| ქალი და მამაკაცი |

სხვისი შვილები – ღვთის ჯილდო თუ სასჯელი
სხვისი შვილები – ღვთის ჯილდო თუ სასჯელი
ამქვეყნად ყველაფერი ღვთის განგებით ხდება. სულიერი მამები გვირჩევენ, ღმერთს ვუმადლოდეთ ყველაფრისთვის და დავკმაყოფილდეთ იმით, რაც მოგვეცა. ზოგიერთი ცოლ–ქმარი უშვილობას საშინლად განიცდის, ტრაგედიად აღიქვამს. სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ, ცდილობენ, ბავშვიც აიყვანონ და ამით ცხოვრება შეივსონ, გაილამაზონ, მაგრამ ეს ნაბიჯი ყოველთვის არ ამართლებს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება სავალალოდაც დამთავრდეს. თუ ადამიანი უფლის ნებას გადავა, საეჭვოა, ბედნიერება მოიპოვოს", – ასე ფიქრობს ქალბატონი, რომელმაც თავისი უახლოესი ნათესავების, ორი ოჯახის მაგალითზე ნახა ეს ყოველივე.
ნატალია:
– ორი დეიდა მყავდა, კატო და რუსუდანი. სათნო, გულთბილი და კეთილშობილი ადამიანები იყვნენ. თავისებურად მათი ბედი თითქოს ერთმანეთის მსგავსად აეწყო. რაიონში ცხოვრობდნენ, ორივეს სანიმუშო ოჯახი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შვილი არ შეეძინათ, ამიტომ თავს ბოლომდე ბედნიერად და სრულფასოვნად ვერ გრძნობდნენ. კატო მომხიბლავი ქალი იყო, ტანადი, წარმოსადეგი, არისტოკრატული. მეუღლე ასაკით ბევრად უფროსი ჰყავდა. რადგან წლების მანძილზე შვილი არ შეეძინათ, შესთავაზეს, მაზლიშვილი ეშვილათ (მაზლი მრავალშვილიანი იყო). კატომ ეს აზრი მაინცდამაინც ვერ მოიწონა, არ უნდოდა, სხვისი შვილი აეყვანა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. წამოიყვანეს ბიჭი, გაზარდეს, ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ძალიან კარგი და ჭკვიანი ბავშვი გამოდგა. ცოლ–ქმარი შვილთან ერთად სიმშვიდეში და სიამტკბილობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღეს მათ თავს უბედურება დატრიალდა – ბიჭი ხელიდან გამოეცალათ.
– რა იყო მიზეზი, რა შეემთხვა ბავშვს?
– მეცადინეობისას რაღაც სასკოლო ნივთი დასჭირდა, რომელიც მეზობლად მცხოვრებ მის კლასელს ჰქონდა წაღებული და მის დასაბრუნებლად წავიდა. იმ ზამთარს დიდთოვლობა იყო, დენის მავთულები სულ დაეწყვიტა. ბავშვმა გზაზე მავთული ვერ შენიშნა და... ეს დეიდაჩემის ოჯახისთვის უმძიმეს ტრაგედიად იქცა. სულიერ ტკივილს ვერაფრით იშუშებდნენ.
– როგორ გამოვიდნენ მდგომარეობიდან?
– ახლობლებმა იზრუნეს, მათთვის დარდი შეემსუბუქებინათ, სადღაც უპატრონო ჩვილს, გოგონას, მიაკვლიეს და დეიდაჩემს მიუყვანეს, მის კართან დააწვინეს, ბავშვზე ხელახალმა ზრუნვამ კვლავ შეცვალა მათი ცხოვრება. თბილი, კეთილი და მხიარული გოგონა იყო. მისი აღზრდისთვის მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ. როდესაც გოგონა გაიზარდა, ბიძაჩემი უკვე ასაკოვანი იყო და გარდაიცვალა.
– მარტო დარჩენილ დედა–შვილს რაიმე განსაცდელი ეწვიათ?
– გოგოს ერთი პატიმარი შეუყვარდა, რომელიც იმ ქალაქში მიმაგრებაში იყო. მისგან დაფეხმძიმდა და ბავშვი შეეძინა, მაგრამ მათი ქორწინება არ შედგა, იმ კაცმა მის ცოლად მოყვანაზე უარი თქვა. სამაგიეროდ მისმა მშობლებმა გაიგეს ამის შესახებ და შვილიშვილზე მეურვეობა საკუთარ თავზე აიღეს. თითქოს ყველაფერი მოგვარდა, კალაპოტში ჩადგა, მაგრამ ჩემს დეიდაშვილს საბოლოოდ ცხოვრება მაინც აერია. უკანონოდ გაჩენილი შვილის გამო რაიონში სახელი გაუფუჭდა. ასეთ ქალს მამაკაცები განსაკუთრებით ეძალებიან. მან კი ვერ გაუძლო ცდუნებებს. კიდევ ორი შვილი გააჩინა სხვა მამაკაცისგან. შემდეგ, გზაკვალარეული, საერთოდ სახლიდან წავიდა...
