| ქალი და მამაკაცი |

უსიყვარულოდ გათხოვილის სინანული
"მე ნამდვილ სიყვარულზე უარი ვთქვი, ჩემმა ქმარმა კი სხვა ქალში ადვილად გამცვალა"
პირადი ისტორია, რაც ჩვენმა რესპონდენტმა, შუახნის ქალბატონმა გვიამბო, საკმაოდ სევდიანი და თან ჭკუის სასწავლებელია. ახალგაზრდა და, მით უფრო, მშვენიერი, პერსპექტიული ქალი, არ უნდა გათხოვდეს ანგარიშით, გრძნობის გარეშე. რა უნდა ქნას მაშინ, თუ უკვე გათხოვილს, სხვა კაცი შეუყვარდება? პირადი ბედნიერება ოჯახის სამსხვერპლოზე დადოს თუ ყველაფრის მიუხედავად თავისი ბედნიერებისთვის იბრძოლოს? საკუთარი თავის სასარგებლოდ ნაბიჯის გადადგმა განსაკუთრებით ძნელი და სარისკოა იმ ადამიანისთვის, ვინც ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. მსგავს ცალკეულ შემთხვევებს სხვადასხვა ფინალი აქვს – ზოგს დადებითი, ზოგსაც უარყოფითი. მოდით, ამჯერად ჩვენს რესპონდენტს მოვუსმინოთ.
მარინე:
– ბედის უკმაყოფილო არასოდეს ვყოფილვარ. კარგად ვსწავლობდი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასურველ სამსახურშიც მოვეწყვე, ინტელიგენციასთან, კულტურული წრის ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. 26 წლის ისე გავხდი, არავინ შემყვარებია. წუნია ნამდვილად არ ვიყავი, სიმპათია შეიძლება მქონოდა, მაგრამ გულთან ახლოს ვერავის ვუშვებდი.
– როგორ გათხოვდით?
– ჩემი მომავალი მეუღლე, დანიელი, როგორც სასურველი სასიძო, ახლობელმა გამაცნო. ის 30 წელს გადაცილებული, ჭკვიანი, სიმპათიური, კარგი გვარიშვილი, პერსპექტიული მამაკაცი გახლდათ. ამგვარი გაცნობის რიტუალებს ყოველთვის ზემოდან ვუყურებდი, სერიოზულად არ აღვიქვამდი, ამიტომ, როცა ჩემმა ახლობელმა შინ მიმიპატიჟა და მითხრა, დანიელი უნდა გაგაცნოო, თანაც ხოტბა შეასხა, სასაცილოდ არ მეყო. ვუთხარი, ხათრს არ გაგიტეხ და მოვალ, მაგრამ იცოდე, რომ უფრო სასეიროდ, ვიდრე სერიოზული "მისიით"–მეთქი. მართალი გითხრათ, დავინტერესდი, ვინ იყო ასე ნაქები დანიელი, თანაც მისმა სახელმა და გვარმაც დამაინტრიგა. ერთი სიტყვით, ნაცნობობა შედგა. დანიელი ენამოსწრებული კაცი აღმოჩნდა და კარგი დრო გვატარებინა. ამის შემდეგ ჩემმა ახლობელმა მასზე აზრი მკითხა. იხტიბარი არ გავიტეხე და ვუთხარი, კარგად კი გაგვართო, მაგრამ კაცს, რომელიც საცოლის გასაცნობად ასე კარდაკარ ივლის, როგორ შეიძლება სერიოზულად შევხედო–მეთქი. გულის სიღრმეში კი უკვე ვუშვებდი აზრს, რომ შეიძლებოდა ასეთ პიროვნებას ცოლად გავყოლოდი.
– ცოლობაზე ძნელად დათანხმდით?
– სხვათა შორის, არა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ხელი მთხოვა. დიდხანს არ მიყოყმანია, ვთვლიდი, რომ სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო მამაკაცი, ვისთანაც ჩამოყალიბებულ ოჯახს შევქნიდი. მით უმეტეს, ვფიქრობდი, რომ იმ ასაკში ცხოვრების შეცვლა დროული იყო და ამას თუ არ გავაკეთებდი, მალე შინაბერების კატეგორიაში ჩავეწერებოდი.
– როგორ აეწყო თქვენი ოჯახური ურთიერთობა?
