| ქალი და მამაკაცი |

ჩემი შვილის გამო საშინლად ვიტანჯები
ჩემი შვილის გამო საშინლად ვიტანჯები
გადავწყვიტე გიამბოთ ამბავი, რომელიც ჩემს ოჯახს გადახდა. მე გახლავართ 50 წლის ქალბატონი. ჩემს გარშემო ბევრი პრობლემაა. მართალია, ჩემს მეუღლესთან ერთად გატარებული თითოეული დღე ბედნიერება იყო, მაგრამ შვილმა ეს ყველაფერი დამავიწყა. ახლა მხოლოდ მისი ცხოვრებით, მისი ტკივილით ვცხოვრობ. ღმერთმა ერთადერთი ქალიშვილი მარგუნა, ისიც ძალიან დამეჩაგრა. ნინი ქორწინებიდან ათი წლის თავზე გაგვიჩნდა. მანამდე შვილი არ გვყავდა. არ ვიცი, როგორ შევძელით მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაინც ბედნიერები ვიყავით. ალბათ, იმიტომ, რომ უდიდესი რწმენა გვქონდა, რომ შვილი როდესმე აუცილებლად გაგვიჩნდებოდა. მართლაც ისმინა ღმერთმა ჩვენი ნატვრა და ათი წლის თავზე გოგონა გვეყოლა. იგი ნინოობის დღესასწაულზე დაიბადა და ესეც სასწაული იყო. ახლობლები, ნათესავები ყველანი გახარებულნი იყვნენ ჩვენი ამბით. ნინი ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა, ძალიან წყნარი იყო. ისე გავზარდე, ერთხელაც არ შევუწუხებივარ. მე და ჩემი მეუღლე თავს ვევლებოდით ჩვენს ერთადერთ შვილს და ვანებივრებდით. ასე ბედნიერად ვცხოვრობდით ჩვენ სამნი, სანამ თავს დიდი უბედურება დაგვატყდებოდა. ჩემი მეუღლე ორმოცი წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცავალა. ამის მიზეზი ვერაფრით დავადგინეთ. აბსოლუტურად ჯანმრთელი კაცი იყო. ძლივს გადავიტანე მისი სიკვდილი. ძნელია, როცა იცი, რომ შენი საყვარელი ადამიანი ამქვეყნიდან მიდის და მარტო რჩები. მისგან მხოლოდ პატარა ნინი დამრჩა. არადა, ის ოცნებობდა იმ დროზე, როცა მისი გოგონა გაიზრდებოდა. სულ იმას ამბობდა, ნეტავ, მის ბედნიერებას მომასწრო და მეორე დღეს მოვკვდეო. საწყალი ამას ვერ მოესწრო და ნაადრევად დაგვტოვა. ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ, ღმერთმა ასე გადაწყვიტა, რომ შვილის ტანჯვას არ მოსწრებოდა.
საქმე იმაშია, რომ ჩემი ნინი ოთხი წლის წინ ავტოავარიაში მოყვა მეგობრებთან ერთად. მანქანაში სულ ხუთნი ისხდნენ, ორი გოგონა და ერთი ბიჭი ადგილზევე დაიღუპნენ, მხოლოდ ჩემი გოგონა და თემო (მისი საქმრო) გადარჩნენ. იმ დღეს ნინის დაბადების დღე იყო, ოცდახუთი წელი შეუსრულდა და გადაწყვიტა, ეს დღე თავის მეგობრებთან ერთად აეღნიშნა. ერთ–ერთ რესტორანში იქეიფეს. იმ სუფრაზე ნინის საქმროც იმყოფებოდა და, როგორც გითხარით, საბედნიეროდ, გადარჩა. ზამთარი იყო, ყინავდა, თოვდა კიდეც და ეს გახდა ავარიის მიზეზი. ნამდვილი საშინელება იყო. მართალია, ჩემი შვილი გადარჩა, მაგრამ მისი მეგობრები დაიღუპნენ. ის ბავშვები საკუთარი შვილებივით მიყვარდნენ და ძალიან განვიცადე. თემო ორ დღეში გამოწერეს საავადმყოფოდან, მხოლოდ პატარა მოტეხილობები ჰქონდა. ნინი კი, ათი დღე ძალიან მძიმედ იყო, შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმები მისი გადარჩენის იმედს არ გვაძლევდნენ, მე მაინც მტკიცედ მწამდა, რომ ის გადარჩებოდა. მე და მისი საქმრო ღამეებს ვათენებდით რეანიმაციასთან. მთელი სანათესავო მოდიოდა და, ფაქტობრივად, მისამძიმრებდა, მე კი მაინც სასწაულის მჯეროდა, რადგან ნინი სწორედ სასწაულმა მაჩუქა. მართლაც გადარჩა ჩემი გოგონა, ნელ–ნელა კომიდან გამოვიდა და პალატაშიც გადმოიყვანეს. სწორედ ამ დროს შემთხვევით მოვკარი ექიმების ლაპარაკს ყური, რომ ეს გოგონა ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვებაო. ამის გაგონებაზე ძალიან ცუდად გავხდი, მეტყველების უნარი დავკარგე და ერთი დღე გათიშული ვიყავი. მერე ექიმებმა ამიხსნეს, რომ ამის საშველი არსებობდა და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ნინი