| ქალი და მამაკაცი |

ბედის საჩუქარი – გვიან ნაპოვნი მეორე ნახევარი
"ნამდვილ სიყვარულს გათხოვების შემდეგ შევხვდი"
ერთმანეთისთვის დაბადებული ადამიანები გუმანით გრძნობენ სულიერ სიახლოვეს. ზოგჯერ მათი გზები იკვეთება, ზოგჯერ კი – აცდენილია. ხანდახან ერთმანეთს პოულობენ, ხან კი გვერდს უვლიან ან სხვადასხვა მიზეზის გამო განგებ არიდებენ თავს. წესით, გვერდიგვერდ უნდა იყვნენ, არადა სხვასთან არიან... ზოგჯერ, ბედნიერ შემთხვევაში, ისეც ხდება, რომ დაცილებულები მოგვიანებით კვლავ შეიყრებიან და ჰარმონიულად აგრძელებენ ცხოვრებას.
ჩვენმა რესპონდენტმა, ქალბატონმა ნატომ, თავისი ცხოვრების მაგალითზე ასეთი რამ გვიამბო:
– მე და გუგა ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული, მაგრამ მას თავის დროზე ვერ შევხვდი, მოგვიანებით გავიცანი. შეხვედრისთანავე მივხვდი, ის ადამიანი იყო, რომელიც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. მასაც იგივე განცდა დაეუფლა, მაგრამ ორივე დაოჯახებული ვიყავით და ამიტომ შეერთებაზე არ გვიფიქრია, დიდ და ღრმა ურთიერთობას გავურბოდით. სამწუხაროდ, ნამდვილ სიყვარულს გათხოვების შემდეგ შევხვდი.
ამასობაში მრავალი წელი გავიდა. მე ქმარმა მიმატოვა, ის – ცოლმა. ბედმა კვლავ შეგვყარა ერთად და ეს შანსი ხელიდან აღარ გავუშვით. დღეს, როცა უკვე ასაკით ნახევარ საუკუნეს გავცდით, ერთად ვართ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. გულდასაწყვეტია, რომ ამაზე თავის დროზე არ გვიფიქრია. მორალური პასუხისმგებლობა ამის საშუალებას არ გვაძლევდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდული წლები ორივემ სხვა ადამიანებს შევალიეთ (მეწყვილეებს ვგულისხმობ). ჩემს შვილებს სხვა მამა ჰყავთ, მის შვილს – სხვა დედა, საერთო შვილი კი ვეღარ გვეყოლება.
– მოდით, თავიდან დავიწყოთ, პირველ ქმარს სიყვარულით გაჰყევით?
– ჩემს ქმარს, ვაჟას, პირველივე ნახვიდან თავდავიწყებით შევუყვარდი. ჩემს ფანჯრებთან ათენებდა და აღამებდა. მაშინ სტუდენტი ვიყავი, რაიონიდან ჩამოსული, ბიძასთან და ბიცოლასთან ვცხოვრობდი. ბიძაჩემი მძღოლი იყო, შორეულ რეისებში დადიოდა და უმეტესად შინ არ იყო, ამიტომ ჩემზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბიცოლამ აიღო. სულ მეუბნებოდა, თბილისში უნდა გაგათხოვო, ისეთ პრინცს გაგაყოლებ, შენ რომ შეგეფერება, ისეთ ბედში ჩაგაგდებ, ყველა შემოგნატროდესო. თავად მცირეწლოვანი შვილები, ბიჭები ჰყავდა და ჩემზე სული ელეოდა, პრინცესასავით თავს მევლებოდა.
ვაჟას ამბავი რომ გაიგო, კატეგორიულად დამიწუნა – ნორმალური ბიჭი გოგოს ფანჯრებთან არ გაათენებს, შენი შესაფერისი არ არისო. ჩვენს სახლთან დგომას უკრძალავდა, ლანძღავდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ მე საპასუხო გრძნობა არ გამჩენოდა. ამასობაში პირიქით მოხდა. ამდენ უსამართლო ლანძღვაში ვაჟას მიმართ სიბრალული გამიჩნდა, რომელიც გრძნობაში გადაიზარდა. ვაჟა არ სწავლობდა, მაგრამ მუშაობდა და წესიერ ახალგაზრდად ითვლებოდა. ოჯახიც ნორმალური ჰქონდა. ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით და ბოლოს გავიპარეთ. ბიცოლამ ერთი მაგარი ისტერიკა მომიწყო და ბოლოს შემირიგდა, რა ექნა, ძალიან ვუყვარდი. ამ ამბავს ჩემი მშობლები უფრო იოლად შეხვდნენ.