– ნორმალურად. ერთმანეთს პატივს ვცემდით და მეგონა, ეს საკმარისი იქნებოდა თანაცხოვრებისთვის. ჩემი აზრით, ასეთი ურთიერთდამოკიდებულება იყო სწორედ ის ცოლქმრული სიყვარული, რომელზეც ოჯახი შენდება. ბავშვი შეგვეძინა. ქვეყანაში რთული პერიოდი იდგა. ჩემი სამსახური მხოლოდ პრესტიჟული იყო, მაგრამ არა – შემოსავლიანი. ამიტომ დიასახლისობა ვარჩიე და მთელ ენერგიას ოჯახს და ბავშვს ვუთმობდი. ქმრის შემოსავალი გვყოფნიდა. ორივე პასუხისმგებლობით ვეწეოდით უღელს. ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველთვის სიმშვიდე სუფევდა და ჩვენთან მოსვლა ყველას უხაროდა. ცოლ–ქმარს ერთმანეთში აზრთა სხვადასხვაობა, უთანხმოებებიც გვქონდა, მაგრამ ამისთვის სკანდალური სახე არასოდეს მიგვიცია. სერიოზული პრობლემების წინაშეც არასოდეს ვმდგარვართ. ამგვარ ყოფაში, სწორედ მაშინ, როდესაც მოდუნებული ხარ და არაფერს ელი, ფარული პრობლემები ჩნდება. ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდი, რომ ჩემნაირი ნატურის ქალს ასეთი რამ დაემართებოდა.
– რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული?
– ალბათ ძალიან თამამი განცხადება იქნება, რომ ვთქვა, სხვა შემიყვარდა–მეთქი, მაგრამ ასე მოხდა.
– საოჯახო საქმეებში ჩაფლულმა ქალმა ეს სად და როგორ "მოახერხეთ"?
– ბავშვი სახლიდან მოშორებით, ქალაქის ცენტრში, ერთ პრესტიჟულ სკოლაში დამყავდა. შუალედში შინ მისვლას და დასვენებას ვერ ვასწრებდი. მისი თანაკლასელის დედას, ნელის დავუახლოვდი, რომელიც სკოლასთან ახლოს, იტალიურ ეზოში მდებარე პატარა ბინაში ცხოვრობდა. ძალიან თბილი, კეთილი გოგო იყო და შინ ხშირად მეპატიჟებოდა. მასთან მივდიოდი ხოლმე და დროს ვკლავდი. ნელის ქმარი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა. ნამცხვრებს აცხობდა, აბარებდა და ამით გაჰქონდა თავი. ნამცხვარი და ყავა სახლში ყოველთვის ჰქონდა. დივანზე მოვკალათდებოდით ხოლმე და ერთმანეთს პატარ–პატარა ქალურ საიდუმლოებებს ვუზიარებდით, რომ იტყვიან, კეთილად ვჭორაობდით.
ჯაბა მის მეზობლად ცხოვრობდა, საკმაოდ წარმოსადეგი, ახალგაზრდა, უცოლო კაცი იყო. ერთხელაც რაღაც სამეზობლო საკითხის გასარკვევად შემოვიდა და ნელიმ ყავაზე მოიპატიჟა. ჩვენს ქალურ კამპანიაში თავი ისე კარგად იგრძნო, რომ დრო გაეპარა და საქმეზე წასვლა დააგვიანა. ზრდილი, ნაკითხი, მხიარული, გაწონასწორებული, საკმაოდ საინტერესო კაცი იყო. თითოეული ამბავი, თუნდაც უმნიშვნელო, რასაც გვიყვებოდა, ისე მოჰქონდა ჩვენამდე, შეუძლებელი იყო, მთელი გულისყურით არ მოგესმინა. იმ დღის შემდეგ, თუ თავისუფალი დრო ჰქონდა, ხშირად შემოდიოდა ჩვენთან და გვართობდა, ბევრს გვაცინებდა. ნელის მისი საქციელი თავიდანვე უჩვეულოდ ეჩვენებოდა. თვალს ჩამიკრავდა ხოლმე და მეტყოდა, რაღაცაშია საქმე, ჯაბას ვერ ვცნობო, მაგრამ მე დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. თითქოს არ მინდოდა, დამეშვა აზრი, რომ ჯაბა ჩემდამი რაიმე ინტერესს იჩენდა. გულის სიღრმეში მის მიმართ სითბოსაც ვგრძნობდი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა რაღაც ლტოლვა ყოფილიყო.
