| ქალი და მამაკაცი |

ნათქვამია, წვეთმა შხამმა მთელი კასრი თაფლი გააფუჭაო. ასე დაემართა ერთ ღირსეულ, კეთილშობილ, პატიოსან ოჯახს, სადაც რძლად ავგულა ადამიანი შევიდა. ოჯახის წევრებიდან ზოგი დააშინა, ზოგი დააავადა, ზოგი მოაჯადოვა და სახლი, სადაც ერთ დროს სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება სუფევდა, უსიამოვნებების ბუდედ აქცია...
ამ ოჯახის ახლობელი, ქალბატონი ქეთი, დიდი გულისტკივილით გვიამბობს თავისი ნათესავის ოჯახის სავალალო ისტორიას.
ქეთი:
– ბიძაჩემის ოჯახს ახლახან ავი რძლის სახით უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს. ეს ოჯახი საქართველოს ერთ–ერთ დაბაში ცხოვრობს და ყოველთვის კეთილშობილებით, ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. მათ სახლში ჯერ კიდევ მაშინ ინთებოდა სანთელი, როცა უფლის ხსენებისთვისაც შეიძლებოდა კაცი დაესაჯათ. კომუნისტური წნეხის პირობებში დადიოდნენ ტაძარში, ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, ღვთის საწინააღმდეგო სიტყვას არასოდეს იტყოდნენ. მათი ოჯახიდან უდიდესი მადლი მოდიოდა. სახელოვანი წინაპრებიც ჰყავდათ: ბიძაჩემის მამა კაცობით, ვაჟკაცობით და სიმამაცით იყო ცნობილი. მის სიტყვას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. ომში იბრძოდა, გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა და, წარმოიდგინეთ, იქაც კი მტრის პატივისცემა დაიმსახურა. მასში იმხელა კაცობა დაუნახავთ, რომ 500 ტუსაღიდან მხოლოდ ის გაათავისუფლეს.
ბიძაჩემი მართლმადიდებელ ოჯახში გაიზარდა და ტრადიციებისადმი ერთგულება ძვალ–რბილში აქვს გამჯდარი. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა და, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, თვითონ სწევდა ოჯახურ ჭაპანს. დიდი წვალებით და ჯაფით მოაწყო ოჯახი, ცოლადაც შესაფერისი, კეთილშობილი ქალი მოიყვანა და ცხოვრობდნენ სიყვარულში, ურთიერთგაგებასა და ღვთისმოშიშობაში. ერთადერთი, რაც მათ სრულ სიამტკბილობას აკლდა, შვილი იყო. დიდხანს არ შეეძინათ. ბევრი იწვალეს, იმკურნალეს, იდარდეს... უფლის შეწევნით, 15 წლის შემდეგ ნანატრი შვილიც ეყოლათ, კოტე დაარქვეს. მერე გოგონაც შეეძინათ, ეკა. ორივენი არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ, წესიერი, ზრდილი, თავმდაბალი, კეთილშობილი, შრომისმოყვარე.
ბიძაჩემს ასაკმა კვალი დაატყო და ჯანმრთელობა შეერყა. კოტემ მუშაობა დაიწყო და თავად იტვირთა ოჯახის მარჩენალის როლი. მისი სამსახურის ცენტრალური ოფისი დაბიდან ახლომდებარე ქალაქშია. ეკა თბილისში, ნათესავთან ცხოვრობს და მუშაობს, სასწავლებელი დაამთავრა.
ერთხელ კოტემ მეგობრის ოჯახში, წვეულებაზე, 20 წლის გოგო, ვალიდა გაიცნო, არაქართველი, არაქრისტიანი... და გონების დაკარგვამდე შეუყვარდა. მისი ოჯახი სხვა რჯულის მიმდევარია, თავად ვალიდაც ასრულებს მათ რიტუალებს. სხვაგვარად არ გამიგოთ, საქმე რელიგიაში არაა, ყველა ძირეული რელიგია უწესებს ადამიანებს გარკვეულ ზნეობრივ ნორმებს, მიუთითებს უფროსების პატივისცემაზე, წესიერებაზე, მაგრამ ვალიდა ყოვლად გაუზრდელი, თავხედი, თავისუფალი ზნის გოგო გამოდგა.
– რითი გამოიხატება მისი უზნეობა, ისეთს რას აკეთებს?
– ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შეყვარებულები იყვნენ და კოტეს სამსახურის გამო სხვადასხვა ქალაქში უწევდა ცხოვრება, ვალიდა ხელფასის აღების დღეს ჩააკითხავდა და მთელ ფულს თავის სასარგებლოდ ახარჯვინებდა. მას შემდეგ, რაც კოტე მას დაუახლოვდა, ოჯახში ერთი ლარიც კი არ შეუტანია. ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებულები დროსტარებას ეძლეოდნენ და საერთო სიამოვნებისთვის ხარჯავდნენ, როგორც ახალგაზრდებს ჩვევიათ. ეგ გოგო კოტეს მთელ ხელფასს თავად ითვისებდა. თან მის თანამშრომელ კაცებსაც თვალებს უჟუჟუნებდა.
– ამის შესახებ საიდან შეიტყვეთ?
– კოტეს თანამშრომელი ოჯახის ახლობელია და მან გაგვაგებინა. ერთხელ კოტეს შვებულებაც გაუფორმეს იმ მიზნით, რომ მშობლიურ დაბაში დაბრუნებულიყო და იმ ქალს მისთვის სამსახურში თავი არ მოეჭრა, ვინმესთან არ შეერცხვინა და რქები არ დაედგა.
– ვალიდასთვის კოტე პირველი შეყვარებული იყო თუ მამაკაცებთან ურთიერთობაში გამოცდილება ჰქონდა?
– სანამ კოტეს შეყვარებული გახდებოდა, ერთ ახალგაზრდა კაცთან დადიოდა. როდესაც კოტეს ცოლი გახდა, პირველივე უსიამოვნების შემდეგ იმ ბიჭთან გაიქცა. ერთი ღამე სახლში არ მოვიდა. მერე დაბრუნდა და ამტკიცებდა, ჩემსა და მას შორის არაფერი მომხდარაო. როგორც ჩანს, ძველმა შეყვარებულმა უკან არ მიიღო.
– კოტემ ძველ შეყვარებულთან გაქცეული ცოლი მიიღო?
– გადაუბრუნა ტვინი და ქმარმაც მიიღო. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ბიძაჩემის ოჯახი! რაც ის გოგო მათ ოჯახში შევიდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ითხოვს, ყველამ თვალებში უყუროს და მის გამო ფეხის წვერებზე იარონ. ყველა მისი განკარგულება უკლებლივ უნდა შესრულდეს.
– თუ არა და, საინტერესოა, რა მოხდება?
– რაც ხელში მოხვდება, ყველაფერს ამსხვრევს და ამტვრევს. არ ვიცი, ამ პატარა გოგომ რა გაუკეთა ქმარს ისეთი, რომ თავი გააღმერთებინა, დედის და მამის სიყვარული დაავიწყა. კოტე არც ისე პატარაა, 25 წლისაა, მაგრამ ზედმეტად გულუბრყვილო და მიმნდობია. რძალმა სახლში საუკეთესო ოთახი დაისაკუთრა, სადაც ღუმელი უდგათ. იმ ოთახში დედამთილ–მამამთილს არ უშვებს. თვითონ თბილადაა და ესენი იყინებიან. დილით, კოტე რომ სამსახურში მიდის, ქმარს არც კი გამოხედავს, შუადღემდე ლოგინში ნებივრობს. მერე აბრძანდება, დედამთილის გამზადებულ სადილს მიირთმევს და ისევ წვება. ან მობილურით რეკავს და მთელი დღე ჭორაობს, ან მაგნიტოფონით მუსიკას უკრავს და ჩაკეტილ ოთახში ცეკვავს. საღამოს, ქმარი რომ ბრუნდება, ცოლისთვის ტკბილეული – შოკოლადები და სხვადასხვა ძვირადღირებული სასუსნავი მოაქვს. მისი ცოლი ამ ყველაფერს ლოგინში ჭამს თხუნელასავით, მარტო, სხვა არც კი ახსენდება. ახალგაზრდა ცოლ–ქმარი არც თვლიან საჭიროდ, რომ ოჯახში თუნდაც პური შემოიტანონ. რძალი დედამთილს საქმეში ხელს არ წაუკრავს, პირიქით, მთელი დღე ოთახშია ჩაკეტილი და თავისი გამომწვევი, აუტანელი ქცევით ოჯახის წევრებს აღიზიანებს.
– თუ კოტეს პროდუქტები არ მოაქვს, დედამთილი სადილებს რა საშუალებით აკეთებს?
