| ქალი და მამაკაცი |

მამიდამ დამარწმუნა, რომ გათხოვება აუცილებელი არ არის

რედაქციაში 24 წლის გოგონა გვესტუმრა, რომელიც თავის პრობლემებზე გვესაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არ უყვარს, მაგრამ ჩვენს ჟურნალში მოსვლა მაინც გადაწყვიტა. თუ რა აწუხებს მას და რატომ აღარ უნდა გასათხოვარ მამიდასთან ცხოვრება, ამას ჩვენი გულახდილი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მე გახლავართ საქართველოს ერთ–ერთი დიდი ქალაქიდან, რომლის დაკონკრეტებისგანაც თავს შევიკავებ. უკვე მეექვსე წელია, რაც თბილისში ვარ ჩამოსული. სკოლის დამთავრების შემდეგ, წამოვედი ჩემი მშობლიური ქალაქიდან და მას შემდეგ პერიოდულად სულ აქეთ ვარ. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ოთხი წელი ვისწავლე, შემდეგ სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელე. ახლა უკვე მაგისტრატურასაც ვამთავრებ, თანაც წარმატებით. უკვე მესამე წელია, რაც ერთ–ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობ. ასე რომ, ყველაფერი კარგად მაქვს, სამსახურიც მაქვს. თუკი სტუდენტობის დროს ჩემი მშობლები მიგზავნიდნენ საარსებო თანხებს, ახლა იქეთ ვუგზავნი ხოლმე.
თბილისში გასათხოვარ მამიდასთან ერთად ვცხოვრობ. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მაქვს, ბევრი ჩემი მეგობარი შემომნატრის, მაგრამ ჩემს გულში სულ სხვა რამ ხდება, რაზეც ხმამაღლა საუბარი არ მიყვარს. საქმე იმაშია, რომ 24 წლის გოგოს არასდროს მყოლია შეყვარებული, ბიჭებთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. სკოლაში ასეთი რაღაცეები ნაკლებად მიზიდავდა. მაშინ, როცა ჩემს კლასელ გოგონებს შეყვარებულები ჰყავდათ და ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე მხოლოდ წიგნებზე ვფიქრობდი. ბიჭი მომწონებია, მაგრამ სერიოზულად არა. სიყვარული კი საერთოდ არ ვიცი რა არის. აქამდე დიდად არ მანაღვლებდა ეს საკითხი, მაგრამ ახლა, როცა უმაღლესი დავამთავრე, მაგისტრატურასაც ვამთავრებ, სამსახურიც მაქვს, პირად ცხოვრებაზე უფრო მეტად დავფიქრდი. ჯერ ერთი, რომ ყველა ნაცნობი შეხვედრისთანავე მხოლოდ ერთ კითხვას მისვამს – "არ თხოვდები?" მე კი პასუხი არ მაქვს, უბრალოდ, მეღიმება. არადა, ვინ დაიჯერებს, რომ 24 წლის გოგოს მოწონების ობიექტიც კი არ მყავს. უკვე ჩემი ოჯახის წევრებიც შეწუხდნენ ამ საკითხით, მანიშნებენ, რომ დროა ოჯახს მოვეკიდო. მე კი მართლა არავინ მომწონს, არათუ მიყვარს. როგორც გითხარით, ადრე ამაზე არ ვდარდობდი, ახლა კი სერიოზულად განვიცდი. ვერ გეტყვით, რომ არავის მოვწონვარ, პირიქით ე.წ. თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდნენ, მაგრამ მე მათ მიმართ ინტერესს არასდროს ვიჩენდი, უფრო მეტიც, მათთან სიახლოვეს ყოველთვის გავურბოდი. ეს კი, როგორც ახლა ვხვდები, იმ წლების დამსახურებაა, რომელიც თბილისში გასათხოვარ მამიდასთან ერთად გავატარე. იგი გამუდმებით იმას მეუბნებოდა, არ გათხოვდეო და სულ თავის თავზე გადამხდარ ამბავს იხსენებდა.
– რა შეემთხვა ასეთი მამიდათქვენს?
