| ქალი და მამაკაცი |

კაცი, რომელსაც მოღალატე ცოლმა მომავალი წაართვა
"ჩემი ძმა გაუბედურდა, ის ქალი კი დღეს ბედნიერია"
და–ძმა, ნუნუ და გაგა, პატიოსან ოჯახში, კეთილშობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდნენ. სხვების მსგავსად, არც მათ აკლდათ ოჯახური პრობლემები, მატერიალური გასაჭირიც ჰქონდათ, მაგრამ მშობლები ცდილობდნენ, ყველა ეს პრობლემა ურთიერთშეთანხმებით, მოთმინებით და სულგრძელობით გადაეჭრათ. შვილებსაც სჯეროდათ, რომ თვითონაც ამ ღირებულებებით შექმნიდნენ ოჯახებს, სიძნელეებს სიყვარული, ურთიერთგაგება, ერთგულება გადაალახვინებდათ... მაგრამ ცხოვრება გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა.
ნუნუ:
– ჩემი პირადი ცხოვრება ვერ აეწყო. მთელი ცხოვრება ოცნების მამაკაცს, რაინდს ველოდი, მაგრამ დიდი სიყვარული არ გამოჩნდა. ამიტომ ჩემს ძმაზე გიამბობთ, რომელმაც ქალს უდიდესი სიყვარული აჩუქა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ღალატი და უმადურობა იწვნია. ანგარებიანმა ქალმა მასზე შეყვარებული კაცი გამოიყენა და საბოლოოდ ცხოვრება დაუნგრია.
– ვინ იყო ის ქალი, მათი სავალალო სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?
– ეს გახლდათ გაგას თანაკლასელი მაკა, ბავშვობიდან აქტიური და მებრძოლი ბუნების გოგო. ფიზიკურადაც თვალშისაცემი იყო – აშოლტილი, ჯეირანის მანერებით, ამაყი მზერით. გაგა უფრო დინჯი და ინტელექტუალური ბიჭი იყო. მაკა თავდავიწყებით შეუყვარდა. გრძნობა თვალებში ეწერა და ამიტომ ეს ამბავი მთელმა კლასმა იცოდა. მაკა კი ზემოდან უყურებდა, მის სიყვარულს აბუჩად იგდებდა. სკოლაში ბევრ ბიჭს მოსწონდა, მაკას გამო ერთმანეთში ფიზიკური შეხლაშემოხლაც ჰქონდათ, მაგრამ გაგასთან შეხებაც არ ჰქონიათ – ჩემს "არაამქვეყნიურ" ძმას კონკურენტადაც კი არ აღიქვამდნენ.
– თქვენი ძმა ასეთ პლატონურ სიყვარულს დასჯერდა?
– სკოლის დამთავრების შემდეგ მაკას რომანი ჰქონდა მასზე გაცილებით უფროსი ასაკის კაცთან. ის წარმოსადეგი, პერსპექტიული, გავლენიანი ახალგაზრდა იყო. მაკა მის გვერდით დაუფარავად დადიოდა და არც იმას მალავდა, როგორ ამაყობდა თავისი რჩეულით. ერთხელ შემთხვევით გზაზე შევხვდი, შეყვარებულთან ერთად ხელგადახვეული მოდიოდა. მაკამ ისეთი გაცისკროვნებული და ამაყი მზერა "მიწყალობა", თითქოს მეუბნებოდა, გადაეცი შენს ბედოვლათ ძმას, რომ ამ კაცის გვერდით ძალიან ბედნიერი ვარო.
– იმ კაცთან მისი ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?
– როგორც შემდეგ გაირკვა, მათ შორის ინტიმური ურთიერთობა იყო. იმ კაცისთვის მაკა რიგითი ქალი აღმოჩნდა. რაღაც დროის შემდეგ მოყირჭდა და ჩამოიშორა. მაკა საშინელ დღეში ჩავარდა, შინიდან აღარ გადიოდა, ისე დაითრგუნა, თავის თავს აღარ ჰგავდა. უბანში მითქმამოთქმა ატყდა. როგორც ქალს ქალი, მებრალებოდა, მაგრამ ამავე დროს ვთვლიდი, რომ ეს ალბათ მისი პატივმოყვარეობის და ქედმაღლობის საზღაური იყო.
– თქვენი ძმა როგორ შეხვდა ამ ამბებს?
