| ქალი და მამაკაცი |

დახმარება, რომელსაც არ ელი
დახმარება, რომელსაც არ ელი – "მგონია, რომ ის ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა"
განსაცდელი ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მოდის. ზოგჯერ ადამიანს მასთან გამკლავება უჭირს და სასოწარკვეთა, უიმედობა იპყრობს, დეპრესიაში ვარდება. ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალბატონი მარიამი, რომელმაც ეს გზა გაიარა, დარწმუნებულია, რომ უფალი განსაცდელში არავის არასოდეს ტოვებს, საჭირო დროს და ადგილას ისეთ ადამიანს უგზავნის, რომელიც მას შეეწევა და სათანადო მიმართულებას უჩვენებს... მთავარია, ირწმუნო და ენდო, ცხოვრებისადმი შენი დამოკიდებულება შეცვალო და ყველაფერი კარგად იქნება.
მარიამი:
– ახალგაზრდობაში მძიმე განსაცდელი შემემთხვა: ბიჭმა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, საშინლად გამაწბილა და დიდი მორალური ტრავმა მომაყენა. ამის გამო დავკარგე რწმენა სიყვარულის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანური ურთიერთობებისადმი. მეგონა, ჩემზე უბედური ქვეყნად არავინ იყო, დეპრესიაში ჩავვარდი, არავის დანახვა და ხმის გაგონება არ მინდოდა. სიკვდილზე ვფიქრობდი, ღმერთს ვევედრებოდი, დროზე წამიყვანე ამ ჯოჯოხეთიდან, ამაზე უარეს ტანჯვაში ხომ არ აღმოვჩნდები–მეთქი.
– კონკრეტულად რა მოხდა თქვენ შორის ისეთი, რამაც მორალურად ასე ძალიან დაგამძიმათ?
– ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა. სულ ერთად ვიყავით. ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგვეძლო. ლაშას ყველგან დავყავდი, სადაც უნდა წასულიყო. ამა თუ იმ წრეში ჩემთან ერთად გამოჩენა ეამაყებოდა. ამ სიახლოვეს ბუნებრივად მოჰყვა ის, რომ ჩვენ შორის ინტიმური კავშირი დამყარდა. საყვარელ ადამიანთან თავისუფალ ურთიერთობას პირადად მე ტრაგედიად არ აღვიქვამდი, მაგრამ, ცხადია, საქვეყნოდ ამის გამომზეურებას ვერიდებოდით.
მერე ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა. ერთი ახლო დაქალი მყავდა, ხათუნა, ერთად გავიზარდეთ. ხათუნა ცნობისმოყვარე იყო, შეყვარებული არ ჰყავდა და სულ მეკითხებოდა ლაშასთან ერთად გატარებულ დღეებზე, უმნიშვნელო წვრილმანსაც კი. მეც ვენდობოდი და ყველაფერს გულუბრყვილოდ, გულწრფელად ვუამბობდი. ვეუბნებოდი, თუ როგორი კარგი, თბილი და მოსიყვარულე იყო, როგორ მაფასებდა და ხელისგულზე მატარებდა, როგორ მეფერებოდა და რა კარგი იყო მასი ალერსი... მეგონა, ხათუნა ჩემი გულშემატკივარი იყო და ჩემი ბედნიერებით ხარობდა, მაგრამ პირიქით მოხდა. მან ისე გაითავისა ჩემი ისტორია, რომ ბოლოს იაქტიურა, არ ვიცი, როგორ და რა საშუალებით, ლაშა მოხიბლა და მისი სიყვარული წამართვა. საბოლოოდ ლაშამ ხათუნაზე იქორწინა.
– მართლაც სერიოზული მიზეზი გქონიათ.
– ყველაფერთან ერთად საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. თან იმ ასაკში ვიყავი, როცა ადამიანმა პირადი ცხოვრება და კარიერა უნდა ააწყოს... მე კი ყოველმხრივ შევფერხდი. სამსახურს თავი დავანებე. მეგონა, არავის ვჭირდებოდი, არაფერი შემეძლო, არასოდეს არავის მოვეწონებოდი და ღირებულ საქმეს ვერასოდეს გავაკეთებდი. თავი სრული არარაობა მეგონა. ერთადერთი, რისი სურვილიც არ დამიკარგავს, ის იყო, რომ ტაძარში შევდიოდი, სანთელს ვანთებდი და შვებას ვგრძნობდი, თუმცა ვერ ვლოცულობდი, ვერც წირვა–ლოცვებს ვესწრებოდი, ნერვები და გამძლეობა არ მყოფნიდა.
ჩემი მდგომარეობის გამო ირგვლივ ყველა ნერვიულობდა, განსაკუთრებით ჩემი მშობლები ჩაცვივდნენ საგონებელში. მე კი საშინელ ეგოისტად ვიქეცი, მხოლოდ საკუთარ პრობლემაზე ვფიქრობდი და სულ არ მაღელვებდა, ჩემ გამო სხვა თუ დაიტანჯებოდა. პირიქით, ქვეშეცნეულად მინდოდა კიდეც, ჩემდამი თანადგომა გამოეხატათ და ჩემი პრობლემით დაკავებულიყვნენ. საშინლად მაღიზიანებდა, სხვას თუ დალხინებული და აწყობილი ცხოვრება ჰქონდა.
– ამ მძიმე მდგომარეობიდან როგორ გამოხვედით?
– ერთი პიროვნების ძალისხმევით. მისი დახმარებით საკუთარ თავს დავუბრუნდი და სასიცოცხლო ძალები აღვიდგინე. მგონია, რომ ის ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა. ახლა უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უფალს ყოველი ჩვენგანი ძალიან უყვარს და განსაცდელში არავის ტოვებს.
– იმ პიროვნებაზე მოგვიყევით, ვინ იყო და სად შეხვდით.
– ერთ დღეს ტაძრის ეზოში ჩაფიქრებული ვიჯექი. ვერც კი ვიგრძენი, ეს ადამიანი როგორ მომიჯდა გვერდით. მისმა შეკითხვამ გამომაფხიზლა: "ღვთისმშობლის სახელი გქვია?". გაოცებით შევხედე: გამხდარი, მაღალი, ჭაღარაწვერიანი, სიმპათიური მამაკაცი იყო. პასუხი არ გამიცია. "იცი, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა, ღვთისმშობლის სახელს რომ ატარებ", – განაგრძო კაცმა. ვიფიქრე, ალბათ "იდეები" აწუხებს–მეთქი და წამოდგომა დავაპირე. კაცი ლაპარაკის შეწყვეტას არც აპირებდა: "იცი, რა მძიმე ცხოვრება მქონდა? ასე მეგონა, ჩემზე უბედური არავინ იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქვესკნელმა დამნთქა და ცა თავზე ჩამომექცა... მეგონა, აღარავის ვჭირდებოდი, დიდი დღე არ მეწერა. ახლა, როგორც ხედავ, საღ–სალამათი ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ".
მისი სიტყვები იმდენად მენიშნა, რომ წასვლა გადავიფიქრე და გადავწყვიტე, მომესმინა. რა შეგემთხვათ–მეთქი, ვკითხე.
– ყველაფერს გულწრფელად მოგიყვები, მაგრამ თუნდაც ფიქრებში ნუ დამძრახავ, თუ საუბარში ინტიმურ თემასაც შევეხები – წესით, ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ვგრძნობ, რომ წამალივით გჭირდება, – მიპასუხა.
მისმა სიტყვებმა უცებ გამაღიზიანა და წამოსახტომად მოვემზადე, მაგრამ მორიგმა სიტყვებმა კვლავ შემაჩერა და იძულებული გამხადა, ბოლომდე მომესმინა.
– იცი, ახალგაზრდობაში შეყვარებულმა მიღალატა, თანაც ისეთ ახლობელში გამცვალა, რომ ვერც დაიჯერებ.
– ვისთან გიღალატათ? – ვეღარ მოვითმინე.
