| ქალი და მამაკაცი |

მთელი ცხოვრება უიმედოდ ვიქნები შეყვარებული

რედაქციაში ოცდაორი წლის მარის წერილი მოვიდა, რომელმაც გულწრფელად ისაუბრა თავისი ტკივილის შესახებ. ჩვენ მის წერილს უცვლელად გთავაზობთ. მისივე თხოვნით, მხოლოდ სახელებია შეცვლილი. თუ რა გადახდა მას თავს და რაზე წყდება გული, ამას მისი წერილიდან შეიტყობთ.
"ჩემი ამბავი, ალბათ, ერთი ჩვეულებრივია იმ სასიყვარულო თავგადასავლებს შორის, რომელიც უამრავი არსებობს. ყველა ადამიანს თავისებურად ესმის ეს გრძნობა და თავისებურად იყვარებს. ყველა თავისებურად განიცდის, თუკი ამ გრძნობამ იმედები გაუცრუა. ალბათ მიხვდით, რომ მეც ასე დამემართა და სწორედ ამ ამბავმა გადამაწყვეტინა, რომ თქვენთვის მომეწერა. იქნებ ჩემი ამბავი ვინმეს მაგალითადაც გამოადგეს, თუმცა, არ მგონია ასე მოხდეს. უკვე ოცდაორი წლის ვარ და მაინც პატარა ბავშვი ვარ, გამოუსწორებელი მეოცნებე, რომელსაც ირგვლივ ყველასი და ყველაფრის სჯერა. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ჩემი ასეთი თვისების ბრალია, ახლა ასე რომ ვიტანჯები და გამოსავალს ვერ ვპულობ, ან როგორ ვიპოვი, რადგანაც გამოსავალი ამ ამბიდან არც კი არსებობს. მე ისღა დამრჩენია, რომ მთელი ცხოვრება მიყვარდეს უიმედოდ და ჩემს გულში, მას კი ამის შესახებ ვერაფერს ვეტყვი. ჩემი ასეთი მდგომარეობა უკვე სამი წელი გრძელდება. ჩემს ასაკში გოგოს ბიჭი რომ უყვარდება, მისთვის ეს დიდი ზეიმია, ამით ბედნიერია, ცდილობს, ყოველი წუთი მასთან ყოფნით გაილამაზოს და ყველა ფიქრი და ოცნება მხოლოდ მას დაუკავშიროს. ჩემ შემთხვევაში კი ყველაფერი ასე მოხდა, ოღონდ ცალმხრივად. ალბათ მივხდით, რომ ბიჭს, რომელიც სამი წელი მიყვარს, არ ვუყვარვარ.
გაგა, ზუსტად სამი წლის წინ, ზაფხულში გავიცანი, როდესაც ჩემს ბიძაშვილებთან ერთად, მამას ნათესავებთან წავედით რაჭაში. იქაურობა ძალიან მომეწონა და პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ადგილი თავს დამამახსოვრებდა და ვერასდროს დავივიწყებდი. მანამდე შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და არც არავის ვყვარებივარ. რაჭაში იქვე ჩვენს მეზობლად ერთი ოჯახი იყო, რომელთანაც რამდენიმე თბილისელი ბიჭი ისვენებდა. მათ შორის, ერთ–ერთი პირველი ნახვისთანავე ძალიან მომეწონა. რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა მის დანახვაზე და გულმა მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა. სამწუხაროდ, გაგასგან იგივე რამ არ მიგვრძვნია, თუმცა, ხომ იცით, როცა ვიღაც გიყვარს, გგონია, რომ ისიც გრძნობით არის შენ მიმართ. გეჩვენება, რომ ის სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებს, სინამდვილეში კი შენ უყურებ ასეთი თვალებით და ისიც უბრალოდ, ვალდებულების გამო გამოგხედავს, რომ შენ თავი უხერხულად არ იგრძნო. ამას რაჭაში ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი. მხოლოდ მერე მივხვდი, როდესაც თავლები ამეხილა. მოკლედ, ჩვენმა არდადეგებმა რომ ჩაიარა და თბილისში დავბრუნდით, გაგასა და მის მეგობრებს ისევ ვხვდებოდი. ჩემი ბიძაშვილი