| ქალი და მამაკაცი |

ბერბიჭას დედობის სიმძიმე
ბერბიჭას დედობის სიმძიმე
ჩვენმა რესპონდენტმა, ხანდაზმულმა ქალბატონმა ვერიკომ, შემოგვჩივლა, რომ მისი ერთადერთი ვაჟიშვილი, 40 წელს გადაცილებული ბაქარი, ინტელექტუალური და პროფესიულად შემდგარი მამაკაცი, ნებისმიერი ოჯახისთვის სასურველი სასიძო, ცოლის შერთვაზე არც კი ფიქრობს. ხასიათიც დაუმძიმდა და მშობლების მიმართ უპატივცემლობას, ეგოიზმს და ამპარტავნებას ავლენს. ბევრი ფიქრისა და ანალიზის შედეგად დედა მიხვდა, რომ ასეთი საქციელის მიზეზი წლების წინ მომხდარ ერთ ისტორიაში იმალება.
ვერიკო:
– მე და მიხას ისეთი ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ხალხი შემოგვნატროდა. არაფერი გვაკლდა – სახელი, მატერიალური კეთილდღეობა, ხალხის პატივისცემა, მაგრამ ჩვენი ვაჟიშვილის, ბაქარის გამო ყველაფერი თავდაყირა დადგა. საკუთარ თავს ვერაფრით ვპატიობ ორ რამეს: თავის დროზე ერთ შვილზე მეტი რომ არ გავაჩინე და იმ ერთადერთსაც რუსული განათლება მივაღებინე. როცა ერთ შვილზე ჩერდები და ყველანაირად თავს ევლები, ჩათვალე, რომ ეგოისტს ზრდი, რომელიც არათუ შენ, შეიძლება საკუთარ თავსაც ვერ გამოადგეს.
მაშინ რუსული ენის ცოდნა ისევე აუცილებელი და მოდური იყო, როგორიც ახლა ინგლისურის. თუ გსურდა, კარიერაში წინ წაგეწია, რუსულს კარგად უნდა დაუფლებოდი. ბაქარი ჭკვიანი და გონებაგახსნილი ბავშვი იყო, უფრო ფართო გასაქანი რომ ჰქონოდა, გადავწყვიტე, რუსულ სკოლაში შემეყვანა. მუსიკა, ცეკვა, ცურვა, ჩოგბურთი, ენების სწავლა – მისთვის არაფერი დაგვიკლია. ყოველთვის საუკეთესო აგარაკებზე დაგვყავდა.
სკოლა წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ ჩემი ქმარი 5 წლით სამუშაოდ რუსეთში მიავლინეს, ჩვენც გავყევით და ბაქარმაც იქ მიიღო უმაღლესი განათლება. იმ წლებს ნამდვილად არ ვემდური.
5 წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდით. ბაქარმა დისერტაცია დაიცვა, ანგარიშგასაწევი მეცნიერ–მუშაკი გახდა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იყო, სანამ პირად ცხოვრებაში არჩევანის წინაშე არ დადგა.
– ცოლის შერთვას გულისხმობთ?
– ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. რუსულმა განათლებამ და რუსეთში ცხოვრებამ ბაქარს სხვადასხვა საკითხის მიმართ სხვა მენტალური დამოკიდებულება ჩამოუყალიბა – თავისუფალი ცხოვრების სტილი, ქალთან თავისუფალი ურთიერთობების ნორმად მიღება.
მის რომანზე გიამბობთ და თავად განსაჯეთ. 26 წლის იყო, როდესაც თბილისში ერთ ქალს გადაეყარა, მასზე გაცილებით უფროსს. საქმე ასაკობრივ სხვაობაში კი არაა – ის ქალი კაცებთან ურთიერთობაში საკმაოდ გამოცდილი იყო და ქალაქში ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ზეციდან ჩამოფრენილი არ ვარ, რომ არ მესმოდეს – ახალგაზრდა, უცოლო კაცი შეიძლება ჟინს ვინმე ქალთან იკლავდეს. ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ ქალსაც გააჩნია... როცა იცი, რომ შეიძლება ის ქალი მთელი შენი სანაცნობოს ხელში იყოს გამოვლილი და არავინ უწყის, კიდევ რა სიბინძურეების ჩამდენია, მასთან თავმოყვარე კაცი არც უნდა მიხვიდე, არათუ წლობით შემორჩე.
