| ქალი და მამაკაცი |

"მოძალადე ქმარი მეცოდება და ვერ ვშორდები"
ბავშვობის სიყვარული, რომელიც სატანჯველად იქცა
მას სიცოცხლით სავსე, ნაპერწკლებიანი თვალები და მომხიბლავი ღიმილი აქვს. სასიამოვნო მოსაუბრეს, ნაზსა და ჰაეროვანს ვერც კი შეატყობთ, მეუღლის გვერდით რა მძიმე ცხოვრება უწევს. ადრეულ ასაკში სიყვარულით გათხოვდა. რთული წლები განვლო, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა შეჭირვებიდან გამოსულს ცხოვრება უნდა დაელაგებინა, მისი ოჯახური ყოფა საშინელ ტანჯვად იქცა. რა სისასტიკე აღარ იწვნია ქმრისაგან: დამცირება, ღალატი, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი... და ყველაფრის მიუხედავად, ოჯახის დანგრევაზე მაინც არ ფიქრობს. რა გზა გაიარა და როგორ ახერხებს ფაქიზი ბუნების მქონე მშვენიერი ქალბატონი ფიზიკური და სულიერი ბალანსის აღდგენას, ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი, 30 წელს გადაცილებული მარიამი თავად გვესაუბრება.
მარიამი:
– მე და ჩემი ქმარი 7 წლიდან ერთმანეთის გვერდით ვიზრდებოდით, თანაკლასელები ვიყავით. რომ წამოვიზარდეთ, ის ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, 2 წლის შემდეგ დროებით თბილისში ჩამოვიდა. თანაკლასელთან ბინაში ახალ წელს ვზეიმობდით. შეიძლება ითქვას, მაშინ ჩვენი ხელახალი გაცნობა მოხდა, ჩემით დაინტერესდა, შინ გამაცილა, ტელეფონის ნომერიც გამომართვა. რამდენიმე თვის შემდეგ კი საბოლოოდ დაბრუნდა რუსეთიდან და ჩვენი სიყვარულის ამბავიც დაიწყო.
– როგორ გთხოვათ ცოლობა?
– მისი ნათესავები ოჯახში ჩემი ხელის სათხოვნელად რომ მოვიდნენ, ჩემი მშობლები დათანხმდნენ. 18 წლისა გავთხოვდი. ერთი წლის თავზე ბავშვი შეგვეძინა. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა გვქონდა, შეგვეძლო პატარა ბავშვებივით რაღაც წვრილმანზე გვეკამათა. ბუნებით გულჩვილი ვარ და ყველაფერზე ვტიროდი. ისეთი ნაზი ვიყავი, მეგონა, პრობლემებს ვერასოდეს გავუმკლავდებოდი, მაგრამ თურმე ძალიან ძლიერი ვყოფილვარ.
– განსაცდელები აძლიერებს ადამიანს. ალბათ თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა...
– ვერ წარმოიდგენთ, რა გზა გავიარე. ჩემი ბიჭუნა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა რძე გამიშრა. მაშინ ჩემი მშობლები რუსეთში იყვნენ და ვერ მეხმარებოდნენ. მე და ჩემი ქმარი არ ვმუშაობდით. შინ მოხუცი ბებია და პაპა გვყავდა. მეუღლის სახლში ვცხოვრობდი და ეზოში თხებს და იხვებს ვუვლიდი... ბავშვობა კორპუსის ბინაში გავატარე და თანაც მშობლები ხელისგულზე მატარებდნენ. ამ პირობებში გაზრდილს, თხები ყოველ დილით საძოვარზე გამყავდა, რომ საღამოს მომეწველა და ბავშვი რძით გამომეკვება. მეორე ბავშვის გაჩენა ჩემი ქმრის გამო გადავწყვიტე, მეგონა, გოგო იქნებოდა – ჩემს ქმარს ქალიშვილი უნდოდა ძალიან, მაგრამ ისიც ბიჭი დაიბადა. ფინანსურად უკვე მშობლებიც შემეშველნენ. ჩემმა ნათესავებმა ჩემი ქმარი სამსახურში მოაწყვეს, გზაზე დააყენეს.
– ზოგჯერ მამაკაცს ბავშვივით სჭირდება თანადგომა – უნდა დაუჯდე, ესაუბრო, დაარიგო, მოეფერო, დაუყვავო, პრობლემების გადასაჭრელად მიმართულება მისცე... თქვენ თუ ახერხებდით ქმართან ასეთ ურთიერთობას?
