| ქალი და მამაკაცი |

ქმარს ვუღალატე და დღემდე ვიტანჯები
ქმარს ვუღალატე და დღემდე ვიტანჯები
რედაქციაში მოსულმა ქალბატონმა თავის ცხოვრებაზე გვიამბო. გვიამბო იმ შეცდომებზე, რაც მან დაუშვა. როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ ბედნიერი ყოფილიყო. არის თუ არა ბედნიერი ქალი, რომელმაც ქმარს უღალატა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– თავდაპირველად ჩემს შესახებ მოგითხრობთ და იმ ამბავსაც მოგიყვებით, რაც მე შემემთხვა. ბაშვობა ჩვეულებრივი მქონდა. ერთი ძმა და ერთი და მყავს. მშობლები სულ მუშაობდნენ, მაგრამ მაინც ეძნელებოდათ სამი შვილისთვის უზრუნველი გარემოს შექმნა. წელებზე ფეხს იდგამდნენ, არადა, დაბალი ხელფასები ჰქონდათ. თუმცა, მაინც ისე გაგვზარდეს, რომ არ გავბოროტებულიყავით და რაც გვქონდა, იმით დავკმაყოფილებულიყავით. ყველაზე უფროსი ვარ დედმამიშვილებში და სკოლა პირველმა დავამთავრე. ჩემებს დანაზოგი ჰქონდათ, რომლითაც უმაღლესში სწავლას შევძლებდი, თუმცა, სამწუხარო ამბავი შეგვემთხვა. ერთ დღეს მამა სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, ავარიაში მოჰყვა, სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა. სერიოზული ტრავმები მიიღო, ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. სამი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და მთელი ჩვენი დანაზოგიც ამაში დაიხარჯა. მოკლედ, ჩემი უმაღლესში სწავლა ოცნების დონეზე დარჩა. ჩემებს ძალიან გული სტკიოდათ, რომ ასე დავრჩი. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და უნდოდათ, რომ უმაღლესშიც მესწავლა. ზუსტად იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა კობა, რომელიც ჩემი ნათესავის დაბადების დღეზე გავიცანი. იქ ჩემთან ერთად ჩემი მშობლებიც იყვენენ. დედას კობა ძალიან მოეწონა და არც ის გამოპარვია, რომ იგი მთელი საღამო მე მიყურებდა. სიმართლე გითხრათ, მისით დიდად არ აღვფრთოვანებულვარ და მისი სახე კარგად არც დამიმახსოვრებია. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენმა ნათესავმა დარეკა, დედას ელაპარაკა. შევატყვე, რომ დედა გახარებული ჩანდა. როგორც მერე მითხრა, თურმე კობას შემოუთვლია, რომ ძალიან მოვეწონე და ჩემთან სერიოზული ურთიერთობის გაბმა უნდა. ამაზე გავბრაზდი. არ მესიამოვნა, რომ მან ეს ამბავი ჩვენს ნათესავს უთხრა პირველად. თუ რამე უნდოდა, მოსულიყო და ჩემთვის ეთქვა. მაგრამ დედა მარწმუნებდა, ამაში ცუდი არაფერია, ბიჭს მოეწონე და ხომ არ დამალავსო. მოკლედ, დედა ძალიან გააქტიურდა.
– რა იყო იმის მიზეზი, რომ დედათქვენს ასე ძალიან უნდოდა თქვენი და კობას დაახლოება?
– ჯერ ერთი, რომ ჩვენ გვიჭირდა. უმაღლესში ვერ ჩავაბარებდი და მეტი რაღა უნდა მეკეთებინა. თანაც, კობა შეძლებული ოჯახიდან იყო. დედა მეუბნებოდა, არაფერს მოგაკლებსო. დედას ჩემთვის კარგი უნდოდა, არ უნდოდა, რომ გაჭირვებაში მეცხოვრა. ჩემთვის კი ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. თავიდან კი ვბრაზდებოდი, როდესაც კობას მიხსენებდნენ, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, ასე უკეთესი იქნებოდა. მართლა დავახლოვდით მე და კობა და თანდათან მომწონდა. მას ყურებამდე ვუყვარდი, მე კი გულთან ახლოს ვერ მივიყვანე. მისი ცოლი ისე გავხდი, არ მყვარებია.
