| ქალი და მამაკაცი |

ძლიერი ქალის სინანული
"რაღაც დავაკელი ამ გრძნობას, ალბათ გამბედაობა..."
არიან ჩვენ გვერდით მშვენიერი ქალები, რომლებიც ღმერთმა ყველაფრით დააჯილდოვა – სანდომიანი გარეგნობით, კეთილი ბუნებით, ინტელექტით. შრომისმოყვარეობის, ნიჭის და ცოტა იღბლის წყალობითაც, აქვთ სულიერი და მატერიალური კომფორტი, საზოგადოება, ირგვლივმყოფები პატივს სცემენ... ეს თითქმის სრული პირობაა ბედნიერებისთვის, მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ისინი მარტონი არიან, ცხოვრების გზას თანამგზავრის გარეშე მიუყვებიან. არადა მათი გული გახსნილია სიყვარულისთვის.
ჩვენი რესპონდენტი – 40 წელს გადაცილებული, სასიამოვნო, იუმორით სავსე, მეცნიერი ქალბატონი, მარიამი გვიმხელს, რომ ბევრჯერ ჰყვარებია. ყოფილა დიდ და ღრმა განცდებშიც, მაგრამ არც ერთი ეს ისტორია ქორწინებით არ დაგვირგვინდა...
მარიამი:
– ჩემი მარტოობის უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მამაკაცებთან ურთიერთობაში ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ. ბრძენი პაპიდა მყავდა, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდას მეუბნებოდა, გოგო, ცოტა დაუკელი, დაუკელიო... არ მესმოდა, რა უნდა დამეკლო, თითქოს არაფერი იყო დასაკლები, ისეთს არაფერს ვითხოვდი, უბრალოდ კაცი უნდა ყოფილიყო ღირსეული, განათლებული და უშიშარი. 40 წლის ასაკამდე ვერ მივხვდი, რომ მატერიალურ მხარესაც ჰქონდა მნიშვნელობა. ყოველთვის შეყვარებული ვიყავი და ეს გრძნობა მყოფნიდა, იმის იქით კი ვერაფერს ვალაგებდი. მიყვარდებოდა, სანამ დავინახავდი, რას წარმოადგენდა ჩემი სიყვარულის ობიექტი. ერთი სიტყვით, "ვერ დავუკელი". როგორც ჩანს, იდეალურ მამაკაცს ველოდი...
– გვიამბეთ თქვენს ისტორიებზე, რატომ არ "გაამართლა" არც ერთმა მამაკაცმა?
– სერიოზული ისტორიებიც მქონდა და შედარებით მსუბუქიც. ჩემთვის საკმარისი იყო, ბიჭს რაიმე სახის ნიჭი გამოევლინა, მაგალითად, მუსიკალური, რომ შემყვარებოდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ერთ–ერთ კურორტზე დასასვენებლად ყოფნისას, ბიჭი შემიყვარდა. ეს ურთიერთობა თბილისშიც გაგრძელდა. მაშინდელი ახალგაზრდები დავდიოდით პარკში, კაფეში, გამოფენებზე... ჩვენი შეხვედრების ძირითადი ადგილი კი კინოთეატრი იყო. ჩემი გრძნობა მის მიმართ ხანმოკლე გამოდგა. ერთხელ მითხრა, კარგი ფილმი ვნახე, მაგრამ სათაური არ მახსენდება, რაღაც დონ–ით იწყებაო... როცა მივხვდი, რომ ის დონ ჟუანს გულისხმობდა და 23 წლის კაცს ეს ნაწარმოები წაკითხული არ ჰქონდა, მის მიმართ ინტერესი დავკარგე.
მაშინდელი ახალგაზრდებისთვის, მით უფრო ჩემს წრეში, ნაკითხობა და განათლება მთავარი იყო, ამიტომ ამ პიროვნების მიმართ გული გამიცივდა. ის ძალიან თბილი, მაგრამ გაუნათლებელი ბიჭი იყო. თვითონ იოლად ვერ დამთმო და წლების განმავლობაში მირეკავდა, ვერ ხვდებოდა, რაში იყო საქმე, რამ ამიცრუა გული. მე კი იმის გააზრებაც მზარავდა, თუ "ვისთან" მქონდა საქმე. მოგვიანებით ახლობლები მეხუმრებოდნენ, მოჰკითხე ახლა კაცს დონ ჟუანიო... მოკლედ, შემეძლო ასე მყისიერად "გავციებულიყავი".
– ყველა მამაკაცი, ვინც შეგხვდათ, ინტელექტთან და წიგნებთან მწყრალად იყო?
– იყო ჩემს ცხოვრებაში ინტელექტუალური ადამიანიც, ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით, მაგრამ ეს გრძნობა მისი მხრიდან მხოლოდ სიმპათიის და პატივისცემის დონეზე დარჩა. ვერ ვიტყვი, ჭკვიანი ქალი ვარ–მეთქი, ამაზე ცოტა სხვა აზრი მაქვს, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ კაცებს გონიერი ქალების ეშინიათ. როგორც ჩანს, გრძნობდნენ, რომ ჩემთან შედარებით მათ უპირატესობას ვერ ვხედავდი.
– უკაცრავად ამ კითხვისთვის, მაგრამ რამდენჯერ გყვარებიათ?
– ერთხელ ჩამოვწერე სია და სამოცამდე მამაკაცის მიმართ მქონდა გრძნობა. მქონია სამდღიანი, ერთკვირიანი გატაცებები. იყო ეფემერულიც და ხანგრძლივი გრძნობებიც, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ერთი არ იყო ნამდვილი სიყვარული. ჩემი აზრით, რაღაც დავაკელი ამ გრძნობას, ალბათ გამბედაობა...
– საინტერესო ფენომენია, ასე უფრო მამაკაცებს ემართებათ ხოლმე.
