asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საზღვარგარეთ წასულმა მამამ ახალი ცოლი მოიყვანა
საზღვარგარეთ წასულმა მამამ ახალი ცოლი მოიყვანა
საზღვარგარეთ წასულმა მამამ ახალი ცოლი მოიყვანა

2012-01-18 14:24:31



წერილის ავტორი ჩვიდმეტი წლის გოგონაა, რომელიც ორი წლის წინ მამამ მიატოვა. თუმცა, დღემდე იმედი აქვს მისი დაბრუნების და ყველაფერს აპატიებს. თუ რატომ მიატოვა მამამისმა ოჯახი, ამას მისი წერილიდან გაიგებთ.



"ჩემი ცხოვრება ორი წლის წინ შეიცვალა, როდესაც ჩვენი ლამაზი ოჯახი დაინგრა. მე, დედა და ჩემი პატარა ტყუპი და-ძმა მარტოები დავრჩით, რადგან მამამ მიგვატოვა. ქვეყნად ბევრი ცუდი არსებობს, მაგრამ ჩემთვის ამაზე საშინელება, ალბათ, არ არსებობს. გარდა იმ დიდი ტკივილისა, რომელიც მამას წასვლამ გამოიწვია, მაქვს სირცხვილის გრძნობაც. აღარ მინდა ხალხში გამოჩენა, რადგან მგონია ყველა ჩემკენ იშვერს ხელს და ამბობს, ეგ მამამ მიატოვაო. არ ვიცი, შეიძლება მე მეჩვენება ასე და პირიქით, ხალხი თანაგრძნობით მიყურებს, მაგრამ ერთი ადამიანი მაინც გაიცინებს ამაზე და გული მტკივა.

უკვე სამი წელია, მამა თვალით არ გვინახავს. მიუხედავად მისი ამხელა დანაშაულისა, მაინც გვიყვარს და ველოდებით ყოველ წუთს, რომ დაბრუნდება. მამა სამი წლით საზღვარგარეთ წავიდა, იმიტომ, რომ აქ უმეშევარი დარჩა. თავიდან, არც უნდოდა წასვლა, ამბობდა შვილებს მამა ახლა უნდათო. მაშინ მე თოთხმეტი წლის ვიყავი, ტყუპები კი - 2-ის. მამა ჩვენზე ჭკუას კარგავდა. დედა ხომ ყველაზე მეტად უყვარდა და სულ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შვილებზე საერთოდ გიჟდებოდა. ტყუპების დაბადებამ კი ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო გაალამაზა. ჩემი გაჩენის შემდეგ, დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმებმა უთხრეს, რომ მეტ შვილს ვეღარ გააჩენდა, თუმცა, თორმეტის წლის მერე საოცრება მოხდა. ერთ დღესაც დედა ცუდად გახდა, გონება დაკარგა და გაირკვა, რომ უკვე ორი თვის ორსული იყო. კიდევ უფრო დიდი სიხარული იყო, როდესაც შევიტყვეთ, რომ ტყუპები გაჩნდებოდნენ. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა გითხრათ, თუ როგორი ლამაზი ოჯახი გვქონდა ერთ დროს. საუბედუროდ, მამას სამსახურიდან განთავისუფლებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა. გარკვეული პერიოდი ეძებდა სამუშაოს, თუმცა, ვერაფერი იპოვა. ზუსტად იმ დროს მისი ერთი მეგობარი წავიდა საზღვარგარეთ, იქ კარგი სამუშაოა ნახა, ორ თვეში ცოლ-შვილიც წაიყვანა და ყველანი დასაქმდნენ. მამამაც იფიქრა, მეც წავალ და იქნებ მერე თქვენც წაგიყვანოთ, თუ არადა, ცოტა ფულს მოვაგროვებ, მერე ჩამოვალ და აქ რამე ბიზნესს წამოვიწყებო. ასე წავიდა მამა საზღვარგარეთ.