– მამაჩემს გაჰყვა ცოლად...
ვეღარაფერი ვთქვი, ადგილზე გავიყინე, ცივმა ოფლმა დამასხა, ცუდად გავხდი. კაცმა ნაკურთხი წყალი მომიტანა და დამალევინა. მერე თავისი სავიზიტო ბარათი დამიტოვა – თუ ჩემთან საუბრის სურვილი გაგიჩნდება, დამირეკე, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ, შენს ზარს დაველოდებიო და წავიდა. ბარათს დავხედე: ჩემი თანამოსაუბრე რომელიღაც უცხოური კომპანიის ხელმძღვანელი აღმოჩნდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა: ერთი შეხედვით ძალიან უბრალო ადამიანი ჩანდა.
ის შთაბეჭდილება რამდენიმე დღეს გამყვა. პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ თურმე ვიღაცას ჩემზე მძიმე განსაცდელი გადაუტანია: მე დაქალმა გამწირა, ის – მშობელმა მამამ.
თანდათან იმ პიროვნების ცხოვრების გაცნობის ინტერესი დამეუფლა. ერთ დღესაც გავბედე და დავურეკე. ერთმანეთს კვლავ ეკლესიის ეზოში შევხვდით. მიამბო, თუ როგორ იპოვა საკუთარ თავში ძალები და აამოქმედა თვითგადარჩენის ინსტინქტი, როგორ დაძლია თავი და ახალი ცხოვრება დაიწყო.
"პირველ ყოვლისა, საჭიროა გააცნობიერო, რომ შენ ხარ დადებითი, ჭკვიანი, გონიერი, ძლიერი პიროვნება. შენ ძალიან ბევრი შეგიძლია, ისიც, რაც იცი, რომ შეგიძლია და ისიც, რაც ჯერ კიდევ არ იცი, რომ შეგიძლია... ადამიანი ღვთის სახედ და ხატადაა შექმნილი, მასში ღვთის მარცვალია ჩადებული და ამიტომაც უფლება არ აქვს, სასოწარკვეთას მიეცეს და თავი არარაობად ჩათვალოს. ადამიანი იმისთვის დაიბადა, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე თესოს. სიკეთეს კი ვერ გააკეთებ, თუ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ვერ იპოვე. რაც მეტად გამოიყენებ შენს შესაძლებლობებს, მით უფრო თავდაჯერებული გახდები და მით მეტ სიკეთეს მოუტან სხვებს...", – მეუბნებოდა ის. მისმა საუბარმა დამაინტერესა და კიდევ რამდენჯერმე შევხვდი.
– დეპრესიიდან გამოსვლის პრაქტიკული გზები არ გასწავლათ?
– შემომთავაზა, კუს ტბაზე დილაობით დავრბივარ ხოლმე და, თუ გინდა, ერთად ვირბინოთო.
– გაჰყევით?
– საქმე ისაა, რომ დეპრესიულ მდგომარეობას ორგანიზმის სიძაბუნეც მოსდევს. ფიზიკური აქტივობა დაქვეითებული მქონდა, დასუსტებული ვიყავი, ყველა უჯრედი მტკიოდა... იმ პიროვნებას მაინც გავყევი. თავიდან საშინელი თავბრუსხვევა მქონდა, მერე თანდათან მივეჩვიე. სუნთქვითი ვარჯიშები და ელემენტარული გიმნასტიკა გამაკეთებინა. ამ ვარჯიშებს ნელ–ნელა, ფაქიზად მასრულებინებდა, ბავშვს ფეხის ადგმა რომ ასწავლო, ისე... მერე, როცა მოვმჯობინდი, ვარჯიში და დილით სირბილი წესად მექცა – მართლაც, საოცარი ძალა ჰქონია. ამას დაემატა სულიერი ტრენინგებიც და თანდათან მოვძლიერდი... დროთა განმავლობაში სამსახურიც გამომიჩნდა და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე. ის შეგონებები, რასაც ის პიროვნება მაწვდიდა, ჩემს გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა და ვცდილობდი, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ამით მეხელმძღვანელა. ხან გამომდიოდა, ხან – არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში თავისი კეთილი კვალი მაინც დატოვა, ცხოვრებაში ძალიან წამადგა.