საბრალო კატოს ცხოვრება ტანჯვად ექცა. მარტო დარჩენილმა სახლი გაყიდა და ნაქირავებ ბინაში გადავიდა. მერე ქალიშვილიც მობრუნდა ბავშვებთან ერთად. მძიმე წლები იყო, თავის რჩენა უჭირდათ. კატო ამდენი დარდისგან დასნეულდა და გარდაიცვალა. ბოლოს ჩემი დეიდაშვილი მიხვდა თავის შეცდომას, მშობლების საფლავს უვლიდა და ალბათ პატიებასაც სთხოვდა, მაგრამ რა...
– თქვენი მეორე დეიდის ისტორიაც გვიამბეთ, მან რა გზა გაიარა?
– რუსუდანი გამრჯე, ბუნებით რბილი და ენატკბილი ქალი იყო. მეუღლეც შესაფერისი ჰყავდა. ქმარს შემოსავლიანი სამსახური ჰქონდა. ერთმანეთის მზრუნველობაში აღამებდნენ და ათენებდნენ, მაგრამ ბავშვი არ ჰყავდათ. გადაწყვიტეს, ეშვილათ, ჯერ ბიჭი აიყვანეს, მერე გოგონა. გაზარდეს. შეიძლება ითქვას, ბედნიერად ცხოვრობდნენ, არაფერი აკლდათ – სითბო, სიყვარული, ურთიერთგაგება, პატივისცემა... მაგრამ წლების შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. როცა გოგონა წამოიზარდა, სისხლში რაღაც იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა და, მკურნალობის მიუხედავად, ვერ უშველეს, გარდაეცვალათ.
– ბიჭს რა ბედი ეწია?
– სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში გაუშვეს სასწავლებლად. ნიჭიერი და კეთილი ბიჭი იყო, მაგრამ იქ სმას დაეჩვია. ეტყობა, გენეტიკამ თავისი გაიტანა, თორემ დეიდაჩემის და ბიძის ოჯახში ალკოჰოლი და თრობა მიღებული არ იყო. მშობლები ცდილობდნენ, ვაჟიშვილი გზაზე დაეყენებინათ. იფიქრეს, ცოლ–შვილს თუ მოეკიდება, იქნებ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს და გამოსწორდესო. გააცნეს სერიოზული, ძლიერი ხასიათის ახალგაზრდა ქალი. დაქორწინდნენ და შვილებიც შეეძინათ. მატერიალურად არაფერი აკლდათ, ბიძაჩემი ყველაფრით უზრუნველყოფდა. რუსუდანიც ზედ ჰყვებოდა შვილს, რძალს თუ შვილიშვილებს, აღარ იცოდა, რითი ესიამოვნებინა, რა მოემზადებინა მათ გულის გასახარად...
– რას შეიძლებოდა ეს იდილია დაერღვია?
– ბიძაჩემი დაავადდა და გარდაიცვალა. შვილი და რძალი მიჩვეული იყვნენ უზრუნველ ყოფას და ცხოვრების პირისპირ რომ აღმოჩნდნენ, ძალიან გაუჭირდათ. თან ქვეყანაში არეულობის პერიოდი იდგა და ოჯახები შიმშილობის ზღვარზე იყვნენ. მათაც წვალებით გაჰქონდათ თავი, ურთიერთობები დაეძაბათ. რძალი სადილს რომ გააკეთებდა, სუფრასთან დედამთილს არც დაუძახებდა. რუსუდანი ფაქტობრივად შიმშილობდა საკუთარ კერაში. დასაპურებლად დედაჩემთან მოდიოდა ხოლმე, სადაც არაფერს დაამადლიდნენ. უთქმელი ქალი იყო, დარდს გულში იკლავდა და ზოგჯერ დასთან ან დისშვილებთან თუ დაიჩივლებდა. მისმა დათმენამ და თავშეკავებამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ რძალმა ოჯახში ქურდობაც დააბრალა. უპატიოსნესი ქალისთვის ეს უკვე მეტისმეტი იყო. იმ დღეებში რუსუდანს გარდაცვლილი ქმარიც დაესიზმრა – ფრთხილად იყავი, თავს ჭკუა დაატანე, სისულელე არ გააკეთოო. ეტყობა, იმქვეყნიდან აფრთხილებდა მოსალოდნელ განსაცდელზე, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა. რუსუდანმა ვეღარ გაუძლო ამდენ დამცირებას და თავი მოიწამლა. სიკვდილის წინ თურმე იხვეწებოდა, გადამარჩინეთო, მაგრამ გვიანი იყო.
– შვილი და რძალი თუ მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს? ცოდვა მოინანიეს?
– არ ვიცი. დეიდაჩემის გარდაცვალების შემდეგ მათთან ურთიერთობა აღარ მაქვს.
– ზოგჯერ შეიძლება ღვიძლმა შვილმაც არ გაუმართლოს ადამიანს, იგივე უბედურება თქვენს დეიდებს შეიძლებოდა საკუთარი შვილების გამოც დამართნოდათ. არ მეთანხმებით?
– სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც არის. შვილებმა, ბიოლოგიურმა თუ აყვანილმა, არ უნდა დაივიწყონ ბიბლიური შეგონება: "პატივი ეცი მამასა და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს" (მათეს სახარება, თავი 15).
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 