| ქალი და მამაკაცი |

ეჭვებით სამჯერ დანგრეული პირადი ბედნიერება
უნდობლობით და ეჭვებით სამჯერ დანგრეული პირადი ბედნიერება
"ქრისტიანს ბედისწერის არ უნდა სწამდეს, მაგრამ იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, სხვა სახელს ვერ დავარქმევ. ეს ნამდვილად ბედისწერის შედეგი იყო. სამჯერ მქონდა შანსი, ოჯახი შემექმნა – სამ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან სამივე შემთხვევა სხვადასხვა სიტუაციაში ვითარდებოდა, მაგრამ იმედგაცრუების მიზეზი საერთო იყო", – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ორმოც წელს გადაცილებული, ქალბატონი დიანა.
ბრძენს უთქვამს – ადამიანის ხასიათი არის მისივე ბედი. რამ გამოიწვია ჩვენი რესპონდენტის რეალობა – გარდაუვალმა ბედისწერამ თუ ხასიათის სისუსტემ? ეს თავად განსაჯეთ.
დიანა:
– ჩემი პირველი რჩეული ჩემივე ასაკის ბიჭი იყო. ერთმანეთი სკოლიდან გვიყვარდა. მასწავლებლებიდან დაწყებული თანაკლასელებით დამთავრებული, ყველა მეუბნებოდა, რომ ის ჩემი შესაფერი არ იყო და მის ხელში ბედნიერი არ ვიქნებოდი, მაგრამ მე უსაზღვროდ მიყვარდა. გარდატეხის ასაკში ძნელად აღსაზრდელად ითვლებოდა. თავზეხელაღებულ ბიჭებთან მეგობრობდა. ერთადერთი ნათელი წერტილი, ვისიც სწამდა და უჯერებდა, მე ვიყავი. ვეხმარებოდი სწავლაში თუ მასწავლებლებთან ურთიერთობაში. სკოლა რომ დავამთავრეთ, მე უმაღლესში მოვეწყვე, მან "თავისუფალი მოქალაქეობა" აირჩია. პირველ კურსზე ძალიან დაკავებული ვიყავი და თითქოს დავკარგე მასზე კონტროლი. ვგრძნობდი, რომ რაღაცეებს მიმალავდა. ერთხელაც წავკამათდით და აღარ ველაპარაკებოდი, მის სატელეფონო ზარებს არ ვპასუხობდი...
– ვინ გადადგა შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი?
– მეზობლის დაბადების დღეზე ვიყავი. იქ ერთი ჩემი თანაკლასელი ბიჭიც იყო მიწვეული. მოულოდნელად იმ ბიჭმა მთხოვა, შეყვარებულთან ვიჩხუბე, შერიგება მინდა და გეხვეწები, მცირე ხნით გამყევიო. უარი ვერ ვუთხარი. შევედით ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ბიჭის ბინაში. იქ კი მისი სატრფოს ნაცვლად ჩემი შეყვარებული დამხვდა. თურმე ეს სცენარი ერთმანეთში დაუგეგმავთ. იმ ბიჭებს წასვლა და ჩვენი მარტო დატოვება უნდოდათ, მაგრამ ვთხოვე, არ წასულიყვნენ. ჩემს შეყვარებულთან ვისაუბრე, ურთიერთობა გავარკვიეთ და შევრიგდით. სანამ ვლაპარაკობდით, კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. იმ ჩემი კლასელი ბიჭის დედა იყო, ვინც ეს შეხვედრა მოაწყო. აუ, დედაჩემს აქ რა უნდა, მაგის წიოკის თავი არ მაქვსო, თქვა და კარი არ გაუღო. ქალმა კინაღამ კარი ჩამოიღო, იმდენი რეკა, აბრახუნა და მერე წავიდა. მისთვის მეზობლებს უთქვამთ, შენმა ბიჭმა ვიღაც გოგო შეიყვანა ბინაში და ჩაკეტილები არიანო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ საქმე მეზობლებმა გააფუჭეს. გაჩაღდა მითქმამოთქმა და ჩემს რეპუტაციას ჩირქი მოსცხეს, ბინაში სამ ბიჭთან ერთად იყო ჩაკეტილიო. ამან ჩემი შეყვარებულის მშობლების ყურამდე მიაღწია... ჩემზე ისეთი საშინელი ჭორები მესმოდა, რომ ვგიჟდებოდი და მე თვითონ მრცხვენოდა. ერთი სიტყვით, იმდენი ქნეს, შეყვარებულს დამაშორეს.
– ნანობთ, რომ თქვენი ურთიერთობა დამთავრდა?
– ვნანობ, რომ ასე დამთავრდა და არა იმას, რომ საერთოდ დასრულდა. იმ ბიჭთან მე მაინც არ ვიქნებოდი ბედნიერი. ჩემთან ურთიერთობაში ამის მერეც შეეშალა რაღაც...
– მეორე შემთხვევაში რა მოხდა, რატომ არ გაგიმართლათ?
