| ქალი და მამაკაცი |

მოურჯულებელი ბერბიჭა
"ჩემმა ძმამ თავისი ნამდვილი სახე დაკარგა"
უხეში, ეგოისტი, დაუნდობელი, პატივმოყვარე – ბევრი მამაკაცი ატარებს ასეთ ჯავშანს, სინამდვილეში კი არავინ იცის, მის შიგნით როგორი ადამიანი იმალება. იქნებ ეს ის პატარა ბიჭია, რომელსაც ბავშვობაში ძალიან აწყენინეს, თავმოყვარეობა შეულახეს, თავი დამარცხებულად აგრძნობინეს. შეიძლება წრფელ სიყვარულში ნაღალატევი მგრძნობიარე მამაკაცია, რომელიც სამყაროს თავისი იდეალის მსხვრევას ვერ პატიობს და განურჩევლად ყველას სამაგიეროს უხდის... საკმარისია ერთი პატარა სასწაული – საჭირო სიტყვა ან საჭირო ადამიანი, რომ მან ის ჯავშანი მოიხსნას და გარშემომყოფებს თავისი შინაგანი სამყარო გადაუშალოს, რომელშიც უხვად არის სიყვარულის მონატრება, სიკეთის კეთების სურვილი. ხანდახან სულ ერთი ბიძგია საკმარისი.
ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი მარიტა, თავისი "მოურჯულებელი" ძმის ბედზე წუხს და მის ამბავს გულისტკივილით გვიამბობს:
– ძალიან მაწუხებს ჩემი ძმის, ტარიელის, ბედი. ლამის ნახევარ საუკუნეს მიატანა და კვლავ უცოლოა, არადა ქალებს პანტაპუნტით იცვლის. რომ მგონია, ვიღაცასთან სერიოზული ურთიერთობა გააბა–მეთქი, რამდენიმე ხნის შემდეგ მობეზრდება და ისე მოისვრის, როგორც ვადაგასულ ნივთს. ხასიათიც ისე შეეცვალა, საერთოდ ვერ ვცნობ. შინაბერა ქალის ახირებები მასთან მონაგონია. მის პრეტენზიებს ვეღარ ავუდივართ. დღეში ცხრაჯერ იცვლის განწყობას. კიდევ კარგი, ერთად არ ვცხოვრობთ.
ღვთის მადლით, ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, წესიერი, კულტურული, რაფინირებული. ჩემს ძმას სიძესთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მძიმე ხასიათის, დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის გამო მასთანაც აემღვრა წყალი. ზოგჯერ მგონია, რომ ვერავის გვიტანს, არავის ბედნიერება უხარია... თავად რომ აუწყობელი ცხოვრება აქვს, სხვის შეხმატკბილებულ ურთიერთობებსაც ვერ იტანს. ისეთ გესლიან და ცინიკურ სიტყვებს ისვრის, მოსმენა აღარ შეიძლება. ყველა ახლობელთან ურთიერთობაში გაუსაძლისი გახდა. ირგვლივ ყველა შინაური და ერთგული ადამიანი მოიძულა.
– ამბობთ, ხასიათი შეეცვალაო, ადრე ამ თვისებებს არ ამჟღავნებდა?
– ადრე ძალიან ხალისიანი, იუმორით სავსე, მშრომელი და შეუპოვარი იყო. ადამიანები უყვარდა, მათ გარეშე ვერ ძლებდა, მათთან დიდსულოვანი იყო, სიკეთის თესვა ბედნიერებას ანიჭებდა. მისი სიტყვაც ფასობდა, არაერთგზის მიუმართავთ მისთვის რჩევისთვის. თანდათან კი თითქმის ყველა ღირსება დაკარგა – ადამიანები მისთვის პაიკებივით იქცნენ, უნდა – "ჭადრაკის დაფიდან" მოისვრის, უნდა – წინ წასწევს... ერთხელ გაბრაზებულმა ვუთხარი, ბოლოს და ბოლოს არის თუ არა შენთვის ადამიანი რამე ფასეულობა–მეთქი და იცით, რა მიპასუხა? გართობის შესანიშნავი საშუალებააო. საგონებელში ვარ ჩავარდნილი: ასე რამ გაუყინა სისხლი? ეს მის ფიზიონომიაზეც აისახება და ცხოვრების სტილზეც.
– რამ გამოიწვია ეს, რა შეემთხვა, რამაც მის ცხოვრებაზე ასეთი კვალი დააჩნია?
