| ქალი და მამაკაცი |

ორი პოპულარული სერიალის კარგად ნაცნობი მსახიობები პროდიუსერმა ირაკლი კაკაბაძემ ერთ ფილმში შეკრიბა, რომელსაც რომანტიკული სახელწოდება "სიყვარულის ბალადა" ჰქვია. რუსკა მაყაშვილი, ბაჩო ქაჯაია და გიორგი ვარდოსანიძე მეგობრებს თამაშობენ. მათ შორის სასიყვარულო სამკუთხედი თავიდანვე გამორიცხულია, მიუხედავად ამისა, ფილმი მთლიანად სასიყვარულო თავგადასავალია.
გადაღებების თვენახევარი სამეულმა მხიარულად და აქტიურად გაატარა. ყველაზე მეტად მსახიობებმა ქალაქგარეთ ისიამოვნეს. ახლა პრემიერისათვის ემზადებიან, მანამდე კი ფილმზე მუშაობის დეტალები "სარკესთან" გაიხსენეს.
რუსკა: ჩემი პერსონაჟი, ქეთა, ძალიან კარგი გოგოა. ხაზგასმით აღვნიშნავ, მშვიდი და გაწონასწორებულია, ჩემგან განსხვავებით. ფილმი სკოლის მეგობრებზეა. ჩემი გმირი სკოლის დამთავრების შემდეგ ათი წლით საზღვარგარეთ მიდის და იქიდან უცხოელ პარტნიორთან ერთად ბრუნდება. თავის ძველ მეგობრებს ხვდება და ყველაფერი აქედან იწყება.
გიორგი: ჩემი გმირი, სანდრო, რუსკას ბავშვობის მეგობარია. პროფესიით მსახიობია, მაგრამ არც ისეთი ნიჭიერი, როგორიც თავად ჰგონია. სანდროს და დანარჩენ მეგობრებს ახსენდებათ, რომ ქეთა მათ მეგობარს უყვარდა და იწყება მთელი ამბები.
რუსკა: ბავშვობის უთქმელი სიყვარულის ამბავია.
ბაჩო: ჩემი გმირი ერთი უთქმელი ბიჭია. კარგ სამსახურშია და კარგი ხელფასი აქვს. მეც ამათი თანაკლასელი და მეგობარი ვარ. ჩემი ჰაბიტუსიდან გამომდინარე, აქცენტი ჩემს წონაზე კეთდება და მთელი ფილმის განმავლობაში ჩემი გმირი ცდილობს, უფრო გამხდარი და მოხდენილი იყოს. მისი პირობა, რომ ნაკლები ჭამოს, მხოლოდ სადილიდან სადილამდე გრძელდება.
– ხომ არ გაღიზიანებთ, რომ სერიალშიც და აქაც აქცენტი თქვენს წონაზე კეთდება?
ბაჩო: არა, ამჯერად განსხვავებული პრობლემაა. "შუა ქალაქის" გმირს, ლაშას, სულაც არ ადარდებს თავისი წონა, ფილმში კი ჩემი პერსონაჟი ძალიან განიცდის და გოგონებთან ურთიერთობაში კომპლექსები აწუხებს.
– ერთი თაობის და ერთი გუნდის მსახიობები გადაღებების დროს ალბათ კარგად შეთამაშდით ერთმანეთთან.
გიორგი: ძალიან ვხალისობთ ერთად მუშაობით. მთელი თვენახევარი ძალიან კარგად გავერთეთ. ჩვენი გართობით ირაკლი კაკაბაძე გაწამებული იყო, მაგრამ ბოლოს მხარი მაგანაც აგვიბა.
რუსკა: ეს გადაღებები ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ძალიან შინაურული გარემო შეიქმნა და თან მეტად განსხვავებული გმირი ვითამაშე.
– ანუ არ არის საშიშროება, რომ თქვენი გმირები ანჩოს და ლევან ხომერიკს დაემსგავსონ?
გიორგი: ამაზე ყველა მსახიობი ბევრს ვწვალობდით.
რუსკა: მე არაფერი გამჭირვებია.
გიორგი: შენ ყველაზე ნიჭიერი ხარ და მაგიტომ. დანარჩენები კი ვცდილობდით, ჩვენი კარგად ნაცნობი პერსონაჟებისგან განსხვავებული სახეები შეგვექმნა. ვინც სერიალებიდან ვართ, აბსოლუტურად სხვა ტიპაჟებს ვთამაშობთ. ვფიქრობ, ვერავინ დაიჭერს ლევან ხომერიკის უბრალო ჟესტსაც კი.
რუსკა: ხალხი თეატრებში რომ დადიოდეს, მაშინ უფრო ადვილად მიხვდება, ჩვენ ანჩოს და ლევანის გარდა სხვა პერსონაჟების თამაშიც რომ შეგვიძლია.
