| ქალი და მამაკაცი |

საკუთარი და სხვისი შეცდომები
"სხვის ცოლს ლამის ისევე მოვექეცი, როგორც ჩემი ქმრის საყვარელი მომექცა"
ზოგიერთ ადამიანს ჩვევად აქვს ქცეული ამის თქმა: "მე ამას არასოდეს გავაკეთებ, ამას როგორ ვიკადრებ!.." და ა.შ. არავინ იცის, ცხოვრებაში ვის რა ელის და ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენ ცხადად ვხედავთ მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ – არა მიზეზსა და შედეგს. ამიტომაც ალბათ ჯობს, კატეგორიულობისგან თავი შევიკავოთ ხოლმე. "რის გამოც დაუნდობლად ვკიცხავდით სხვას, შეიძლება ჩვენვე დაგვემართოს. თურმე მართალია, რომ ამბობენ: არასოდეს თქვა არასოდეს", – გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონმა მარიკამ. მისი ცხოვრების ისტორია ამის ნათელი მაგალითია.
მარიკა:
– მე და ნოდარი სიყვარულით შევუღლდით. განსხვავებული ტიპაჟები ვიყავით, ერთმანეთში იდუმალებას ვხედავდით და გარკვეუწილად ეს გვიზიდავდა. თავიდან გვეგონა, რომ ერთმანეთს ვავსებდით, დაქორწინების შემდეგ კი აშკარად გამოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვქონდა და ერთმანეთს აბსოლუტურად ვერ ვუგებდით. არ არსებობდა თემა თუ საკითხი, რაშიც თუნდაც მცირედით თანხმობა გვქონდა. ასეთ წინააღმდეგობასა და ჭიდილში რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ.
– თქვენს შვილს ვისი ხასიათი გამოჰყვა?
– გვყავს გოგონა, ლანა, რომელშიც კონტრასტული თვისებებია თავმოყრილი, ნაწილობრივ მე მგავს, ნაწილობრივ – მამამისს. ვეცადე, ჩემებურად აღმეზარდა, მაგრამ გენეტიკა მაინც თავისას აკეთებს, ზოგჯერ მასში მამის ხასიათი ძალიან ნათლად იკვეთება. იყო დრო, როცა ნოდარის ხსენებაც აღარ მინდოდა, აბსოლუტურად ყველა ნივთი გამოვცვალე, რაც მის სახელთან და მოგონებებთან იყო დაკავშირებული. ლანა კი თავისდაუნებურად მისი დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა. ისეთ რამეს იტყოდა და გააკეთებდა, რომ მის მიღმა მამამისს ვხედავდი მთელი თავისი ავკარგიანობით. ეს ჩემთვის აუტანელი იყო. ერთხელაც ერთ ჩემს ახლობელთან ვთქვი, ლანას რაც ცუდი აქვს, მამამისისგან გამოჰყვა–მეთქი და მან საგულისხმო პასუხი გამცა, იქნებ შენგანაცო. პრინციპში ასეცაა, უბრალოდ საკუთარი ნაკლოვანებები იმდენად არ მაღიზიანებდა, რამდენადაც იმ ადამიანის, ვისაც სიყვარულით გავყევი და ბედნიერების სანაცვლოდ გაწბილება ვიწვნიე.
– მოდით, მეც შემოგიბრუნებთ საკითხს და გკითხავთ – იქნებ თქვენი მეუღლეც ასევე ფიქრობს, რომ თქვენგან დარჩა გაწბილებული?
– შეიძლება ასეცაა, რადგან თვინიერი და მოსიყვარულე ცოლის ნაცვლად ხელში შერჩა ჯიუტი, თავისნათქვამა ქალი, რომელმაც ვერ შეძლო მისთვის კვერი დაეკრა ბევრ რამეში და ათასგვარ სისულელეში გვერდით დადგომოდა.
– "ათასგვარ სისულელეში" რას გულისხმობთ, ასეთს რას აკეთებდა?