– განსაცდელები ყველას გვაქვს ცხოვრებაში. ტარიელი ისეთი სუსტი არ არის, რომ განსაცდელს ვერ გაუძლოს და სულიერად დაიმსხვრეს, პირიქით, საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა.
– ზოგჯერ ძლიერი პიროვნების მიღმა მგრძნობიარე და ფაქიზი ნატურა იფარება. იქნებ მაინც მოხდა რაღაც მის ცხოვრებაში?
– სიფაქიზის რა მოგახსენოთ, მაგრამ მგრძნობიარე იყო, ადრე უმნიშვნელო ნეგატიურ დეტალზეც კი რეაგირებდა. ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა... მერე რაღაცნაირად "სქელკანიანი" გახდა, თითქოს აბჯრით შეიმოსა. თავად დაცულია, გარშემომყოფთა ბედი კი აღარ აღელვებს. უფრო მეტიც, აღიზიანებს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ვიცი მხოლოდ ის, რასაც არ მალავს და რაც ძალიან თვალსაჩინოა.
– იქნებ მისი ფერიცვალების მიზეზი სიყვარულის ნაკლებობაა, იქნებ ის საჭირო სითბო და ყურადღება აკლია, რასაც გარშემომყოფთაგან ქვეცნობიერად ითხოვს?
– მისთვის არასოდეს არაფერი მოგვიკლია, არც სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა, მაგრამ ყველაფერს დანახვა და დაფასება უნდა. ადამიანი ეგოისტი არ უნდა იყოს, არ უნდა ეგონოს, რომ თავად არის სამყაროს ცენტრი და მთელი სამყარო მის ირგვლივ ბრუნავს. არ უნდა ჩათვალოს, რომ თვითონ არის მთავარი გმირი და სხვა ყველა მეორეხარისხოვან როლშია. ყველას ჩვენ–ჩვენი ცხოვრება გვაქვს, თავისი პლუს–მინუსებით, შუქ–ჩრდილებით, ყველას რაღაც გვტკივა ან გვაწუხებს. შეიძლება ყველა ვართ დამნაშავე ან საერთოდ დამნაშავე არავინაა, სამყაროს ხომ კანონზომიერებიც აქვს. ამის გამო სხვა ადამიანები ხომ არ უნდა მოვიძულოთ?!
– ამბობთ, ქალებს პანტაპუნტით იცვლისო. იქნებ თავის დროზე სიყვარულში არ გაუმართლა, საყვარელი ქალისგან გაწბილებული დარჩა და ამიტომ მისთვის ყველა ერთ ქვაბში აღმოჩნდა, ყველამ ფასი დაკარგა?
– იყო მსგავსი რამ მის ცხოვრებაში. ქალმა, რომელიც უყვარდა, ძალიან დაამცირა, უღალატა, ფულიან მამაკაცში გაცვალა... ტარიელმა იმდენი გააკეთა, რომ კარიერაც ააწყო, ფულიც მოიპოვა, მაგრამ იმ ქალს აღარ მიბრუნებია.
– ფულისადმი რა დამოკიდებულება აქვს?
– ხარბი გახდა, ფული გააფეტიშა. ადრე ორგანულად ვერ იტანდა ბევრი ფულით გაზულუქებულ კაცებს, ახლა ლამის თავად დაემსგავსოს მათ. ფული თუ შემოაკლდება, თვალებში სხივი აღარ აქვს. ჰგონია, რომ ფული კაცობის ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმია და ამ ქაღალდით ყველაფრის მოპოვებას შეძლებს. ადრე გაჭირვებულებს მაინც ეხმარებოდა, გარშემო ყველას ხელს უმართავდა, ვინც დახმარებას სთხოვდა, ადამიანების მიმართ გაგება, სიყვარული და სიბრალული ჰქონდა... ახლა ყველა უფულოს და ხელმოკლეს დასცინის, სულელს და უტვინოს ეძახის. თავად კი, როცა ფული გაუჩნდება, უკანმოუხედავად ხარჯავს – უმეტესად საკუთარი სიამოვნებისთვის. თავის ქალებსაც ახარჯავს და სიამოვნებს, მოსწონს, მხარჯველი კაცის იმიჯი რომ აქვს, მერე კი ამ ქალებს უკანმოუხედავად მოისვრის ხოლმე თავისი ცხოვრებიდან.
– როგორი ქალები ახვევიან გარს, ნორმალური მამაკაცის ყურადღების და სიყვარულის ღირსნი არიან?
