asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დილა რომ თენდება, სკოლაში წასვლა არ მინდა
დილა რომ თენდება, სკოლაში წასვლა არ მინდა
დილა რომ თენდება, სკოლაში წასვლა არ მინდა

2011-11-28 16:34:42



რედაქციაში თექვსმეტი წლის გოგონას წერილი მოვიდა, რომელიც თავის პრობლემაზე გვიამბობს. ნათიას თავისზე ორი წლით უფროსი ბიჭი მოსვენებას უკარგავს, თუმცა, თავიდან ვერ იშორებს. უფრო ვრცლად ამ ამბავს წერილიდან შეიტყობთ.



ნათია, 16 წლის:L

- უკვე იმდენად შეწუხებული ვარ, რომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა. თექვსმეტი წლის ვარ, სკოლაში დავდივარ. უკვე ერთი წელია, რაც ჩემი თანასკოლელი, ჩემზე ორი წლით უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ის სკოლას წელს ამთავრებს. მე და დათა ერთ უბანში ვცხოვრობთ, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. როგორც ჩვეულებრივ მეზობელს, ისე ვიცნობდი, არც კი ვესალმებოდი. შარშან კი, დათამ თვალი დამადგა და რას აღარ აკეთებდა ჩემს მოსახიბლად. მე დიდად არ მომწონდა ეგ ბიჭი, მაგრამ მისი ყურადღება კი მსიამოვნებდა. მერე და მერე კი მისი ქცევები თავხედობაში გადავიდა. ჩემს კლასელ გოგოებს ძალიან მოსწონდათ, სულ მეჩხუბებოდნენ, კარგი ბიჭია და ხელს ნუ კრავო. მე კი არ მომწონს მისი ქცევები, ნამეტანი ამაყია. სიმართლე გითხრათ, ჩემს მოხიბვლას არც საჩუქრებით ცდილობს და არც სიურპრიზებით, რაღაც გიჟური საქციელებით უნდა, რომ ჩემი ყურადღება მიიპყროს.

ეს ამბავი ერთი წელია გრძელდება და უკვე მოსვენება დამიკარგა. ჩემი ტელეფონის ნომრის გაგებაც არ გასჭირვებია და ახლა უკვე დღე და ღამე მირეკავს და მწერს. არ მსიამოვნებს მასთან ლაპარაკი, არც მიწერა. ზოგჯერ თავს ისე მაბეზრებს, რომ მივწერ ხოლმე. ვეუბნები, რომ არ მომწონს და ჩემგან არაფრის იმედი არ ჰქონდეს, მაგრამ მაგას ჰგონია, ასე იმიტომ ვეუბნები, რომ თავს ვიფასებ. ამას წინათ მითხრა, ვიცი, რომ ჩემზე გიჟდები და ამისი ხმამაღლა თქმა არ გინდაო. მის ყველა სიტყვაზე ვმწარდები. თანაც, მთელი სკოლა შემიყარა, ჩემი შეყვარებულიაო. ხალხმაც დაიჯერა. მასწავლებლებმაც კი მკითხეს, მართალიაო? სირცხვილისგან დავიწვი, რადგან ეს სიმართლე არ არის, მაგრამ არავინ მიჯერებს. ჩემმა კლასელმა გოგონებმა კი იციან, რომ დათას ვერ ვიტან. აღარ იცის რა გააკეთოს და რა მითხრას. იმ დღეს მომწერა, დიდმა სიძულვილმა დიდი სიყვარული იცის, შენც ერთ დღეს შეგიყვარდებიო. აღარ ვიცი, რა ვქნა, არ მინდა, ვინმე ბიჭი ჩავრიო ამ საქმეში. არადა, დათას ადამიანური ლაპარაკი არ ესმის. ჩემი კლასელი გოგოებიც სულ ეუბნებიან, თავი დაანებე ნათიას, არ უყვარხარო, მაგრამ არ ესმის. ჯიბრით იქცევა და უფრო მეტად დამდევს კუდში. სულ ჩემი კლასის წინ დგას და მითვალთვალებს რას ვაკეთებ. მე ხმას არ ვცემ ხოლმე. მაღიზიანებს მისი ქცევები. სადაც უნდა წავიდე, ყველგან მპოულობს და შორიდან მითვალთვალებს. ზოგჯერ გარეთ გასვლაც კი არ მინდა, რადგან ვიცი, რომ სადმე დავინახავ.

აღარ ვიცი, რა ვქნა და ვის ვთხოვო დახმარება. ძმა მყავს უფროსი, ჩემზე ოთხი წლით დიდია. ჩემი ძმა ძალიან მკაცრია და მასთან ამაზე ლაპარაკი მეშინია. თანაც, ვიცი, რომ ვუთხრა ვიღაც მაწუხებს-თქო, გაგიჟდება ნამდვილად და არ ვიცი დათას რას უზამს. ჯერჯერობით, ჩემს ძმას არაფერს ვეუბნები, ვერც დედას. თუ ძალიან მომაბეზრებს თავს, ყველას ვეტყვი, რომ თავიდან მომაშორონ. დილა რომ თენდება, სკოლაში წასვლა არ მინდა, ვიცი, იქ დათას დავინახავ და ნერვებს მომიშლის. თუ მართლა ვუყვარვარ, არ შეუძლია, რომ ცოტა ნორმალურად და სერიოზულად მოიქცეს? ასე უაზროდ რომ არ იქცეოდეს, იქნებ მართლაც მომწონებოდა, მაგრამ დათა ასეთია და მაგას არაფერი შეცვლის, ამიტომაც არ მინდა მაგასთან რაიმე ურთიერთობა მქონდეს. ამ ბოლო თვეებში კი მემუქრება, მწერს ხოლმე, წელს სკოლას რომ დავამთავრებ, მეორე დღესვე ჩემი ცოლი უნდა გახდეო. მე არაფერს მეკითხება, ისე იღებს გადაწყვეტილებებს. მითხრა, მოგიტაცებ და რაც გინდა, ის ქენი მერე, მაინც ჩემი ცოლი გახდებიო. ლამის გამაგიჟოს მაგისმა მესიჯებმა, უკვე მისი მეშინია და მეზიზღება. რამდენჯერმე ვუთხარი, მეზიზღები-თქო და გაეცინა, მე ხომ ვიცი, რომ გიყვარვარო. ასეთი უტიფარი და შეუგნებელი არაფერი მინახავს. ცოტა კიდევ ვაცლი და მერე უკვე ვანანებ ყველაფერს. ჯერჯერობით, არავის ვრევ ამ საქმეში, მაგრამ თუ არ შეწყვეტს ჩემს კუდში დევნასა და ნერვების შლას, ჩემს ძმას ვუამბობ ყველაფერს. აქამდე იმის მეშინოდა, ჩემი ძმა შარში არ გავხვიო-თქო, ახლა, დათა სხვა გზას აღარ მიტოვებს. მეუბნება, შენი ძმის არ მეშინია, მიყვარხარ და ამას ვერავინ დამიშლისო. შეიგნოს, რომ მე არ მიყვარს და არც არასდროს შევიყვარებ ასეთ თავმომწონე და შეუგნებელ ადამიანს.

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სკოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online