– ბოსტანი აქვთ, ბიცოლაჩემი ძროხასაც უვლის. კოტეს ვალიდასთვის ნიშნობის ბეჭედი რომ უნდოდა, დედამისს ოჯახიდან ნივთები გააყიდვინა. მერე აღმოჩნდა, რომ კოტეს ვალიდას ნათესავისთვის კომპიუტერი გამოუტანია სესხით, თავისი სატრფოს გადამკიდე, ხელფასი ხელში არ უჩერდებოდა, ბანკში სესხის გასტუმრებაც უგვიანდებოდა და ეს თანხაც გაუორმაგდა. იძულებულები გახდნენ, ნაკვეთის ნაწილიც გაეყიდათ.
კოტეს ხასიათიც ძალიან შეეცვალა. რაც ამ გოგოს გადაეყარა და ცოლად მოიყვანა, ეს თითით საჩვენებელი ბიჭი ძალიან გაფუჭდა. გარდა იმისა, რომ მშობლები ფეხებზე დაიკიდა, ტყუილების თქმაც დაიწყო. ბიძაჩემი სიკვდილს ორჯერ გადაურჩა, მისთვის ელემენტარული ნერვიულობაც არ შეიძლება, ალქაჯი რძლის გამო კი ყოველდღიური სადარდებელი არ ელევა. ამ ტრადიციების მოყვარულ კაცს სად შეუძლია ამის ყურება და ატანა!
– მერე შვილს და რძალს საკითხს ვერ დაუყენებს, ვერაფერს ეტყვის, რომ მდგომარეობა შეცვალოს?
– თქვენ არ იცით, ის გოგო რა ავსულია, ვის რას გააბედვინებს! თან ბიძაჩემი უკვე ასაკშია და თავისი ავადმყოფობის და უმწეობის გამოც იტანჯება. ბიცოლაჩემი ცდილობს, სკანდალს თავი აარიდოს და შვილის გამო ყველაფერი დაითმინოს. ალბათ იმედი აცოცხლებს, რომ რაღაც შეიძლება გამოსწორდეს.
– ცოლი რომ მშობლებს უჩაგრავს, კოტესთვის ეს არაფერს ნიშნავს? ეს, სხვა თუ არაფერი, მის კაცურ თავმოყვარეობაზე არ მოქმედებს?
– კოტე საერთოდ დაშტერებულია. იმის მაგივრად, რომ ცოლი ადგილზე მოსვას, პირიქით, თავს უხრის. ახალი მოყვანილი რომ ჰყავდა, ვალიდამ მოინდომა, სტუმრად ერთ ოჯახში წასულიყო. კოტემ უარი უთხრა იმიტომ, რომ იცოდა, იმ ოჯახში მისი ძველი შეყვარებულიც იქნებოდა. ქმარი რომ სამსახურში გაისტუმრა, ვალიდა მაინც წავიდა. შინდაბრუნებულმა კოტემ ცოლს ამის გამო ერთი ამბავი დააწია და ხელითაც შეეხო. პასუხად კი ვალიდამ ქმარს თავზე გადაამტვრია, რაც ხელში მოხვდა. ამის შემდეგ ოჯახში მონოპოლია აიღო. ყველაფერი მის ნებაზე თუ არ არის, სიტუაციებით პროვოცირებს, იმუქრება და ერთ ამბავშია. სამი თვის მოყვანილმა რძალმა ოჯახში ყველაფერი დაამტვრია, ჭურჭელი, კარადა... ერთხელ დედამთილს რაღაც ნივთი დარჩენია და მის ოთახში შევიდა. როგორ თუ ეს გაბედაო, ვალიდამ სასწრაფოდ მობილურით აუწყა სამსახურში წასულ ქმარს. კოტემაც არ დააყოვნა და დედამისს დაურეკა საყვედურებით, როგორ იკადრე და გაბედე ვალიდას ოთახში შესვლაო. საწყალი ბიცოლაჩემი მას მერე ცდილობს, მისი ოთახის წინ ფეხის წვერებზე გაიაროს და შემთხვევით კარისკენ თვალი არ გაეპაროს.
– ვალიდას ოჯახს რა პოზიცია უკავია?
