| ქალი და მამაკაცი |

რედაქციაში მოსული ოცდაშვიდი წლის ბიჭის წერილს უცვლელად გთავაზობთ. თუ რატომ გადაწყვიტა მან ჩვენთვის მოეწერა და რატომ შეაქცია ზურგი საყვარელმა ადამიანმა, ამას წერილიდან შეიტყობთ.
– ჩემი ამბავი, იმედია, რომ ბევრი ბიჭისთვის იქნება მაგალითი. არ მინდა ვინმეს ჭკუა დავარიგო, ან ვთქვა, რომ ყველა გოგო ერთნაირია და ა.შ. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრი გოგო სიყვარულს არ იმსახურებს. წარმოშობით გორის რაიონიდან ვარ. იქ დავიბადე, გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ მთელი ოჯახი თბილისში გადმოვსახლდით. იმ პერიოდში მამა ვაჭრობაში იყო და ამით საკმარისი ფული იშოვა იმისათვის, რომ თბილისში ორი ბინა ეყიდა. ერთი და მყავს და მამამ თავის დროზე მისთვისაც იზრუნა. როცა ჩემი და გათხოვდა, არაფერი არ დააკლეს ჩემებმა, მზითევიც საკმაოდ გაატანეს, სიძეს კი მანქანა უყიდეს. ამის მერე ჩემს მშობლებს ერთი სული ჰქონდათ, მეც შემერთო ცოლი. მე კი რატომღაც ამაზე ჯერ არ ვფიქრობდი. ერთი გოგო მიყვარდა, მეგონა, მასაც ვუყვარდი და მთელი გეგმები დავაწყვე ამ სიყვარულის გარშემო. უკვე ჩემებმაც შეიტყვეს და ჩემი ქორწილისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ერთ დღესაც ჩემმა შეყვარებულმა გამომიცხადა, ჩემს მშობლებს სოფლელი სიძე არ უნდათო. თანაც დააყოლა, მეც არ შევეწინააღმდეგები მათ, მაინც არ მიყვარხარ და შენთან დროის გაყვანის მიზნით ვიყავი. ისეთს გავყვები, რომელიც სოფლიდან არ იქნებაო. ამან გამაგიჟა და მინდოდა, ეს გოგო ჩემი ხელით მომეკლა, მაგრამ პატივი ვეცი, როგორც ქალს. ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, სოფლელი რომ მიწოდა. რა თქმა უნდა, დავშორდი და თან ვუთხარი, ამას აუცილებლად ინანებ–მეთქი. მან კი გაიცინა.
ამ ამბიდან ორი წელი გავიდა და ახლა სხვა გოგომ მატკინა გული. პირველ შეყვარებულთან მომხდარის გამო, გოგოების მიმართ ნდობა დავკარგე. ყველა ერთნაირი ქარაფშუტა და ამპარტავანი მეგონა. ერთ დღეს კი სამსახურიდან ერთ–ერთი თანამშრომლის დაბადების დღეზე წავედით. იქ გავიცანი ლელა, რომელიც ჩემი თანამშრომლის ბიძაშვილი აღმოჩნდა. მართალია, ძალიან მომეწონა, მაგრამ ლელას დედა, ბიცოლა და თითქმის მთელი მათი ოჯახი იქ იყო. ასე რომ, დიდად არ მიაქტიურია, თუმცა, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, ლელა მიმხვდარიყო, რომ მომეწონა. ამ დღის შემდეგ მოსვენება დავკარგე და სულ ფიქრებში ვიყავი. ბოლოს როგორც იქნა ჩემს თანამშრომელს გულახდილად ვუამბე, რომ მისი ბიძაშვილი ძალიან მომწონდა. მანაც გამიგო და მითხრა, პირადად დაელაპარაკე და თუ თანახმა იქნება, ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ, მაგრამ თუ არ მოსწონხარ, ეგრევე დაივიწყეო. მოკლედ, მისი საშუალებით ლელას შევხვდი. მის დანახვაზე კიდევ ერთხელ მიხვდი, რომ ეს იყო ჩემი ოცნების ქალი. ლელა კიდევ უფრო კარგი გოგო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. საუბარსა და ურთიერთობაში კარგად გავიცანით ერთმანეთი. ავუხსენი ყველაფერი და მანაც არ დამიმალა, რომ მოვწონდი. იმ დღიდან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეები დაიწყო. წელიწად–ნახევარი ვიყავით ერთად და ამ დროში ლელა დღითიდღე მიყვარდებოდა. თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის ასე უნამუსოდ მომექცეოდა.
სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე შეუღლებაზე ფიქრი დავიწყეთ და ოჯახებმაც შეიტყვეს ჩვენი სიყვარულის ამბავი, ცუდი ამბები დატრიალდა. მამას ფინანსური პრობლემები შეექმნა, დაიჭირეს. მე კი ვმუშაობდი, მაგრამ მარტო ჩემი ხელფასით ოჯახს ვერ მივხედავდი. მამას გასანთავისფლებლად სახლის გაყიდვა მოგვიწია, მეორე ბინა კი გავაქირავეთ და საცხოვრებლად დროებით გორში გადავედით. ძალიან განვიცდიდი ასეთ მდგომარეობას და ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ ცოლის მოყვანა ცოტათი უნდა გადამედო. ლელა ამ ამბის შემდეგ შეიცვალა, გამირბოდა, ჩემთან საუბარი არ უნდოდა. მიხვდი, რომ მამაჩემის დაჭერა, სახლის გაყიდვა და გორში გადასვლა მისთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ეს ხომ ჩემი მიზეზით არ მომხდარა. ასეთ მძიმე მომენტში მისი თანადგომა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მან კი ზურგი მაქცია. ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი, რადგანაც ლელაში ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული და მეგონა, ის ყოველთვის ჩემთან იქნებოდა. მოკლედ, ლელამ პირდაპირ ვერ მითხრა, რომ ჩემთან ვეღარ იქნებოდა და ბიძაშვილი (ჩემი თანამშრომელი) გამომიგზავნა. ზაზამ მითხრა, ლელას აღარ უყვარხარ, შენი ცოლი ვერ გახდება და ძალიან გთხოვ, ნუ ეცდები მასთან შეხვედრას. დღეიდან მას თავისი გზა აქვს, შენ – შენიო. ზაზას ვეჩხუბე და საცემრადაც გავიწიე, მაგრამ მერე სხვებმა გაგვაშველეს. ვუთხარი, ლელას გადაეცი, რომ უნამუსოა და ფულის გარდა, არაფერი აინტერესებს–თქო. იმ სამსახურში ვეღარ გავჩერდებოდი, ზაზას გევრდით ვერ ვიმუშავებდი, ამიტომ იქედან წამოვედი. მუშაობა გორში დავიწყე და თბილისში იშვითად ჩამოვდიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში ხალხთან ურთიერთობას გავურბოდი, სახლშიც, სამსახურშიც, უბანშიც. დათრგუნული და გულმოკლული ვიყავი. მძულდა ყველა გოგო და არავის აღარ ვენდობოდი. იმ დღიდან დავიფიცე, რომ ამის შემდეგ გოგოსთან მხოლოდ გავერთობოდი, ცოლს კი არასდროს შევირთავდი. არ ვიცი, წლების მერე რა იქნება, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ვინმე რომც შემიყვარდეს, მას მაინც ვეღარ ვენდობი. რაც ლელამ გამიკეთა, საპატიებელი არაა. შეიძლება, ოჯახისგან ჰქონდა ზეწოლა, მაგრამ ასე არ უნდა მომქცეოდა. თუ მართლა ვუყვარდი, ზურგს არ შემაქცევდა. როცა ფული, მანქანა და სახლი მქონდა, მაშინ ვჭირდებოდი, გაღარიბებული კი აღარ დავჭირდი.
ახლა, მამაჩემი ისევ დადგა ფეხზე, მეც ვმუშაობ და არაფერი გვაკლია. ისევ თბილისში ვცხოვრობთ. ჩემები ძალიან შეწუხებულები არიან ჩემ გამო. უკვე ოცდაშვიდი წლის ვარ და ჩემს დაოჯახებაზე სერიოზულად ფიქრობენ. მე კი ამის გაგონებაც არ მინდა. არა მგონია, რომ ამის მერე რომელიმე გოგომ ჩემი გული კიდევ მოიგოს. ყველა გოგო სიყვარულის ღირსი არ არის.
თეონა კენჭიაშვილი, ჟურნალი გუმბათი. N 27

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