– როცა პრობლემები ჰქონდა, ჩემი ქმარი ჩემზე იყრიდა ჯავრს. იქამდე არ მიშვებდა, რომ დავხმარებოდი. თუმცა მაინც ხედავდა ჩემს ღირსებას და მეუბნებოდა ხოლმე, ერთადერთი შენ მყავხარ, ვინც არ მიღალატა, სხვებს ან ფულის გულისთვის ვუნდივარ, ან საქმისთვისო. შემდეგ გარე–გარე სიარული დაიწყო, სმას მიჰყო ხელი და აგრესიულიც გახდა. თავისი შემოსავალი სხვის ოჯახში მიჰქონდა და სხვა ქალს ახმარდა. ერთხელ, დედის დღეზე ბავშვები მოვაწესრიგე, მოვამზადე, მეგონა, ჩემი ქმარი სადმე წაგვიყვანდა, მან კი რესტორანში "სხვისი დედა" დაპატიჟა... ჩემმა ნათესავებმა მისი უდიერი ქცევები რომ გაიგეს, აიძულეს, სამსახური დაეტოვებინა. უკვე სამი წელია, შინ ინტენსიურად ნასვამი ბრუნდება და ჩხუბობს.
– ის თქვენი ქმრისთვის ე.წ. შემთხვევითი ქალი არ არის?
– შემთხვევითი არ არის, თუმცა ადრე სხვა ქალიც ჰყავდა... ჩემი ქმარი ბუნებით ძალიან ერთგულია და თუ ერთ ადამიანში ჩადებს გრძნობას და მზრუნველობას, მერე, ეტყობა, იქიდან გამოსვლა უჭირს. თავიდან რამდენიმე წელი ჩემი ერთგული იყო. ერთხელ რომ გვერდზე გადადგა ნაბიჯი, მერე და მერე ღალატი უფრო გაუადვილდა. საოცარია, რომ ყველა ქალს, ვისთანაც რომანი ჰქონდა, ჰყავს შვილი და თანაც – გოგონა. შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა ან თავად არჩევს ამ კრიტერიუმით, არ ვიცი... მე რომ გოგონა არ მყავს, მაძახებს ხოლმე. ბიჭებს სათვალავში არ აგდებს. არადა, მესამედ გოგონაზე ვიყავი ფეხმძიმედ, ჩემმა ქმარმა ღამე შინ არ გაათია და ამის გამო სერიოზულად ვიჩხუბეთ, ორსული არ დამინდო და ფეხი მუცელში ჩამარტყა. ნერვიულობაზე დამემართა ჰემატომა, რამაც ბავშვის ზრდას შეუშალა ხელი. 6 თვის ორსულს ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და ბავშვი ვერ გადაარჩინეს... ამ ბოლო დროს ჩვევად ექცა, შინმოსული მაბრაზებს – იმ ქალმა გოგონა უნდა გამიჩინოსო.
– რატომ გელაპარაკებათ ამ თემაზე, იქნებ თქვენთან ცხოვრება აღარ სურს?
– მეუბნებოდა, რატომ ხარ ჩემს სახლში, წადიო. თავის ძმაკაცებშიც მამცირებდა, მაგრამ ასე მგონია, გონება აქვს დაბინდული და ერთხელაც იქნება, გონს მოეგება. ერთხანს ვფიქრობდი, იქნებ ჯობია, გავეყარო–მეთქი, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, მოითმინე, ამ ხნის ოჯახს ნუ დაანგრევო. მისი მარტო დატოვება ძალიან მიჭირს. ალბათ მიყვარს და შეჩვეულიც ვარ მასთან ყოფნას. თავად კი მარტო დარჩენის ნამდვილად არ მეშინია. რამდენჯერ ყოფილა – დილის ოთხ საათზე მოსულა სახლში და შინიდან მაგდებდა, რატომ გძინავს ჩემს სახლშიო, წამოვსულვარ და სკვერში ვმჯდარვარ ზამთარში, ყინვაში, ზოგჯერ სხვის მანქანაში დამიძინია... ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ძალიან მაგრად მცემდა, ისე, რომ ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, 3–4 თვე დალურჯებული ვიყავი. ახლობლები მეუბნებიან, გამოერიდე, ისე არ დაგარტყას, ინვალიდად გაქციოსო.
– ამის მაყურებელ ბავშვებს მამის მიმართ აგრესია არ უვითარდებათ? როცა კაცი ცოლს აშკარად ჩაგრავს, ვაჟიშვილს მამისადმი ფარული ანტაგონიზმი ეუფლება.
– ვიცი, რომ ეს ყველაფერი ბავშვის ფსიქიკაში ილექება. ჩემი ქმარი უფროს ბიჭსაც ცემს. ბავშვებს მამის შიში აქვთ. ჩხუბის შემდეგ ღამეები არ სძინავთ, ჩემი უმცროსი ბიჭი ძილში ყვირის ხოლმე... მამამისს ის უფრო უწევს წინააღმდეგობას. წინ მეფარება, ოღონდ დედას ხელი არ ახლო და მე დამარტყიო...