– ჯერ იმას გეტყვით, რომ მამიდას აზრით, ქალი მაშინ უფრო ბედნიერი იქნებოდა, მარტო თუ იცხოვრებდა, ვიდრე ოჯახის შექმნის შემთხვევაში. მამიდა ყოველთვის განსხვავებული იყო ყველასგან. როგორც ჩემებისგან ვიცოდი, ის სწავლაზე და კარიერაზე იყო გადაყოლილი. ყოველთვის კარგ ადგილებზე მუშაობდა, მატერიალურადაც მყარად იყო და საკუთარ თავს არაფერს აკლებდა. თუმცა, ყველასთვის ხელშეუხებელი იყო მისი პირადი ცხოვრება. სტუდენტობისას ერთი ბიჭი თავდავიწყებით უყვარდა. ის ბიჭიც ეფიცებოდა სიყვარულს, ცოლობა სთხოვა. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს მამიდაჩემი შეაცდინა. მამიდა თურმე დარწმუნებული იყო, რომ მისი ცოლი გახდებოდა და ეს ამბავი დიდად არ განუცდია. მაგრამ მოხდა საშინელება, მისმა შეყვარებულმა რომანი სხვასთან გააჩაღა და მამიდაჩემს ზურგი აქცია. მისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სწორედ მაშინ გაიგო, რომ ორსულად იყო, მაგრამ ეს ყოფილი შეყვარებულისთვის არც უთქვამს. იმ ბიჭთან მისვლა და ამის თქმა არც უფიქრია. თურმე ყველა ურჩევდა, წასულიყო და ეთქვა, რომ ორსულად იყო და იქნებ დაბრუნებულიყო მასთან, მაგრამ სიამაყის გამო ეს არ გააკეთა. არ უნდოდა, რომ ბავშვის გამო დაბრუნებოდა შეყვარებული. მამიდას ბევრი სირთულის გადალახვა დასჭირდა, მთელი ცხრა თვე თბილისში ერთ მეგობართან გაატარა, რადგან მშობლიურ ქალაქში რომ გაეგოთ მისი ორსულობის ამბავი, ამას ცუდი გამოხმაურება ექნებოდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მამიდამ იმშობიარა, მაგრამ ბავშვი მკვდარი დაიბადა. ამით მან მეორე დარტყმა მიიღო. მას შემდეგ მას მთლიანად საკაცეთი შესძულდა და მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ გათხოვებაზე არც უფიქრია. თბილისში სახლი იყიდა და მარტო დაიწყო ცხოვრება. მშობლიურ ქალაქს ხშირად სტუმრობდა, მაგრამ იქ მისკენ ყოველთვის ხელს იშვერდნენ, თბილისში კი მშვიდად იყო. ახლაც ისევ მუშაობს, კარგი ანაზღაურება აქვს. უკვე 49 წლისაა, თუმცა ოჯახის შექმნა მაინც არ უნდა. ამბობს, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მეწვია და ისიც ბედმა არ შემარგოო. მოკლედ, რაც მასთან ცხოვრება დავიწყე, ვატყობდი ნელ–ნელა როგორ მეცვლებოდა აზროვნება. როცა ის გამუდმებით იმაზე საუბრობდა, რომ ყველა კაცი დაუნახავია და მათ სიყვარული არ შეუძლიათ, მეც ამ აზრზე ვდგებოდი.
– რატომ? თქვენც ხომ არ გქონიათ მსგავსი იმედგაცრუება მამაკაცისგან?
– არა. მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ ალბათ ამ ექვსმა წელმა, რომელიც მამიდასთან გავატარე, შთამაგონა, რომ კაცები არარაობები არიან. მეც გავითავისე აზრი, რომ გათხოვება არ იყო საჭირო და ისედაც შემეძლო ბედნიერად მეცხოვრა. სწორედ ამიტომ ახლოს არავის ვიკარებდი. როგორც კი ვინმეზე გავიგებდი, რომ მოვწონდი, ვცდილობდი მისთვის გული მეტკინა და მომეშორებინა. ასე გავიდა წლები და ახლა უკან რომ მოვიხედე, მივხვდი, რომ სულ მარტო ვარ. როდესაც ჩემს მეგობრებს ვუყურებ, რომლებსაც ქმრებიც ჰყავთ, შვილებიც და ბედნიერად ცხოვრობენ, მეც მინდა ჩემი ოჯახი. ჩემ გარშემო კი არც ერთი ბიჭი აღარ დარჩა, ყველა თავიდან მოვიშორე. ახლა, ისღა დამრჩენია, ბედს დაველოდო. მე ასეთ რამეებში ვერ ვიაქტიურებ, არ შემიძლია. ვნანობ, რომ ასეთი არასწორი აზრები მქონდა გათხოვებაზე და მამიდას ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი. ვერ გეტყვით, რომ ის განზრახ მეუბნებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა მონათხრობებმა და შეგონებებმა მეც დამიხშო აზროვნება. ახლა კი, როგორც იქნა გონს მოვედი და ეს ჩემი დაქალების დამსახურებაა, რომლებიც სულ იმას მეუბნებიან, რომ ბიჭებს ყურადღება მიაქციეო. მეც მივხვდი ერთ რამეს, რომ, როგორი ქმარიც არ უნდა შემხვდეს და წინ რაც უნდა მელოდოს, ოჯახს არაფერი ჯობია. შვილები ხომ ნამდვილი საოცრებები არიან. ამას წინათ მამიდასაც ვუთხარი, რომ მინდა ოჯახი მქონდეს, ქმარი და შვილები–თქო, მან კი მითხრა, ასე ადვილი არაა ცხოვრება. კარგად დაფიქრდი, რა იცი როგორი ქმარი შეგხვდება, იქნებ მთელი ცხოვრება გაგიმწაროსო. მე გავბრაზდი და ვუთხარი, ასე ნუ ამბობ, შენ ხომ არ იცი, როგორი ადამიანი შემხვდება–თქო.
– მამიდასთან ცხოვრებას როდემდე აპირებთ?
– არ ვიცი. იცით? არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება უკვე მომბეზრდა. დავიღალე ერთი და იმავეს მოსმენით. კი, ძალიან მეცოდება მამიდა და მისი ბრალი არაა, რომ ასეთი ბედი ხვდა წილად, ვერც გავამტყუნებ. მაგრამ მე რაღა დავაშავე? ყოველდღე მის დარიგებებს ვისმენ და მაკოპლექსებს. ჩემებს რამდენჯერმე შევუთვალე, ცალკე მინდა ცხოვრება–თქო. ისინი კი ამას მიშლიან. თავისუფლად შემიძლია ჩემი ხელფასით ბინის ქირა ვიხადო, თუმცა, მშობლებს არ უნდათ, რომ მარტო ვიცხოვრო, მე კი მამიდასთან ცხოვრება აღარ მინდა. აღარ ვიცი, რა ვქნა ან როგორ მოვიქცე. მინდა ჩემს მშობლებს ავუხსნა, რომ მარტო ყოფნის საშუალება მომცენ, თუ არადა, სამსახურს თავს დავანებებ და ჩემს მშობლიურ ქალაქში ვიცხოვრებ. მამიდას გვერდით ყოფნა უკვე შეუძლებელი ხდება.
თეონა კენჭიაშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 