| ქალი და მამაკაცი |

გაჭირვების გამო ათენის ქუჩებში ხულიგნობა დავიწყე

რედაქციაში მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. მისივე თხოვნით, წერილში მოხსენიებული ყველა სახელი შეცვლილია. თუ რა გადახდა თავს უცხოეთში ყოფნის დროს 34 წლის მალხაზს და რამ გადააწყვეტინა გულახდილად საუბარი, ამ ყველაფერს წერილიდან შეიტყობთ.
მალხაზი:
– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ექვსი წლის წინ, როდესაც ქვეყანაში ბევრი ცვლილებები მოხდა და ხელისუფლებაც შეიცვალა, მე სამსახური დავკარგე. მანამდე ყოველთვის კარგი შემოსავალი მქონდა, ჩემს ძმაკაცთან ერთად ბიზნესი მქონდა და საკმაოდ წარმატებულადაც ვმუშაობდით. მერე კი, ჩვენი კომპანია გაკოტრდა და იძულებული გავხდი, სხვა რამით მერჩინა თავი. ჩემმა ძმაკაცმა, ლადომ, რომელთან ერთადაც მქონდა მანამდე ბიზნესი, მირჩია, საზღვარგარეთ წავიდეთო, კერძოდ, საბერძნეთში. იქ ბევრი ახლობელი ჰყავდა და ისინი კარგ სამსახურსაც შეგვპირდნენ. თავიდან ჩემი მშობლები შემეწინააღმდეგნენ. რა გინდა სხვა ქვეყანაში, აქ დარჩი და იშოვე რამე სამსახური, ბოლო–ბოლო ორი დიპლომი გაქვს და რამე საქმეს მოკიდე ხელიო. მაგრამ ავიჩემე, რომ საქართველოში გასაქანი აღარ მქონდა და მხოლოდ უცხოეთში წასვლის იმედზე ვიყავი. არადა, ჩემს მშობლებს ყველაზე მეტად იმიტომ არ უნდოდათ ჩემი გამგზავრება, რომ ამბობდნენ, ჯერ აქამდე არ ფიქრობდი ცოლის მოყვანაზე, იქ რომ წახვალ სულ გადაიფიქრებ, ჩვენ კი, უკვე ასაკში ვართ და შვილიშვილები გვინდაო. თანაც, ჩემ გარდა შვილი არ ჰყავთ, ერთი ძმა მყავდა, რომელიც რვა წლის ასაკში ავადმყოფობით გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, რამდენად ძვირფასი ვიყავი ჩემი მშობლებისთვის. ყველანაირ იმედს ჩემზე ამყარებდნენ. მე მათ თხოვნა–მუდარას ყურადღება არ მივაქციე და გავემგზავრე საბერძნეთში.
ახლა, ჩემს ასეთ დაუდევარ საქციელს და იმ ყველაფერს, რაც უცხო ქვეყანაში გადამხდა, ვნანობ, მაგრამ რაღა დროსია. თავის დროზე მშობლებისთვის რომ დამეჯერებინა, აქ დავრჩენილიყავი და ოჯახი შემექმნა, ახლა, ასეთ დღეში აღარ ვიქნებოდი. ჩემი მშობლები ჩემმა დარდმა მოკლა. ერთი წელია, რაც ჩამოვედი და თავს სრულიად ეულად ვგრძნობ, თითქოს უცხო ქვეყანაში ვარ. სახლში მარტო ვარ, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს. ნათესავები და მეზობლებიც მერიდებიან, ყველა ნაწყენია ჩემზე და მშობლების სიკვდილში მე მადანაშაულებენ. ამას პირდაპირ არავინ მეუბნება, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ, რასაც ისინი ფიქრობენ. მართლებიც არიან, რადგან ძალიან ცუდად მოვიქეცი.
საბერძნეთში ჩასულებს, ლადოს მეგობრები დაგვხვდნენ, რომლებიც თავიდანვე არ მომეწონნენ. მივხვდი, რომ თავი შარში გავყავი, მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი. როგორც აღმოჩნდა, ეს ბიჭები ტრეფიკინგს აწარმოებდნენ და საქართველოში მყოფ მეგობრებთან იყვნენ შეკრულნი. ისინი საქართველოდან მოტყუებით გზავნიდნენ ახალგაზრდა გოგონებს და ლადოს მეგობრები ხვდებოდნენ, მერე რა ბედიც ეწეოდათ ამ ქართველ გოგონებს, ძნელი მისახვედრი არაა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავმწარდი და ლადოს ვეჩხუბე, რატომ თავიდანვე არ მითხარი, რა საქმეზეც მოგყავდი–თქო. მან ჯერ თავი იმართლა, მერე კი მითხრა, აბა, რა გეგონა, რომ აქ კაბინეტში დაჯდებოდი და ისევ ბიზნესმენი იქნებოდიო? ამაზე უფრო მეტად გავცოფდი და ლადოს ვუთხარი, მე შენთან და მაგ საზიზღარ ბანდასთან ვერ გავჩერდები, ქართველი უდანაშაულო გოგონებით არ ვივაჭრებ–თქო. ლადოსთან სერიოზულად ვიკამათე, ჩემი ნივთები