| ქალი და მამაკაცი |

სხვისი ოჯახის მფარველი ანგელოზი
"მის უანგარო სიყვარულს სანთლებს ვუნთებთ"
ბოლო ხანებში, როცა ჟურნალს გადავშლი და პირად ისტორიებს გადავიკითხავ, მეტწილად წერია ამბები ადამიანთა გაუტანლობის, ღალატისა და მზაკვრობის შესახებ, თუ როგორ არ ინდობენ ერთმანეთს და ფეხის წამოდებით ცდილობენ სხვის წაქცევას. სამწუხაროა, რომ ასეთი ქცევები ადამიანთა ყოველდღიურობაში ლამის წესად იქცა. ამის საპირისპიროდ, მინდა, მოგითხროთ ბებიაჩემის და მისი მამინაცვლის შვილის ურთიერთობის ისტორია, რომელიც დიდი სიყვარულის, თავდადების, დიდსულოვნებისა და უანგარობის ნიმუშია", – ასე დაიწყო "სარკესთან" საუბარი შუახნის ქალბატონმა ირამ. ამბავი, რომელიც მან გვიამბო, ეხება ქალს, რომელმაც პირადი ცხოვრება, თავისივე ნებით, სხვისი ოჯახის მოვლას შეალია, გასაჭირის დროს სხვის წვრილშვილს მფარველი ანგელოზივით მოევლინა და ბოლომდე ერთგულად ემსახურა თითქოს სრულიად უცხო, მაგრამ მისთვის ძალიან საყვარელ ადამიანებს.
ირა:
– ჩემი დიდი ბებია, ოლღა, 18 წლის ასაკში გათხოვილა. ის გლეხის ქალი გახლდათ, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო, რომ თავადმა, ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ, შეირთო ცოლად. ორი ქალიშვილი შეეძინათ, ერთ–ერთი ჩემი მომავალი ბებია გახლდათ. იმ დროს რუსეთის მეფე ნიკოლოზის ცოლსაც ოლღა ერქვა, ბებიაჩემის მშობლებმაც თავიანთ შვილებს დაარქვეს მეფის ასულთა სახელები – ტატიანა და მარია. ოჯახურმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა, მოულოდნელად ნიკოლოზი, 24 წლისა, გარდაიცვალა და ოლღა, 21 წლის ასაკში, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ისეთი დრო იყო, ქალებს დამოუკიდებლად თავის გატანა უჭირდათ, პატრონი ესაჭიროებოდათ და დაქვრივებული ოლღა რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ გათხოვდა. ამჯერად გლეხს გაჰყვა. ის კაციც ქვრივი იყო. პირველი ცოლისგან ჰყავდა ქალიშვილი, სახელად ფაცია. საერთო შვილებიც ეყოლათ: ორი გოგო და ერთი ბიჭი. ბებიაჩემის მამობილი არაჩვეულებრივი კაცი აღმოჩნდა. მან ცოლის შვილებიც საკუთარივით შეიყვარა და ზრუნვას არ აკლებდა.
ბებიაჩემიც, ტატიანა, ადრეულ ასაკში, 16 წლისა გათხოვდა, გიმნაზიიდან გამოიპარა და გაჰყვა ბაბუაჩემს, 18 წლის გიორგის, რომელიც იმავე ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა. ოთხი შვილი შეეძინათ, მათ შორის – ორი ტყუპი. ახალგაზრდები ხალისით უძღვებოდნენ ოჯახს და ხარობდნენ. მერე ბაბუაჩემი გიორგი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, საიდანაც ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, 1948 წელს დაბრუნდა, გერმანელებს ტყვედ ჰყავდათ. იმ ხნის განმავლობაში, სანამ ის ფრონტზე იყო, ბებიაჩემთან მისი ნახევარდა ფაცია გადავიდა საცხოვრებლად, ნახევარდას პირობითად ვუწოდებ, თორემ რეალურად ბებიაჩემს სისხლით ნათესავადაც არ ერგებოდა, ის ხომ მისი მამინაცვლის შვილი იყო პირველი ცოლისგან. ფაციამ ისეთი დობა გაუწია ბებიაჩემს, ბევრი ღვიძლი დედმამიშვილი რომ ვერ შეძლებდა. ბებიაჩემის ყველა შვილი და თითქმის ყველა შვილიშვილი მის ხელში გაიზარდა.