– ამას წინათ ერთი თამამი, თავხედი, თავისუფალი ზნის ქალი ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, თავისი საქციელით ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ლამის მის თანამშრომლებთან იხდიდა. ამხელა კაცს თავზე ეჯდა, ისე ექცეოდა. თავს უტოლებდა, პირში აგინებდა. ჩემს ძმას ვუთხარი, ასეთი რამ ადრე არასოდეს მოგსვლია და გონს მოდი, ვის გვერდითაც ხარ, იმას დაემსგავსები–მეთქი. იუკადრისა, შენ შენი ეგო გალაპარაკებს, გინდა, კეთილი და კარგი გამოხვიდეო. მერე იმ ქალს დაშორდა და მისი ანტიპოდი, ერთი თევზივით გოგო დაიყენა გვერდში. იმ ქალს სექსუალური იმიჯი მაინც ჰქონდა, ამას საერთოდ არაფრისმთქმელი გარეგნობა აქვს. იმ ქალს, ასე თუ ისე, ინტელექტი და შინაგანი სამყარო ჰქონდა, ამას კი ვერც გაიგებ, რა უტრიალებს თავში ან საერთოდ აზროვნებს თუ არა. სიტყვას ვერ იტყვი, რომ ეგრევე ტარიელთან მიარბენინებს. მგონი, შპიონადაც უდგას. გამოთაყვანებული სახით მისჩერებია, ყველაფერზე თავს ისე უხრის, ლამის მიწას ურტყას. ალბათ უნდა, მამა–მარჩენალი შეინარჩუნოს. ჩემს ძმას თავი ალბათ უკვე სამყაროს ბატონ–პატრონად წარმოუდგენია. ეს გოგო იმიტომაც ამოირჩია, რომ უნდოდა, წინა ქალისგან შელახული თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა აღედგინა და თავი მართლაცდა კერპად ეგრძნო.
– ზოგიერთი ქალის თავის დახრა გარკვეული პოლიტიკაა კაცზე გასაბატონებლად.
– სწორი შენიშვნაა. ის გოგო ჩემს ძმას თავის სასარგებლოდ მართავს, ძალიან ჩუმჩუმელა და გაიძვერაა. ტარიელი მეგობრების და თანამშრომლების წინააღმდეგ წააქეზა, ასპიტივით უსისინებს რაღაცეებს და აღწევს კიდეც თავისას. შედეგად ჩემმა ძმამ თავისი ახლობლები, ბავშვობის მეგობრებიც კი ჩამოიშორა, სამაგიეროდ იმ გოგოს ნათესავებს აჭმევს და ასმევს.
– დავიჯერო, ნორმალური ქალი გვერდით არასოდეს ჰყოლია?
– რა თქმა უნდა, ჰყოლია, მაგრამ ნორმალური ქალი, ვისაც ოდნავ მაინც ჭკუა უჭრის, მის გვერდით არ გაჩერდება, ღირსებას ფულზე არ გაცვლის და, უკაცრავად და, ბინძურად რომ ვთქვა, მამაკაცს თავს არ ახმარინებს.
– ფსიქოლოგები ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ, რომ თქვენს ძმას არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს.
– შეიძლება ამიტომაცაა, რომ მასთან ნორმალური ადამიანები ვერ ჩერდებიან. თუ ცხოვრებისადმი თავისი დამოკიდებულება არ შეცვალა, მის გვერდით ვერავინ დადგება – ვერც ქალი და ვერც მამაკაცი. შეიძლება სულის სიღრმეში აწუხებს კიდეც ეს ყველაფერი, მაგრამ არავისთან ტყდება, საკუთარ თავთანაც კი.
– პასუხს წინასწარ ვხვდები, მაგრამ მაინც გკითხავთ, ეკლესიის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს?
– ახალგაზრდობაში, როდესაც სუფთა სული ჰქონდა და გულმართალი იყო, ქედს იხრიდა ეკლესიის, როგორც წმინდა სავანის მიმართ. ახლა უფრო მკრეხელური განწყობა აქვს. ვითომ ხუმრობს, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს წამოროშავს, თმები ყალყზე დაგიდგება. შეპყრობილი გეგონება.
– მოძღვრისთვის რომ მიგემართათ, გირჩევდათ, გელოცათ თქვენი ძმისთვის. არაერთი შემთხვევაა, როდესაც ლოცვით ადამიანი სასწაულებრივად მობრუნებულა. როგორც ამბობენ, ოჯახის წევრების ლოცვას უდიდესი ძალა აქვს.
– ალბათ მართლაც ერთადერთი საშველი ეკლესიურ ცხოვრებაშია.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 