| ქალი და მამაკაცი |

"ჩემი ოჯახი ვერ შედგა"
უარყოფილი კაცის წყევლა – "ჩემი ოჯახი ვერ შედგა"
ეს ამბავი თბილისში მოხდა: ახალგაზრდა კაცმა გოგონა, რომელიც უზომოდ უყვარდა, დაწყევლა იმიტომ, რომ მისგან უარი მიიღო. ქალიშვილს მის მიმართ გრძნობა არასოდეს ჰქონია, არც არაფერს დაჰპირებია, უბრალოდ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ბიჭმა რაღაც დაუმალა, გოგონამ კი ტყუილი ვერ აპატია... და ერთმანეთს დაშორდნენ. გავიდა წლები. კაცმა ცხოვრება მოიწყო, ქალს კი პირადი ბედნიერება თვალსა და ხელშუა გაუფრინდა, ოჯახურ ცხოვრებაში იმედი გაუცრუვდა და უმძიმესი განცდებით მარტო დარჩა.
მოქმედებს თუ არა წყევლა ადამიანთა ბედზე? ეკლესია გვასწავლის, რომ არც ერთი სიტყვა, ნაფიქრი თუ წარმოთქმული, უკვალოდ არ იკარგება. რატომ გაიმეტა უბედობისთვის ახალგაზრდა კაცმა გოგონა, თუკი მართლა უყვარდა? ამ სიყვარულზე და მის შედეგებზე თავად სიუჟეტის გმირი, შუახნის ქალბატონი ქეთევანი, "სარკეს" ესაუბრა.
ქეთევანი:
– თბილისურ პატიოსან და გამრჯე ოჯახში დავიბადე. მშობლები ხელისგულზე მატარებდნენ. ბუნებით ლაღი და ხალისიანი ვიყავი, საქმეს ცეკვა–სიმღერით ვაკეთებდი. რომ იტყვიან, ბედნიერებას ვასხივებდი. მშობლებს ვაფასებდი და მათ სიტყვას პატივს ვცემდი. მამა ჩემთვის ავტორიტეტი იყო და მის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდი. კარგადაც ვსწავლობდი.
– ახალგაზრდა, ხალისიან ქალს ალბათ თაყვანისმცემლებიც გეყოლებოდათ.
– სკოლის დამთავრების შემდეგ ერთ სასწავლებელში ჩავაბარე. იქ ერთ გამორჩეულ ბიჭს შევუყვარდი, ანდრო ერქვა. მას თურმე ყოველ ჩემს დანახვაზე სული ელეოდა, მე კი ვერაფერს ვხვდებოდი. ერთხელ ჯგუფელმა მკითხა, იმერელს ცოლად თუ გაჰყვებიო. გამიკვირდა, რატომ მეკითხები–მეთქი. ასეთი მიამიტი როგორ ხარ, ნუთუ ვერ გრძნობ, რომ მაგ ბიჭს უყვარხარ, მთელი სასწავლებელი თქვენზე ლაპარაკობსო. მის ნათქვამს მნიშვნელობა არ მივანიჭე, არც დავიჯერე. ანდროს მიმართ, მეგობრული დამოკიდებულების გარდა, სხვა განცდა არ მქონია.
– თვითონ არ გაგიმჟღავნათ სიყვარული?
– ერთხელ, სასწავლებლიდან რომ მოვდიოდი, ანდრო გამომყვა, მინდა, რაღაც გითხრა, მაგრამ არ მაცდი, სულ პეპელასავით დაფრინავო. ამ სიტყვებით დამაინტრიგა. რაღაცნაირად შემრცხვა, თავი დავხარე. მდგომარეობიდან რომ გამოვსულიყავი, ვუთხარი ის, რაც უცებ მომაფიქრდა, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და მოდი, ჩემს მამიდაშვილ გოგონას გაგაცნობ, მე ბევრად მჯობია–მეთქი. ჩემი მამიდაშვილიც იმავე სასწავლებელში სწავლობდა. მართლაც გავაცანი. მამიდაშვილმა მითხრა, ანდრო შენზე გიჟდება და ჩემზე რატომ ელაპარაკებიო. ამის შემდეგ ხშირად მსაყვედურობდა, მაგ ბიჭზე ყველა გოგოს ჭკუა ეკეტება და შენ რა გჭირსო...