– რატომ ვე აეწყო ოჯახური ცხოვრება, ქმართან ურთირერთობაში რატომ არ გაგიმართლათ?
– ვაჟა უპრობლემო ბიჭი გახლდათ, მასთან ურთიერთობის დალაგება რთული არ იყო, თან ძალიან ვუყვარდი და სულ თვალებში მიყურებდა. მამა არ ჰყავდა, მის ოჯახს დედა და უფროსი და განაგებდნენ. ჩემს მულს აუწყობელი პირადი ცხოვრება ჰქონდა, ქმარს გაცილებული იყო. ვერ იტანდა, მისი ძმა რომ თავს მევლებოდა და ამის გამო გესლიან რეპლიკებს მესროდა ხოლმე. ჩემი დედამთილი უფრო შეგნებული ქალი ჩანდა, მაგრამ თავის ქალიშვილს ბევრ რამეში ხელს აფარებდა, ალბათ სიბრალულის გამო.
წყნარი და უთქმელი ვიყავი, მულს არ ვეპასუხებოდი და წყენას გულში ვინახავდი, არც ქმართან მიმქონდა ენა. ფეხმძიმედ რომ დავრჩი, ჩემი მული კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აუტანელ სიტუაციაში ჩავვარდი. უფრო მგრძნობიარე გავხდი, ხშირად ჩუმად ვტიროდი. დაქალს შევჩივლე და მან მირჩია, გულს ნუ იხეთქავ, დედამთილს ან ქმარს უთხარიო. ვიფიქრე, ვაჟა დის წინააღმდეგ რატომ წავაქეზო–მეთქი და დედამისს ვუთხარი, როგორც ასაკით უფროსს და დაღვინებულს.
ჩემი დედამთილი, რომელიც ჩემ მიმართ თითქოს დედაშვილურად იყო განწყობილი, აილესა. ეგონა, ქალიშვილს ვუჩაგრავდი და ცილს ვწამებდი. ოჯახში აშკარა უსიამოვნებები დაიწყო. მული თავს მესხმოდა, დედამთილიც ზურგს უმაგრებდა. ერთხელ ვაჟაც შეესწრო ჩვენს კამათს. სჯეროდა, სიმართლე რომ ჩემს მხარეს იყო, მაგრამ ვერ დამიცვა, დედის და დის წინააღმდეგ ხმა ვერ აიმაღლა. შვიდი თვის ორსული შინიდან წამოვედი და ბიცოლაჩემს მივადექი კარზე. აი, ხომ გეუბნებოდი, მაგ უნამუსოებმა, მადლობის მაგიერ, დამიჩაგრეს ანგელოზივით გოგოო – ძველებურად აპილპილდა ბიცოლა...
იმ ღამით ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, მაგრამ, ღვთის მადლით, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. გოგონა მეყოლა. სამშობიაროში ქმრის ოჯახიდან არავინ მომაკითხა, მხოლოდ ვაჟა დარბოდა დღეში სამჯერ. როცა გამომწერეს, ბიცოლამ წამომიყვანა და მასთან რამდენიმე წელი ვიცხოვრე. ვაჟას იქ არ დაედგომებოდა, მაგრამ სულ გვაკითხავდა, გვამარაგებდა. იმის საშუალება არ ჰქონდა, ცალკე ბინა ეყიდა, სახლის საკითხს ვერც დედის წინაშე დააყენებდა. ერთი სიტყვით, როგორც კაცი, უსუსური აღმოჩნდა. შემდეგ, როგორც იქნა, გირაოთი აიღო ბინა და გადავედით. მერე მეორე შვილიც შეგვეძინა, ბიჭი, მაგრამ ჩვენში უკვე აღარ იყო ის ურთიერთგაგება, რაც აუცილებელია ცოლ–ქმარს შორის. ქმრის მიმართ გავცივდი. თვითონაც, ყოველდღიურ რუტინაში ჩაბმულს, სიყვარულისთვის აღარ სცხელოდა. ინერციით ვცხოვრობდით.
– გუგა როდის გაიცანით?