– ორი სხვადასხვა სერიალის მსახიობებმა ერთმანეთს ადვილად გაუგეთ, კონკურენციის მომენტი არ ყოფილა?
ბაჩო: არა, რას ამბობთ! ამ ფილმამდე არც გიორგისთან და არც რუსკასთან პარტნიორობის ბედნიერება არ მქონია, ამიტომ ორმაგად ნასიამოვნები ვარ, რომ ჩვენი თამაშრომლობა შედგა.
რუსკა: ბაჩოს სახით ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე. ის ძალიან ბუნჩულა, თბილი და კეთილი ადამიანია. რაც მთავარია, პროფესიონალია.
გიორგი : ბაჩოს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და გამიხარდა მასთან მუშაობა. თანაც აღმოჩნდა, რომ ორივეს გვყვარებია თევზაობა და ვითევზავეთ კიდეც ყვარლის ტბაზე. თევზი დავიჭირეთ, კილო და ოთხასს იწონიდა.
რუსკა: ოთხ დღეში ერთი თევზის დაჭერა რა სატრაბახოა?!
გიორგი: იმ ტბაში მეტი არ იყო და რა გვექნა?!
ბაჩო: ნადირობა და თევზაობა ძალიან მიყვარს. გამიხარდა, რომ გიორგისაც ჰყვარებია და ერთად შევეჭიდეთ ტბას.
– რა ბედი ეწია თქვენს ნადავლს?
გიორგი: რესტორნის მზარეულს მივაბარეთ შესაწვავად, მაგრამ მერე აღარც მოგვიკითხავს. დაგვავიწყდა, რადგან გადაღებების აქტიური ფაზა დაიწყო და ვიღას ახსოვდა თევზი.
– გადაღებები სად გქონდათ?
რუსკა: უმეტესწილად კახეთში, ერთი კვირა – ყვარელში, მერე – სიღნაღში, თელავში, კოჯორში. ვგიჟდები ქალაქგარეთ გადაღებებზე! მე და გიორგი თეატრალური ინსტიტუტიდან მოვდივართ, ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ერთი კვირით ერთად არსად გვიცხოვრია და ამ გადაღებების შემდეგ ერთმანეთი ასმაგად შეგვიყვარდა. გიორგი ძალიან კარგი მეგობარია. რასაც ვთხოვ, ყველაფერს მისრულებს. ამას ბოროტად ვიყენებ და როცა მანქანა მჭირდება, ვურეკავ ხოლმე.
გიორგი: მაყაშვილის პირადი მძღოლი ვარ. თან ერთი პლუსია – როცა რუსკა მიზის მანქანაში, პატრული აღარ მაჩერებს. რუსკა ძალიან ერთგული მეგობარია, მისი იმედი ყოველთვის მაქვს.
– ყვარელში, თევზაობის გარდა, კიდევ რა დაგამახსოვრდათ?
რუსკა: ჩემგან მოსვენება არ ჰქონდათ ბიჭებს. გიორგის დილაობით გაღვიძება უჭირდა, ამიტომ შევუვარდებოდი ოთახში და მთელი ენერგიით ვაღვიძებდი. თვალს რომ გაახელდა, გაანჩხლებული ვადექი თავზე, ის კი ვერ ხვდებოდა, სად იყო.
გიორგი: ბუნებით პენსიონერი ვარ. გადასაღებ მოედანზე ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაზე ადრე ვწვებოდი. ესენი კი თავზე დამახტებოდნენ და ჩემზე ხალისობდნენ. ერთხელ რუსკამ გამპასტა კიდეც, მაგრამ მე ვერ გავიგე.
ბაჩო: კახურმა გადაღებებმა ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბა. მას შემდეგ ყველანი ერთად ვსვამთ და ვჭამთ, ძალიან შინაურები გავხდით.
– დაბოლოს, ბაჩო, არ შემიძლია, არ გკითხოთ სერიალში "შუა ქალაქში" მომხდარ ცვლილებებზე. მსახიობების ახალ შემადგენლობას როგორ შეეგუეთ?
ბაჩო: სერიალის გადაღებებზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ის ადამიანები, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სახლში ცხოვრებას, ჩემს თავს მახსენებენ, როცა პირველად ვდგამდი ნაბიჯებს.
– ძველი გუნდიდან სერიალში მარტო თქვენ და ნოდარ გურგენაშვილი – პეტოს როლის შემსრულებელი დარჩით. რა აზრის ხართ ამ გადაწყვეტილებაზე?
ბაჩო: ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. მეც ველოდი, რომ შეიძლებოდა ახალ გუნდში აღარ დავრჩენილიყავი.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 







