asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”ცუდი აურის განდევნაში ჩვენი მოძღვარი, მისი სწორი მიდგომა და ლოცვა დაგვეხმარა”
”კიდევ კარგი, რომ მამაოს დროულად მივმართეთ”
”ცუდი აურის განდევნაში ჩვენი მოძღვარი, მისი სწორი მიდგომა და ლოცვა დაგვეხმარა”

2012-02-22 00:21:17



რედაქციაში მოსული წერილის კითხვისას, თავიდან მეც დამაბნია მონაყოლმა ამბავმა, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ბუნებაში მსგავსი უცნაურობები მართლაც ხდება. ამ დროს კი საუკეთესო გამოსავალია მოძღვართან მისვლა და ლოცვა, რათა უარყოფითი აზრები, ფიქრები თუ ცუდი აურა განდევნოთ.
ქეთევანი, 45 წლის:
"ერთი უცნაური ამბავი მინდა გიამბოთ, რომელიც ჩემს ოჯახს თავს გადახდა. ბევრს შეიძლება ეს ჩემს გაზვიადებად მოეჩვენოს, ან ჩემზე იფიქროს, რომ სისულელეს ვამბობ, მაგრამ ისეთი რაღაცები გადახდა ჩემს ოჯახს, თქვენც რომ გაიგებთ, გაოცდებით. ერთადერთი ბიჭის დედა გახლავართ. სამწუხაროდ, ღმერთმა ასე ინება, რომ ერთზე მეტი შვილი არ მოგვეცა მე და ჩემს მეუღლეს. პაატა ჩვენი მზე და მთვარე იყო ყოველთვის და სულ თავს დავტრიალებდით. ბუნებრივია, როდესაც მხოლოდ ერთი შვილი გყავს, ყველაფერი მისთვის გინდა და უფრო განსაკუთრებულად აღიქვამ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. როცა უკვე წამოიზარდა და იმ ასაკში იყო, რომ ცოლის მოყვანაზეც შეეძლო ფიქრი, მეც სერიოზული საფიქრალი გამიჩნდა. ყველა დედა ფიქრობს იმაზე, თუ ვის დაუკავშირებს მისი შვილი ბედს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან სათუთი თემაა. უნდა ეცადო, რომ ნაკლებად ჩაერიო შვილის არჩევანში, მაგრამ იმასაც ეცადო, რომ შვილს სწორი გზა დაანახო, რაც ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი შვილი მყავს, მაინც არ მქონია გამძაფრებული ეგოისტური გრძნობები მის მიმართ. იმ აზრს შეგუებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ცოლს შეირთავდა და მისი ფიქრი, საზრუნავი და ყველაფერი ამისკენ იქნებოდა მიმართული. თუმცა, წინასწარ ვნერვიულობდი იმაზე, თუ როგორი რძალი შემხვდებოდა. მე ჩემი თავის დარდი არ მქონია, უფრო შვილზე ვფიქრობდი, არასწორი ნაბიჯი რომ არ გადაედგა. ასეთ გადაწყვეტილებას ხომ ცხოვრებაში ერთხელ იღებს ადამიანი.
პაატა უკვე 24 წლის გახდა. როგორც ვიცი, ჰყავდა შეყვარებულიც, ვიღაცებს ხვდებოდა, მაგრამ ცოლის მოყვანას არ ჩქარობდა. თუმცა, მერე ერთი გოგონა გაიცნო მეგობრისგან და ამის შესახებ ჩვენც გვიამბო. ისეთი აღტაცებით ყვებოდა მასზე, რომ მისი შეყვარებული მე და ჩემს მეუღლეს, რომ იტყვიან, დაუსწრებლად შეგვიყვარდა. ერთხელ ვუთხარი, გაგვაცანი, შვილო, ის გოგო, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის-თქო. პაატაც სიხარულით დაგვთანხმდა და ერთ საღამოს თავისი რჩეული მართლაც მოგვიყვანა. ერთი შეხედვით, მშვენიერი გოგო იყო, ნაზი, დახვეწილი, ლამაზი, ანუ სწორედ ისეთი, როგორსაც ყველა დედა ისურვებდა თავისი ვაჟისთვის. თუმცა, ერთი რამ, რაც თვალში ცუდად მომხვდა, მისი თვალები იყო. არ დამიჯერებთ, მაგრამ რაღაც უცნაური თვალები ჰქონდა. არ გეგონოთ, რომ ეს ჩემი ახირებაა ან მოვიგონე. როცა ის გოგონა წავიდა, ჩემმა მეუღლემაც სწორედ ეგ მითხრა, ყველაფრით გადასარევი გოგო იყო, მაგრამ რაღაცნაირი გამოხედვა