– საახალწლო სუფრას ვამზადებდი და რაღაც მასალა დამაკლდა. ვაჟა გვიანობამდე მუშაობდა, ამიტომ სასწრაფოდ მაღაზიაში გავიქეცი, შვილებიც თან წავიყვანე. საჭირო პროდუქტები შევიძინე და უკან გამოვბრუნდი. უმცროსი ბავშვი ხელში ავიყვანე, თან პროდუქტებით სავსე პარკები მეჭირა. ამ ფაციფუცში გასასვლელში უცხო კაცს შევეჩეხე, სიგარეტის საყიდლად შემოდიოდა. პარკი გამისკდა და პროდუქტები დამიცვივდა. კაცი შეწუხდა და მომეხმარა, უმალ ახალი პარკები აიღო და პროდუქტები ჩამალაგებინა, მერე მანქანით შემომთავაზა წაყვანა... სახლამდე მიმაცილა და თან სულ ბოდიშებს მიხდიდა. იმდენად დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მისი სახე კარგად დამამახსოვრდა. მის მიმართ რაღაც შინაურული გრძნობა დამეუფლა, მეგონა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
ივნისში ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა რესტორანში შეუღლების იუბილე, მრგვალი თარიღი აღნიშნეს. სამეგობრო და სანათესაო – თითქმის ყველა დაპატიჟეს. მე ბავშვებთან ერთად ვიყავი (ვაჟამ მოგვიანებით მოგვაკითხა წასაყვანად). უცებ დავინახე, ვიღაც სტუმარი ჩემს ბავშვს ეფერებოდა. ეს ის კაცი იყო, მაღაზიაში რომ შემეჩეხა. რომ დამინახა, მოვიდა და, როგორც კარგი ნაცნობი, ისე გადამკოცნა. "როგორ, თქვენ იცნობთ ერთმანეთს?!" – მკითხა ბიცოლაჩემმა. მოკლედ მოვუყევი ის ისტორია. "ეს, იცი, ვინ არის? ბიძაშენის გარდაცვლილი მეგობრის შვილია, შენთვის რომ მინდოდა, გამერიგებინა. მაშინ მოსკოვში სწავლობდა, მაგრამ ვინ მაცალა, ბატონო, რამე, ადექი და იმ ძუნძგლიან ვაჟას გაეკიდე! ახლა ვხედავ, უჩემოდაც მოგიგვარებიათ საქმე", – აქაქანდა ბიცოლაჩემი. მან ბევრი ლაპარაკი იცოდა, მაგრამ უტყუარი გუმანი ჰქონდა. ის კაცი გუგა იყო.
– მაშინ გუგას ცოლ–შვილი ჰყავდა?
– წვეულებაზე ცოლთან ერთად იყო მოსული. ლამაზი, ინტელიგენტური ქალი იყო, მომეწონა, თუმცა რატომღაც ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს რაღაც წამართვა, ძალიან ჩემეული. ცოლ–ქმარს თავს ვარიდებდი. გუგა კი ჩემდამი ყურადღებას იჩენდა, სულ კონტაქტს ცდილობდა. მოწიწებას და სითბოს ამჟღავნებდა, საცეკვაოდაც გამიყვანა. ცეკვის დროს ჩემი ხელი თავის მკერდთან ჰქონდა მიდებული. ძალიან ვღელავდი, მისი შეხებისას რაღაც კიდევ უფრო ჩემეულს ვგრძნობდი.
– გუგასთან ასე რომ ცეკვავდით, მისი ცოლი არ ეჭვიანობდა?
– მიკვირდა, რომ ის ქალი ქმარს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. შამპანურის ბოკალით ხელში ცალკე ერთობოდა. ბოლოს სასმელიც მოეკიდა. არც გუგა იტვირთავდა თავს ცოლის მომსახურებით. გვიან გავიგე, რომ მათ ასეთი ცოლქმრობა ჰქონდათ – თავისუფალი, ფორმალური... სიყვარული არ აკავშირებდათ. ქალს ქმრის მიმართ ანგარება ამოძრავებდა, გუგასთვის კი ცოლი მხოლოდ ოჯახის დიასახლისი, შვილის დედა იყო და მეტი არაფერი. მათი ქორწინება საკონტრაქტო გარიგებას ჰგავდა.