– მეორედ სტუდენტობის პერიოდში შევუყვარდი ერთ ძალიან ზრდილ და ჩამოყალიბებულ ვაჟს. განათლებით და კარგი ოჯახიშვილობით გამოირჩეოდა. მის მიმართ სიმპათიები მქონდა. ოჯახურ ცხოვრებაზე მელაპარაკებოდა, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. მისი ოჯახის წევრებიც გავიცანი. ერთი სიტყვით, საცოლესავით ვყავდი. ჩვენი ამბავი ყველამ იცოდა.
როცა უკვე საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, ასპარეზზე ჩემი პირველი შეყვარებული გამოჩნდა. ამ ამბავმა მის ყურამდეც მიაღწია და გადაწყვიტა, ჩაეშალა. საერთო ნაცნობი იპოვა და ჩემს საქმროს მისწვდა. არ ვიცი, ასე რამ გააბოროტა, მე ხომ მასთან ურთიერთობა ჩემი ნებით არ გამიწყვეტია. ავი ძაღლის ამბავი ხომ გაგიგიათ, ალბათ ასე დაემართა.
– ყოფილმა შეყვარებულმა თქვენს საქმროს უარყოფითი ინფორმაცია მიაწოდა?
– დაწვრილებით მოუყვა ჩვენი ისტორია, საკუთარი ინტერპრეტაციით. ღმერთმა უწყის, რა უთხრა. ჩემი საქმრო იმავე საღამოს შემხვდა და მკითხა, რატომ მიმალავდი, რომ სკოლის წლებში შეყვარებული გყოლიაო. უბრალოდ იმ ამბის გახსენება ჩემთვის დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული, წარსულის კარი გამოკეტილი მქონდა და არ მინდოდა მისი გახსენება. ჩვენ შორის არც არაფერი მომხდარა ისეთი, რომ მისი დამალვა ცოდვად ჩამთვლოდა, მაგრამ საქმროს უნდობლობის ჭია შეუჩნდა. მე კი მისგან ძალიან მეწყინა, რომ მისთვის ვიღაც უცხო კაცის ნათქვამმა ერთმა სიტყვამ უფრო მეტი ძალა იქონია, ვიდრე მთელმა ჩემმა პიროვნებამ. საქმროს დარწმუნება ვეღარ შევძელი, მივხვდი, რომ ამ ადამიანთანაც ბედნიერი ვერ ვიქნებოდი და დავშორდი.
– მესამედ რაღა მოხდა?
– უკვე ოცდაათ წელს ვიყავი გადაცილებული, ერთ საწარმოში დავიწყე მუშაობა. თანამშრომელ მამაკაცს შევუყვარდი, შეიძლება ითქვას, თაყვანს მცემდა. იმ კაცს ცოლ–შვილი ჰყავდა, მაგრამ ოჯახში არეული სიტუაცია ჰქონდა. მის მიმართ გრძნობა მეც გამიჩნდა, რასაც ძალიან განვიცდიდი, არ მინდოდა სხვა ქალის ცოდვაში ჩამედგა ფეხი... მპირდებოდა, რომ ოჯახში სიტუაციას მოაგვარებდა და ცოლად მომიყვანდა. ეს ამბავი კი გაჭიანურდა.
ჩვენს სიყვარულს ვმალავდით, მხოლოდ ჩემმა ორმა მეგობარმა გოგომ იცოდა, ერთი მათგანი ჩემი თანამშრომელი იყო. როგორც ჩანს, მან ეს ამბავი თავის განყოფილებაში გაამჟღავნა და იმ განყოფილების უფროსი, ქალებთან ურთიერთობაში გამოცდილი, უფროსი ასაკის მამაკაცი გადამეკიდა. შეიძლება ცოლშვილიან კაცთან ურთიერთობის გამო თავქარიან ქალადაც მოვეჩვენე, არ ვიცი... დამიწყო ფლირტი და მინიშნებები ჩემი შეყვარებულის უარყოფით მხარეებზე. ვცდილობდი, მისი სიტყვები ყურადღების მიღმა დამეტოვებინა. მერე ირონიასა და სარკაზმზე გადავიდა. მას თავად აუწყობელი პირად ცხოვრება ჰქონდა, ცოლგანაშვები იყო და შურდა ის, რომ მასზე ბევრად ნაკლებმა, თანაც ცოლშვილიანმა მამაკაცმა, ანუ ჩემმა შეყვარებულმა, ისეთი გამორჩეული გოგო მოინადირა, როგორიც მე ვიყავი.
– იმ კაცის შესახებ შეყვარებულს არაფერი უთხარით?
– თავიდან ვუმალავდი, მამაკაცები ერთმანეთთან რომ არ დამეპირისპირებინა, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავსო, ხომ გაგიგონიათ. ჩემმა შეყვარებულმა გაიგო და იმის მაგივრად, რომ მისთვის საკადრისი მიეზღო და მორიგი შემოტევებისგან დავეცავი, პასუხი მე მომთხოვა, ქალმა უფლება რომ არ მისცეს, კაცი ამდენს არ გაბედავსო, ანუ მე დამადანაშაულა. დაიწყო საშინელი ეჭვიანობა, რამაც ძალიან დამთრგუნა.