წამოვიღე და სასტუმროდან წამოვედი. ლადომ მითხრა, მაინც ჩვენთან მოხვალ, აქ სხვა საქმეს ვერ ნახავ, თავი რომ ირჩინოო. მე დავიფიცე, რომ როგორც არ უნდა გამჭირვებოდა, მათთან არ მივიდოდი და სამარცხვინო საქმეს არ გავაკეთებდი. ასე დავრჩი ქუჩაში და არ ვიცოდი, რა მექნა. ერთი რამ ვიცოდი, რომ ჩემ თავსა და ჩემს სიამაყეს არ გადავახტებოდი და ლადოსთან დახმარების სათხოვნელად არ მივიდოდი. შემდეგ გავიხსენე, რომ ერთი წლით ადრე ჩემი მეზობელი ბიჭი წამოვიდა საბერძნეთში, მაგრამ სად უნდა მომეძებნა, არც ვიცოდი. მერე თბილისში ჩემებთან დავრეკე და ძლივს გავარკვიე ბესოს ადგილსამყოფელი. თავიდან, ჩემი მშობლები კი დაეჭვდნენ, ახალი ჩასული ვიყავი და რაში დამჭირდა ბესოს ნახვა, მაგრამ მე მოვატყუე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავარძელო, უარეს დღეში აღმოვჩნდი, რომ იტყვიან "ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე". ეს ჩემი მეზობელი მოვძებნე და მანაც დახმარება აღმითქვა. იგი ათენის ერთ პატარა გარეუბანში ცხოვრობდა, სადაც თავს ხულიგნობით ირჩენდა. სხვა გზა აღარ იყო, ლადოსთან მისვლას მერჩივნა, მეც ხულიგნობა დამეწყო. მართალია, თავიდან ბესოს შემოთავაზებაც ვიუარე, მაგრამ რა მექნა. არც ფული მქონდა და არც არაფერი. ასე დავიწყე ხულიგნობა ათენის ქუჩებში. თავიდან ბესომ ყველაფერი მასწავლა, რა როგორ გამეკეთებინა, მაგრამ ორი კვირის მერე პოლიციამ ამიყვანა. სწორედ მაშინ, როდესაც ერთ–ერთ ტექნიკის მაღაზიას ვქურდავდით, პოლიცია დაგვადგა, ყველა გაიქცა და მე ვეღარ მოვასწარი გაქცევა. ისინი ამ საქმეში უკვე დასპეცებულები იყვნენ, მე კი, როგორც გამოუცდელი, გაქცევა ვერ მოვასწარი. ოთხი წელი ციხეში ვიჯექი, იქაური კანონმდებლობა, მოგეხსენებათ, ძალიან განსხვავებულია, არც ადვოკატი მყოლია. ბესომ, რა თქმა უნდა, არც მომიკითხა, რა ბედი მეწია. თითქმის 5 წელი სრულად ვიჯექი ციხეში, იქედან გამოსული კი, საქართველოში დავბრუნდი. საშინელი პერიოდი და ტანჯვა გამოვიარე და იმ დროის გახსენებაც აღარ მინდა. რაც ყველაზე ცუდია, მშობლებმა გაიგეს ჩემი ამბავი. რომ აღარ დავუკავშირდი, ბესოსთან დაურეკავთ და მანაც უთხრა, რომ დამიჭირეს. საცოდავი ჩემი მშობლები ამ წლების განმავლობაში ძალიან ნერვიულობდნენ ერთადერთ შვილზე. თურმე, სულ იმას ამბობდენ, ნეტა, ცოცხალი დავინახოთ და თუ გინდა, მეორე დღეს მოვკვდეთო. არადა, სიკვდილი მათთვის ჯერ ადრე იყო, არც ისეთი მოხუცები იყვნენ. დედასთვის მალევე დაურტყამს ინფარქტს, ერთი წელი უცოცხლია და მერე დაღუპულა, მამაც რამდენიმე თვეში დაიღუპა გულის შეტევით. მე რომ ჩამოვედი, ეს ყველაფერი მაშინ გავიგე. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ დამხვდებოდნენ.
დიდი დარტყმა იყო, როცა საქართველოში დაბრუნებულს, ასეთი ამბავი დამხვდა, რომ აღარც დედა მყავდა და აღარც მამა. დღემდე ვერ ვივიწყებ ამ ტკივილს და ძალიან განვიცდი რაც მოხდა. არაფერი მინდა, არც ცოლის შერთვაზე ვფიქრობ, არც მუშაობაზე, საერთოდ, ხელი მაქვს ამ ცხოვრებაზე ჩაქნეული. მე რომ მშობლებისთვის დამეჯერებინა და აქ დავრჩენილიყავი, ახლა, ბედნიერად ვიცხოვრებდით მთელი ოჯახი ერთად. ალბათ, ცოლიც მეყოლებოდა და შვილიც. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა და ახლა სრულიად მარტო დავრჩი. აქ ჩამოსვლისთანავე, ეკლესიაში დავიწყე სიარული. ახლა ერთადერთ ხსნას რწმენაში ვხედავ. არ არის გამორიცხული, რომ ბერადაც აღვიკვეცო. სხვა ამ ცხოვრებაში არაფერი დამრჩენია. მხოლოდ სინანული და რწმენა მაცოცხლებს.
თეონა კენჭიაშვილი

კავშირი ტეგთან: ათენი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 