ჰქონდა და მისგან ცუდი აურა მოდიოდაო. მე და ჩემი მეუღლე ცრუმორწმუნეები არ ვართ, მაგრამ ეს ორივემ ვიგრძენით. პაატას, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვეტყოდით. ან როგორ უნდა გვეთქვა. მოკლედ, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ეტყობა, ჩვენ მოგვეჩვენა ასე და მოდი, მეორედ ამაზე აღარც გავიფიქროთ, ძალიან კარგი გოგოა და მთავარია, მას და პაატას ერთმანეთი უყვართ-თქო. იმ დღიდან ჩვენს შვილს შეყვარებული სახლში ხშირად მოჰყავდა. მეზობლები, ახლობლები ყველანი აღფრთოვანებულები იყვნენ, ეს რა კარგი სარძლო გყავთო. ჩვენც გვეამაყებოდა ეს. მაგრამ ერთი უცნაურობა იყო, რომ ყოველთვის, როდესაც ის გოგონა ჩვენგან მიდიოდა, რაღაც ცუდი ხდებოდა. ჯერ დედამთილი დამეღუპა უეცრად, მერე მამამთილს წნევამ დაარტყა და რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. საოცარია, მაგრამ ყველაფერი ეს მას მერე ხდებოდა, როცა პაატას შეყვარებული ჩვენი სახლიდან მიდიოდა. პაატა ამას ვერ ხვდებოდა, თუმცა, მე და ჩემი მეუღლე შეშფოთებულნი ვიყავით. ფაქტი იყო, რომ იმ გოგონას თავისდაუნებურად ცუდი აურა მოჰქონდა ჩვენთან.
საშინელ დღეში ვიყავი, უკვე აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დამერწმუნეთ. როცა პაატა იტყოდა, დღეს თაკოს მოვიყვანო, უკვე მეშინოდა. ვიცოდი, რომ მისი წასვლის შემდეგ ჩვენს სახლში რაღაც ცუდი მოხდებოდა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ეკლესიაში წადი და მოძღვარს უამბე, რაც გვაწუხებსო, მაგრამ წასვლა ვერ გავბედე. მეგონა, ამის გამო გავიკიცხებოდი და მამაო არ დამიჯერებდა. ბოლოს, მაინც წავედი. როცა ჩემი მონაყოლი მოისმინა, მითხრა, ბუნებაში ასეთი რაღაცები მართლაც არსებობსო. თურმე, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი სიმპათიით არის განწყობილი ამა თუ იმ ოჯახის მიმართ, მაგრამ მისი ქვეცნობიერი პირიქით იქცევა და ამ ოჯახს ცუდს უსურვებს. ეს კონკრეტული ადამიანი ამ ყველაფერს ვერ ხვდება. ისიც მითხრა, რომ მიზეზი შეიძლება არა თქვენს სარძლოში, არამედ თქვენში იყოს, რადგან თქვენ და თქვენი მეუღლე ქვეცნობიერად უარყოფითად შეხვდით იმ გოგოს. ალბათ, იმიტომ, რომ ერთადერთი შვილი გყავთ და დარდობთ, ვის მოგიყვანთ რძლადო. ერთი სიტყვით, მამაომ გვირჩია, რომ ბევრი გველოცა და ცუდი აზრები განგვედევნა. მართლაც, სულ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
დღეს ეს გოგონა უკვე ჩვენი რძალია და შეხმატკბილებული ოჯახის გვაქვს. თუმცა, ის, რაც მანამდე მოხდა, არავინ იცის. ამას მე და ჩემი მეუღლე საიდუმლოდ ვინახავთ, მხოლოდ ჩვენმა მოძღვარმა იცის. ახლა, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამემხილა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ყველაფერი კარგად გვაქვს და ოჯახშიც ყველა სითბოსა და სიყვარულს გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ. ამაში კი ჩვენი მოძღვარი, მისი სწორი მიდგომა და ჩვენი ლოცვა დაგვეხმარა. ახლა, რაც, თაკო ჩვენი რძალია, ჩვენს ოჯახში ბევრი კარგი რამ მოხდა. კიდევ კარგი, რომ დროულად მივმართეთ მამაოს, რომელმაც სწორი დარიგებები მოგვცა".
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლოცვა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online