| ქალი და მამაკაცი |

ქალებს ვთხოვ, საკუთარ ოჯახში არავინ ჩაახედონ

რედაქციაში 36 წლის ქალბატონი ქეთი გვესტუმრა, რომელმაც საკუთარი ტკივილის შესახებ გვიამბო. მისივე თხოვნით, სახელები შევცვალეთ. ქალბატონი ქეთის მონაყოლს კი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– თქვენთან მოსვლა და გულახდილად საუბარი დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის თავს ვიკავებდი. თუმცა, მაინც გადავწყვიტე, რომ ამაზე ვისაუბრო, რადგან ჩემი შემთხვევა მაგალითი იყოს სხვებისთვისაც. ყველა ქალს ვურჩევ, რომ საკუთარი ოჯახის ამბებში სხვას ნუ ჩარევს, მიუხედავად იმისა, როგორი ახლობელია ის. შეიძლება ყველაფერი თქვენს საწინააღმდეგოდ წავიდეს. ალბათ, ხვდებით, რომ სწორედ ასე დამემართა და დღემდე განვიცდი იმას, რაც მოხდა. ჩემმა ვითომ მეგობარმა საშინელი დარტყმა მომაყენა, რასაც საერთოდ არ ველოდი. მან ქმარი ისე წამართვა, ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი. ყველაზე მეტად გული იმაზე მტკივა, რომ ქმარსაც და მასაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ვენდობოდი. ახლა, ორივე მძულს და არც ერთს ვაპატიებ იმას, რაც გამიკეთეს. მით უმეტეს, ამით მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც დააზარალეს.
– ქალბატონო ქეთი, მანამდე თქვენი დაქალისთვის არაფერი შეგინიშნავთ?
– არა. ამას გულშიც კი ვერ გავივლებდი. იმდენად მჯეროდა მისი და მიყვარდა, იმას როგორ ვიფიქრებდი, რომ ოჯახს დამინგრევდა. როდესაც ყველაფერი გავიგე, მაშინაც კი არ ვიჯერებდი. თავიდან გეტყვით იმას, რომ მე და ლიზა სკოლიდან ერთად მოვდიოდით. ოჯახებით ვახლობლობდით და ერთმანეთის უახლოესი მეგობრები ვიყავით. ამდენი წელი ერთად მოვდივართ და ჩვენ შორის უთანხმოება არასდროს ყოფილა. მას ძალიან ვენდობოდი და მის პიროვნებაში ეჭვიც არასდროს შემიტანია. ჩემს ოჯახში ხშირად მოდიოდა. ჩემს მეუღლესთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მასზე ყოველთვის ამბობდა, ძალიან პატივს გცემს და ბედნიერი ხარ, ასეთი ქმარი რომ გყავსო.
– როდის აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ქმარი თქვენსავე დაქალთან გღალატობდათ?