– პირადი ცხოვრებაც შეცვალეთ?
– რამე რომ შემეცვალა, ჯერ წარსულისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი. ამისათვის უნდა განმეგდო ფიქრი, რომ დაუმსახურებელი ღალატის მსხვერპლი ვიყავი. დავიწყე საკუთარ თავში ძიება, სად დავუშვი შეცდომები და აღმოვაჩინე, რომ თავის დროზე დაქალთან არ უნდა მელაპარაკა ის, რაც სათქმელი არ იყო, მისთვის ჩემი ინტიმური ცხოვრების დეტალები არ უნდა გამეზიარებინა. როგორც კი ჩემი შეცდომა გავაანალიზე, უცებ სიმძიმისგან გავთავისუფლდი. ძალაუნებურად ჩამომშორდა ეგოიზმიც, როგორც ძალად აწეპებული ნიღაბი. გარშემო ყველა შემიყვარდა, მთელი სამყარო. მინდოდა, ამენაზღაურებინა ჩავარდნის პერიოდი, როცა ადამიანებს აუცილებელ სითბოს და ყურადღებას ვაკლებდი. ყველას მიმართ კეთილი და მზრუნველი გავხდი. მერე თითქოს ყველაფერი თავისთავად დამილაგდა. შეიძლება ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, ვისაც საკუთარ თავზე მსგავსი რამ არ განუცდია და მეზღაპრედ ჩამთვალოს, მაგრამ ყველა, ვისაც ამის გამოცდილება აქვს, უეჭველად დამიდასტურებს.
– თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარულიც ხომ არ გამოჩნდა?
– გავიცანი ლუკა, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა კაცი, რომელთანაც ახალი ცხოვრება დავიწყე. მასთან თავს ჰარმონიულად და ბედნიერად ვგრძნობ, იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება.
– იმ პიროვნებასთან ურთიერთობა როგორ გაგრძელდა, რომელიც თავის დროზე გვერდით დაგიდგათ და თავისი გამოცდილებით გზაზე დაგაყენათ?
– როცა ადამიანი სირთულეს გადალახავს და თავს კარგად იგრძნობს, სამწუხაროდ, უფალსაც ივიწყებს და თავის რომელიმე კონკრეტულ მშველელსაც... თავიდან მეც ასე დამემართა: ჩემი ცხოვრების წარმატებებით ბურუსში აღმოვჩნდი, მაგრამ, როგორც კი გამოვერკვიე, ის ადამიანი მოვიძიე. მინდოდა, მისდამი მადლიერება გამომეხატა, მაგრამ კვალს ვეღარ მივაგენი. ზღაპარივით მოხდა: ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მძიმე განსაცდელის ჟამს, შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და გაუჩინარდა. ის კომპანიაც გაუქმებულიყო, სადაც მუშაობდა.
მერე ვიღაც საერთო ნაცნობს მივაკვლიე, რომელმაც მითხრა, ის კაცი საზღვარგარეთ წავიდა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამო თვეში ერთხელ იცვლის ადგილსამყოფელსო... დარწმუნებული ვარ, სადაც უნდა იყოს, ყველგან უდიდეს სიკეთეს თესავს, თანაც უანგაროდ, ყოველგვარი სამაგიეროს მოთხოვნის გარეშე. რაკიღა პირადად უკვე ვეღარ შევხვდი, მადლიერება იმით გამოვხატე, რომ მისთვის ლოცვა დავიწყე. დარწმუნებული ვარ, ჩემი ლოცვა შეეწევა. საოცარი პიროვნებაა. მან საკუთარი თავის რწმენა აღმიდგინა და ამით სასიცოცხლო ძალებით მომამარაგა – თურმე ეს ყველაფერი ყოფილა ცხოვრებაში.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 