– რატომ გაჰყევით ისეთ კაცს ცოლად, რომელიც არ გიყვარდათ?
– მაშინ ამაზე არ მიფიქრია. სიყვარული რა იყო, არც ვიცოდი. არასდროს მყოლია შეყვარებული. ვიღაც ყოველთვის მომწონდა, მაგრამ სიყვარულით არავინ მყვარებია. კობას შემთხვევაში კი, ჩავთვალე, რომ მეც მიყვარდა. თუმცა, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს არ იყო სიყვარული. ეს იყო უბრალო შეჩვევა და მოცემულ მომენტში საუკეთესო გამოსავალი. ახლა, ჩემ თავზე საკმაოდ ვბრაზდები, ასეთი ნაბიჯი რომ გადავგდი, მაგრამ რაღა აზრი აქვს. თან, ჩემი მშობლები მეცოდებოდნენ. მამა უკვე ვეღარ მუშაობდა, გამუდმებით პრობლემები ჰქონდა ხერხემალზე, სიარულიც უჭირდა. მარტო დედა კი, სამ შვილსა და ავადმყოფ მეუღლეს ვერ შეინახავდა. ვიფიქრე, რომ გავთხოვდები, დედას ცოტა ტვირთს შევუმსუბუქებ–თქო. მართლაც ასე მოხდა. კობა ძალიან კეთილი ადამიანი აღმოჩნდა, ჩემებს ეხმარებოდა. ჩემს ძმას სამსახურიც დააწყებინა და არაფერს უჭირვებდა. ამ ყყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩემი სიყვარულით აკეთებდა. მე კი ძალიან მრცხვენოდა, იმავე გრძნობით რომ ვერ ვპასუხობდი. ბევრი ვეცადე, მაგრამ მისი შეყვარება თანაცხოვრებამაც ვერ შემაძლებინა.
– თქვენი მეუღლე ხვდებოდა, რომ არ გიყვარდათ?
– კი, ყოველთვის იცოდა ეს. შეიძლება პირდაპირ არ მითქვამს, არ მიყვარხარ–თქო, თუმცა, არც ის მითქვამს, მიყვარხარ–თქო. ხვდებოდა და იმასაც ვატყობდი, რომ ამის გამო გული სტკიოდა. რას აღარ აკეთებდა ჩემთვის. მე ჩემ თავზე მომდიოდა ბრაზი, კობა რომ არ მიყვარდა. გათხოვებიდან ორი წლის მერე ვინანე ჩემი ასეთი ნაბიჯი, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. უკვე მისი ცოლი ვიყავი და პატარა გოგონაც გვყავდა. სიყვარულის, პატივისცემისა და სითბოს სანაცვლოდ, კობას ვუღალატე, რასაც ყველაზე მეტად ვნანობ. მაშინ კი მეგონა, რომ ამით ბედნიერი ვიქნებოდი.
– მეუღლის ღალატი როგორ მოხდა?