– საოცრად დიდსულოვნად. ზოგს მის ადგილას გაუჩნდებოდა ნიშნისმოგების განცდა – აი, მე რომ არაფრად მაგდებდი და სხვას ეკიდებოდი, იმან რა გიქნაო, მაგრამ გაგა ყოველგვარი ქვენაგრძნობისგან თავისუფალი ადამიანია. დაიწყო მაკასთან სახლში სიარული და ნუგეშისცემა. მისმა ვიზიტებმა, შეიძლება ითქვას, ქალს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა. მაკამ მასში სანდო ადამიანი დაინახა და გული გადაუშალა, თავისი გაწბილებული სიყვარულის ამბავი მოუთხრო. გაგამაც მთელი თავისი სულგრძელობა და სიყვარული შესთავაზა...
– მაკას თუ გაუჩნდა საპასუხო გრძნობა?
– გრძნობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი ძმის სიყვარული და ერთგულება თავისი წახდენილი რეპუტაციის აღსადგენად გამოიყენა. რამდენიმე ხანში გაგამ თავისი სათაყვანო მაკა, რომელიც ყოფილი შეყვარებულისგან იყო ფეხმძიმედ, ცოლად მოიყვანა. თავიდან მისი ორსულობის შესახებ არავინ იცოდა, თუმცა პატარძლის საქციელი ცოტა უცნაური ჩანდა: გაგას ოჯახში არ გამოჰყვა, მისი ახლობლის ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მაკა ჩვენი ოჯახის წევრებთან კონტაქტს თავს არიდებდა, არავის ცნობდა, გაგას გარდა. ახლა მსგავსი რამ არავის გაუკვირდება, ახალგაზრდა ოჯახი ცდილობს, მშობლებისგან დამოუკიდებელი ბუდე აირჩიოს, მაგრამ მაშინ, 35–40 წლის წინ ასე არ იყო მიღებული. თანაც ნორმალური ფართის ბინა გვქონდა, ყველა დავეტეოდით. არც ჩემი მშობლების მხრიდან ჰქონდათ წინააღმდეგობა, ისინი სარძლოს მხოლოდ კეთილ გულს უჩვენებდნენ.
– მაკას ფეხმძიმობის შესახებ თქვენმა ძმამ იცოდა?
– საქმეც ისაა, რომ ყველაფერი მშვენივრად იცოდა და მაინც, თავისი დიდსულოვანი ბუნებით ძალაუნებურად ხელს უწყობდა ცოლს, რომ მორიგი ხრიკები განეხორციელებინა.
– თუ ცოლ–ქმარს შორის გულწრფელობა, გაგება და შეთანხმება იყო, ეს ხრიკები მაკას ვის წინაშე სჭირდებოდა, საზოგადოებას გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა, საზოგადოებას და გარშემო მყოფ ადამიანებს. მაკამ ჩემი ძმა იმისთვის გამოიყენა, რომ თავად მომაგრებულიყო, ბავშვი "კანონიერი" მამის მეთვალყურეობის ქვეშ წამოეზარდა და მერე ისევ კუდი მოიქნია.
– "კუდის მოქნევა" ანუ...
– მაკას არასდროს აკმაყოფილებდა ის, რასაც ჩემი ძმა სთავაზობდა: ქმრის დიდსულოვნება და თავდადებული სიყვარული მისთვის იყო მხოლოდ საშენი მასალა საკუთარი მორალური რეაბილიტაციისთვის. მატერიალური ფუფუნებისთვის კი, ცხადია, არ იყო საკმარისი. ჩემს ძმას დიდი ხელფასი და შემოსავლები არ ჰქონდა, პატიოსნად შრომობდა. თვიდან თვემდე, ასე თუ ისე, თავი გაჰქონდათ. ცოლი კი ფუფუნებას სთხოვდა, თავს ამეტებდა... ამის გამო მათ შორის ჩნდებოდა განხეთქილებები, კონფლიქტები, რისი ინიციატორიც ყოველთვის მაკა იყო. ბუნებით მიმტევებელი გაგა ყოველთვის პირველი დგამდა ნაბიჯს ცოლთან შესარიგებლად. შემდეგ მაკამ მუშაობა დაიწყო და სამსახურში გავიდა. დიდხანს არ გაუვლია, იქ ერთ კაცთან გააბა ფლირტი და შემდეგ რომანი. იმ კაცის გამო ჩემი ძმა მიატოვა და ბავშვიც თან წაიყვანა. ის კაცი ბინით, ჩაცმა–დახურვით და სხვა მატერიალური სიკეთეებით უზრუნველყოფდა, მაგრამ ცოლშვილიანი გახლდათ.
– თქვენი ძმა ცოლის ღალატს როგორ შეხვდა?