– გამოდის, რომ თქვენს ვაჟს იმ ქალთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა.
– ფაქტია, რომ მასთან წლობით დადიოდა. რა მნიშვნელობა აქვს, სერიოზულს დაარქმევ თუ გართობას? თუ ახალგაზრდა კაცს ხელს შეგიშლის, ნორმალური ქალიშვილი მოძებნო და მასთან ერთად ოჯახის შექმნაზე იზრუნო, განა ასეთი ურთიერთობა სერიოზული ზიანის მომტანი არაა?
– თქვენი ვაჟი იმ ქალის გამო დარჩა უცოლოდ?
– დიახ, ასეა. იმ ქალს ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა, უკანონოდ გაჩენილი და იმ ხნის განმავლობაში, სანამ ბაქართან კავშირი ჰქონდა, ის გოგოც სიმწიფის ასაკში შევიდა. როგორც ამბობენ, წესიერი გოგო იყო, ეტყობა, დედამისი მკაცრად ზრდიდა. ალბათ იმ ქალს თავისი უზნეო ცხოვრება გაცნობიერებული ჰქონდა... მოხდა ისე, რომ ბაქარს და იმ ქალიშვილს ერთმანეთი შეუყვარდათ.
–– ქალიშვილმა არ იცოდა, რომ ბაქარი დედამისის საყვარელი იყო? ან დედამისი ამ ამბავს როგორ შეხვდა?
– დაბეჯითებით ვერ ვიტყვი. სულელი უნდა ყოფილიყო, რომ არ სცოდნოდა. და თუ იცოდა და ასე გაცნობიერებულად დედამისის საყვარელი საქმროდ აირჩია, მით უარესი! ფაქტია, რომ ის დედაკაცი ძალიან გააქტიურდა და მოინდომა, ბაქარი მისი სიძე გამხდარიყო. ყველანაირად ხელს უწყობდა, მისი ქალიშვილი ცოლად ეთხოვა. თავისი ზნეობა ამაში ხელს არ უშლიდა და შესახედად დიდებულ, კარგი ოჯახის შვილს, წარმატებულ, ჭკვიან, მიზანდასახულ ახალგაზრდა კაცს სიძედ რომელი ჭკუათმყოფელი დაიწუნებდა?!
პირველად ბაქარმა ის გოგო ოჯახში რომ მოიყვანა, როგორც მეგობარი, ისე გამაცნო. მას ბევრი მეგობარი გოგონა ჰყავდა და მეც ჩვეულებრივად მივიღე. არც მიფიქრია, თუ ამ კრავივით გოგოს გამო შეიძლებოდა შვილი დამეკარგა. იმ საღამოს ბაქარმა აზრი მკითხა, როგორ მოგეწონაო. მივხვდი, რომ ტყუილუბრალოდ არ მეკითხებოდა. ბოლომდე არც გამომიტყდებოდა და შეფარვითი კითხვები დავუსვი. თანაც ბაქარი უკვე 32 წლის იყო და განსაკუთრებით მოწადინებული ვიყავი, რომ დაოჯახებულიყო. მართალი გითხრათ, ის გოგო თვალში მომივიდა, ერთადერთი, რაც შეიძლებოდა დამეწუნა, ასაკი იყო, 16 წლისა იქნებოდა. ბაქარის მეგობრებთან დავიწყე საქმის გარკვევა და რომ გავიგე, იმ ქალბატონის შვილი იყო, კინაღამ ინფარქტი მივიღე!
– სიყვარული ხშირად გაუცნობიერებლად მოდის და მასთან გამკლავება ადამიანისთვის ძალიან ძნელია. თქვენი შვილის არჩევანს წინ აღუდექით?