თავიდან ყოველდღე გვეკონტაქტებოდა. მის გარეშე ძალიან გვიჭირდა და რომ რეკავდა, სულ ვტიროდით. თვითონაც ტიროდა ხოლმე. იქ მეგობარმა კარგი სამუშაო უშოვა და ყოველთვიურად ფულს გზავნიდა. იმედი ჰქონდა, რომ მალე ჩვენც წაგვიყვანდა და ყველანი ერთად იქ ვიცხოვრებდით. ასე გავიდა ერთი წელი მამას გარეშე. ძალიან გვენატრებოდა. დედა ეუბნებოდა, ჩამოდი და თუნდაც მშივრები ვიყოთო, მაგრამ მამა ამბობდა, სამ შვილს ათასი რაღაც სჭირდება, მანდ ხომ ხედავ, ვერაფერს ვაკეთებო. ერთი წლის მერე, მამასთან კავშირი გაწყდა. რამდენიმე დღე რომ არ დაგვიკავშირდა, დედამ მის მეგობარს დაურეკა, რომელმაც წაიყვანა საზღვარგარეთ. ჩვენს ზარს არც ის პასუხობდა. ერთი თვე გავიდა ისე, რომ არაფერი ვიცოდით მამას შესახებ. ჩვენს ოჯახში ნამდვილი ტრაგედია იყო. გვეგონა, რომ მას რამე შეემთხვა ან საერთოდ ცოცხალი აღარ იყო. თუმცა, ერთ დღეს ახლობელი გვესტუმრა და დედას მაშინვე მიახალა, რომ შენმა ქმარმა იქ ცოლი მოიყვანაო. მამას მეგობარს სხვა მეგობრისთვის უთქვამს ეს ამბავი და ასე გაიგო ხალხმა. დედამ ეს არ დაიჯერა და ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა, რომ მისი ქმარი ამას არ გააკეთებდა. მე პატარა ვიყავი და ბევრ რამეს არ მეუბნებოდნენ, ჩუმად ვუგდებდი ხოლმე უფროსების ლაპარაკს ყურს და ასე ვიგებდი სიმართლეს. ერთი სიტყვით, მამას ქორწინების ამბავი დადასტურდა. თურმე, იქ მამა ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში იყო, სადაც სხვა ქართველებიც იყვნენ. ცოლად სწორედ ერთი იქ მომუშავე ქართველი ქალი მოიყვანა. ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ მოხდა, ან როგორ ჩაიდინა მამამ ეს, მაგრამ როგორც უფროსები ამბობდნენ, იმ ქალმა ჩვენი თავი შეაძულა და აიძულა, მივეტოვებინეთ. უკვე ორი წელია, მამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ნუთუ არ ვენატრებით ან მე ან დედა და ან ტყუპები? ეს ორი წელი სულ ვტირით. საწყალმა დედამ თხუთმეტი კილო დაიკლო და სულ ცუდადაა. მეც სულ ვტირი, მამის ფოტოებს ვნახულობ და ვკოცნი. ყველაზე მეტად ტყუპების საქციელს განვიცდი. ისინი სულ მამას ახსენებენ. მართალია, მამა რომ წავიდა, ორი წლისანი იყვნენ, მაგრამ ახსოვთ. დღე არ გავა, არ იტირონ, მამა გვინდაო. მთელი ჩვენი სანათესავო გადარეულია ამ ფაქტით, ასე პატარა ბავშვებს მამა როგორ ახსოვთო.

ბევრჯერ ვცადეთ მამასთან დაკავშირება. მის მეგობარსაც სთხოვეს, მაგრამ როგორც გავიგეთ, მას ჩვენთან ურთიერთობა არ უნდა. ვერ გაგვიგია, ასეთი რა გაუკეთა იმ ქალმა, რომ ჩვენ აღარ ვახსოვართ. მამას მეგობარმა ადრე დედას დაურეკა და უთხრა, ჩემთანაც შეწყვიტა ურთიერთობა. იმ ქალმა ისე გამოაშტერა, რომ სხვა არავინ აღარ უნდაო. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ასე და ის საშინელი ქალი სანამდე ამყოფებს მას თავის გავლენის ქვეშ, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს მამა გონს მოვა და დაგვიბრუნდება. მისი ბრალი არ არის, რაც მოხდა. მისმა მეგობარმაც თქვა, რომ იმ ქალმა მამა დაიმორჩილა. მჯერა, მამა ჩვენ არ გვიღალატებდა. დედასაც და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ის დაგვიბრუნდება და იმ ბოროტ ქალს თავიდან მოიშორებს. ახლა, მამა ძალიან მენატრება, მისი გვერდით დგომა მინდა. უიმისოდ ჩვენი ცხოვრება საშინელებას ჰგავს. არაფერი გვახარებს და არაფერი გვინდა მის გარეშე. ოღონდ დაბრუნდეს და ყველაფერს ვაპატიებთ."

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online