| ქალი და მამაკაცი |

შინაბერას კონტრაქტი
შინაბერას კონტრაქტი
თუ ქალს გათხოვება მიუღწეველ მიზნად ექცა, ხოლო "ასაკგადაცილებულს" კაცის ხსენებაც კი აღარ უნდა, შვილის გაჩენის და გაზრდის სურვილი მაინც აქვს. ეს სურვილი მრავალ მარტოხელა ქალს გასჩენია, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთეულები რისკავენ. ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობა მრავალგვარია: არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობით და "ხვალინდელი დღის შიშით" დაწყებული, დამთავრებული რიტორიკული კითხვით – "რას იტყვის ხალხი?!". ჩვენმა რესპონდენტმა, ქალბატონმა ბელამ, ეს ბარიერები გადალახა. თუ როგორ, ამაზე თავად გვიამბობს.
ბელა:
– 35 წლამდე პირადი ცხოვრების აწყობაზე არ მიფიქრია. მხოლოდ შემდეგ გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა ამქვეყნიდან უშვილძიროდ წავსულიყავი და შვილის გაჩენა გადავწყვიტე. შინ ასაკოვანი მშობლები და გაუთხოვარი უფროსი და მყავდა. ოჯახში მარტო მე ვმუშაობდი და ყველას ისე გვქონდა ნერვები "დენთზე დადებული", რომ ზოგჯერ სახლში მისვლაც არ მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი ჩვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლიდა, მხოლოდ არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, რა გზით მიმეღწია მიზნისთვის. ჩემნაირი პატიოსანი ქალისთვის ეს ძალიან რთულად წარმოსადგენი საქმეა.
– თქვენი პირადი ცხოვრება რატომ ვერ აეწყო, არავინ შეგიყვარდათ თუ უიღბლო სიყვარული გამოსცადეთ?
– ახალგაზრდობაში დიდი სიმპათია მქონდა ერთი კაცის მიმართ, რომელიც ძალიან კარგი პიროვნება იყო. მისგანაც იმავეს ვგრძნობდი, მაგრამ, განგების ნებით, ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა. ვერც მე გადავდგი ნაბიჯი მისკენ და ვერც მან გაბედა. ერთმანეთს პატივს ვცემდით, მოკრძალებით ვექცეოდით და ამის იქით ვეღარ წავედით. მერე ძალაუნებურად დავცილდით, გულის სიღრმეში კი სინანული დამრჩა. წლების განმავლობაში მისი ყოველი გახსენებისას სულში სითბო მეღვრებოდა. არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ამ გრძნობას სიყვარული დავარქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, მისი მოპოვებისთვის მებრძოლა. შეიძლება ეს ჩემი ნატურიდანაც გამომდინარეობდა. მამაკაცისთვის ბრძოლა ჩემთვის, ცოტა არ იყოს, სათაკილოა და ეს არ არის მხოლოდ სიმორცხვე ან მოკრძალება.
– ამგვარი ბუნების ქალმა როგორ მოიპოვეთ "საჭირო მამაკაცი", ვისგანაც შვილის გაჩენას შეძლებდით?
– რა თქმა უნდა, ამგვარი ობიექტის პოვნა იოლი არ იყო, მით უმეტეს, ასეთ დროს ყველაფერს გონებით საზღვრავ. ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი, მისაღები გენეტიკის და ინტელექტის პატრონი უნდა ყოფილიყო. მქონდა მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, ბედს ასეთ "მოხალისე" მამაკაცთან რომ შევეხვედრებინე, შვილს უკანონოდ მაინც ვერ გავაჩენდი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი მშობლებისთვის ნაადრევად მომესწრაფა სიცოცხლე. თან იმ პერიოდში საზოგადოებრივ აზრს დიდი ყურადღება ექცეოდა. ასეთ ნაბიჯს ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და შვილისთვისაც შეიძლება ისეთი სამარცხვინო დაღი დაესვა, რასაც მთელი ცხოვრება ვერ ჩამოვირეცხავდით.
– რა გზას მიმართეთ?
– მეგობრებს გავენდე და ისინი დამეხმარნენ. გამაცნეს ერთი სიმპათიური კაცი, ყოფილი სპორტსმენი, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში დროდადრო ჩამოდიოდა. რამდენიმე პირადი შეხვედრის შემდეგ, როცა პიროვნულად, ასე თუ ისე, გამიცნო, დამთანხმდა.
– მას რა მოტივი ამოძრავებდა?