– მისი ოჯახი მთელ სოფელში ცნობილი ყოფილა სიავით და უპატიოსნობით. მათ რა უნდა ურჩიონ შვილს? თურმე იმ სოფელში (არაქართული სოფელია), საიდანაც ვალიდაა, წესად ჰქონიათ – ქალიშვილს სხვა სოფელში არ გაათხოვებენ. ასეთი რამ დღემდე არ მომხდარა. წარმოიდგინეთ, რამდენად ცუდი უნდა ყოფილიყო ეს 19 წლის გოგო, რომ სოფელმა ასე იოლად გაუშვა სხვაგან. თურმე ბიჭებზე ნადირობდა და ყველაზე სუსტი ვინც შეხვდა, ის გამოიჭირა. კოტე ამბობს, ვგიჟდები, ისე მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო.
– იქნებ ვალიდა თავისი ქცევებით რამეს აპროტესტებს ოჯახში, დედამთილ–მამამთილზე ნაწყენია და ჯავრს ამით იყრის? ოჯახში შესულ რძალს აგრძნობინეს, რომ არ უნდოდათ?
– სანამ კოტეს ცოლი გახდებოდა, ვალიდა სამსახურში მიადგა მას და უთხრა, ჩემი მშობლები ძალიან ცუდად მექცევიან და მიშველე, დროზე წამიყვანეო. კოტესაც შეებრალა და მისი ცოლად მოყვანა იჩქარა. ასე ვთქვათ, მოტყუებით შეართვევინა თავი. თავიდან კოტე სადაც მუშაობდა, იმ ქალაქში ნაქირავებ ბინაში იყვნენ. ვალიდამ ქმარს ახალი ინსტრუქცია მისცა, ახლა შენი მშობლები უნდა ჩავიდნენ ჩემებთან და უთხრან, რომ მათ ოჯახში შევედიო. კოტეს დედ–მამამ კი ეს არ გააკეთეს – ჯერ ერთი, არ იცნობდნენ ახალ რძალს, თვალით არ ჰყავდათ ნანახი და მეორეც, რაც მასზე ჰქონდათ გაგონილი, რძლად როგორ ინდომებდნენ?! როცა შვილმა ოჯახში მიიყვანა, რაღას იზამდნენ, ნორმალურად შეხვდნენ, მაგრამ ვალიდამ გულში მაინც ჩაიდო წყენა. აქედან დაეწყო აგრესია...
– ოჯახში ქალიშვილიც ჰყავთ... ვალიდას ახალგაზრდა მულთან რა დამოკიდებულება აქვს, მასაც ერჩის?
– მასთანაც ცუდი დამოკიდებულება აქვს. თავიდან ქმარმა ოჯახში რომ მოიყვანა, ეკას ოთახში სდომებიათ საძინებლის მოწყობა. მას კი თბილისიდან უარი შემოუთვლია – იცოდა, ეგ გოგო რასაც წარმოადგენდა. ვალიდა მას შემდეგ გამწარებულია და შანსს არ უშვებს, სამაგიეროთი უპასუხოს. ეკა ყვებოდა, რომ ჩავედი, ჩემს ოთახში უჯრები არეული დამხვდაო... ამას წინათ კი მობილურზე მისწერა ვალიდამ: სანამ ყველაფერს არ დავლეწავ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი; შენ ვის რაში სჭირდები, სხვის ოჯახში ცხოვრობ, შენს სახლში კი მე "ვბლატაობ", შენ კაცი ზედ არ შემოგხედავს, რას ჰგავხარ, კაცები ჩემზე გიჟდებიანო. ეს ყველაფერი იმდენად უწმაწური და უხამსი ფორმით იყო ნათქვამი, რომ ეკას ერიდებოდა ამის გამეორება. თავად წავიკითხე მის ტელეფონში. ეს ერთი სამხილიც საკმარისია, რომ უტიფარი რძალი შინიდან გაისტუმრო.
არადა გარეგნულადაც კონტრასტია – ეკა ანგელოზივით გოგოა, ტანადი, ეშხიანი. კოტეც სიმპათიური ბიჭია, ხოლო მისი ცოლი, არც მეტი და არც ნაკლები, დამხრჩვალ კატას ჰგავს. ღმერთს ვთხოვ, ამ ოჯახს შეეწიოს და იმ ალქაჯის აგრესიისგან დაიცვას!
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”











"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 






















































































