| ქალი და მამაკაცი |

ბედნიერება საკუთარი ხელით დავინგრიე
ბედნიერება საკუთარი ხელით დავინგრიე
27 წლის გოგონას ამბავი შემზარავია და იმედია, მაგალითი იქნება ყველასთვის. მან ინკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა და სახელები შეცვლილია. თუ რა გადახდა თავს და რატომ თვლის, რომ შეყვარებულის სიკვდილი მისი ბრალია, ამას წერილიდან შეიტყობთ.
"ჩემს ამბავს პირველად ვყვები საჯაროდ და ალბათ საბოლოოდაც. არ მინდა ვინმემ მიცნოს და ამიტომაც ჩემს სახელსა და გვარს საიდუმლოდ ვტოვებ. საკმაოდ ტრაგიკული ისტორია გადამხდა, რომელშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ალბათ, ამიტომ დავმალე ყველაფერი და დღემდე სიმართლე არავინ იცის, რადგან არ მინდოდა, ყველას თითი ჩემსკენ გამოეშვირა და ისედაც ტრაგედიაში მყოფისთვის უარესი განაჩენი არ გამოეტანათ.
ახლა 27 წლის ვარ, მაშინ კი მხოლოდ 20 წლის გოგო ვიყავი, როდესაც ჩემი მომავალი შეყვარებული ბესო გავიცანი. ჩვენი გაცნობის ისტორიაცა და შემდგომში ჩვენი ურთიერთობაც ძალიან ლამაზი იყო. დიდი ბედნიერება მაჩუქა მან, მაგრამ ბოლოს მისმა თავზარდამცემმა სიკვდილმა ყველაფერი წამართვა. საკუთარი მეგობრებისთვისაც კი არასდროს მითქვამს სრული სიმართლე. ახლა, წლები რომ გავიდა და ვუფიქრდები, შეიძლება ეს ბოლომდე ჩემი ბრალიც არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბესო დღეს ცოცხალი აღარაა. ჩვენ სამი წელი ვიყავით შეყვარებულები, ჩვენი ამბავი იცოდა ყველამ. თავიდან ვმალეთ, მაგრამ როცა მივხდით, რომ დასამალი არაფერი იყო და პირიქით, ამით გარშემომყოფებსაც გავახარებდით, ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მივეცით. ერთმანეთის ოჯახებიც გავიცანით, ყველაფერი კარგად იყოთ და უკვე ქორწილსაც ვგეგმავდით. თუმცა, ქორწილის გადახდას რამდენიმე თვის მერე ვაპირებდით, რადგან მე იმ პერიოდში უმაღლეს სასწავლებელს ვამთავრებედი და ბესოს ვთხოვე, რომ ცოტა მოეცადა. მართალია, ვეღარ ვძლებდით უერთმანეთოდ, მაგრამ რომ ვიცოდით რა ბედნიერება გველოდა წინ, ამ იმედებითა და ოცნებებით ვძლებდით. მალე დავინიშნეთ კიდეც.
ამ სამი წლის განმავლობაში სერიოზული კამათი არასდროს მოგვსვლია, მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით გავიგე ამბავი, რომელმაც გული ამიფორიაქა. უფრო სწორად, ეს იყო ეჭვი და მხოლოდ მერე დავრწმუნდი, რომ სიმართლე არ იყო. ბესოს ერთი კლასელი ჰყავდა, რომელზეც თავიდანვე ვიცოდი, რომ ადრე ბესოსა და იმ გოგოს ერთმანეთი უყვარდათ. ეს იყო ბავშვობაში და როგორც ბესომ ერთხელ მითხრა, ნამდვილი გრძნობა მათ შორის არ ყოფილა. თუმცა, ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა, იცი, იმ გოგოს თურმე შენი ბესო დღემდე უყვარსო. მეც იმ დღიდან დავიწყე უაზრო ეჭვიანობა და ბესო ლამის ხელში შევიკალი. რა აღარ მითხრა და მე არ დავუჯერე. მითხრა, იშვიათად თუ შემხვდება სადმე და ჩვეულებრივ მოვიკითხავ, ჩვენ შორის არაფერია, ხომ იცი, მარტო შენ მიყვარხარო. მაგრამ ერთხელ თუ გაჩნდა ეჭვი, იმას ვეღარ მოიშორებ. იმ გოგოს მართლაც ისევ უყვარდა ბესო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ბესოსაც უყვრდა. მე კი მაშინ ამდენი ვერ მოვიაზრე და საწყალ ბესოს სისხლს ვუშრობდი. სულ ვაკონტროლებდი და რადგანაც გაბრაზებული ვიყავი იმით, რომ ის ვითომ სიმართლეს არ მეუბნებოდა, გადავწყვიტე, სამაგიერო გადამეხადა. დავაწყვე გეგმა და მეგონა, კარგად ვიქცეოდი და ამით ბესოს იმ გოგოს დავავიწყებდი. სინამდვილეში ის გოგო დიდი ხნის დავიწყებული ჰყავდა, მაგრამ მე ასე მეჩვენებოდა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბესოს ერთ დღეს ვუთხარი, სხვა მიყვარს, აღარ მიყვარხარ–თქო. თავიდან ხუმრობა ეგონა და მერე იმდენი ვქენი, დავაჯერე. ასეთი გაცეცხლებული ბესო არასდროს მინახავს, ხელითაც კი გამოიწია ჩემზე, მითხრა, უნდა მოგკლა შენც და ისიცო. აი, მაშინ შემეშინდა და მივხვდი, პატარა ბავშვები არ ვიყავით, ასეთ რამეზე რომ მეხუმრა. ვუთხარი, რომ მოგატყუე, შურისძიება მინდოდა და სხვა არ არსებობს–თქო, მაგრამ ბესომ აღარ დამიჯერა და დამშორდა. მითხრა, განანებ ასეთ საქციელსო. ის დარწმუნებული იყო, რომ მართლა ვუღალატე. ამ ამბიდან ერთი თვე გავიდა და აღარ მეკონტაქტებოდა. ამას ძალიან განვიცდიდი, აღარ ვიცოდი რა მექნა, მას ჩემი დანახვა არ უნდოდა, ჩემი აღარ სჯეროდა. თან, ალბათ, ნაწყენიც იყო. ასე გავიდა ერთი თვე და ერთ საღამოს ჩემთან ბესოს ორი მეგობარი მოვიდა, მითხრეს, ბესო ძალიან ცუდადაა და შენი ნახვა უნდაო. გიჟივით გავვარდი, ძალიან ცუდად გავხდი, ჩემს თავს ვადანაშაულებდი. ბიჭები მეფიცებოდნენ ცოცხალია, საშიში არაფერია, თავის მოკვლა სცადაო, მაგრამ მის სახლში რომ მიმიყვანეს, მაშინ მივხვდი, რომ ცოცხალი არ იყო. თუ ცუდად იყო, მაშინ საავადმყოფოში ეყოლებოდათ, მაგრამ რადგანაც მაშინვე სახლში მიმიყვანეს, ე.ი. დაიღუპა. მართლაც ასე მოხდა, სახლში მისულს მისი ცხედარი დამხვდა და ირგვლივ საშინელი გლოვა იყო. მე უკვე აღარაფერი მახსოვს იმ წუთიდან. იმ მომენტში დრო გაჩერდა და დიდხანს იყო გაჩერებული. ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ მე და ბესომ ვიცოდით. მან ეს საფლავში წაიღო. დღემდე არავინ იცის, რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭს თავი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა და არაფერი აკლდა. მე ძალიან მრცხვენოდა ბესოს ოჯახის, ნათესავების, რადგან მისი ტრაგედია ჩემი ბრალი იყო, თუმცა, ხმამაღლა ამას ვერ ვიტყოდი.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და დღემდე მხოლოდ მე ვიცი სიმართლე, რომელსაც საფლავში წავიღებ. მხოლოდ ჟურნალში გამოქვეყნება გავბედე, მეტს ვერც გავბედავ და ვერავის ვეტყვი, სინამდვილეში რა აწუხებდა ბესოს და რამ მიიყვანა თავის მოკვლამდე. დღემდე ვნანობ ჩემს საქციელს და ვიცი, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ბედნიერება საკუთარი ხელით დავანგრიე. მისი სიკვდილის მერე ტაძარში მისვლაც კი მერიდება, რა ვუთხრა მამაოს, ფაქტიურად მე ვარ მკვლელი, რომელმაც ადამიანი სიკვდილამდე მივიყვანე, თანაც საყვარელი ადამიანი, რომელიც დღემდე ცოცხლობს ჩემს გულში. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ. მარტო სინანულიღა დამრჩა ამქვეყნად. ეს ნამდვილი სასჯელია, რომელიც დავიმსახურე".
თეონა კენჭიაშვილი

კავშირი ტეგთან: ბედნიერება

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 