ერთხელ, გაზაფხულისპირს, მე და ჩემი დაქალი კინოში ვიყავით, ყოჩივარდები ახალი ამოსული იყო. ანდრო მოვიდა და ყვავილები ჩემს დაქალს მიართვა. ვიფიქრე, ნუთუ თაიგულის გარეშე დამტოვებს–მეთქი და გულში სიბრაზემ გამკრა. თანაც ყვავილები ძალიან მიყვარს. მერე დამიწყო: "დიდი ხანია, შენთვის მინდოდა მეთქვა, რომ...". ხო, ვიცი, რომ გეჯავრები–მეთქი, არც ვაცალე სიტყვის დამთავრება, ისე მივახალე. არა, მიყვარხარ, მიყვარხარო. მე გავიცინე...
მის გრძნობას პატივს ვცემდი და ნაწილობრივ ვუთანაგრძნობდი, სხვა განცდა არ მქონია. ისეთი სიყვარულით სავსე, საწყალი თვალებით მიყურებდა, რომ გულის სიღრმეში მეცოდებოდა კიდეც. მისი გრძნობიდან გამომდინარე, გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა ცოლად გავყოლოდი და მამაჩემს დაველაპარაკე, აზრი ვკითხე. დედა ყოველთვის კატეგორიულად მეუბნებოდა, სოფელში არ გაგათხოვებ, სოფლის ცხოვრებას ვერ გაუძლებო. ანდრო კი რაიონიდან იყო... მამამ მითხრა, თუ კარგი ბიჭია, მოიყვანე, ნუ გეშინია, ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ და დროთა განმავლობაში ცალკეც დაგაბინავებთო.
– მამის კურთხევაც გქონიათ და რაღამ შეგიშალათ ხელი, ანდროს შეყვარება ვერ შეძელით თუ სხვა რამე პრობლემა იყო?
– საქმე ისაა, რომ ანდრო კოჭლობდა, თუმცა ყოველმხრივ ცდილობდა, არ შეემჩნია და გამართულად ევლო. ეს რომ შევნიშნე, მაშინვე ვკითხე, რა მოგივიდა–მეთქი. ტერფზე კოჟრი მაქვსო, მიპასუხა. ცხადია, დავუჯერე. ერთხელ ჩემსჯგუფელ გოგონას, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი, ანდროზე აზრი ვკითხე. მან კი მითხრა, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ კოჭლია, ჩემს სოფელში ნათესავთან მოდის ხოლმეო. მერე უკვე სხვა თვალით დავაკვირდი და მივხვდი, რომ მართლა კოჭლი იყო. იმ დღიდან მასზე წარმოდგენა დავკარგე და გული გამიცივდა.
– მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლი ჰქონდა?
– მეწყინა და საშინლად გავბრაზდი, რატომ დამიმალა და მომატყუა. ახლავე რომ მატყუებს, ცოლად რომ გავყვები, მერე რაღას იზამს–მეთქი. თანაც, კარგი ბუნების გარდა, ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, სოფლელს და თანაც კოჭლს ვერ გავყვებოდი. ჩემმა ახლობლებმა, ვინც აქამდე ანდროს სიყვარულისკენ მაქეზებდნენ, ამის შემდეგ უკან დაიხიეს და მხარი დამიჭირეს.
ანდროსთან დაკავშირებით უმნიშვნელო რამეებიც მაღიზიანებდა. რომ მყვარებოდა, ალბათ ბევრ რამეზე დავხუჭავდი თვალს, მაგრამ მისი შეყვარება ვერ შევძელი, პირიქით, ამ ტყუილის შემდეგ თითქოს შემძულდა კიდეც.
– თქვენი წყენა მასთან გამოხატეთ?
– დედაჩემის ოქროულობა ავისხი და სასწავლებელში წავედი, ვუთხარი, გავთხოვდი–მეთქი. ამით გამოვხატე ჩემი გადაწყვეტილება, მისთვის უარი მეთქვა. კინაღამ გაგიჟდა, ცრემლები მოაწვა... მერე მისი ძმაკაცი მოვიდა ჩემთან, ლექციიდან გამომიყვანა და მითხრა, იცი, რას გიზამ, შენ გამო ანდროს რამე რომ მოუვიდესო. არაფრის მეშინია–მეთქი, მივუგე. ჩემი ხელით მოგკლავო, დამემუქრა... ანდროს ჰქონდა ჩემი სურათი, სადაც დაქალთან ერთად ვიყავი გადაღებული. ჩემი დაქალისთვის უთხოვია და მასაც უჩუქებია... გულისჯიბით ატარებდა. ეს ფოტო გამოვართვი და გადავხიე.