– ვერ დავაკონკრეტებ. როგორც ვთქვი, ყველა საკითხზე სხვადასხვა აზრი გვქონდა. როცა რამეზე მივუთითებდი და გზას დავუსახავდი, ის გზა ამართლებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ იშვიათად მიჯერებდა. მას თავისი ჭკუით უყვარდა სიარული, რის გამოც არაერთხელ წაიტეხა ცხვირი. ხშირად გარშემომყოფებთანაც კონფლიქტური სიტუაციები ექმნებოდა საქმესა თუ პირად ურთიერთობებში.
– აზრთა და ინტერესების სხვადასხვაობა გახდა თქვენი ოჯახის რღვევის მიზეზი?
– ჩვენ შორის არ იყო ის სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური ერთობა, რაც ცოლ–ქმრის თანაცხოვრებისას აუცილებელია. ოჯახს ვინარჩუნებდით ინერციით და შვილის გამოც. უბრალოდ მივეჩვიეთ ასეთ ყოფას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ოჯახები დიდხანს ვერ ძლებენ. ანგარიშით და მოვალეობის შეგნებით რომ დავქორწინებულიყავით, შეიძლებოდა უფრო მეტი მოგვეთმინა, მაგრამ როცა ურთიერთობა სიყვარულზე ავაგეთ და გრძნობის განვითარებისა და გაღრმავების ნაცვლად სიცარიელეში აღმოვჩნდით, სიყვარულის დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ ვიგრძენით. ამ სიცარიელის შევსების მიზნით კი ჩემი ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა.
– იმ ქალის არსებობის შესახებ როგორ შეიტყვეთ?
– ახლობელმა ქალმა მითხრა, უფლება არ მაქვს, დაგიმალო, ნოდარი გღალატობს და სანამ დროა, ეგებ ოჯახის შენარჩუნებისთვის იბრძოლოო. ის ქალი, ვისთანაც ნოდარი დადიოდა, გაუთხოვარი იყო. გადავწყვიტე, ყველაფერი ჩემს ქმართან გამერკვია.
– მასთან ამ თემაზე საუბარი ალბათ ძალიან მძიმე იყო. შეძელით, ემოციები მოგეთოკათ და მოთმინება, თავშეკავება გამოგეჩინათ?
– თავიდან ვეცადე, მოთმინებით დავლაპარაკებოდი, მაგრამ როდესაც ფაქტის უარყოფა დაიწყო და თავისმართლებას აშკარა ტყუილით შეეცადა, რაც მის ღალატს ადასტურებდა, თავი ვეღარ შევიკავე და ისტერიკა დამემართა. ვაღიარებ, რომ საშინლად მოვიქეცი. დავხიე მასთან ერთად გადაღებული სურათები, საძინებლიდან მისი სამოსი და ლოგინი გამოვყარე... მაგრამ განა რა რეაქცია ექნება ქალს, რომელიც ქმარს ღალატში გამოიჭერს? ბოლოს მან გიჟი და არანორმალური მიწოდა, ადგა და წავიდა, თითქოს ამ მომენტს ელოდაო. ისე გამოვიდა, რომ პროვოკაციაზე წამოვეგე და ჩემი მოქმედებით ოჯახი ერთი ხელის მოსმით დავანგრიე. რამდენიმე ხნის შემდეგ ნოდარმა თავისი ბიძაშვილი გამოგზავნა ბარგის წასაღებად.
– იმ ქალთან გადაბარგდა?
– ცოლად შეირთო და შვილიც გააჩინა. ჩემი არსებობა კი საერთოდ დაივიწყა.
– თქვენი შვილის მიმართ მაინც თუ იჩენდა ყურადღებას?