– ქალის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ, ეტყობა, თავის დროზე სიყვარულში დიდი გაწბილება იწვნია, ამიტომ ქალებს უნდობლად უყურებდა და ცოლის შერთვას არ ფიქრობდა, შვილის გაჩენა კი ჭკუაში დაუჯდა. მით უმეტეს, ადამიანების შეფასება შეეძლო და დაინახა, რომ იმ კატეგორიის ქალი არ ვიყავი, ვინც ამით მანიპულირებას დაიწყებდა და კისერზე ძალით ჩამოეკიდებოდა. მზამზარეულად შვილიც ეყოლებოდა და თავისუფლებაც შერჩებოდა, ამიტომ დამთანხმდა.
უკანონო სახე რომ არ მისცემოდა, ფიქტიური ქორწინება გავაფორმეთ, ვიწრო წრეში სუფრაც გავშალეთ. ჩემი ახლო მეგობრების გარდა, სიმართლე არავინ იცოდა. შემდეგ ორი კვირით "საქორწინო მოგზაურობაში" წავედით... ბოლოს ის რუსეთში დაბრუნდა, პერიოდულად ჩამოდიოდა და ერთმანეთს ვხვდებოდით. რამდენიმე თვის შემდეგ დავფეხმძიმდი. მან თბილისში ვიზიტები შეწყვიტა. ხალხში ვამბობდი, რომ ჩემი ქმარი სარფიან სამსახურს ელოდებოდა და ნიადაგს ამზადებდა, რუსეთში გადავეყვანე, ეს ყველაფერი კი არც ისე იოლი იყო.
– ქალი მგრძნობიარე არსებაა. მას შეიძლება შეუყვარდეს პირველივე მამაკაცი, ვისგანაც სითბოს იგრძნობს ან ვისთანაც პირველი ღამე ექნება. თქვენ არ გაგიჭირდათ მასზე უარის თქმა? ამას როგორ შეეგუეთ?
– რთულად. მის მიმართ მართლაც თავისებური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. თავიდან თამაში მიჭირდა, მაგრამ მერე ისე შევიჭერი როლში, რომ წარმოვიდგინე, თითქოს ეს დრამატული ისტორია მართლაც ჩემს თავს ხდებოდა, თითქოს მიყვარდა და უიმედოდ მიტოვებული ქალი ვიყავი. ასეთი მდგომარეობა განცდებში მაგდებდა. თანაც ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით მგრძნობიარე გავხდი, ყველაფერზე გული მიჩუყდებოდა.
– რეალურად გიყვარდათ თუ არა?
– ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა. საერთოდ, ჩემი აზრით, სიყვარული, თუ ის ნამდვილია და არა – მოჩვენებითი, მთელი ცხოვრება უნდა გაგყვეს. ცხოვრების ერთ მონაკვეთში თუ ადამიანი გიყვარს და რაღაც პერიოდის შემდეგ ის მხოლოდ ტკბილ–მწარე მოგონებებში გადაინაცვლებს, ეს უკვე სიყვარული აღარ არის. უბრალოდ სიყვარულს მიმსგავსებული გრძნობაა, ცხოვრების გასახალისებლად ჩვენ მიერ მოგონილი.
– მატერიალურად ან მორალურად თუ გეხმარებოდათ?
– ხანდახან ტელეფონით მეგობრულად მესაუბრებოდა და ფულსაც აგზავნიდა, მაგრამ განა იმიტომ, რომ ჩემთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა, უბრალოდ კეთილშობილი პიროვნება გახლდათ და მისთვის ეს ჩვეულებრივი ნაბიჯი იყო. მე ამ ყველაფერს ვაცნობიერებდი და ჩემს ქალურ წარმოსახვაში ზედმეტი არაფერი დამიშვია. არ მიფიქრია, რომ ამას ჩემდამი გრძნობების გამო აკეთებდა. მის როლს საღი თვალით ვუყურებდი.
– შვილის გაჩენის შემდეგ თქვენს ურთიერთობაში რა შეიცვალა?
– ბავშვის გაჩენამ მთლიანად შეცვალა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება. მან დამანახა ცხოვრების აზრი, განმისაზღვრა მიზანი. ილუზიური მდგომარეობიდანაც გამოვედი, ბავშვის მეტი არავინ და არაფერი მინდოდა. მამამისს ბავშვის სურათებს ვუგზავნიდი, მისგან კი ამანათები მოგვდიოდა. ბავშვის სანახავად ორჯერ ჩამოვიდა. მერე რაღაც პერიოდი ხანგრძლივად დაიკარგა. არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც წერილებს. საერთო ნაცნობის მეშვეობით შევეცადე მისი მდგომარეობის გარკვევას, არა იმიტომ, რომ მისი მხრიდან უყურადღებობას განვიცდიდი – მე ის არაფერში დამივალდებულებია, არც პასუხისმგებლობას ვკიდებდი. უბრალოდ ვდარდობდი, ხომ არაფერი უჭირდა...
