| ქალი და მამაკაცი |

ლიზა დ-ს ისტორია ზღაპარს ჰგავს. ოთხი წელი საზღვარგარეთ იცხოვრა. სამშობლოში კი სიყვარულმა დააბრუნა, რომელიც, ერთ დროს, მშობლების რჩევით, თავადვე მიატოვა. უფრო დაწვრილებით, თუ რა გადახდა ამ ქალბატონს, წერილიდან შეიტყობთ.
"მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ოთხი დედმამიშვილი ვართ. ბავშვობა კარგი და ლაღი მქონდა. მშობლები ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ჩვენთვის, მაგრამ ხუთი ბავშვის აღზრდა ადვილი არ არის. მე ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი, ნიჭიერი და ჩემებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე. უმაღლესში ჩავაბარე და უცხო ენების ფაკულტეტი დავამთავრე. მერე მაგისტრატურაშიც ჩავაბარე და რომ იტყვიან, სწავლის მეტი არაფერი მახსოვდა. სულ წიგნებით ხელში დავდიოდი. არც გართობა მაინტერესებდა და არაფერი. პარალელურად, ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი.
მალე 30 წელსაც გადავცილდი და მივხვდი, რომ გათხოვებასა და ოჯახის შექმნაზეც უნდა მეფიქრა. სწორედ მაშინ ერთი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. ბესო კარგი ბიჭი ჩანდა. ახლოს რომ გავიცანი, კიდევ უფრო მოვიხიბლე მისით. ისიც ჩემსავით განათლებული იყო, ორი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული და კარგ ადგილასაც მუშაობდა. რაც მთავარია, საოცარი ხასიათების მქონე ადამიანი იყო. რაღაც პერიოდი შეყვარებულები ვიყავით და ეს დრო ყველაზე ლამაზად მახსენდება. თანაც, ეს იყო პირველი სიყვარული ჩემთვის. ოჯახებმაც მალე შეიტყვეს ჩვენი ამბავი. უკვე ისეთ ასაკში ვიყავით, რომ დამალობანას ვერ ვითამაშებდით. თუმცა, მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ბესო სულ სხვა უბანში ცხოვრობდა, მე კი სულ სხვაში და მანამდე არც საერთო გვქონია რამე. მამამ გაიკითხ-გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ ბესოს მამა და მამაჩემი წლების წინ ერთად მუშაობდნენ. მამამ თქვა, რომ ბესოს მამა ლოთი იყო, უვარგისი და ა.შ. მოკლედ, მკაცრად დამისვა საკითხი, მაგ ოჯახში ფეხს ვერ შედგამო. ძალიან გავბრაზდი და ამხელა გოგომ მამას წინააღმდეგობა მაინც ვერ გავუწიე. ერთი კი ვუთხარი, მერე რა, ლოთია მამამისი, თუ ვინც არის, მე ბესოს მივყვები ცოლად და არა მას-თქო. თუმცა, მამას ვერაფერი გავაგებინე. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, შვილო, ძლივს ვიღაც გამოგიჩნდა და ხელს როგორ შეგიშლიო, პირიქით, ყველაფერი გააკეთა, რომ ბესოს დავშორებოდი. მას ძალიან ცუდად მოვექეცი და დღემდე ვერ ვპატიობ ამას ჩემს თავს. ამხელა გოგომ საკუთარი სიყვარული ვერ დავიცავი. ბესოს ისე დავშორდი, არც არაფერი მითქვამს. ერთი თვის მერე კი, საერთოდ წავედი საქართველოდან. აღარც მამაჩემის დანახვა მინდოდა და აღარც აქ ცხოვრება. ძალიან გამიჭირდა ბესოს დატოვება, მაგრამ რა მექნა, ოჯახის წინააღმდეგ ვერ წავედი. თანაც, დედაც მამას უბამდა მხარს. გვერდით მხოლოდ ჩემი და-ძმა მედგა.