– ერთხანს ლანას მიმართ ყურადღება მოადუნა, თითქოს ჩემთან ურთიერთობას შვილიც გადააყოლა. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ გადავიტანე. გარდა იმისა, რომ ოჯახი დამენგრა და მარტო დავრჩი, ქალური თავმოყვარეობა შემელახა, თავს გაწბილებულად, მოტყუებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. მეგონა, ყველა ჩვენზე ჭორაობდა და დამცინოდა. ჩემს ქმარს და მის საყვარელს დაუნდობლად ვკიცხავდი, გარყვნილებს და უზნეოებს ვუწოდებდი. არ მქონდა ერთიანი მყარი პოზიცია, ხან ნოდარი მეცოდებოდა და ყველაფერს იმ ქალს ვაბრალებდი, ჩემს ქმარს მის "მსხვერპლად" წარმოვიდგენდი, ხან ჩემს ქმარს მონსტრად აღვიქვამდი, იმ ქალს კი – მის მორიგ "მსხვერპლად". ხან ორივეს ვადანაშაულებდი და ჩემს წარმოსახვაში "მსხვერპლის" როლში თავად ვდგებოდი. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ახლობლები მარტოს არ მტოვებდნენ, ჩემთან მორიგეობდნენ. ნევროზულ ფონზე სულ მინდოდა, ამ თემაზე მელაპარაკა და მოღალატე ქმარს ახლობლებთან გაუთავებლად ვლანძღავდი. განსაკუთრებული გაბოროტება მქონდა იმ ქალის მიმართ, რომელმაც ქმარი წამართვა. ვერ მაწყნარებდნენ. ბოლოს, საშველი რომ აღარსად ჩანდა, მირჩიეს, ბინის ჩათვლით, მასთან დაკავშირებული ყველაფერი გამეყიდა, გამომეცვალა და ახალი ცხოვრება დამეწყო. ასეც მოვიქეცი.
– გარემოს გამოცვლამ ალბათ ფსიქოლოგიურად მდგომარეობა შეგიმსუბუქათ. იმედია, ახალი ცხოვრების დაწყება შეძელით.
– ახალმა გარემომ დამიცხრო ის სიბრაზე და გაბოროტება, რაც ქმრის მიმართ მქონდა, მაგრამ სამაგიეროდ მეორე უკიდურესობაში გადავვარდი. ახლა უკვე ყველაფერში საკუთარ თავს ვამტყუნებდი, ურთიერთობის გაფუჭების მიზეზებს ჩემში ვეძებდი და თავს არ ვპატიობდი, როგორ დავუშვი, რომ ასე დამმართნოდა, ალბათ ქალად არ ვვარგივარ და ქმარმა ამიტომ გამიმეტა–მეთქი. მერე ახლობელმა ერთ ოფისში სამსახური მიშოვა, დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა. საჭირო გახდა, ცოდნა შემევსო. მეგონა, ამ ნერვებით ვერც ვისწავლიდი და ვერც საქმეს გავუძღვებოდი, თანაც მუშაობას გადაჩვეული ვიყავი, მაგრამ შევძელი. სხვა საფიქრალი და საქმე რომ გამიჩნდა, ამან თანდათან მდგომარეობიდან გამომიყვანა.
– ყველაფრის ახლიდან დაწყებამ თქვენი პირადი ცხოვრებაც შეცვალა?
– გავიცანი ნუკრი, პროფესიით ფსიქოლოგი, რომელმაც იცოდა ქალის ფასი. ჩემ მიმართ პატივისცემას და მოწიწებას ამჟღავნებდა. ერთმანეთს მეგობრულად ვხვდებოდით და ვსაუბრობდით. მისი სიტყვები დადებითად მოქმედებდა ჩემზე. შემეძლო მისთვის გულახდილად მომეყოლა ჩემი ცხოვრების ინტიმური დეტალებიც კი. ნუკრისთან ურთიერთობამ ბევრი რამ შემძინა და ბევრ რამეზე თვალი ამიხილა: უკვე შემეძლო საღი ანალიზი გამეკეთებინა ჩემი ცხოვრებისთვის. ამ საუბრებსა და დაყვავებაში კი ჩვენ შორის გრძნობა გაჩნდა, რამაც თავი დამავიწყა.
– ეს რომანი როგორ განვითარდა?
– რამდენიმე წელი ფარულად ვხვდებოდით ერთმანეთს, ამაზე შორს ჩვენი ურთიერთობა არ წასულა. საქმე ისაა, რომ ის მამაკაცი ცოლშვილიანი გახლდათ.
– რატომ გააკეთეთ არჩევანი ცოლიან მამაკაცზე? მით უმეტეს, მსგავსი რამ საკუთარ თავზეც გქონდათ გამოცდილი. იქნებ თქვენი მოტივაცია გარკვეულწილად შურისძიებაც იყო?