– ორი წლის წინ, თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი არ დავიჯერე. ერთ–ერთმა მეზობელმა მითხრა, როდესაც შენ და შენი შვილები სახლში არა ხართ, შენს ქმარს სხვა ქალი ამოჰყავსო. თავიდან ეს ნათქვამი მეზობლის ბოროტ ქცევად ჩავთავლე და გამწარებულმა ისიც კი ვუთხარი, გშურთ, მე და გოგას ერთმანეთი ასე რომ გვიყვარს–თქო. მეზობელს ეს ეწყინა და მხოლოდ ერთი რამ მითხრა, როდესაც ამ ამბის ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდები, გვიან იქნებაო. თუმცა, მას ის არ უთქვამს, რომ შენს ქმარს შენი დაქალი ჰყავს საყვარლადო. რამდენიმე დღე მეზობლის ნაამბობი გონებაში მიტრიალებდა, აფორიაქებულიც კი ვიყავი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ჩემს ქმარს ვერაფერი შევატყვე, ეს უბრალო ჭორად მივიჩნიე, რაზეც ნერვიულობა ზედმეტად ჩავთვალე. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ უტვინოდ მოვიქეცი და ყველაფერი უნდა გამერკვია, ან დავდარაჯებოდი ჩემს ქმარს. არ ვიცი, ეს რატომ არ გავაკეთე, ალბათ იმიტომ, რომ მისი ძალიან მჯეროდა. თანაც მისგან სითბო, ყურადღება და სიყვარული არც ერთ წუთს მომკლებია. იმ დღიდან, რაც მეზობელმა ეს ამბავი მითხრა, რამდენიმე თვე გავიდა და ჩემს ქმარს შევატყვე, რომ ძალიან შეიცვალა, აგრესიული გახდა ჩემსა და ბავშვების მიმართ, რაც მანამდე არ გაუკეთებია, იმას აკეთბდა. სულ განერვიულებული იყო და ხშირად მიხდიდა ბოდიშებს, მეც ვერ ვხდებოდი რაზე მიბოდიშებდა. ვცადე გამერკვია, რატომ ან რაზე ნერვიულობდა, მაგრამ არაფერი მითხრა. როდესაც ასე უმიზეზოდ გაგვიბრაზდებოდა მე ან ბავშვებს, მერე ამას განიცდიდა და გულწრფელად ინანიებდა. ძალიან უცნაურად იქცეოდა. სწორედ იმ პერიოდში შევამჩნიე, რომ ლიზაც შეიცვალა და ჩემთან მოსვლას, კონტაქტს, ტელეფონზე საუბარსაც კი ერიდებოდა. ერთ დღეს ისიც კი მითხრა, ერთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც თავდავიწყებით მიყვარს, ვიცი, მისი სიყვარული არ შეიძლება, აკრძალულ ხილს ვეთამაშები, მაგრამ რა ვქნა, გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებო. გულთან მივიტანე მისი ნაამბობი, ვანუგეშე, დავამშვიდე. ის კი არ ვიცოდი, რომ ჩემს ქმარზე მელაპარაკებოდა. რომ ვკითხე, ვინ არის ის კაცი, ვინც ასე ძალიან შეგიყვარდა–თქო, მიპასუხა, ჯერჯერობით ამას ვერ გეტყვი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, როდესაც გაიგებ, ძალიან გამიბრაზდებიო. ამის შემდეგ მას ამ თემაზე რამდენჯერმე ვკითხე, მაგრამ აღარ მპასუხობდა. ვნერვიულობდი ლიზაზე და ღმერთს ვთხოვდი, რომ იმ კაცთან ბედნიერების უფლება მიეცი–თქო. ერთ დღესაც თვალები ამეხილა, უფრო სწორად ისევ იმ მეზობელმა ამიხილა. სადარბაზოში შემხვდა და მითხრა, თავი როდემდე უნდა იტყუო, ვერ ხედავ, რომ საკუთარი ქმარი შენსავე დაქალთან გღალატობს და გამოფხიზლდიო. მე ისევ გავბრაზდი მის ნათქვამზე და ვუყვირე. მან მითხრა, თუ არ გჯერა, ამაში დაგაჯერებო. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მე და ჩემი ბავშვები ჩემს მშობლებთან ვიმყოფებოდით, ჩემმა მობილურმა დარეკა, ნომერი არ მეცნო. ქალი რეკავდა, რომელიც მეუბნებოდა, ხომ არ გჯეროდა, რომ ქმარი გღალატობს, ჰოდა, მიდი ახლა შენს სახლში და ამას თავად ნახავო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გოგა და ლიზა ერთად გამოვიჭირე. არ ვიცი, ამაზე ცუდი შეგრძნება ამქყვენად თუ არსებობს, როდესაც ორი შენი უსაყვარლესი ადამიანი გღალატობს. არც სკანდალი ამიტეხავს, არც მიყვირია, მშვიდად და ამაყად დავტოვე იქაურობა. ორივემ სცადა ჩემთან დალაპარაკება და ყველაფრის ახსნა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი. ვერ დავდგებოდი და ნამდვილად ვერ მოვუსმენდი იმას, თუ როგორ უსირცხვილოდ მეტყოდნენ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ჩემი ნივთები ჩავალაგე და მშობლებთან გადავედი. მაგ უსირცხვილოების ამბავი ყველამ გაიგო. ეს იმხელა დარტყმა იყო, რომ თვეები დამჭირდა, გონზე მოსასვლელად. მკურნალობაც კი დამჭირდა. ჩემ თავს აღარ ვჩივი, რადგან ამ ამბავმა ყველაზე მეტად ჩემი შვილები დააზარალა, რომლებიც უკვე დიდები არიან იმისთვის, რომ ყველაფერს მიხვდნენ. მე კი ვეცადე, რომ მათთვის არაფერი მეთქვა, მაგრამ ეს ქვეყანა პატარაა, ყველა ყველას იცნობს და არაფერი იმალება. მამამისისა და ლიზას რომანის შესახებ რომ შეიტყვეს, ძალიან განიცადეს და დღემდე სტრესში არიან. ყველაზე მეტად უფროს შვილზე, ლევანზე ვნერვიულობ, რომელიც 15 წლისაა და ისეთ ასაკშია, რომ ყველაფერს აგრესიით გამოხატავს. ვცდილობ, ჩემს შვილებს ავუხსნა, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება და რაც იყო, იმას ვეღარ შევცვლით.
– ლიზა და თქვენი ქმარი ამჟამად ერთად ცხოვრობენ?
– კი, მაგრამ სადღაც ნაქირავებში. გოგას ნამუსი ეყო და სახლი დაცალა, შემომითვალა, ბავშვებთან ერთად აქ გადმოდით და იცხოვრეთო. ეგ და ლიზა კი, ქირით არიან. იმ ამბის შემდეგ არც ერთი აღარ მინახავს და სასტიკად ავუკრძალე ჩემთან მოკარება. მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ისედაც უზომოდ გულნატკენი ვარ და ამას ვერასდროს დავივიწყებ. ორივე საშინლად მძულს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები და წუთები მაკავშირებდა, ახლა კი ვცდილობ, ეს ყოველივე ჩემი გონებიდან სამუდამოდ ამოვშალო. არ მინდა, კიდევ ვინერვიულო და ამას ჩემი ჯანმრთელობა შევწირო, რადგან მე შვილებს ვჭირდები. მამამ მათ უღალატა, მე კი არასადროს ვუღალატებ.
– შვილებს მამასთან კონტაქტი არა აქვთ?
– არა, თუმცა, არ გეგონოთ, რომ ამას მე ვუშლი, თავად არ უნდათ მისი დანახვა. მე რამდენჯერმე ვუთხარი, რაც მოხდა, ეს ჩვენი საქმეა, თქვენ კი შეგიძლიათ მამა ნახოთ ხოლმე–თქო. ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. არც თავად გოგას მოუკლავს დიდად თავი, რომ შვილები ენახა და მათთან ელაპარაკა. როგორც ჩანს, ხვდება, რომ ისინი ასეთ საქციელს არ აპატიებენ. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და თავად გადაწყვეტენ როგორ მოიქცნენ. თუკი მამასთან ურთიერთობას მოინდომებენ, მე არ დავუშლი. ის კი ზუსტად ვიცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ამას გოგას ვერ ვაპატიებ, ლიზას ხომ საერთოდ. მათ ცხოვრება გამიმწარეს, საქვეყნოდ თავი მომჭრეს და დებილად გამომიყვანეს. მაგრამ მათ ჯიბრზე მე არ დავეცემი და ყოველთვის ამაყი ვიქნები იმით, რომ შვილების წინაშე მართალი და პატიოსანი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შვილები მაინც იყვნენ ბედნიერები.
თეონა კენჭიაშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 