– მთელ დუნიაზე სანთლით რომ ეძებოთ, გაგას მსგავს კაცს ვერ იპოვით. თითქოს ბოლომდე არ სჯეროდა ცოლის ღალატი, ყველაფერში თავს იდანაშაულებდა. ამბობდა, რომ რაღაც დააკლო, რაღაც ისე ვერ გაუკეთა... ამან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო, სმა დაიწყო. ახლოს არავის გვიკარებდა, მაკაზე ძვირს არ გვათქმევინებდა. ეგონა, ანგელოზივით ცოლი ჰყავდა და ადამიანები მაკას მხოლოდ იმიტომ კიცხავდნენ, რომ მისი შურდათ. ცოლს ამართლებდა და თვითგვემა დაიწყო.
– ესე იგი ცოლს ღალატი მიუტევა?
– მხოლოდ გულში კი არ მიუტევა, მის წინაშეც გამოხატა. იმ კაცმა მაკას გვერდით რამდენიმე წელი დაჰყო. ცოლთან პრობლემები რომ შეექმნა, საბოლოოდ ოჯახი არჩია და მაკა მიატოვა. მთელი უბედურება ის იყო, რომ სცენარი თავიდან დატრიალდა. მაკა დეპრესიაში ჩავარდა, ხოლო ჩემი ძმა ძალისხმევას არ იშურებდა მის "ამქვეყნად" მოსაბრუნებლად. უკვე მთელი ოჯახი და ნათესაობა ვიბრძოდით იმისთვის, რომ გაგაში კაცურ თავმოყვარეობას გაეღვიძა და მოღალატე ცოლს აღარ დაბრუნებოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. თუ ვინმე ცოლის საწინააღმდეგოდ რამეს ეტყოდა, მტრად მიაჩნდა, აფთარივით ეცემოდა. გაგა ცოლს შეურიგდა, ის მაკასთვის გაჭირვების ტალკვესად იქცა.
– თქვენმა რძალმა ვერც ამჯერად შეინარჩუნა ოჯახი?
– მას უბრალოდ, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ქმრის სიყვარულის და ერთგულების დაფასება არ შეეძლო. სულ რაღაც არ აკმაყოფილებდა, რაღაცას ეძებდა. პირველივე შესაძლო შემთხვევაში ისევ უღალატა და სხვა კაცს გაეკიდა, ფულიანს და გავლენიანს. ამჯერად გაუმართლა და იმ კაცის ცოლობას გამოჰკრა ხელი, ყოველ შემთხვევაში, ხალხში ასე ამბობს.
– იქნებ ცოლის ასეთი ქცევები გაგას სისუსტიდან გამომდინარეობდა და მაკა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ძლიერი კაცისკენ ილტვოდა?
– ისეთ მამაკაცს რა ვუთხარი, სხვასთან გასაქცევად მომზადებულ ცოლს რომ შეაჩერებს და კვლავ გვერდით დაიწვენს! ცხადია, ყველაფერი ჩემი ძმის სისუსტის ბრალია, მთელი ცხოვრება მაგ უღირს, მოღალატე ქალს რომ შეალია. არც იმდენი სიძლიერე აღმოაჩნდა, რომ ის "წიხლი" უმადურობისა, რაც მისგან მიიღო, ვაჟკაცურად აეტანა. სმას მიეძალა. მის გამო კი თავსაც იღუპავს და ჩვენც გვაზარალებს. სამსახურიდან მისივე კეთილსინდისიერების გამო არ ითხოვენ, ალბათ ებრალებათ კიდეც.
მთელი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩემს მშობლებს, რომლებსაც ჭიანჭველასთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, სიბერე გაუმწარდათ. ჩემზე ცალკე დარდობენ, შინაბერა რომ დავრჩი, ჩემს ძმაზე – ცალკე. თუკი მაინც ასე უნდა წასულიყო მისი პირადი ცხოვრება, შვილი მაინც ჰყოლოდა. მაკას შვილს მამობას უწევს, მაგრამ მაკასგან რა სიკეთე ნახა, რომ მისი შვილისგან ელოდოს?! ჩემი ძმა თავისი კეთილშობილების, დიდსულოვნების და უანგარო სიყვარულის გამო ისჯება, ჩემი რძალი კი, ვინც არც სიყვარულის ფასი იცის და არც ერთგულების, დღეს თავს ბედნიერ ქალად გრძნობს. აი, ესაა ცხოვრება – სამართალს და კანონზომიერებას მასში ვერ იპოვი.
ნანა კობახიძე ჟურნალი სარკე N 24

კავშირი ტეგთან: ქალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 