| ქალი და მამაკაცი |

ოცდამეერთე საუკუნეში, მაშინ, როცა ადამიანმა განვითარების მაღალ ეტაპს მიაღწია, სამწუხაროდ, ძალადობის თემა ისევ აქტუალური ხდება. თუმცა, საქართველოში ამის მიმართ სხვანაირი მიდგომა არსებობს, რასაც ჩვენს ტრადიციულობასა და მენტალიტეტს აბრალებენ. იმას, რასაც ევროპელი ანდა ამერიკელი ქალი ვერ აიტანს, ქართველი ქალების გარკვეული ნაწილი, როგორც ჩანს, იტანს. ცემისა და შეურაცხყოფის ატანის მიზეზად, ძირითადად, ის სახელდება, რომ ოჯახის დანგრევა არ უნდათ. ჩვენი რუბრიკის სტუმარიც სწორედ იმ ქალბატონთა რიცხვშია, რომელსაც პათოლოგი და მოძალადე ქმარი ჰყავდა და ამის მიუხედავად, მასთან 12 წელი იცხოვრა და დღემდე უყვარს. უფრო დეტალურად ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამარი გ. 36 წლის:
– თქვენთან მოსვლა და ყველაფრის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, ჩემი ამბავი გახდეს მაგალითი და ახალგაზრდა თაობა უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოს ყველაფერს. მე ძალადობის მსხვერპლი გახლავართ, თუმცა, როგორც ამას წინათ ერთმა მეგობარმა მომახალა, ძალადობის მსხვერპლი კი არა, არამედ ადამიანი ხარ, რომელიც თვითგვემას ეწეოდაო. სიმართლე გითხრათ, ეს სიტყვები გულზე მომხვდა, ძალიან ვიწყინე, თუმცა, კარგად რომ დავფიქრდი, ჩემი მეგობარი მართალია. მე ვიტანდი ძალადობას, ცემას, შეურაცხყოფას მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ოჯახი არ დამენგრია და შვილებისთვის ცხოვრება არ დამემახინჯებინა. ბოლოს კი ის მივიღე, რომ ამდენმა ცემამ ფსიქიკა შემირყია და ჩემს შვილებს ცხოვრება მაინც დაუმახინჯდათ. ხშირად, ამ ყველაფერში თავიანთ მოძალადე მამას კი არა, მე მადანაშაულებენ, რატომ დროულად არ გაშორდი ქმარსო.
– როგორც ჩანს, მეუღლის ძალადობის ობიექტი იყავით. თავიდანვე ასეთი იყო თქვენი მეუღლე?
– თავიდან ასეთი სასტიკი არ ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში იქცა ასეთად. ვერ გეტყვით, რომ უმეტესობა კაცებივით ეჭვიანობდა და ამაზე მცემდა. მისი აგრესია თავს სიმთვრალეში იჩენდა და უმიზეზოდ მამწარებდა. დაქორწინებიდან მეექვსე თვეს, ჩემზე ხელი პირველად ასწია. მაშინ უკვე ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ერთ დღეს სახლში ნასვამი დაბრუნდა, უკვე თენდებოდა რომ მოვიდა. მეც და დედამისმაც, რა თქმა უნდა, ვინერვიულეთ და როცა დაბრუნდა, ორივემ ვუსაყვედურეთ. დედამისს არაფერი უთხრა. საძინებელში რომ შევედით, თვალები დამიბრიალა და მითხრა, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. ამის მერე იცოდე, რომ ზედმეტი არაფერი მითხრაო. სახეში ხელი გამარტყა და თან დააყოლა, როცა ჩემს გაკონტოროლებას მოისურვებ, ეს გარტყმა გაიხსენე ხოლმეო. თავი დამცირებულად ვიგრძენი და მთელი ღამე ტირილში გავატარე. დილით რომ ვუსაყვედურე, მითხრა, არ მახსოვს, მე ხელს არ გაგარტყამდიო. თუმცა, ის შემთხვევა ჩემს მეხსიერებაში დარჩა და იმ დღიდან შიში გამიჩნდა. იმ დღის შემდეგ დაიწყო ჩემი ტანჯვა. ყოველ დათრობაზე, უნდა ვეცემე. არადა, გეფიცებით, არაფერს ვეუბნებოდი. მთვრალი რომ მოვიდოდა, ვცდილობდი, თბილად დავლაპარაკებოდი და არაფერი მეკითხა. მერე იმაზე ბრაზდებოდა, რატომ არაფერს მეკითხებიო. აღარ ვიცოდი, როგორ მივდგომოდი, რადგან ასე იყო თუ ისე, ცემა მაინც გარანტირებული მქონდა.
– ფხიზელს ამაზე პასუხს არ სთხოვდით?
– კი, როგორ არა. დილით ვუხსენებდი რაც გააკეთა და ბოდიშებს მიხდიდა, ოღონდ ეს ერთხელაც მაპატიე, როცა ვსვამ, რას ვაკეთებ არ ვიციო. მეც აღარ ვიცოდი რა მექნა. მისი ყოველი დათრობა ჩემი შეურაცხყოფით მთავრდებოდა. ბევრჯერ ვთხოვე, რომ აღარ დაელია. რამდენჯერმე დაიფიცა კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხანს გრძელდებოდა ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ჩემს გასაჭირს ვერავის ვეუბნებოდი. მხოლოდ დედამთილმა იცოდა, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა და ისიც განიცდიდა ამას. ყოველთის ჩემ მხარეს იჭერდა და მამშვიდებდა. ერთხელ მახსოვს, უკვე მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, როცა ქმარმა შვიდი თვის ფეხმძიმეს დამარტყა. ისეთი სიძლიერით დამარტყა, რომ ძირს დავეცი და გული წამივიდა. გონზე რომ მოვედი, ატირებული დედამთილი დავინახე, ქალს სახეზე ფერი არ ედო და კარგად მახსოვს ის სიტყვები, რაც მაშინ მითხრა: წადი, შვილო, რას ეკვლევინები ამ საზიზღარს, შენი თავი შეიცოდეო. ჩემი დედამთილი ძალიან კარგი ქალია და შვილივით მექცეოდა. თავის შვილს გამუდმებით ეჩხუბებოდა და ეუბნებოდა, კარგად მოექეციო.
– რატომ არ შორდებოდით ქმარს, რომელიც გცემდათ, იმიტომ ხომ არა, რომ მაინც გიყვარდათ?
– კი, მიყვარდა ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად. არ დაიჯერებთ და დღემდე მიყვარს. საოცარია ეს, მაგრამ რეალობაა. ადამიანი, რომელიც სიმთვრალეში მამცირებდა, მცემდა, მაინც ძალიან მიყვარს. ფხიზელი ჩემ მიმართ ყოველთვის თბილი იყო, პატივს მცემდა, ნასვამს კი, გონება ეკეტებოდა და არავის ინდობდა. ნამდვილი პათოლოგი იყო. ასე ტანჯვაში ვიყავი მის გვერდით. ვერ ვტოვებდი, რადგან იმედი მქონდა, რომ დალევას თავს დაანებებდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ალბათ, იმიტომ, რომ სათანადოდ არ ვუყვარდი. ასეთი ადამიანის გვერდით თორმეტი წელი გავატარე და როგორ გავუძელი, მეც არ ვიცი.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































