოდი?! ხომ გადადგებოდა ჭკუიდან და ღმერთმა იცის, რას მოიმოქმედებდა.
– აი, ხედავთ? ალბათ ყველაფერი არ ითქმება. თურმე შეიძლება კეთილშობილური მიზნით საყვარელ ადამიანსაც დაუმალო რაღაც.
– გეთანხმებით, მაგრამ მაშინ ამდენს ვერ ვსაზღვრავდი. მხოლოდ ფაქტზე ვფიქრობდი – მატყუებდა და მორჩა! მიზეზს აღარ ვკითხულობდი. ჩემს თვალში მატყუარა კაცად ჩამოყალიბდა და აღარაფერს ვუჯერებდი. დროთა განმავლობაში ეჭვიანობა დავიწყე, ვეჭვიანობდი ყველა ქალზე, ვისთანაც შეხება ჰქონდა – რატომ შეხედე გაბრწყინებული თვალებით, რატომ დაელაპარაკე ასე თბილად, რატომ დაუთმე ადგილი, რატომ გააცილე კარამდე და ა.შ. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ რაღაც ავადმყოფობა მჭირდა, მაგრამ ალბათ ტყუილები რომ არ ეთქვა და ჩემთან თავის დროზე სიმართლე ელაპარაკა, მის გვერდით ასეთად არ ჩამოვყალიბდებოდი.
– იქნებ ამის მიზეზი თქვენი მხრიდან სიყვარულის ნაკლებობაც იყო?
– შეიძლება. მეტად რომ მყვარებოდა, ალბათ რაღაც საკითხებს უფრო სხვაგვარად შევხედავდი... ჩვენი ოჯახი უთანხმოებების გამო ძალიან მალე, წელიწადნახევარში დაინგრა.
– შვილი არ დაგრჩათ?
– მხოლოდ ერთხელ დავრჩი ფეხმძიმედ და, სამწუხაროდ, ნერვიულობის ნიადაგზე მუცელი მომეშალა.
– დასანანია, არადა იმ სანერვიულოსაც ალბათ ძალად ქმნიდით. ქმარი ხომ ცდილობდა, მოგფრთხილებოდათ.
– სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავაცნობიერე. მას შემდეგ, რაც დავშორდით, ზურა სამჯერ შეეცადა ჩემთან შერიგებას, მაგრამ მე არ მოვინდომე. მესამედ რომ დამელაპარაკა, ჩვენი დაშორებიდან 9 წელი იყო გასული. წარსული თითქმის "გადახარშული" მქონდა და შეიძლებოდა მასთან თავიდან დამეწყო ყველაფერი, მაგრამ ერთმა გარემოებამ შემიშალა ხელი.
– რას გულისხმობთ?
– სხვა შემიყვარდა. ის პიროვნება საზოგადოებაში დღეს საკმაოდ წონიანი ფიგურაა, მაშინ კი ძალიან საყვარელი, ნაკითხი, დადებითი ბუნების ახალგაზრდა კაცი იყო, პოეტობდა.
– თქვენს გრძნობას პასუხობდა?
– თავიდან გრძნობა მისი მხრიდან წამოვიდა, ყველანაირად მიმანიშნებდა, რომ მისთვის განსაკუთრებული ქალი ვიყავი, თავს მევლებოდა. საქმე საქმეზე რომ მიდგა და გრძნობა ვაჩუქე, უპასუხოდ დამტოვა – უფრო მეტიც, უამრავი კითხვა გამიჩინა, მის საქციელს ვერაფრით ვხსნიდი.
– ასე რამდენ ხანს გაგრძელდა?
– დაახლოებით 6 წელი. ერთხელ შემოქმედებითი ღონისძიება გამართა, სადაც უმეტესობა ქალები იყვნენ. თავისი ლექსები წაიკითხა... იქ ერთ ძველ ნაცნობს გადავეყარე, რომელიც იქვე წამეჭორავა, ამდენ სურვილით ანთებულ თვალებს რომ უყურებ, ესენი ყველა ამ კაცის თაყვანისმცემლები არიანო. არც გამკვირვებია, ვინაიდან იმ კაცზე აღმატებული მაშინ არავინ მეგონა. ჩემმა ნაცნობმა ორი მათგანი გამაცნო, მერე სახლში მათთან ერთად დამპატიჟა. ინტერესის გამო წავედი – ეგებ მათი მეშვეობით მაინც გამეცა პასუხი იმ კითხვებზე, მოსვენებას რომ მიკარგავდა.
იმ სახლში კომფორტული გარემო დამხვდა. ქალებმა ცოტა მოვილხინეთ და გულწრფელად ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ის კაცი თითოეულ მათგანთან ბადეს ხლართავდა, თავს აყვარებდა და ამით თავისი თაყვანისმცემლების კოლექციას ამდიდრებდა. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ყველასთან ერთნაირ მეთოდს იყენებდა. არ ვიცი, რა მანიაა – მათთან ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონდა (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი), უბრალოდ სიამოვნებდა, როცა ამდენ ქალს თავის "საკუთრებაში" აქცევდა. ცალ–ცალკე ყველას ატყუებდა და თავს აკარგვინებდა.
როგორც კი მისი ნამდვილი სახე დავინახე, ის კაცი უკვე ვეღარ ავიტანე. უცნაურია, რომ სწორედ ასეთ ადამიანს შევხვდი. ქმარს ე.წ. კეთილშობილური ტყუილი ვერ ვაპატიე და სამაგიეროდ ისეთ აფერისტს გადავეყარე, სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით. იმ კაცმა ფაქტობრივად მომავალი დამინგრია. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ცოლი შეირთო და მასთან შერიგების იმედიც გადამეწურა.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 