– ასე მკაცრად რატომ მოექეცით, ერთადერთი სურათი, რაც თქვენგან რჩებოდა, რატომ გაუნადგურეთ?
– ამით მინდოდა, იმედი გადამეწურა მისთვის. თან ბავშვურად ვფიქრობდი, რომ გავთხოვდები, ვაითუ, ამის გამო ქმართან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდე, ეს ფოტო ცხოვრებაში წინ დამხვდეს–მეთქი. ამ ჩემი მოქმედების გამო ანდრო საშინლად გაბრაზდა და დამწყევლა, შენს ცხოვრებაში ისე გაიხარე, როგორც მე ამ სიყვარულში გამახარეო. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, წყევლის აყოლა და დაჯერება ცრურწმენად მიმაჩნდა. არ მეგონა, თუ რამე ძალა ექნებოდა.
– მას შემდეგ ანდროს თუ შეხვედრიხართ, თუ იცით, როგორ აიწყო ცხოვრება?
– იმ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი. დედასთან ერთად ბაზარში ვიყავი. დედამ ჩანთები დამიტოვა და საყიდლებზე გავიდა. ამ დროს ანდრო დავინახე, უკვე თვალშისაცემად კოჭლობდა. მაშინ ვიფიქრე, მადლობა ღმერთს, მისი ცოლი არ გავხდი–მეთქი... დავუძახე, მოვიდა და მეგობრულად გადავკოცნე. მითხრა, როგორ ხარ, მე ცოლი მოვიყვანე და რაიონში რესტორნის დირექტორი ვარო. უი, რატომ არ გამოგყევი ცოლად–მეთქი, გავეხუმრე. მას შემდეგ აღარ მინახავს და მის შესახებ არაფერი ვიცი.
– თქვენ სიყვარულით გათხოვდით?
– ალბათ უფრო – განგების ნებით. მასზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს... მეუღლეს თავიდანვე ძალიან ვუყვარდი, მე კი თანდათანობით, ცოლქმრული თანაცხოვრების მანძილზე შემიყვარდა. ერთად ბევრი გაჭირვება და სიძნელე გადავიტანეთ. მისგან ბევრი სითბო და პატივისცემა მახსოვს, თავადაც ყოველთვის ერთგულად ვედექი გვერდით, ბევრ რამეს ვთმობდი, მის ცუდ ჩვევებზე თვალს ვხუჭავდი. მე ვიკლებდი და მისთვის არაფერს ვიშურებდი. თითქმის ორი ათეული წელი ვიცხოვრეთ ერთად. მინდოდა, ძლიერი, შეკრული და სამაგალითო ოჯახი გვქონოდა, მაგრამ...
– ოჯახი რატომ დაგერღვათ?
– მიზეზი ბანალურია: ღალატი. ჩემი ქმარი ქალებთან ურთიერთობაში სუსტი გამოდგა, შიგადაშიგ ჰქონდა გვერდითი, ფარული სასიყვარული ისტორიები, საბოლოოდ კი სხვა ქალთან წავიდა. მისი დაკარგვა ძალიან მძიმედ გადავიტანე, რამდენიმე წელი მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი, სულ მასზე ვფიქრობდი. მერე თანდათანობით დავმშვიდდი... ამაში ეკლესიური ცხოვრება დამეხმარა.
– როგორ ფიქრობთ, შეიძლება ანდროს წყევლამ გავლენა იქონია თქვენს ბედზე?
– გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. ხალხში ამბობენ, თითქოს კაცისგან წყევლა განსაკუთრებით მძიმეა. შეიძლება ამანაც იქონია რაიმე გავლენა, თუმცა არ მინდა, ცოდვა დავიდო და ჩემი უბედობა სხვას გადავაბრალო. ღმერთმა ყველას შეუნდოს და კეთილი გზით ატაროს.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 