– როდის გააცნობიერეთ, რომ ჯაბა გიყვარდათ?
– საახალწლო არდადეგებზე შინ მომიწია ყოფნა და სწორედ მაშინ მისი მონატრება, მასთან ურთიერთობის უჩვეულო დეფიციტი ვიგრძენი. მივხვდი, რომ ის ჩემს გრძნობებში იყო შემოსული. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა თავზარი დამცა. რაც მეტად ვცდილობდი, წინააღმდეგობა გამეწია საკუთარი თავისთვის და თუნდაც ნელისგან თავი შორს დამეჭირა, რათა ჯაბას ასავალ–დასავალი არ გამეგო, გრძნობა უფრო მიმძაფრდებოდა. ვცდილობდი, სითბო დანიელთან მეპოვა და ამით გამომეყვანა თავი, მაგრამ ჩემს ქმარს ჩემი პიროვნებისთვის, ჩემი ქალური სამყაროსთვის არასოდეს ეცალა. თითქოს უფრო გამოიკვეთა ჩემი ნამდვილი როლი მის გვერდით. მისთვის ვიყავი მხოლოდ ცოლი, ოჯახის დიასახლისი, შვილის დედა და არა – პიროვნება. სიყვარულმა, რომელიც ჩემში შემოვიდა, ბევრ რამეზე სხვანაირად შემახედა და დამაფიქრა, თითქოს თვალი ამიხილა.
– და ალბათ თქვენი მშვიდი ყოფაც დაირღვა. კიდევ რა ცვლილება შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
– როდესაც ნელისთან სახლში სიარული შევწყვიტე, ჯაბამ სკოლაში მომაკითხა და მნახა. ვერ ვიტყვი, რომ რამეს აჭარბებდა. სრულიად მეგობრული მიდგომა ჰქონდა, თავაზიანი და ღირსეული. ქუჩაში რომ არ ვმდგარიყავით, კაფეში შევდიოდით და ვლაპარაკობდით, მაგრამ იქაც ძალიან დაძაბული ვიყავი. მეშინოდა, არავის ვენახეთ და ჩემი ქმრისთვის ამბავი ცუდად არ მიეტანა. ქმრის და ოჯახის ღირსებას ვუფრთხილდებოდი. არადა არაფერს ვაშავებდით. მარტო ჩვენმა გულებმა იცოდა, რას ვგრძნობდით, თავიდან ერთმანეთთანაც კი არ ვაღიარებდით... მერე ნელიმ დამირეკა ნაწყენმა, რატომ დამკარგეო და მასთან სტუმრობები განვაახლე.
– ნელი ალბათ გრძნობდა, რაც თქვენს თავს ხდებოდა. მან რა პოზიცია დაიკავა?
– წუხდა, რომ ოჯახიანი ქალი ორ ცეცხლშუა აღმოვჩნდი. რაღაც კუთხით თავსაც იდანაშაულებდა, მაგრამ მისი რა ბრალი იყო?! ოჯახს არ ვანგრევდი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ შვილის ინტერესებს საკუთარზე წინ ვაყენებდი და მეორეც, ვთვლიდი, რომ ქმარს ასე უღირსად არ უნდა მოვქცეოდი.
– ჯაბა, ეს ახალგაზრდა უცოლო კაცი, თქვენთან პლატონური სიყვარულით კმაყოფილდებოდა, ურთიერთობის განვითარებას არ გთხოვდათ?
– მისი სურვილი იყო, ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა ბედი და შევუღლებულიყავით, მაგრამ ქმარ–შვილის გამო ვერ ვწყვეტდი და ამიტომ საშინლად ვიტანჯებოდი. ისეთი ტიპის ქალი რომ ვყოფილიყავი, ვისაც, ყველაფრის მიუხედავად, საყვარელ მამაკაცთან ფიზიკურ ურთიერთობაზე წასვლა შეუძლია, ამ შინაგან წინააღმდეგობებს ალბათ უფრო იოლად გადავლახავდი და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მივიღებდი, მაგრამ ეს ჩემი ბუნებისგან შორს იდგა.
– რამდენ ხანს იყავით ამ მდგომარეობაში?