– როგორც წესი, ქალი თუ საბაბს არ მისცემს, ნორმალური მამაკაცი მისკენ ნაბიჯს არ გადადგამს. იქნებ მართლაც თქვენი სისუსტე იყო, რომ ის კაცი ამდენს გიბედავდათ?
– ურთიერთობებში რბილი ვიყავი. გარდა ამისა, იმ კაცს, ასაკობრივი ზღვარის გამო, მამასავით ვუყურებდი და ვერ ვეპასუხებოდი.
– და კვლავ თქვენდამი უნდობლობა გახდა ამ ურთიერთობის რღვევის მიზეზი?
– დიახ, ასე იყო. ამ ეჭვიანობებმა ჩვენ შორის ურთიერთობა დაძაბა და გააფუჭა. ის ღირსება, რაც ჩვენი სიყვარულის მთავარი ნიშანი იყო, დაეცა და გაისვარა. მერე თავისთავად მოხდა ისე, რომ ერთმანეთს დავშორდით.
– როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში იყო უნდობლობის და ეჭვიანობის მთელი კასკადი, რამაც ყოველ ჯერზე ბედნიერებაში ხელი შეგიშალათ. იქნებ მიზეზი თქვენს ხასიათში იდო და არა – ბედისწერაში, იქნებ რაღაცით იწვევდით მამაკაცთა უნდობლობას ან მათ წინაშე თავის დაცვა გიჭირდათ, ამაზე არ გიფიქრიათ?
– რა თქმა უნდა, ამას ჩემი ხასიათიც განაპირობებდა. რაღაცას ვაკლებდი ან ვაჭარბებდი. იმაზე არ ვპასუხობდი, რაზეც საჭირო იყო. მაინც არა მგონია, იმის ღირსი ვყოფილიყავი, რაც მივიღე. ჩემი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ სხვანაირი იყო, ისინი კი სხვაგვარად რეაგირებდნენ. მათ ზედმეტად ვენდობოდი, ისინი კი უნდობლობით მპასუხობდნენ. თავის დაცვა ახსენეთ და, არ მესმის, რატომ უნდა დამჭირვებოდა, როცა უდანაშაულო ვიყავი?!
– ახლა როგორ აფასებთ თქვენს მარტოხელა ცხოვრებას?
– ორმოცი წლის ასაკამდე ძალიან გამიჭირდა, მერე შევეგუე. ამ საკითხზე აღარც ვფიქრობ და არც რაიმეს შეცვლა მინდა. სრულებითაც არ არის ცუდი, როცა საკუთარი თავის ბატონ–პატრონი ხარ და სხვისთვის გამუდმებით ახსნა–განმარტებების მიცემა არ გიწევს, თუ რატომ მოიქეცი ასე და არა – სხვაგვარად... ცხოვრება გარკვეულ გამოცდილებას გაძლევს და ხვდები, რომ ადამიანს მარტოობის არ უნდა ეშინოდეს.
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

პროკურორი ქალის სატკივარი
"მე ვარ დედა, რომელმაც შვილს ბედნიერება ხელიდან გამოგლიჯა"
"ქალს მოსწონს რაღაც დოზით კაცის მხრიდან ძალადობა"
”მაპატიოს მამამ, მაგრამ ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რაც სწორად მიმაჩნია”

"რასაც ჩემი ყოფილი საყვარელი აკეთებს, არაკაცობა ჰქვია"
სხვისი ცოლის ბადეში გახლართული კაცი
ძმაკაცისთვის დათმობილი პირველი სიყვარული 

"დედამ ჩემი ქალიშვილი ამიმხედრა და პირადი ცხოვრების უფლებას არ მაძლევენ"
"მიყენებს – ვიყენებ" – ახალგაზრდა ქალის და ხანდაზმული კაცის "სიყვარულის" ფორმულა
"სხვისი რძალდედამთილიანის მოსმენამ ჩემი ანგელოზი დედამთილი კინაღამ შემაჯავრა"
ჩემი საქმროს გარდაცვლილი საცოლე სიზმრებში მეცხადებოდა
სექსის კომპლექსმა გოგონას ოჯახი დაუნგრია
”სიზმრები მტანჯავს და თვითმკვლელობისკენ მიბიძგებს”
ჩემი ნება რომ იყოს, ამ პატარა გოგო-ბიჭებს დაქორწინებას საერთოდ ავუკრძალავდი
ლოთი მამის შვილობა იმ იარლიყივით არის, რომელსაც ვერასდროს მოიშორებ
დედაშვილობაში ჩატეხილი ხიდი – "ჩემი ქალ–ვაჟის საქციელი გულს მიხეთქავს" 