– რა პრობლემა ჰქონდა, რატომ იქცეოდა ასე?
– აღმოჩნდა, რომ ცოლი მოიყვანა და მასთან შვილიც შეეძინა. ერთი სიტყვით, პირადი ცხოვრება აიწყო, მე და ჩემი შვილი კი მისი ცხოვრების დანამატად ვიქეცით, თუმცა პირველადი არც არასოდეს ვყოფილვართ. ნათესავ–მეზობლები გაუთავებლად მეკითხებოდნენ, რატომ არ ჩამოდის შენი ქმარი, რუსეთშიც არ მიჰყავხართ, აღარ დაადგა საშველი თქვენს ერთად ცხოვრებასო.
მისი დაოჯახების შემდეგ კი თითქოს ამოვისუნთქე, რაღაც უღელი მომეხსნა, თავის გასამართლებელი საშუალება მომეცა. ახლა ამაზე გადაირივნენ – კარგი კაცი გვეგონა და უვარგისი ყოფილა, ანგელოზივით ცოლ–შვილი მიატოვა და კახპას აეკიდაო. ამას კი უკვე საშინლად განვიცდიდი, არ მინდოდა, ჩემი შვილის თვალში მამამისი გაიძვერა და მოღალატე კაცად ჩამოყალიბებულიყო. სირთულეს ქმნიდა ის გარემოება, რომ სიმართლეს ვერ ვამხელდი. ჩემს "მოღალატე ქმარს" თავგამოდებით ვიცავდი, მისი ბრალი არ არის, მე ვერ ვიყოჩაღე, რამდენჯერაც რუსეთში წასვლა შემომთავაზა, ვერ გავრისკე და მეტის ღირსი ვარ–მეთქი. რას აღარ ვიგონებდი, რომ მისთვის "ნამუსი ჩამომერეცხა".
– შემდეგ როგორ აეწყო თქვენი ცხოვრება?
– ბავშვი გავზარდე. მამამისი იშვიათად, მაგრამ მაინც ეხმიანებოდა. ორჯერ თავისთან წაიყვანა კიდეც. სულ რომ არ მოექცია ჩვენთვის ყურადღება, მისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის...
– მშობლებისგან მიტოვებულ მოზარდს გარკვეული კომპლექსები უვითარდება. თქვენი შვილი მამის სიშორეს როგორ შეეგუა?
– ერთხელ მასწავლებელმა სკოლაში თავისუფალი თემა მისცა დასაწერად: "ჩემი იდეალი" და მან მამამისზე დაწერა. უზომოდ უყვარს, მაგრამ ჩემს მდგომარეობასაც განიცდის, მარტო რატომ დაგტოვაო. ჩემი პასუხები აღარ აკმაყოფილებს. როცა სრულწლოვანი გახდება და ცნობიერება ჩამოუყალიბდება, მინდა, სიმართლე გავუმხილო. იმედი მაქვს, გამიგებს. მანამდე კი ვცდილობ, საუბრებით და თანადგომით ყოველგვარი კომპლექსი დავაძლევინო.
– ის, რაც თქვენ ასე გაბედულად გააკეთეთ, საკმაოდ მძიმე ტვირთია. არაერთ მარტოხელა ქალს სურს შვილის გაჩენა, მაგრამ ვერ წყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას. მათ რა რჩევას მისცემთ?
– თუ ქალი ზემგრძნობიარეა, არ ვურჩევ, ეს ნაბიჯი გადადგას, უბრალოდ ცოდოა, დაიტანჯება... თუ არა და, აქ არაფერია საშიში და გადაულახავი. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის, როცა შენს წიაღში ახალ სიცოცხლეს ბადებ. თანაც ახლა სხვა დროა, თვალთმაქცობა არც დაგჭირდება. სტერეოტიპების მსხვრევის ეპოქაში "უკანონოდ" შობილი შვილი არავის უკვირს. ზოგი მატერიალური გაჭირვების გამო იხევს უკან, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გარწმუნებთ, რომ ასეთ დროს უფალი შეგეწევათ, გაჭირვების ჟამს დახმარება შეიძლება სრულიად გაუთვალისწინებელი მხრიდან მოვიდეს, უფლის ნებით, რასაკვირველია. ასე რომ, დედობის მოსურნე ქალი რთულ პირობებშიც კი შეძლებს შვილის გაზრდას.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 