| ქალი და მამაკაცი |

ბიძაშვილები შემიყვარდა
ბიძაშვილები შემიყვარდა
რედაქციაში გოგონას გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ. თუ რისი თქმა სურს მას თქვენთვის და რა ისტორია გადახდა თავს, ამ ყველაფერს წერილის წაკითხვისას შეიტყობთ, რომლის ავტორიც 20 წლის ანუკია.
ანუკი:
– თქვენთან მოწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, ჩემი ამბავი მოგიყვეთ. მართალია, ბევრი მეგობარი მყავს და მათთანაც შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ რატომღაც თქვენთვის მომინდა ყველაფრის გამხელა. არ ვიცი, რა დავარქვა ჩემს ამბავს, ძალიან დაბნეული ვარ. დიდი ხანია, რაც ეს გაურკვევლობა გრძელდება. უკვე ორი წელია მყავს შეყვარებული და სწორედ ჩვენს არეულ–დარეულ ურთიერთობაზე გიამბობთ. ლაშა რომ გავიცანი, მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი, ის კი ჩემზე ერთი წლით პატარა იყო. ერთმანეთი "სკაიპში" გავიცანით და ექვსი თვის განმავლობაში ვწერდით, თუმცა, ერთმანეთით დიდად დაინტერესებულნი არ ვყოფილვართ. ნომრებიც კი არ გვქონდა გაცვლილი. იმ წელს ზღვაზე წავედი დასასვენებლად და რომ ჩამოვედი, ისევ განვაახლეთ "სკაიპში" მიწერ–მოწერა. ჩემდა გასაკვირვად, მითხრა, ეს პერიოდი ძალიან მენატრებოდიო. მერე მთელი თვე მთხოვდა შეხვედრას, მე თავიდან უარზე ვიყავი, რადგან სოციალურ ქსელში გაცნობილ ადამიანთან შეხვდრის სურვილი ნაკლებად მქონდა. თანაც, თავიდან ლაშა არასერიოზული ბიჭი მეგონა. ბოლოს მაინც დამითანხმა შეხვედრაზე. კარგად მახსოვს, სანამ დანიშნულ ადგილზე მივიდოდი, ძალიან ვნერვიულობდი.
თავიდან, სიმართლე რომ ვთქვა, მაინცდამაინც არ მომეწონა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, თანდათან ჩემს თავს ვატყობდი, რომ მისგან შორს ყოფნას ვეღარ ვიტანდი. ძალიან მალე ჩვენს შორის სიყვარულიც გაჩნდა. თავისი დის სიცოცხლეს იფიცებდა, რომ ძალიან ვუყვარდი და მეც თავს მაყვარებდა. მერე ნელ–ნელა უფრო დავახლოვდით და ღამეებს ვათენებდი სეირნობაში. შემდეგ რაღაცაზე ვიჩხუბეთ და დავშორდით ერთმანეთს. ბევრ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ვიჩხუბეთ. კი მეუბნებოდა, შენთან როგორც ვარ, ისე არავისთან ვარ და ტყუილად პრობლემებს ნუ ქმნიო, მაგრამ მეწყინა და დავშორდი. ამ დროს "ოდნოკლასნიკში" ერთმა ბიჭმა დამიმატა იმავე დღეს, როცა ლაშას დავშორდი. ეს ბიჭი ძალიან კარგად მექცეოდა, ისეთი ბიჭი იყო, რომელსაც შენს ჭკუაზე ატარებდი. მთხოვდა შეხვედრას და ერთ დღეს მართლაც შევხვდი. გოგა მაშინ გამოჩნდა, როცა