| ქალი და მამაკაცი |

საკუთარ თავს ვეკითხები: ასე რატომ ამერია ცხოვრება?

ამ წერილს იმიტომ ვწერ, რომ მინდა ვინმეს ჩემს ცხოვრებაზე გულახდილად ვესაუბრო. ჩემ გარშემო, სამწუხაროდ, ასეთი არავინ მოიძებნა. უამრავი კითხვა მაწვალებს, პასუხებს კი ვერ ვპოულობ. იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მარი გ–მ.
– საკუთარ თავს ყოველთვის ვუსვამ კითხვას – რატომ მაინცდამაინც მე? მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრება ვეძებ პასუხს ამ კითხვაზე, მაგრამ უშედეგოდ. არ ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ. პირიქით, მე ერთი უბრალო 23 წლის გოგო ვარ, რომელსაც უყვარდა, შორდებოდა, შეცდომებს უშვებდა. რატომღაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ხშირად ადამიანების მიმართ იმედგაცრუება იყო. სიყვარულში საერთოდ ბედი არ მწყალობს. ვისაც მე მოვწონვარ, ის მე არ მომწონს, ვინც მე მომწონს, ის ზედაც არ მიყურებს. ყოველთვის ასე ხდება.
ორმა მამაკაცმა, რომლებსაც ჩემს ცხოვრებაში განსხვავებული ადგილი ეჭირათ, ისეთი სილა გამაწნეს, რომ საერთოდ აღარანაირი ურთიერთობა აღარ მინდა. ყველა კაცი მეზიზღება. ჩემ ირგვლივ მუდამ ღალატი და შურია, საყვარელი ადამიანები სულ ადვილად მყიდიან, არც ჩემი უახლოესი დაქალები იხევენ უკან. ზოგჯერ მინდა ყველაფერი მივატოვო და მთვარეზე გავფრინდე. თქვენ ალბათ მეტყვით, რომ ყველაფერს ვაზვიადებ. მეც მინდა, ასე იყოს. ვიცი, მეც ბევრჯერ შევცდი, მაგრამ შეცდომებს ხომ ყველა ადამიანი უშვებს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამქვეყნად სულ მარტო დავრჩებოდი, გვერდით ერთი მეგობარიც კი არ მეყოლებოდა. ერთში ნამდვილად გამიმართლა, ძლიერი ადამიანი ვარ და სულით არასოდეს ვეცემი. ყოველთვის ვაგრძელებ ბრძოლას და წინ მივიწევ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობდა მორალურად ჩემს განადგურებას. საკმაოდ კომუნიკაბელური და გულღია ადამიანი ვარ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი პლუსია, პირიქით, ეს თვისება ბევრჯერ ჩემს წინააღმდეგ შემობრუნებულა, რადგან ირგვლივ ბევრი ეშმაკი და ქვეშქვეშა ადამიანი მახვევია. ერთი დაქალი მყავდა, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, ყველაფერში მხარს მიჭერდა, მაგრამ ერთ დღესაც ისიც სხვებივით გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. უბრალოდ, წავიდნენ და მორჩა, მხოლოდ მეგობრების სახელი შერჩათ. ახლახან გავიგე მათი ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ. თურმე, ჩემს ზურგს უკან უამრავ საშინელებას ამბობენ, არც ერთს ეყო გამბედაობა, მოსულიყო და ეთქვა, თუ რამე არ მოსწონდა. ისინი ხომ ჩემი უახლოესი დაქალები იყვნენ. თუ ჩემთვის მართლაც კარგი უნდოდათ, რატომ თვითონ არ მითხრეს ყველაფერი, რატომ სწორ გზაზე არ დამაყენეს. მათზე ძალიან ვარ ნაწყენი. მოვა დრო და ღმერთი მათაც გადაუხდის სამაგიეროს. ძალიან ცრუა ეს წუთისოფელი და ალბათ მეც.
– როგორც ვიცი, ქალიშვილი გყავთ.
– დიახ. ერთადერთი, რაც ამ ცხოვრებაში ძალას მაძლევს, ჩემი ქალიშვილია. ის არის ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ცხოვრებაში შემიქმნია. მან დამიბრუნა ადამიანების მიმართ სიყვარული, ანასტასია ისეთი გრძნობით მიყვარს, როგორც არასოდეს არავინ მყვარებია. ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. სამწუხაროდ, მას მარტო ვზრდი.
– თქვენი შვილი თუ ინტერესდება მამის ვინაობით?
– ყველაზე მეტად სწორედ იმის მეშინია, რომ ოდესმე ჩემი შვილი მკითხავს მამის ვინაობას. ახლა, ანასტასია პატარაა, მაგრამ, როცა გაიზრდება, აუცილებლად დაინტერესდება მამამისით და რა უნდა ვუთხრა მაშინ. მუდმივად ამაზე ვფიქრობ, ჩემს გონებაში საშინელი არეულობაა, აზრების დალაგებას ვერ ვახერხებ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჭკუიდან გადავდივარ. ხშირად ვფიქრობ, რატომ მაინცდამაინც მე? რატომ მიწყობს ცხოვრება ამდენ გამოცდას? ვფიქრობ, ამდენი გამოცდა ერთი ადამიანისთვის მეტისმეტია. ბავშვობიდან მშვიდ ცხოვრებაზე ვოცნებობდი, მინდოდა მქონოდა ოჯახი, სამსახური და ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს ყველაფერი ნაწილობრივ ამისრულდა. მაქვს ოჯახი, რომელშიც მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი ვართ. რამდენიც უნდა ვიძახო, ძლიერი ადამიანი ვარ–თქო, მაინც მჭირდება მამაკაცი, რომელიც გვერდში დამიდგება, რომლის იმედიც მექნება. ჩემს შვილს დედასთან ერთად, მამაც სჭირდება. მაქვს კარგი სამსახური, აქამდე დეკრეტში ვიყავი, თუმცა, დიდი ხნით შვებულებას არავინ მომცემს. 11 თვე თვითონ ვზრდიდი ჩემს პატარას. უკვე დროა ვიფიქრო ჩვენს მომავალზე. დავგეგმო ყველა წვრილმანი, რომელიც ანასტასიას მომავალს უკავშირდება. ამ მძიმე წუთებში მხოლოდ მშობლები მეხმარებოდნენ, მათ კისერზე ვცხოვრობდი. ჩემს ცხოვრებაში არის კაცი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და მთხოვს, ცოლად გავყვე. მპირდება, რომ ჩემს შვილს ისე მიიღებს, როგორც საკუთარს და არაფერს მოგვაკლებს, მაგრამ მე მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები არ გამაჩნია. დედაჩემი მეუბნება, მთავარია, აქეთ უყვარდე და არა პირიქითო, მაგრამ მე ასე არ შემიძლია. ემოციური ადამიანი ვარ და აუცილებელია მიყვარდეს. გამუდმებით მაწვალებს კითხვები – ასე რატომ ამერია ცხოვრება? რატომ მაინცდამაინც მე?
თეონა კენჭიაშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 