სოსო მათ ძალიან დაუმეგობრდა და ერთად იკრიბებოდნენ ხოლმე, მეც ვნახულობდი გაგას და ეს მახარებდა. მის დანახვაზე საოცარი რაღაცეები მემართებოდა, აზროვნების უნარს ვკარგავდი და რას ვაკეთებდი, თვითონაც არ ვიცი. ჭკუის დაკარგვამდე მიყვარდა. ის კი ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ ამჩნევდა. თითქოს მისთვის არც ვარსებობდი. მის გვერდით რომ ვიდექი, ვერ მხედავდა. იცით, ეს რა საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი გიყვარს და ის უბრალოდ ვერ გამჩნევს. ეს ძალიან გულსატკენია, თუმცა, გაგას ერთი წუთითაც არ ვადანაშაულებ. მე მისი ბედი არ ვიყავი და ასე იმიტომ მოხდა. მე ღმერთმა ცალმხრივი, უიმედო სიყვარული მარგუნა. მარტო რომ ვრჩები, ჩემს ტკივილზე ვტირი, განვიცდი და გული მეკუმშება. როცა შეყვარებულ წყვილებს ვუყურებ, როგორი ბედნიერები არიან ერთად ყოფნით, მე ცრემლი მადგება. ვიცი, რომ ასეთი რამ მე არასდროს მეღირსება. მართალია, დაქალები მაიმედებენ და მეუბნებიან, რომ სხვა ბიჭს გავიცნობ და გაგა დამავიწყდება, მაგრამ მათ უბრალოდ ჩემი არ ესმით. ჰგონიათ, რომ ეს ჩემი ახირებაა. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმ ტანჯვისა, რაც მაქვს, მაინც არ ვნანობ, რომ გაგა შემიყვარდა. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ ასეთი დიდი და ღრმა სიყვარული შემიძლია და ბოლომდე ამ გრძნობის ერთგული დავრჩები. მერე რა, თუ იმ ბიჭს, რომელიც მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, სხვა გოგო უყვარს ისეთივე თავდავიწყებით, როგორც მე ის. ესეც, ალბათ, ბედის ირონიაა და ღმერთის ნებაა. უფლის ნებას კი წინ ვერ აღვუდგები. არც ისეთი პატარა ვარ, რომ ამდენს ვერ მივხვდე და ვერ გავიაზრო. ყველაფრის მიუხედავად, მე არ ვარ შურიანი, არც ბოროტი და მინდა, რომ გაგა ძალიან ბედნიერი იყოს იმ ადამიანთან, ვინც ძალიან უყვარს. ის ჩემი გრძნობების შესახებ ვერასდროს გაიგებს. არც აქამდე იცოდა, რადგან ჩემთვის ნორმალურად არასდროს შემოუხედავს, ამის შემდეგ კი, საერთოდ აღარ შემომხედავს. ზუსტად მაშინ, როცა ჩემი წერილი თქვენს ჟურნალში დაიბეჭდება, გაგას უკვე ცოლი ეყოლება და თავის ახლადშერთულ ცოლთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში იქნება. ზუსტად ამ დღეს, მე ძალიან ბევრს ვიტირებ, ალბათ გულის ამოვარდნამდე ვიტირებ, შეუჩერებლივ და ვერავინ გამაჩერებს. სხვას არაფერს ვითხოვ და ტირილის უფლება ხომ მაინც მაქვს? გაგას უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ მთელი გულითა და სულით, მე ის ცხოვრების ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარება. ეს გრძნობა უძლიერესია და მთელი ცხოვრება ამ გრძნობით ვიცხოვრებ. ის ჩემს გულში ყოველთვის იარსებებს. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემს გრძნობას ვერასდროს გაიგებს და მას ვერასდროს ვეტყვი სიტყვა "მიყვარხარს". გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ის, რაც გულშია, გულშივე დარჩება".
თეონა კენჭიაშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 