შეყვარებულს დავშორდი და მასთან ყოფნით გულის გადაყოლებას ვცდილობდი. თუმცა, მხოლოდ ვმეგობრობდით და სულ ლაშაზე ველაპარაკებოდი. გოგა მხოლოდ ოთხჯერ ვნახე. ერთ დღეს ჩემს "სკაიპზე" გოგას სურათი დავაყენე, მეც არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე, ალბათ, იმიტომ, რომ ლაშას ეეჭვიანა, მაგრამ უარესი მოხდა. ლაშა მწერს, რა სურათი გიდევს, ეგ ჩემი ბიძაშვილიაო. გავშრი, ხმა ვეღარ ამოვიღე. ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ გოგა მისი ალალი ბიძაშვილი აღმოჩნდებოდა. მერე, როგორც გავარკვიე, გოგამ სპეციალურად გამიცნო. ადრე მას შეყვარებული ჰყოლია, რომელსაც, ამავდროულად, ლაშა მოსწონდა. ჰოდა, ერთ დღეს ეს გოგო დათვრა და ლაშას მიადგა, მათ შორის კი, ყველაფერი მოხდა. მოკლედ, ძალიან ჩახლართული სიტუაცია იყო. მეც ძლივს გავერკვიე ამ ყველაფერში. მიუხედავად ამისა, ამის გამო ბიძაშვილებს არ უჩხუბიათ, რადგან ასეთი გოგოს გამო ჩხუბი არც ღირდა. მაგრამ, როგორც ჩანს, გოგამ ეს ყველაფერი გულში ჩაიდო და გადაწყვიტა, ბიძაშვილისთვის სამაგიერო გადაეხადა. ამიტომაც დამიახლოვდა მე. არადა, გოგას ლაშაზე რომ დავუწყებდი ლაპარაკს, ასეთი შეყვარებული მყავს–თქო და რაღაც, ჩუმად იჯდა, ვითომ ვერ ხვდებოდა ვისზე ველაპარაკებოდი.
იმ დღიდან, რაც გავიგე, რომ გოგა და ლაშა ასეთი ახლო ნათესავები იყვნენ, გოგასთან ურთიერთობა გავწყვიტე. ამ ამბებიდან რამდენიმე ხნის მერე, ლაშა ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავიდან დაიწყო. მითხრა, შემხვდი, ძალიან ცუდად ვარო, მეც ვნახე. რა თქმა უნდა, თავის ბიძაშვილზე მკითხა, საიდან იცნობ მასო. ვუთხარი, მეგობარიაო–თქო. მეტი ვერაფერი ვუთხარი და ძალიან შემრცხვა. მას შემდეგ სულ მინდოდა მეთქვა, როდის და როგორ გავიცანი, მაგრამ ვერ ვახერხებდი, მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი. არადა, ღმერთმა იცის, რომ გოგასთან მართლაც ვმეგობრობდი და ზედმეტი არაფერი ყოფილა. მოკლედ, ლაშას მას მერე აღარ უკითხავს არაფერი თავის ბიძაშვილზე. ჩვენ ისევ ერთად ვიყავით და ჩვენი ურთიერთობა უფრო გასერიოზულდა. ვხვდებოდით ერთმანეთს, თავისი ოჯახი გამაცნო – და, დედა და მამა. მშობლებს მოვწონდი და ეუბნებოდნენ, ცოლად როდის უნდა მოიყვანოო. ერთი სიტყვით, იდეალურად ვიყავით, გვიყვარდა ერთმანეთი და ჩვენს მომავალს ერთად ვგეგმავდით. რაც მთავარია, ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ნდობა გვქონდა. ყოველთვის, როცა მას უჭირდა ან პრობლემა ჰქონდა, ჩემთან მოდიოდა და მიყვებოდა.