– ქალი ასეთი მკაცრი არ უნდა იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ არაქალური ვარ, ანუ ქალური სირბილე მაკლია.
– როგორ დაახასიათებთ თქვენთვის მისაღებ, სასურველ მამაკაცს, როგორი უნდა იყოს?
– ყოველთვის ველოდი ჭკუით და ენერგიით ჩემზე ძლიერ კაცს, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია, მაგრამ თანატოლად მაინც ხომ უნდა გრძნობდე თავს?! ჭეშმარიტი მეგობრობა ერთ სიმაღლეზე ვითარდება, ასეა სიყვარულშიც. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ, დიდი სიყვარულის მიუხედავად, ადამიანს დაშორდე, მაგრამ არის პრინციპები, რასაც ურთიერთობაში გვერდს ვერ აუვლი. იმასაც ვიტყვი, რომ კაცს უნდა შეეძლოს ქალის სისულელეებზე ხუმრობა და მისი პატიებაც. ქალს არ უნდა შეეჯიბროს. მამაკაცს ვერ ვპატიობ უჭკუობას, სისულელეს, ქარაფშუტობას. ალბათ ეს არის მაქსიმალიზმი. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რა მაგრები ვართ ქალებიო, გვერდით მაინც გვჭირდება ძლიერი მამაკაცი. ნამდვილი მამაკაცი არ გაგეჯიბრება, შენი სიძლიერე მოეწონება, სისუსტეს გაპატიებს.
– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ სერიოზული და ხანგრძლივი სიყვარულის ისტორიაც გქონდათ...
– იმ გრძნობამ სერიოზული ტრავმა მომაყენა, ამიტომ მასზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ჩვენი ურთიერთობა არ შედგა ალბათ იმის გამო, რომ შესაფერისები არ ვიყავით, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაც იყო. თუმცა დღესაც მჯერა, რომ ნამდვილ სიყვარულს ბარიერები ვერ იჭერს, ვერც ასაკობრივი, ვერც სოციალური, ვერც ეთნიკური და ა.შ. ალბათ ნამდვილი სიყვარული არ იყო...
– ტკივილად დარჩა თქვენს ცხოვრებაში?
– არა, ტკივილმა 14–15 წლის შემდეგ გაიარა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე იმ ხნის მანძილზე არ შემეძლო, ვინმე შემყვარებოდა.
– ალბათ ქვეცნობიერად მაინც ხელს გიშლიდათ.
– არა, ხელს არ მიშლიდა, მაგრამ იმ პიროვნების შემდეგ ნამდვილად აღარ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდებოდა. ალბათ უკვე დიდი ვიყავი და იმიტომ. კიდევ ერთი ადამიანის მიმართ მქონდა სერიოზული გრძნობა. ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა, ლექსებს ვუწერდი და სულ ეს იყო. ჩვენი ურთიერთობა ამაზე შორს არ წასულა. მან მკითხა, სადმე რომ დაგპატიჟო და ჩემთან დარჩენა გთხოვო, უარს ხომ არ მეტყვიო. კი–მეთქი, ვუპასუხე. ვერ ვიტყვი, რომ ვნებებისგან თავისუფალი ვიყავი, მაგრამ მე არ შემეძლო მამაკაცთან სრულყოფილი ურთიერთობა. ალბათ ეს ჩემი აღზრდის ბრალი იყო. 35–36 წლის ასაკშიც ასეთი ინფანტილური ვიყავი, ისევე, როგორც ჩვენი ქალების უდიდესი ნაწილი. ვერ ვიტყვი, ეს კარგია თუ ცუდი. ამაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ცალსახად ვერაფერს ვამბობ.
– ამჟამად მარტოხელა ქალის როლში თავს როგორ გრძნობთ?
– კარგად. მაქვს ჩემი ინტერესების სფერო, საყვარელი საქმიანობა, მეგობრები, ოჯახი... ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ სრულყოფილი ქალი არ ვარ. ვერ განვიკითხავ ადამიანებს, რომლებიც ქორწინების გარეშე აჩენენ შვილებს. პატივს ვცემ, ვისაც ღირსეულად შეუძლია ამ გზაზე სიარული და ვინც შვილსაც ღირსეულად გაზრდის.
– ზოგადად ქალწულობის ინსტიტუტის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?
– ამ თემისადმი გაორებული დამოკიდებულება მაქვს. არც ქალიშვილობა მიმაჩნია სიწმინდედ და არც მისი დაკარგვა – უწმინდურობად. შექსპირის სიტყვებს მოვიშველიებ: "მარტო მთვარეს რომ გადუშალოს ქალმა გულმკერდი, უბიწოებას თვისას იგი მითაც შებღალავს". რამდენად შეიძლება იყოს წმინდა თანამედროვე ქალიშვილი, რომელიც უყურებს პორნოფილმს და თავისდაუნებურად ამგვარი ურთიერთობის ვირტუალური მოწმე ხდება?! ძნელია იყო ქრისტიანი, ტრადიციაც შეინარჩუნო და თანამედროვე ადამიანიც გერქვას. საერთოდ ძნელია ქალობა, მაგრამ არც კაცობაა ადვილი. ზოგადად ადამიანობაა ურთულესი ტვირთი და მისი ზიდვა ყველას არ შეუძლია.
ნანა კობახიძე

კავშირი ტეგთან: ქრისტიანი

კავშირი ტეგთან: ადამიანი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 