– ნუკრი იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მისი, როგორც ფსიქოლოგის და მამაკაცის, თანადგომა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ალბათ ეს უფლის წყალობით მოხდა. მაშინ უკვე არანაირი შურისძიება არ მამოძრავებდა, ყოფილი ქმრის მიმართ ყოველგვარი ბოროტი შეგრძნებებისგან თავისუფალი ვიყავი. მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ მქონდა მოჭარბებული ბრალეულობის გრძნობა. ნუკრიმ საღი აზრი ჩამინერგა და მოვლენებისთვის რეალურად შემახედა. უკვე ვიცოდი, რომ ის ცოლქმრული ურთიერთობა იმ ფორმით, რაც ნოდართან მქონდა, განწირული იყო დასაღუპად. იმ ქალის გამოჩენამ კი უბრალოდ დააჩქარა მოვლენები და შეიძლება ამან თავისებურად დადებითი როლიც ითამაშა. იმ ყალბი ურთიერთობისგან მე და ჩემი ქმარი, ორივე გავთავისუფლდით.
– კი მაგრამ, როცა უკვე შემდგომ ცოლიან მამაკაცს ხვდებოდით, არ გიფიქრიათ, რომ ამ ურთიერთობის შედეგად შეიძლებოდა მისი ცოლიც ისეთივე მძიმე დღეში ჩავარდნილიყო, როგორშიც ერთ დროს თქვენ იყავით?
– გეთანხმებით, რომ იგივე შეცდომა გავიმეორე, რაც ჩემი ქმრის საყვარელმა ჩემ წინაშე დაუშვა. ნუკრის ცოლსაც ლამის ისევე მოვექეცი, როგორც ჩემი ქმრის საყვარელი მომექცა. ოღონდ ჩვენი ურთიერთობა ასე დრამატული არ ყოფილა – საყვარელი მამაკაცისთვის ოჯახი არ დამინგრევია, თუმცა ისიც შეიძლებოდა, სხვისთვის ქმარი წამერთმია. ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, მით უფრო ასეთ ურთიერთობებს. როდესაც მათ ოჯახში მდგომარეობა გართულდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, საკითხი ნუკრის ოჯახის სასარგებლოდ გადაწყდა. კინაღამ სხვისი ოჯახი დავანგრიე, ზუსტად იმას ვაკეთებდი, რამაც ერთ დროს მე მატკინა გული და ცხოვრება დამინგრია.
– გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეთ?
– არც ერთი არ ვიყავით პატარა, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება ვერ მიგვეღო და დარჩენილი ცხოვრება და გვერდით მყოფი ადამიანებიც გრძნობებისთვის შეგვეწირა. გარკვეულწილად ეს ტკივილთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ ნუკრიმ ამ ტკივილის გადატანაც გამიადვილა. მან მომგვარა სიმშვიდე, საკუთარი თავის ფლობის უნარი. მე ის დღემდე მიყვარს, არ დამიკარგავს, სულიერად ჩემ გვერდით დგას და ცხოვრებას მიადვილებს. ჩვენ მეგობრებად დავრჩით და, რაც მთავარია, კარგ მეგობრებად.
– და მაინც, იმ ასაკში, როცა ქალს განსაკუთრებით სჭირდება გვერდით ცხოვრების თანამგზავრი მამაკაცი, მარტო დარჩით. თქვენი განვლილი ცხოვრების მიმართ სინანული არ გიჩნდებათ?
– ალბათ ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ჩემმა ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, გამოცდილება შემძინა, გამომაწრთო. რაც მთავარია, მივხვდი, რომ ყოველგვარი უბედურების მიზეზი ცხოვრებაში საკუთარ თავში უნდა ეძებო და არა – სხვაში. არ უნდა იყო მოუთმენელი და სულმოკლე, არ უნდა დაკარგო დაყვავების და გაგების უნარი, არ უნდა აგრძნობინო კაცს, რომ მასზე მეტი ხარ. რაც მთავარია, უმოწყალოდ და დაუნდობლად არ უნდა განიკითხო სხვისი შეცდომები, ვინაიდან შეიძლება იგივე შენც დაგემართოს. ბედის ბორბალი ისე ტრიალებს, რომ არავინ იცის, ვის რა ელის.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 