– რა თქმა უნდა. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. იმ ქალის ნაშიერს ჩემს ოჯახში როგორ შემოვუშვებდი?! ეს ხომ ოჯახის წაბილწვას ნიშნავდა! ის მახელებდა, რომ ეს ამაზრზენი სიტუაცია ჩემი შვილისთვის არაფერს ნიშნავდა. არ იფიქროთ, ტრადიციებს გამოდევნებული ქალი ვიყო. მსგავსი ფაქტი ნებისმიერი ნორმალური და კულტურული ადამიანისთვის მორალურად მიუღებელი და დასაგმობია.
– თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება როგორ გამოხატეთ, რა მოიმოქმედეთ?
– მინდოდა, ბაქარისთვის თვალი ამეხილა, თითქმის ყველა ახლობელი და მეგობარი ავუმხედრე, ისინიც კი, ვისაც ამ ფაქტის მიმართ ნეიტრალური პოზიცია ეკავა. ჩემი ქმარი ძალიან უწყინარი და უენო კაცია. მან მხოლოდ ერთხელ გამოხატა შვილის წინაშე თავისი ნეგატიური განწყობა და გაჩერდა. ასე რომ, მთელი ბრძოლის სიმძიმე ჩემს კისერზე გადმოვიდა. ხან ქმარს "ვუნთებდი", ხან – შვილს. ამ ოჯახური კონფლიქტის გამო ბაქარი სახლიდან წავიდა და მეგობართან ათევდა ღამეს. ამან საერთოდ გამაგიჟა. იმ დედაკაცის კოორდინატები გავიგე და გაალმასებული მივადექი, გავლანძღე, მკაცრად გავაფრთხილე, რომ ჩემი შვილისთვის თავი დაენებებინათ, თორემ არ ვაპატიებდი და ღმერთმა უწყის, რას მოვიმოქმედებდი. ჩხუბში არ ამყვა, დამაცადა, სათქმელი მეთქვა და მერე მშვიდად მიპასუხა, მე რა შუაში ვარ, არჩევანი თავად გააკეთეს, სიყვარულს წინ ვინ დაუდგებაო. მისმა მშვიდმა ტონმა უფრო გამაღიზიანა. ქალმა სრული შეგნებით იცოდა, რასაც აკეთებდა. თან "კოზირი" ეკავა ხელში "სიყვარულის" სახით.
– თქვენმა ძალისხმევამ რა შედეგი გამოიღო, შეძელით შეყვარებულები ერთმანეთისთვის დაგეშორებინათ?
– ეს მხოლოდ ჩემი ძალისხმევის შედეგი არ იყო, ეს ყველამ, მთელმა საახლობლომ ერთად გავაკეთეთ. ბაქარი იმ გოგოს დაშორდა. შეიძლება მიზეზი იმ ქალიშვილში და მის ასაკშიც იყო. ისეთი ინტელექტუალური და ერუდირებული კაცი, როგორიც ბაქარია, 16 წლის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ღლაპთან ბოლომდე მაინც ვერ გამონახავდა საერთო ენას...
– მას შემდეგ თქვენს ვაჟს არავინ შეჰყვარებია?
– იმ ამბიდან 10 წელზე მეტი გავიდა. მას გვერდით არაერთი ქალი ჰყავდა, მაგრამ დაოჯახებაზე არც უფიქრია.
– პირადი ცხოვრება რომ ვერ ააწყო, ამას თქვენ ხომ არ გაბრალებთ ან თავად ხომ არ იდანაშაულებთ თავს?
– საქმე ისაა, რომ, როდესაც ბაქარი მისგან წამოვიდა, იმ გოგოს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. ბედად, გადარჩა. დედამისმა შემომითვალა, ჩემი გოგოს გამწარებისთვის ისე გაგიხდი საქმეს, შენი შვილი ვეღარ გიტანდესო.
– რა გზით შეეძლო ამ მუქარის განხორციელება?
– როგორც გავიგე, ის დედაკაცი ქალაქში ცნობილ მაგებთან და ათას უბედურ ხალხთან ახლობლობდა, თავადაც მჩხიბაობდა. მართლაც მისი მუქარის შემდეგ ბაქარს ხასიათში ცვლილებები დაეტყო, დედ–მამას ზემოდან გვიყურებდა, ხშირად არაფრად გვაგდებდა. იმ საკითხებზე, რაც მას ეხებოდა, სიტყვას არ გვათქმევინებდა. აღარაფერს ვამბობ შენიშვნებზე – ჩამოყალიბებულ კაცს კი არა, ბავშვსაც ვეღარ მისცემ უკვე შენიშვნას.