როდესაც გიორგი ომიდან დაბრუნდა და შინ ეს ქალბატონი დახვდა, რომელიც მის მეუღლეს ყველაფერში მხარში ედგა და თავდაუზოგავად ეხმარებოდა, მისი ძალიან მადლიერი დარჩა და ასეთი ერთგულება დაუფასა.
– თავად ფაციას პირადი ოჯახი, ქმარი არ ჰყავდა?
– ფაცია არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური გარეგნობის ქალი იყო, ყველას გვიკვირდა, რატომ არ გათხოვდა და არ შექმნა ოჯახი. აღმოჩნდა, რომ მას თავის დროზე ჰყოლია საქმრო, მისივე თანასოფლელი, პროფესიით აგრონომი, დღე–დღეზე ქორწილი უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ომის დაწყებისთანავე ის კაცი ფრონტზე გაიწვიეს და ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. ფაცია ბოლომდე იმ სიყვარულის ერთგული დარჩა და მთელი დარჩენილი ცხოვრება, ძალა და ენერგია ბებიაჩემის ოჯახს შეალია.
– ფაცია ბებიას, როგორც ჩანს, თქვენც მოესწარით, როგორ გახსენდებათ ის?
– არაჩვეულებრივად საქმიანი ქალი იყო, ძალიან მოძრავი, შესანიშნავი მზარეული. მათთან, ხონში, თბილისიდან რომ ჩავიდოდით, იმ წამსვე კეცებზე ჭადს და ხაჭაპურს დადებდა. დამჯდარს ვერ ნახავდით. სულ ფაციფუცში და გარჯაში იყო. შეიძლება ითქვას, ჩვენზე "შეფობას" იღებდა. ბებიაჩემის ოთხივე შვილს და ექვსივე შვილიშვილს თავს ევლებოდა. განსაკუთრებული ამაგი ბიძაჩემზე ჰქონდა, რომელიც იქვე ცხოვრობდა. მას რთული და პრობლემური ცხოვრება ჰქონდა. ფაცია ბებიამ მისი შვილი წლინახევრის ასაკიდან გაზარდა. შეიძლება ითქვას, ჩვენი დიდი ოჯახისთვის თავი ჰქონდა გადადებული. რომ გვეკითხებიან, ის ქალი თქვენი ვინ იყოო, ვერც ვპასუხობთ – სისხლით ნათესაობა არ გვაკავშირებდა, მაგრამ ნამდვილ ბებიაზე მეტი ამაგი ჰქონდა.
– ამ ღვთისნიერმა ქალბატონმა რამდენ ხანს იცოცხლა?
– დიდხანს იცოცხლა, 89 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლოს დაბრმავდა და რამდენიმე წელი მწოლიარე იყო. ბიძაჩემი ამბობდა ხოლმე, რომ შევდივარ მათთან სახლში და საჭმელი მიმაქვს (ფაცია და ტატიანა ბოლომდე ერთად ცხოვრობდნენ), პირველ რიგში, ფაციას მოვინახულებ ხოლმე, რომ გული არ დასწყდეს, ტატიანას შვილია და დედამისს მეტ პატივს სცემსო. სხვათა შორის, ფაცია ჩემს ძმაზე ნერვიულობას შეეწირა – ჩემი ძმა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ანევრიზმით და შვიდ თვეში ფაცია ბებოც მიჰყვა.
თითქმის ყოველ წელს სააღდგომოდ ხონში ჩავდივართ. წელსაც ვიყავით. საფლავზე რომ გავედით, პირველი ყვავილები ფაცია ბებოს დავუდეთ, პირველი სანთელიც მას ავუნთეთ, მის უანგარო სიყვარულს პატივი ვეცით. ფაცია და ტატიანა გვერდიგვერდ არიან დაკრძალული.
– ერთია, ადამიანმა დიდსულოვნებით, თავგანწირული სიკეთით იცხოვრო და მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, დამნახავი და დამფასებელი გყავდეს. ამ მხრივ, თქვეს მოამაგე ბებიას ნამდვილად გაუმართლა.
– რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო ვხვდები, რამხელა პიროვნული მსხვერპლი გაიღო ამ ქალმა ბებიაჩემის ოჯახისთვის. მინდა, ხალხმა იცოდეს – ამ შეშლილ მსოფლიოში არიან ადამიანებიც, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით გვაიმედებენ, რომ არსებობს სიკეთე, სიყვარული და უანგარო თავდადება. 10 წელი ხდება, რაც ფაცია ბებო გარდაიცვალა და დღემდე ძალიან გვტკივა და გვაკლია, სულ თვალწინ გვიდგას.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 