მე და გუგა წლობით ამგვარ სულიერ სიცარიელეში ვცხოვრობდით ჩვენს ოჯახებში. იმდენად მივეჩვიე ასეთ ყოფას, რომ უკვე წესად ვთვლიდი. მეგონა, ურთიერთობაში ეს პრაგმატულობა ცოლქმრული თანაცხოვრების გარდაუვალი შედეგი იყო. თურმე ვცდებოდი, თურმე შეიძლება მეუღლის გვერდითაც სავსე და საინტერესო ცხოვრება გქონდეს. მაშინ ქმართან თანაცხოვრებისას ერთი მთავარი მიზანი მქონდა – შვილები გამეზარდა. როცა ბავშვები სრულწლოვანები გახდნენ და თავიანთ გზაზე წავიდნენ (ორივე დაოჯახდა), მერე ვიგრძენი ქმრის გვერდით მარტოობა, მთელი ჩემი ყოფის უსუსურობა.
ცუდ დღეში ჩავვარდი. ამას დაემატა ისიც, რომ ვაჟას ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა. ჩემთან კი ამის დამალვა ვერ შეძლო – ისე იყო ყურებამდე შეყვარებული, ეს განცდა თითოეულ მის მოქმედებაზე აისახებოდა. მე მისთვის ისტერიკა არ გამიმართავს, უბრალოდ გავუგე. ბოლოს მიხვდა, რომ ამით მეც მტანჯავდა, საკუთარ თავსაც, იმ ქალსაც და მასთან წავიდა. ყოველგვარი უსიამოვნების და საქმის გარჩევის გარეშე დავცილდით.
– სანამ ქმარს გაშორდებოდით, იმ წვეულების შემდეგ გუგასთან შეხვედრები არ გქონიათ?
– გუგას კიდევ რამდენჯერმე ზედიზედ შევხვდი, ხან ბიცოლასთან, ხან ქუჩაში, ერთხელ თეატრშიც ვნახე. მერწმუნეთ, ეს სრულიად შემთხვევით ხდებოდა. ბოლოს, ერთ საღამოს, ყავაზე დამპატიჟა და უარი ვერ ვუთხარი. დაგვაღამდა, საუბარს გვიანობამდე შევყევით და თავს გამოვუტყდი, რომ მასთან დაშორება არ მინდოდა. ალბათ მანაც შემატყო, არ ვიცი... ბოლოს მანქანით სახლამდე მიმაცილა და სანამ გადმოვიდოდი, გულში ჩამიკრა. გრძნობამ ამიტანა და ერთმანეთს ვაკოცეთ. მერე ჩემი საქციელის ძალიან შემრცხვა და უკანმოუხედავად გამოვიქეცი. როცა ადამიანს მეორის მიმართ გრძნობა უჩნდება, თავშეკავება ძნელია. თუ ეს აკრძალული გრძნობაა, ჯობია, გაექცე და იმ ადამიანთან ყოველგვარ ურთიერთობას განერიდო. ასეც მოვიქეცი. გუგა ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ არაფერი გამოვიდოდა.
– ერთმანეთს ხელახლა მაშინ შეხვდით, როცა ორივეს ოჯახები დაგერღვათ და, ასე ვთქვათ, თავისუფალი იყავით. თუ შეიძლება ამაზეც გვიამბეთ.
– ბოლო რამდენიმე წელი გუგა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მისი ქალიშვილი იქ გათხოვდა. შემდეგ გუგამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ცოლი აღარ გამოჰყვა, საქართველოში დაბრუნებას ქმართან გაყრა არჩია.
ერთხელ, ისევ საახალწლოდ, სუპერმარკეტში შევედი, შვილიშვილისთვის საჩუქრებს ვეძებდი. როდესაც ვეებერთელა სათამაშოს ასაღებად დავიხარე, ვიღაცა ხელებზე შემეხო და მომეშველა. ნაცნობი შეხება ვიგრძენი და გული ამიჩქროლდა. ავხედე – ეს გუგა იყო. ორივემ ერთმანეთს კითხვით სავსე თვალები შევაგებეთ, ერთმანეთის მარტოობა შევიგრძენით. ახალი წელი ერთად გავატარეთ. მას შემდეგ ხუთი წელია, ერთად ვართ და, რაც მთავარია, თავს მშვიდად ვგრძნობთ.
– თქვენი შვილები (რძალი და სიძეც გყოლიათ) როგორ შეხვდნენ ამ ასაკში თქვენს ასეთ გადაწყვეტილებას?
– სხვათა შორის, დიდი გაგებით და თანადგომით. მართალი გითხრათ, გული მწყდება, რომ მე და გუგამ ამდენი წელი დავკარგეთ, ერთმანეთის გარეშე გავატარეთ. ჩვენი შეხვედრა განგების ნებით მოხდა და საბოლოოდ ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ერთად დავრჩით. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ნანა კობახიძე

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 