ერთ დღეს ისევ აირია ჩვენი ცხოვრება. ლაშას ოჯახში პრობლემები შეექმნა. ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს, რადგან ეს ამბავი ჩემმა უახლოესმა მეგობრებმაც კი არ იციან. ლაშამ "კაიფი" დაიწყო, რაღაც ტაბლეტებს სვამდა და ეს მამამისმაც შეიტყო. ეს რომ გავიგე, ჩემთვისაც დიდი დარტყმა იყო, მაგრამ მეუბნებოდა, ამის გამო ყველამ მიმატოვა და შენც ნუ მიმატოვებო. ერთი პერიოდი ვიფიქრე, მიმეტოვებინა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი, ძალიან მიყვარდა და ასეთ გასაჭირში მარტოს ვერ დავტოვებდი. ამის გამო, ძმაკაცებიც კი დაკარგა, მაგრამ თავს არ ანებებდა. უფრო და უფრო ცუდად იქცეოდა. მერე ისევ გოგოს გამო ვიჩხუბეთ და ისევ დავშორდით. ვიცოდი, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ არ დავურეკე, გულნატკენი ვიყავი. მახსოვს, ვალენტინობის ღამე თენდებოდა, როცა ჩემმა დაქალმა ნატამ დამირეკა, დროზე "სკაიპში" შემოდი, ლაშა ძალიან ცუდადააო. როგორც იქნა გავბედე და მივწერე, თან ვალენტინობა მივულოცე. მითხრა, ძალიან ცუდად ვარ, ერთადერთი, შენი იმედი მქონდა და შენც მარტო დამტოვე, ახლა, რა აზრი აქვს ცხოვრებასო. ავნერვიულდი და შუაღამეს სახლიდან გავიპარე, რომ ლაშა მენახა. არ უნდოდა, რომ მენახა. მითხრა, ცუდ მდგომარეობაში ვარ, არ მინდა ასეთი მნახოო, მაგრამ მაინც შევხდით. რომ დავინახე, მართლაც ცუდად გავხდი, სახიდან იყო შეშლილი, მე ასეთი ლაშა არასდროს მინახავს. ცუდად იყო, ეტყობოდა. სადარბაზოს კიბეზე დაჯდა და მითხრა, წამალი უნდა გავიკეთოო. მე არ ვიცოდი, რა მეთქვა, ვტიროდი, ხელის შეშლა არ შემეძლო. ბოლოს, მაინც თავს ძალა დავატანე და წამალი გადავუგდე. მერე დამშვიდდა და მეორე ამპულა თავისი ხელით გადააგდო. მითხრა, ყველაფერი შენ გამო მოხდა, ასეთ დროს მარტო არ უნდა დაგეტოვებინე, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდიო. ისიც მითხრა, რომ შენი მრცხვენია იმის გამო, რაც შენ გაგიკეთეო. მე დავპირდი, რომ აღარასდროს მივატოვებდი და ყველაფერ ცუდს დავავიწყებდი. შემდეგ სახლში მიმაცილა.
მეორე დღესაც ვნახე, ისევ ძველებური ლაშა იყო, აღარც წვერი ჰქონდა, სახეც დამშვიდებოდა. ისეთი იყო, როგორიც პირველ შეხვედრაზე და ისეთივე სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, როგორც ადრე. ბედნიერი ვიყავი. მაგრამ ეს ბედნიერება ისევ ცოტა ხანს გაგრძელდა, ერთ დღეს კიდევ ვიჩხუბეთ და მითხრა, ასეთი რამე რატომ გამიკეთე, ჩემს ბიძაშვილს რატომ შეხვდიო. მე ხმა ვერ ამოვიღე და მართალიც იყო, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, რომ გოგა მისი ნათესავი იყო. თანაც მეგობრულად შევხვდი. თავის მართლება დავიწყე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ახლა, ამას ძალიან ვნანობ, თუმცა, ვეღარაფერს შევცვლი. ლაშამ მითხრა, უზომოდ მიყვარხარ, მაგრამ ჩვენ აქ ერთად ვერ ვიქნებით, საზღვარგარეთ უნდა წავიდეთო. მას ჩემი სჯერა და იცის, გოგასთან ზედმეტი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, ასეთი ტიპია, თავმოყვარეა და ვერ აიტანა, რომ მის ბიძაშვილს ვწერდი და მერე შევხვდი. მოკლედ, როგორც ლაშა ამბობს, საქართველოში ბედნიერად ვერ ვიცხოვრებთ. არ ვიცი, რას ვიზამთ. მე მისი სიყვარულის მჯერა და ყველგან გავყვები. თანაც დამპირდა, რომ თუ მასთან ვიქნები, წამალსაც შეეშვება. ახლა, თითქმის თავი დაანება, ამას ჩემ გამო აკეთებს. მეც დარწმუნებული ვარ, ამას ადვილად შეძლებს, არ გაუჭირდება, რადგან ხშირად არ იკეთებდა. ახლა, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონითა და ინტერნეტით შემოიფარგლება. ჯერჯერობით, ერთმანეთს არ ვნახულობთ. მე ძალიან მინდა მისი ნახვა, მაგრამ ველოდები, თვითონ როდის მნახავს. ერთმანეთს ყოველ ღამე ვწერთ.
თეონა კენჭიაშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 