– ჩემი პატარა გოგონა სამი წლის რომ გახდა, საბავშვო ბაღში მივიყვანეთ. სწორედ იქ გავიცანი ადამიანი, რომელთანაც შემდგომში კობას ვუღალატე. ამაზე საუბარი ძალიან მრცხვენია. გიასაც გოგონა დაჰყავდა ბაღში და თითქმის ყოველდღე ვხედავდი მას. ვიცოდი, რომ გია ქვრივი იყო და მეცოდებოდა, რომ ასეთი სიმპათიური და ახალგაზრდა კაცი დაქვრივებული იყო. როგორც ჩანს, გიას თავიდანვე მოვეწონე, მაგრამ ჩემთან ურთიერთობას ცოტათი ერიდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ გათხოვილი ვიყავი. თუმცა, ერთ დღეს გამომიტყდა, რომ ჩემ გარეშე ერთი წუთითაც ვეღარ ძლებდა. მითხრა, როდესაც ჩემი გოგონა ავადაა და ბაღში მოსვლას ვერ ახერხებს, ძალიან განვიცდი, იმიტომ, რომ ვიცი, იმ დღეს შენ ვერ გნახავო. თავიდან მისმა ასეთმა გულახდილობამ გამაბრაზა, ვეჩხუბე, ამის თქმას როგორ მიბედავ, მე გათხოვილი ქალი ვარ–თქო. მან კი იცით რა მიპასუხა? არა მგონია, შენი ქმარი გიყვარდეს, შენ არაფერი გეტყობა იმისა, რომ ბედნიერი ხარო. გულზე მომხვდა ეს სიტყვები, ბავშვს ხელი მოვკიდე და წამოვედი. სახლში მისულმა ბევრი ვიტირე და იმასაც მივხვდი, რომ გია მეც მომწონდა, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ კობასთვის მეღალატა, არც მინდოდა. იმ დღიდან დაიწყო ჩემი გაორებული ცხოვრება.
– როდესაც გიასთან ურთიერთობა დაიწყეთ, მეუღლე ვერაფერს ამჩნევდა?
– არა, მიჩვეული იყო იმას, რომ მასთან გულახდილი და მოსიყვარულე ცოლი არასდროს ვყოფილვარ. ამის გამო სიტუაციას არ ძაბავდა. თუმცა, გულის სიღრმეში ალბათ დიდ ტკივილს განიცდიდა. ჩემს ღალატს რაც შეეხება, ამას ალბათ ვერც წარმოიდგენდა. მე კი ვიტანჯებოდი, კობასთვის თვალებში შეხედვა არ მინდოდა. ასე გაგრძელდა ორი თვე და ერთ დღესაც გადავწყვიტე, სახლიდან წამოვსულიყავი და გიასთან მეცხოვრა. გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გია ძალიან შემიყვარდა. თან ის მპირდებოდა, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებოდით, ჩვენს შვილებს ერთად გავზრდიდით და ა.შ. მოკლედ, მე მისი ბოლომდე მჯეროდა. არ ვიცი, როგორ გავბედე, მაგრამ კობას ყველაფერი ვუთხარი. ვუთხარი, რომ არ მიყვარდა და ამ წლების განმავლობაში მასთან ყოფნით ვიტანჯებოდი. ისიც ვუთხარი, რომ გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც მთელი გულით შევიყვარე და მასთან ყოფნა მინდოდა. ვუთხარი, შენ ბედნიერებას იმსახურებ, სხვა ქალს გაიცნობ, შეგიყვარდება და ისიც შეგიყვარებს–თქო. კობას საშინელი რეაქცია ჰქონდა, სახლში ყველაფერი დალეწა, გაგიჟდა, მაგრამ იმ დონეზე მცემდა პატივს, რომ ჩემთვის თითიც არ დაუკარებია. ვაღიარებ, რომ მოსაკლავი ვიყავი და ვარ იმის გამო, რაც გავაკეთე. ასე წამოვედი კობასგან და საშინლად დავტანჯე იგი. ჩემმა ოჯახმა და ყველამ ზურგი მაქცია. გაგიჟებულები იყვნენ, ეს რა გააკეთე, ოჯახი როგორ დაანგრიეო. ბავშვიც არ გამომატანეს. მე კი მეგონა, რომ ეს ყველაფერი მალე ჩაწყნარდებოდა და მე გიასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი. სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. გია და მე დროებით ნაქირავებში გადავედით. ვატყობდი, რომ დიდად არ გაუხარდა, რომ ოჯახიდან წამოვედი.