– მას შემდეგ თქვენს ვაჟთან ურთიერთობის აღდგენა ვერ შეძელით?
– ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ბაქარი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. მის ბინაში კვირაში ორჯერ მივდივარ, ვულაგებ, ვურეცხავ, სადილებს ვეზიდები, რომ მშიერი არ იყოს. მატერიალურად არ უჭირს ისე, რომ სახლი ვერ დაალაგებინოს ვინმეს ან მშიერი დარჩეს, მაგრამ დედის გულის ამბავი ხომ იცით, ყელში ლუკმა არ ჩამდის, მას თუ ვერ მივაწოდე. ამაზე ყველა მსაყვედურობს, შვილს ძალით აფუჭებო, მაგრამ რა ვქნა, სხვაგვარად ვერ ვიცხოვრებ.
– შვილი თქვენს ამ ამაგს ვერ აფასებს თუ უკვე წესად მიაჩნია, სიბერემდე მოემსახუროთ?
– ჩემს სიკეთეს ვერ ხედავს, ამპარტავნულად მექცევა, მაშინ, როცა მზადაა, სხვებს ელემენტარული თანადგომისთვის ათჯერ მეტი კარგი გაუკეთოს, ფეხქვეშ გაეგოს.
– როგორ ფიქრობთ, ის გოგო დღემდე უყვარს და ვერ გპატიობთ, რომ დააშორეთ?
– არა მგონია, უყვარდეს, თუმცა ალბათ განიცდის, ამ ასაკში უცოლოდ რომ დარჩა. მისი ყველა მეგობარი დაოჯახებულია და ზოგს უკვე შვილიშვილიც ჰყავს... ერთი–ორჯერ წამომაძახა, შენმა ჩარევამ ცხოვრებაში კარგი რა მომიტანა, ახლა კიდევ ჭკუა რომ დაგეკითხოო. მას შემდეგ ბევრთან ჰქონია სასიყვარულო კავშირი, მათ შორის ღირსეული ქალიშვილებიც ყოფილან, მაგრამ საქმე დაოჯახებამდე რომ მივა, უკან იხევს, რატომღაც ამ საკითხს უფრთხის. რა ვიცი, იქნებ იმ ქალმა ჩემს ვაჟზეც მოახდინა მაგიური ზემოქმედება და ბერბიჭა დამიტოვა. ამას ავადმყოფურად განვიცდი, ნეტა შვილიშვილს მომასწრო და მერე მომკლა–მეთქი, ვნატრობ. ან როდემდე გამყვება ძალა და ენერგია, შვილზე ვიზრუნო?! ხომ უნდა ჰყავდეს პატრონი, მე რომ აღარ ვიქნები? ისეა გაეგოისტებული, ზოგჯერ ვერც მიეკარები. მისი სულიერი მდგომარეობაც ძალიან მაშფოთებს.
– თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილის ცვლილება მაგიით და ჯადოთია გამოწვეული, ამის მოხსნის საშუალებებიც ხომ არსებობს? მაგალითად, კვეთებულის ლოცვები ეკლესიაში. ამისთვის არ მიგიმართავთ?
– არა. ათეისტურ გარემოში გავიზარდე და, ძველი ჩვეულებისამებრ, ეკლესიაში მარტო სანთლის დასანთებად თუ შევივლი. ძალიან მიჭირს ამ მხრივ ნაბიჯის გადადგმა. იმასაც მირჩევდნენ, უძლიერეს მაგთან მიგიყვანთ და ბაქარს ჯადოს მოუხსნისო, მაგრამ ესეც არ გავაკეთე. მინახავს მაგ ჯადოს კეთებით და "გამოხსნებით" გამოჩერჩეტებული ადამიანები და შემეშინდა, ჩემს შვილს უარესად არ ვავნო–მეთქი. ალბათ ჯადოს ეკლესიურად მოხსნა ყველაზე უსაფრთხო და მიზანშეწონილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 