– თითქმის სამი წელი. ამან ჯანმრთელობა და ნერვები გამინადგურა. მერე ჯაბას მშობლებს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ მათ დედისერთა ვაჟს მასზე ასაკით უფროსი, გათხოვილი, შვილიანი ქალი უყვარდა. ალბათ რა საშინელებები აღარ წარმოიდგინეს ჩემზე! ნელის მიუვარდნენ და ერთი ამბავი დააწიეს. ნელი თავგამოდებით მიცავდა, მაგრამ ვის დაარწმუნებდა, რომ ჩვენ შორის ძალიან სუფთა და უმწიკვლო ურთიერთობა იყო? ერთმანეთთან ფიზიკური შეხებაც კი არ გვქონია. ჩვენს საუკუნეში ბევრისთვის ამის წარმოდგენაც კი ძნელია... დავცილდი ჯაბას. ამის გადატანაც ძალიან გამიჭირდა. წლები დამჭირდა, რომ დეპრესიიდან გამოვსულიყავი და კალაპოტში ჩავმდგარიყავი.
– მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი ქმარი ვერაფერს ხვდებოდა?
– მე ვარ ქალი, ვისაც ყველაზე ნაკლებად შეუძლია თამაში. ალბათ ჩემს ქმარს არ უნდოდა, რომ მიმხვდარიყო, მას ასეთი ყოფა აწყობდა. ღამით შინდაბრუნებულს დალაგებული სახლი, გაწკრიალებული შარვალ–პერანგები და გემრიელი კერძი ხვდებოდა. ჩემგან სხვას არაფერს ითხოვდა. არაერთი ღამე გამითენებია თეთრად, მაგრამ დანიელი ვერაფერს მიმხვდარა, ან მიმხვდარა და თავი მოუკატუნებია. მისთვის ძილის დარღვევა როგორ შეიძლებოდა, მეორე დილით ხომ სამსახურში იყო წასასვლელი.
– თქვენი ჩუმი ტანჯვისა და მოთმენგის მიუხედავად, ოჯახი მაინც დაგერღვათ?
– ერთხელ ჩემი ქმარი ერთი კვირით სამუშაოდან მივლინებაში გაემგზავრა. ბარგი ჩემი ხელით ჩავულაგე... იმ დღის შემდეგ კი ოჯახში აღარ დაბრუნებულა. შემომითვალა, ჩემზე არ იდარდოთ და მეც არაფერს მოგაკლებთო. საცხოვრებლად სხვა ქალთან გადავიდა. ნამდვილ სიყვარულზე მე უარი ვთქვი, ჩემმა ქმარმა კი სხვა ქალში ადვილად გამცვალა. მთელი უბედურება ის იყო, რომ თურმე მასთან ათი წელი მღალატობდა და ვერაფერს ვხვდებოდი. ასეა – როცა ცოლ–ქმარს, რომელთაც სიყვარული არ აკავშირებთ, ერთმანეთთან არ აქვთ ის სულიერი კონტაქტი, რაც ნორმალური თანაცხოვრებისთვის აუცილებელია, მათ ურთიერთობას სწორედ ასეთი დასასრული აქვს.
ძალიან გაწბილებული და შეურაცხყოფილი დავრჩი, არამარტო ჩემი ქმრის მოქმედებით, არამედ იმის გამოც, რომ თავის დროზე მე ვერ გადავდგი ნაბიჯი საკუთარი თავის სასარგებლოდ და პირადი ბედნიერება ოჯახს ვანაცვალე. ჩემს ქმარს ფულად დახმარებაზე უარი ვუთხარი. ბედად, არცთუ ისე პრესტიჟული, მაგრამ მეტნაკლებად შემოსავლიანი სამსახური ვიშოვე და თავად შევუდექი ოჯახის რჩენას. ჩვენი შვილი უკვე დიდი იყო და ამ ამბავს, ასე თუ ისე, შეგნებულად შეხვდა.
– როდესაც ქმარმა თავად გაგათავისუფლათ ცოლქმრული უღლისგან, არ გიცდიათ, ჯაბასთან ურთიერთობა აღგედგინათ?
– საჭიროდ არ ჩავთვალე, ჩემი ოჯახის საბედისწერო ფინალი ჯაბას ყურამდე მისულიყო და მისთვის ძლივს დალაგებული ცხოვრება ამერია. ჯაბას უკვე ჰყავდა ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი, ამიტომ მის ცხოვრებაში ვეღარ გამოვჩნდებოდი.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 