| ქალი და მამაკაცი |

საბედისწერო არჩევანი ორ სიყვარულს შორის
საბედისწერო არჩევანი ორ სიყვარულს შორის
პირადი საკითხების გადაწყვეტა ყოველთვის მიჭირდა, არასწორი სვლების მეშინოდა, მაგრამ რასაც გაურბიხარ, სწორედ იმას ვერ ასცდები ადამიანი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა, ახალგაზრდებს მივმართო – ნუ შეუშინდებიან ცხოვრებას და გადამწყვეტ მომენტში თამამად გადადგან ნაბიჯი საკუთარი გულისთქმის სასარგებლოდ. ზოგჯერ ინტუიცია უფრო უტყუარია, ვიდრე ლოგიკისა და განსჯის მიხედვით გაკეთებული დასკვნა", – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენმა რესპონდენტმა, ქალბატონმა ცირამ, თავის ცხოვრებაზე საუბარი.
ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ირგვლივ უამრავი ასეთი ადამიანია, ვისაც პრინციპული გადაწყვეტილების მიღების ეშინია და ამის გამო მუდამ იმედგაცრუებული რჩება. როცა დრო გადის, შეცდომები მერე ხდება თვალსაჩინო... დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს...
ცირა:
– ახალგაზრდობაში ბევრს მოვწონდი, მათ შორის ორს განსაკუთრებით ვუყვარდი. ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც გარეგნობით, ისე ბუნებით და სოციალური მდგომარეობით. დიმა შავგვრემანი, ახოვანი და ეშხიანი იყო, ოთარი – ქერა და ნაზი. დიმა იმპულსური და ტემპერამენტიანი იყო, ოთარი მშვიდი და დინჯი. დიმა პრაქტიკული და შნოიანი იყო, ოთარი – მეოცნებე. დიმას ოჯახს საზოგადოებაში მაღალი სოციალური სტატუსი ეკავა, ოთარის ოჯახს კი თავი ძლივს გაჰქონდა. ცალ–ცალკე ორივესთან ვმეგობრობდი და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ორივე მიყვარდა, თუმცა ბოლომდე ვერ გავრკვეულიყავი, რა გრძნობა იყო ეს. განა შეიძლება ორი მამაკაცი ერთდროულად გიყვარდეს?! გაორებული და საშინლად დაბნეული ვიყავი.
– თქვენი გული, ინტუიცია რას გკარნახობდათ?
– დიმა მიზიდავდა და მაინტერესებდა, როგორც პიროვნება და მამაკაცი. ოთართან კი თითქოს მეტი საერთო მქონდა, მაგრამ მის მიმართ უფრო სიბრალულს ვგრძნობდი. გული მკარნახობდა, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ოთართან უფრო თავისუფალი ვიქნებოდი და კარგადაც ავაწყობდი ურთიერთობას, მაგრამ დიმას დაკარგვაც არ მინდოდა, ვერ ველეოდი.
– მშობლები, ოჯახის წევრები რას გირჩევდნენ?
– ისინი დიმასკენ იხრებოდნენ, ასევე ჩემი მეგობრებიც, ერთის, ნატას გარდა. ის მეუბნებოდა, არავისთვის მეგდო ყური და გულისთქმას მივნდობოდი – როგორ გირჩიო, დედოფლის ყოფას დუხჭირი ცხოვრება ანაცვალო, მაგრამ მგონია, ოთართან კარგ ოჯახს შექმნი, ერთმანეთისთვის ხართ დაბადებულიო.