ჩვეულბრივ გაივლიდა. ცოტა იმედი მომეცა. ნინი გამოვწერეთ საავადმყოფოდან, თუმცა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საშინელი დეპრესია დაეწყო, ეტლს ვერ ეგუებოდა. მისი მეგობრების დაღუპვის ამბავს მთელი ერთი თვე ვუმალავდით, მაგრამ მაინც გაიგო და უფრო ცუდად გახდა. ერთადერთი, ვინც ცოტათი მაინც აწყნარებდა, ეს თემო იყო, რომელიც დღე და ღამე მასთან იყო. მისი ოჯახი ამ მძიმე წუთებში გვერდით გვედგა. ნინის თავიდან ვუთხარით, რომ რამდენიმე თვეში ეტლიდან ადგებოდა და ჩვეულებრივ ივლიდა. ერთ დღეს კი გაიგო, რომ მისი ფეხზე დადგომის შანსი ძალიან დაბალი იყო. მართალია, უკვე სამი სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა ხერხემალზე, მაგრამ მისი მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. მე დედა ვარ და სიცოცხლის ბოლომდე იმ იმედით ვიქნები, რომ ერთ დღესაც გათენდება და ჩემი ნინი ისევ ისეთი ლაღი და ჯანმრთელი იქნება. მისი ტანჯვის ყურება ძალიან მიჭირს და ვგრძნობ, რომ ყოველ წუთს, როცა ვუყურებ, როგორ იტანჯება, სიცოცხლე მაკლდება. ორი წელია, ასეთ მდგომარეობაშია. ბუნებით ყოველთვის სუსტი გოგონა იყო და ახლაც არა აქვს იმედი, რომ გამოჯანმრთელდება. საკმარისია, ოთახიდან გავიდე და უკან დაბრუნებულს აცრემლებული მხვდება. შემდეგ კი ორივე ერთად ვტირივართ. ორი წელია ასე გრძელდება და საშველი არსაიდან ჩანს. ექიმები გვპირდებიან, რომ კიდევ ერთი ოპერაციის შემდეგ, ნინი ფეხზე დადგება. სავარაუდოდ, ამ ოპერაციას ერთი წლის შემდეგ გაუკეთებენ. ასპროცენტიან იმედს არ გვაძლევენ, რომ ეშველება. ერთი სული მაქვს, ეს ერთი წელი გავიდეს და ჩემს გოგონას ოპერაცია ჩაუტარდეს. თვითონ უკვე იმედი აქვს გადაწურული და აღარაფრის სჯერა. ამას წინათ მითხრა, უნდა ნელ–ნელა შევეგუო იმას, რომ მთელი ცხოვრება ეტლში გავატარებო. ძნელია, დედისთვის, ასეთ რამეს რომ ისმენს. კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე ამ უბედურებას არ მოესწრო.
თემოც ძალიან მეცოდება, იტანჯება ნინის ყურებით. ერთმანეთი ძალიან უყვართ და ეს ავარია რომ არა, დაქორწინებასაც აპირებდნენ. თემო საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და ერთი წუთითაც არ მიუტოვებია ნინი. ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ გოგო დაინვალიდებულა და შეყვარებულს მიუტოვებია. თემო კი ერთი წუთითაც არ ტოვებს მას, მისი მშობლებიც ხშირად მოდიან ნინის სანახავად. ამ ორი წლის განმავლობაში, დღე არ ყოფილა ისეთი, რომ ჩვენს სახლში არ მოსულიყოს. უნდა ნახოთ, ერთად რომ არიან, როგორ იტანჯებიან. ხშირად ერთმანეთს უყურებენ და ხმას ვერ იღებენ. ნინი სულ ამბობს, არ მინდა თემო დავტანჯო, მე ინვალიდი ვარ და ჩემ გვერდით თავს უბედურად იგრძნობსო. თემო კი ამბობს, ნინის მაინც ცოლად შევირთავ, რა მნიშვნელობა აქვს, ეტლში იჯდება თუ არა, მე ის მაინც უზომოდ მიყვარსო. ჩემი გოგონა ქორწინების წინააღმდეგია. დაიფიცა, თუ არ გამოვჯანმრთელდები, თემოს ცოლად არ გავყვებიო. არ ვიცი, რა იქნება. იმედი მაქვს, ერთი წლის შემდეგ, ყველანი ბედნიერები ვიქნებით. გულში იმედის ნაპერწკალი მაქვს, რომელიც არ ქრება და არც მინდა, რომ ჩაქრეს. იმ ავბედითი დღის შემდეგ, ხშირად დავდივარ ეკლესიაში. მანამდეც ეკლესიურად ვცხოვრობდი. ახლა კი, მთლიანად უფალს ვარ მინდობილი. ღმერთის მჯერა და მის მიერ მოვლენილი სასწაულის იმედით ვცოცხლობ. უფალს მხოლოდ ერთ რამეს შევთხოვ ხოლმე, რომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ფეხზე დადგეს. ოღონდ ამას მომასწროს და მერე თუნდაც მოვკვდე. არ მინდა, ასე იტანჯებოდეს, მას ხომ არაფერი დაუშავებია.
თეონა კენჭიაშვილი

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 