– და ყველაფრის მიუხედავად, მაინც მზად ხართ, თქვენი ახალგაზრდული ენერგია, ჯანმრთელობა და შვილების ნერვებიც შესწიროთ მამაკაცს, რომელიც ამას არ იმსახურებს? ამ სიტუაციების შემხედვარე ბავშვები განა უფრო ტრავმირებულები არ დარჩებიან, ვიდრე მშობლების გაყრის შემთხვევაში?
– ქმარი მეცოდება, რომ მივატოვო, მეშინია, უარესობისკენ არ წავიდეს. თუ გალოთდება, ჩემს თავს დავაბრალებ. მისი აგრესიის მიზეზს ყოველთვის ჩემს თავში ვეძებ – ალბათ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, ან იქნებ უკეთესი ცოლი უნდოდა–მეთქი. თავადაც მეუბნება, შენ ვერ გამიგეო. ვგრძნობ, გულის სიღრმეში ჩემ მიმართ გრძნობა აქვს, მაგრამ ისეთ რამეს იტყვის და აკეთებს, თითქოს ვიღაცამ შეცვალა რობოტივით.
– იქნებ თქვენთან ორმაგი თამაში უჭირს ან იმ ქალის ზეგავლენის ქვეშაა, ვისთანაც რომანი აქვს?
– არაფერს გამოვრიცხავ. ის ქალი ჩემს სამსახურთან ახლოს მუშაობდა. ჩემი ქმარი მას მანქანით აკითხავდა და ასეირნებდა, ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა. ერთხელ ბავშვმაც მითხრა, დედიკო, ის ქალი დამიჯდა წინ, მამიკოს გვერდით და ლამის მუშტი დავარტყიო... ერთ დღეს ქმართან ნაჩხუბარი ვიყავი და ამიტომ ჩემს მშობლებთან წავედი. ჩემს ქმარს ის ქალი სახლში მოუყვანია და ღამით ჩემს საძინებელში დაუტოვებია, თანაც ჩემს სამზითვო საწოლში. ჩემი ვაჟის სპორტულები ეცვა თურმე – მეზობელს უნახავს და მითხრა. ამ ფაქტმა კინაღამ გამაგიჟა. იმ ქალს დავურეკე, ტელეფონზე მისი დედა შემხვდა და ისე გამომლანძღა, თითქოს მე ვართმევდი მის ქალიშვილს ქმარს და არა პირიქით. მერე თვითონ იმ ქალს დაველაპარაკე ადამიანურად, ქალურად, ჩემს სახლში როგორ გაათიე ღამე, ეს როგორ გააკეთე–მეთქი. ისე მელაპარაკა, თითქოს მე უკანასკნელი ქალი ვიყავი, თვითონ – უპატიოსნესი... მარტო ის ფიქრი, რომ იმ ქალს ჩემს საწოლზე ეძინა, მანადგურებს. ალბათ ჩემი კეთილი ბუნების გამო ღმერთი მეხმარება, ამდენს რომ ვუძლებ.
– იმ მძიმე პირობებში, რომელშიც ცხოვრობთ, როგორც ქალი, როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას?
– როგორი განერვიულებული და ნამტირალევიც უნდა ვიყო, მეორე დილას ახალი ცხოვრება იწყება ჩემთვის. აუცილებლად უნდა დავიბანო, თან ყველაფერი უარყოფითი ჩამოვირეცხო, შეძლებისდაგვარად წავიდე სალონში და თავი მოვიწესრიგო, თმა დავივარცხნო, გავიკეთო მაკიაჟი და შეიძლება მერე შინიდან არც კი გავიდე, მაგრამ თავი კარგად და ამაყად ვიგრძნო. ხელის ჩაქნევა არ მჩვევია და ცხოვრებას არ ვნებდები. ამით ვძლიერდები. ჩემს ქმარს ესეც აღიზიანებს – არაფერს იკლებო, შენ ხომ ქალი არ ხარ, ნეტა ვის სჭირდებიო, მეუბნება ხოლმე და ამით ჩემში ქალის, პიროვნების დათრგუნვას ცდილობს. გარეგნულად ვერავინ შემატყობს, რა დარდს ვატარებ. ვამაყობ, რომ ასეთი ვარ. სხვა ჩემს ადგილას ფიზიკურად და სულითაც დაეცემოდა – ან სადმე გაიქცეოდა, ან გაბოროტდებოდა. მე კი ყველაფერს ვუძლებ და არასდროს მშურს სხვისი ბედნიერების.
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 