დიდხანს ვერ ვწყვეტდი, ბოლოს კი უფროსების რჩევას დავეყრდენი და დიმას გავყევი ცოლად. გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ. პირველ ხანებში თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ თანდათან თავი იჩინა ხასიათების შეუთავსებლობამ. ქმრის დაჟინებული მოთხოვნით, სამსახური დავტოვე. გათხოვებამდე მეგონა, ოჯახში მოსამსახურე მეყოლებოდა, მაგრამ თვითონ აღმოვჩნდი შინამოსამსახურის როლში. სამი შვილი დახმარების გარეშე გავზარდე, ქმარსაც ვუვლიდი და დედამთილ–მამამთილსაც არ ვაკლებდი პატივისცემას. კვირაში ერთხელ მაინც, როგორც წესი, დიდ პურმარილს ვშლიდი სახლში – ასეთი იყო ქმრის მოთხოვნა. შინიდან მისი ნებართვის გარეშე არ გავდიოდი. სამაგიეროდ არ მაკლდა ძვირფასი ქურქები, ბრილიანტის ბეჭდები, მანქანით მომსახურება, თეატრებსა და საჯარო წვეულებებზე ოჯახთან ერთად დემონსტრაციულად სიარული. ხშირად, საქმეებით დაღლილ–დაქანცულს, ამის თავი არც მქონდა, მაგრამ მეტი გზა არ იყო, ჩემი ქმრის ამბიციებს სხვაგვარად ვერ დავაკმაყოფილებდი. ბოლოს, ამ ყველაფრის შედეგად, მივხვდი, რომ, მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ბედნიერებისგან შორს ვიყავი.
– ალბათ არადელიკატურია ამ კითხვის დასმა, მაგრამ გათხოვების შემდეგ ოთარის მიმართ რა განწყობა დაგრჩათ?
– როდესაც გადავწყვიტე, დიმას გავყოლოდი, ოთარი ჩემი თვალსაწიერიდან გაქრა, ნათესავმა წაიყვანა რუსეთში და ჩვენი კონტაქტიც შეწყდა.
– და როცა გააცნობიერეთ, რომ ქმრის ხელში ბედნიერი არ იყავით, მაშინ?
– ბუნებით ძალიან ერთგული ვარ და ჩემი მოვალეობა ღრმად მაქვს შეგნებული. მართალია, ჩემი ქმარი თავად უარს არ ამბობდა ფარულ სატრფიალო ურთიერთობებზე და ალბათ შანსს არ უშვებდა ხელიდან, მაგრამ ჩემი მხრივ თუნდაც ფიქრით ღალატიც კი არ დამიშვია.
– გრძნობდით ქმრისგან ღალატს?
– ქალი ყოველთვის გრძნობს, რამდენად ერთგულია მისი ქმარი. ტემპერამენტიანი, საკმაოდ ვნებიანი მამაკაცი რომ აღარ მოგეფერება, სხვებს უღიმის და შენ მხოლოდ თვალებს გიბრიალებს, სხვა ქალებს იუმორს აფრქვევს, შენ კი მსუბუქ ხუმრობაზეც გიბღვერს, სუნამომოპკურებული გადის შინიდან და საეჭვოდ იგვიანებს – ეს უკვე საგანგაშო სიგნალია. თანაც ჩემი ქმარი თბილისში ცნობილი ფიგურაა და ცხადია, არაფერი დაიმალება.
– თქვენ ამაზე როგორ რეაგირებდით?
– ჩემს რეაგირებას ყოველთვის სკანდალი მოჰყვებოდა ხოლმე, რასაც შვილები ძალიან განიცდიდნენ. მათ გამო ვცდილობდი, კონფლიქტისთვის შეძლებისდაგვარად თავი ამერიდებინა. ამასთან, დიმა გიჟი მამა იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუნდაც შვილების გამო ოჯახს არ დაანგრევდა.
– ოთარი თქვენს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა?
– სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ჩვენი ოჯახური ურთიერთობა კრიზისულ ფაზაში შევიდა. რუსეთიდან ახალი ჩამოსული გახლდათ, მაღაზიაში შემთხვევით შემხვდა. ძალიან შეცვლილიყო. ფულიც ეშოვა და ცხოვრებაც აეწყო, მაგრამ ცოლი ჯერ კიდევ არ ჰყავდა... გაგიჟდა, რომ დამინახა, სიხარულისგან აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. ბოლოს იქვე ერთი ფრანგული ძვირადღირებული სუნამო მიყიდა, რომელიც ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა. ტაქსამდე მიმაცილა და გამომიშვა. სახლში სუნამო გადავმალე, ქმრის წინაშე "დანაშაულის გრძნობისთვის" რომ თავი დამეღწია. მას შემდეგ ოთარი დრო და დრო მირეკავდა ხოლმე, შეხვედრას მთხოვდა, ვისაუბროთო, მაგრამ ცივად ვიცილებდი.
– ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?
– გატეხილი გული, შელახული თავმოყვარეობა, ქმრისგან სამარცხვინო ღალატი და მარტოობა. მხოლოდ ჩემი შვილები მასულდგმულებენ, მაგრამ ისინი უკვე დიდები არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ, ორი მათგანი უკვე დაოჯახებულია. მე, როგორც ძველი თაობისა და "ჩამორჩენილი" აზროვნების ადამიანი, მათ მხოლოდ "სასწრაფო დახმარებასავით" ვჭირდები. შვილები ჩემი ცხოვრების აზრია, მაგრამ ხანდახან საშინელ მარტოობას ვგრძნობ.
– ქმრისგან სამარცხვინო ღალატი ახსენეთ და განსაკუთრებული რა ჩაიდინა?
– 45 წლის კაცმა თავისი ქალიშვილის დაქალთან, 22 წლის გოგონასთან გააბა რომანი. ეს უკვე კულმინაცია იყო, საშინელი სკანდალი გვქონდა. ჩვენი ქალიშვილი ძალიან განიცდიდა და მამის დანახვაც არ უნდოდა. ამის გამო გავცილდით ერთმანეთს. ახლა დიმას სხვა ქალი ჰყავს ცოლად, ბიზნესლედი. შვილებს ყურადღებას არ აკლებს, მაგრამ მე მისთვის თითქოს არ ვარსებობ და არც არასოდეს მიარსებია.
– ახლანდელი გადმოსახედიდან როგორ შეცვლიდით თქვენს ცხოვრებას?
– ღმერთმა სულიერი კრიზისის დროს ოთარი მომივლინა და მე ის არ მივიღე. ამიტომაც დავისაჯე.
– ფიქრობთ, რომ ქმარ–შვილის უზომოდ ერთგულ ქალს შეგეძლოთ, სხვა მამაკაცის გამო მეუღლე მიგეტოვებინათ და ეს რომ არ გააკეთეთ, ამაში იდანაშაულებთ თავს?
– ურთიერთობა მაინცდამაინც ინტიმს ხომ არ გულისხმობს? არ უნდა მეთქვა უარი ოთართან მეგობრობაზე. ქალს თავისი პატარ–პატარა საიდუმლოებები უნდა ჰქონდეს, ამით არაფერი შავდება, პირიქით, მეტ ინტერესს, შარმს, თავდაჯერებულობას სძენს.
– რატომ ფიქრობთ, რომ ცხოვრება დამთავრდა? ბალზაკის ასაკის ქალმა შეიძლება ახალი და უფრო საინტერესო ცხოვრება შექმნას.
– გეთანხმებით, მაგრამ მე არ ვარ იმ კატეგორიის ქალი, ვინც ახალგაცნობილთან რომანს გააბამს. ერთადერთი ადამიანი, ვისზეც უარს არ ვიტყოდი, ოთარია, მაგრამ მან უკვე სამი წელია, ცოლი მოიყვანა, შვილიც ჰყავთ. როდემდე დამელოდებოდა? დარწმუნებული ვარ, დღემდე ვუყვარვარ, მაგრამ იმისთვის, რომ თავს ვუშველო და ჩემი მარტოობა შევავსო, სხვის ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამ.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 