ჩავალაგე ჩემოდანი და ამერიკაში გავფრინდი. იქ ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და დროებით მასთან ვიყავი. მერე სამუშაოც ადვილად ვიშოვე. იქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ვამეცადინებდი და ცოტა ფულს ვიღებდი. პარალელურად, დამლაგებლადაც ვმუშაობდი. ძალიან შრომატევადი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მერჩივნა, იქ ვყოფილიყავი, ვიდრე საქართველოში. აქეთ გული არ მიწევდა. დედასა და მამას უგულოდ ვეხმიანებოდი. ჩემი და-ძმა კი სულ მეუბნებოდნენ, მალე ჩამოდიო. მე ჩამოსვლა არ მინდოდა. ერთადერთი, ბესოს დარდი მქონდა, მის ამბავს როგორღაც ვიგებდი ხოლმე. როგორც ჩემი ერთი აქაური დაქალი მიყვებოდა, ის ისევ უცოლო იყო. მე დაახლოებით ოთხი წელი დავყავი ამერიკაში და ალბათ, კიდევ დიდხანს გავჩერდებოდი, რომ არა ერთი შემთხვევითი დღე. იქაური ქართველი გავიცანი, ერთი ქალბატონი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი. ისიც დაახლოებით ჩემი ასაკის იყო და ქმარ-შვილთან ერთად იყო წამოსული. იმდენად დავმეგობრდით, რომ ერთ დღეს ჩემი ამბავი მოვუყევი, რომ ერთი ბიჭი მიყვარდა და მშობლებმა დამაშორეს. თანაც, ისიც დავაყოლე, დღემდე მიყვარს და ვნანობ, რაც გავუკეთე-მეთქი. მეგი შეშფოთდა ჩემი ამბით და ცოტა მისაყვედურა კიდეც, ამხელა გოგომ სიყვარულზე უარი როგორ თქვიო. მერე კარგად გამომკითხა და აღმოჩნდა, რომ ბესო მისი კლასელი და ბავშვობის ამხანაგი იყო. ორივე გაოცებულები დავრჩით ამ აღმოჩენით. მეგი ლამის გადაირია. მითხრა, დღესვე დავურეკავ ბესოს, ყველაფერს ვეტყვი და შეგარიგებო. ვთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინა, იმიტომ, რომ მეგონა, ის ამას მაინც არ მაპატიებდა. თუმცა, სამი დღის მერე, მეგიმ თავისთან მიმიპატიჟა ვახშამზე. ვახშმის მერე უცებ ხელი დამავლო და კომპიუტერთან მიმიყვანა, სკაიპი ჩართო და ბესოსთან დარეკა. თანაც, ხელს მიჭერდა, რომ არ ავმდგარიყავი. თურმე, მეგის წინა დღეს ბესოსთან ულაპარაკია, ჩემზე მოუყოლია და ისიც გახარებულა.
ბესო რომ დავინახე, გული ცუდად გამიხდა. ვატყობდი, არც ის იყო ნაკლებ დღეში. მერე კი ტირილი ამივარდა და ისიც ტიროდა. ბოდიშები ვუხადე ჩემი საქციელის გამო და პატიება ვთხოვე. ბესომ მაპატია. ორი დღის შემდეგ საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ისე, რომ ჩემებისთვის არაფერი მითქვამს. აეროპორტში ბესო დამხვდა. ჩვენი შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო, რადგან ოთხი წელი არ გვენახა ერთმანეთი. მერე, უცებ, ბესომ ჩემ წინაშე დაიჩოქა და ხელი მთხოვა. სიხარულისგან გონზე არ ვიყავი. მითხრა, წავიდეთ ახლავე და ჯვარი დავიწეროთო. მართლაც, იმ დღესვე დავიწერეთ ჯვარი. მეჯვარედ ბესოს მეგობრის ცოლი მყავდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა, ვერც გავაცნობიერე, თუმცა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მერე ორივე ჩემებთან ავედით სახლში. ჩემს დანახვაზე გაგიჟდნენ და გვერდით ბესო რომ დაინახეს, არ ესიამოვნათ.
მოკლედ ჩემებს ვუთხარი, მე უკვე ბესოს ცოლი ვარ და გინდათ შეეგუეთ ამას, გინდათ არა-თქო. რაღა უნდა ექნათ, დედამ და მამამ მოგვილოცეს გაბედნიერება. ჩემი და-ძმა ძალიან გახარებული იყო. ჩემებზე ნაწყენი აღარ ვარ, მიუხედავად იმისა, მათ გამო, მთელი ოთხი წელი შეყვარებულისგან შორს ვიყავი და ლამის საერთოდ დავკარგე იგი. ღმერთის ნებით კი, დღეს მე და ბესო ერთად ვართ და პატარა გოგონას ვზრდით. ჩემი ისტორია კი დღემდე სალაპარაკოა ჩემს ახლობლებში. ზღაპრის გმირი ხარო, მეუბნებიან. ზოგჯერ რომ ვუფიქრდები, მშობლებზე ბრაზი მომდის, მაგრამ, მთავარია, რომ საბოლოოდ, ბესო არ დავკარგე და ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა".
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