– რატომ? არ უნდოდა, რომ ცოლად მოეყვანეთ?
– არა, მაგრამ მე მეგონა, რომ უნდოდა. როგორც მერე მითხრა, მას ჩემთან რომანის გაბმაც ჰყოფნიდა და მითხრა, ამის გაოფიციალურება არ იყო საჭიროო. ჩემთვის უნდა გეთქვა, როდესაც ოჯახიდან წამოსვლა დააპირე, რადგან მე ამის უფლებას არ მოგცემდიო. მეწყინა მისი ასეთი სიტყვები, მეგონა ამით გავახარებდი. ვუთხარი, მე კობასთან ვეღარ ვიცხოვრებდი და უფრო მეტად ვეღარ დავამცირებდი ჩემი ღალატით–თქო. ამის შემდეგ გიასთანაც ამერია ყველაფერი. ჩვვენი დაქორწინება ვერა და ვეღარ მოხერხდა. ხან რას იმიზეზებდა, ხანაც – რას. ბოლოს კი მითხრა, ჩემი ოჯახი არასდროს მომცემს იმის უფლებას, რომ შენ ცოლად მოგიყვანო, იციან, რომ ქმარს ჩემთან უღალატე, ოჯახი დაანგრიე და მითხრეს, ასეთ ქალს ოჯახში არ შემოგაშვებინებთო. დავრჩეთ უბრალოდ საყვარლებად და იმით დავკმაყოფილდეთ, რაც გვაქვსო. ეს ჩემთვის ძალიან დამამცირებელი სიტყვები აღმოჩნდა. გია პირველი მამაკაცი იყო, ვინც შემიყვარდა, მაგრამ მან ასეთი რაღაც გამიკეთა. ახლა წასასვლელი არსად მაქვს, ვერც ჩემს მშობლებთან მივალ, არავის აღარ ვუნდივარ. იძულებული ვარ, ამ ნაქირავებში ვიცხოვრო და გამუდმებით გიას ლოდინში ვიყო. ვიცი ერთ დღეს მის ცხოვრებაში გამოჩნდება სხვა ქალი, რომელსაც ცოლად მოიყვანს და მე აღარ ვენდომები. ახლა მივხვდი ყველაფერს და ძალიან ვნანობ, მაგრამ აზრი არ აქვს. კობას გული ვატკინე, ბავშვს დედის სითბო მოვაკელი, მშობლებსაც დიდი ზიანი მივაყენე და სამაგიეროდ, არაფერიც არ მივიღე. ძალიან უბედური ვარ.
– თქვენ გოგონასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– ჩემი გოგონა უკვე სკოლაში დადის. თავიდან არ მაძლევდნენ მასთან მისვლის უფლებას, განსაკუთრებით, ჩემი დედამთილ–მამამთილი, მაგრამ კობამ იმდენი მოახერხა, რომ კვირაში ერთხელ შვილს მანახებს. ახლაღა ვხვდები, რა კეთილი ადამიანია კობა და რომ დღემდე ვუყვარვარ. იმის მიუხედავად, რაც გავუკეთე, მაინც მაძლევს შვილის ნახვის უფლებას. არ ვიცი, რა იქნება წლების მერე, არ ვიცი, როდემდე ვიქნები გიას საყვარელი და არც ის ვიცი, რას იფიქრებს ჩემზე ჩემი გოგონა, როდესაც გაიზრდება. მას დედის საქციელის ძალიან შერცხვება და მართალიც იქნება. ასეთი ყოფა ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯით დავიმსახურე, ვითომ სიყვარულისთვის ვიბრძოლე, საბოლოოდ კი მაინც მარტო დავრჩი. გიაც მალე იპოვის თავისი ცხოვრების მეგზურს და მე სულ მარტო დავრჩები.
თეონა კენჭიაშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 