| ქალი და მამაკაცი |

რაზე მიგანიშნებენ თქვენი ძვირფასი სამკაულები
ქვის ფერის შეცვლა ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე მიუთითებს
ბოლო დროს ფერადი ქვებისგან დამზადებული სამკაულები განსაკუთრებით მოდური გახდა. მათი არჩევისას ძირითადად სილამაზეს აქცევენ ყურადღებას, ქვის ხარისხსა და შემადგენლობას კი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ ქვები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც შეიძლება იყოს და მავნეც. სწორად შერჩეულს ადამიანისთვის ბევრი კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია.
გარკვეული ქვების დახმარებით ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე არაკეთილსასურველი ცვლილებების დროულად აღმოჩენაა შესაძლებელი. ბევრ ქვეყანაში ქვებით თერაპია (სტოუნთერაპია. სტოუნ – ინგლ. ქვა.) გავრცელებული მეთოდია და მას სამკურნალო ცენტრებში იყენებენ. ტიბეტური მედიცინაც ქვით თერაპიაზეა აგებული.
საქართველოში ქვების სამკურნალო თვისებებს გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ზაურ ქოქრაშვილი სწავლობს. იგი გვიამბობს იმის შესახებ, კონკრეტული ქვების ტარებამ რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ადამიანებს.
ზაურ ქოქრაშვილი:
– ქვას თავისი ენერგეტიკა აქვს. ჩვენს წინაპრებს ყოველივე ეს გათავისებული ჰქონდათ. საქართველოში ხატი არ არის, რომ ქვით არ იყოს დამშვენებული. ხატის ისედაც სასწაულმოქმედ ძალას ქვის სამკურნალო თვისებებით ამდიდრებდნენ. ასეთია მარტვილის ხატი, თამარის ჯვარი, რომლებიც არაჩვეულებრივი ზურმუხტებით, იაგუნდებითა და მარგალიტებით, ანუ ბრწყინვალე სამკურნალო თვისებების მატარებელი ქვებით არის მოჭედილი. სხვათა შორის, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გეოლოგიის თვალსაზრისითაც გენიალური ნაწარმოებია. მასში აღწერილი და განხილულია იმდროინდელი ყველა ძვირფასი, პატიოსანი ქვა.
– ქვების სამკურნალო თვისებების შესწავლა როდის გადაწყვიტეთ?
– 1990 წელს ჩინეთში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი მინერალოგიაში და პირველად მსოფლიო ისტორიაში გეოლოგიამ, ანუ მინერალოგიამ, ქვის სამკურნალო თვისებები მეცნიერების რანგში აიყვანა. ამის შემდეგ დავინტერესდი, ქართველები ამის შესახებ რა ინფორმაციას ვფლობდით. ჩემდა გასაოცრად, ხელნაწერთა ინსტიტუტში ზღვა მასალა აღმოჩნდა. ჩემი პროფესიით უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. წლების მანძილზე ალჟირში ვმუშაობდი. იქ რუსულენოვანი ბიბლია შევიძინე და მაშინ გავიგე, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ნახსენები იყო ძვირფასი ქვები. ძველ აღთქმაში პირველ მღვდელმოწამე აარონს 12 ქვა აქვს, რომელზეც ამოტვიფრულია მოსეს 12 ძის სახელი. დავიწყე ქართულ, ბერძნულ, ინგლისურ, ფრანგულ, სომხურ და არაბულ ენებზე არსებული ბიბლიის შესწავლა და აღმოვაჩინე, რომ ქვების დასახელების მხრივ ქართულ თარგმანში უამრავი შეცდომაა დაშვებული. აარონის ქვებია – სარდიონი, ტოპაზი, ზურმუხტი, იაგუნდი, საფირონი, იასპი, ლიგვრიონი ანუ ქარვა, აქატი, ამეთვისტო, ძოწი, მარჯანი, ბივრილი და ფრსხილი ანუ ონიქსი.
– მოდით, კონკრეტულად ქვების "ცოცხალ" თვისებებზე ვისაუბროთ. როცა ქვა ფერს იცვლის, ეს რაზე მიანიშნებს?
– ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში არასასურველი ცვლილებები ხდება. მაგალითად, ზურმუხტი თუ გაშავდა, უნდა იცოდე, რომ ეს განგაშის სიგნალია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვამ დადებითი ენერგეტიკა დაკარგა და დაავადებული ორგანიზმისგან უარყოფითი შეიძინა. ყველა პატიოსანი თვალი დადებითი ენერგეტიკის მატარებელია. ის ცოცხალი არსებაა და ადამიანის ბიოველთან კონტაქტისას მასზე დადებითად მოქმედებს. გაშავებული ზურმუხტის მფლობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს, რადგან ქვის ფერის შეცვლა ორგანიზმში მიმდინარე სახიფათო პროცესებზე მიანიშნებს.
– განსაკუთრებით რომელი ქვებია ადამიანისთვის სასარგებლო?
– პატიოსანი თვლები ანუ აარონის ქვები. მათგან კი უმჯობესია ის ქვა ატაროს,რომელიც მის დაავადებას უხდება. მაგალითად, მთის ბროლი შესანიშნავია კუჭის წყლულის, მჟავიანობის, წვის მოსარჩენად. თუ მთის ბროლს წყალში ჩადებთ და მერე ნადგომ წყალს დალევთ, ამ დაავადებებზე შესანიშნავად იმოქმედებს. ამ ქვას ჭრილობების სამკურნალოდაც არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს, რადგან მას ულტრაიისფერი სხივების გარდატეხა შეუძლია.
– მართალია, რომ სხვისი ნახმარი სამკაულის ტარება ახალი პატრონისთვის სასიკეთო არ არის?
– ქვას ავადყმოფი თუ ატარებდა, მაშინ სამკაულის მყიდველი შეიძლება ზუსტად იმავე სენით დაავადდეს, რაც მის პატრონს ჰქონდა. ერთმა ქალბატონმა კიბოთი გარდაცვლილი ქალის ბეჭედი მომიტანა. ქვა უარყოფითი ენერგეტიკისგან საშინლად იყო დაბინძურებული. გავწმინდე და დადებითი ენერგიით დამუხტული პატრონს უკან დავუბრუნე.
– პატიოსანი ქვების თვისებებზე ასტროლოგიაშიც არის საუბარი. იქ პირდაპირ არის მითითებული, რომელ თვეში დაბადებულმა ადამიანმა რომელი ქვა უნდა ატაროს. რამდენად არის გასათვალისწინებელი ეს რჩევები?
– ასტროლოგიით მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები და ადამიანები იყვნენ გატაცებული და ბევრი სერიოზული ნაშრომიც არსებობს, მათ შორის საქართველოს მეფის, ვახტანგ მეექვსისაც. თუმცა, რასაც ჰოროსკოპებში წერენ, ყველაფერი სარწმუნო არ არის. ზოგან ათასი სისულელე წერია. ერთ რუსულ ჰოროსკოპში წავიკითხე, თითქოს ობსიდიანის ხანგრძლივი ხმარება ადამიანში შიშს იწვევს. 1956 წელს პროფესორ შოთა ადამიას პრაქტიკაზე ფარავნის ტბასთან, მთა ჭიფიანთან ვახლდი. იქ ქვის ხანის დროინდელი ქვის დამამუშავებელი სახელოსნო აღმოჩნდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ქართველური ტომები შუბის, დანისა და ცულების პირებად ობსიდიანს ხმარობდნენ. ობსიდიანის სიმაგრე მოოსის შკალის მიხედვით 7–ია, როცა კარგი სვანური ან ზოლინგის დანის სიმაგრე მხოლოდ 5–ია. ობსიდიანის დანა რომ გაუსვათ ამ დანებს, ღარს დაამჩნევს. ჩვენი წინაპრები მშიშრები რომ არ იყვნენ, ყველა დამეთანხმება.
– საზღვარგარეთ ქვებით თერაპია საკმაოდ პოპულარულია. თქვენ თუ იყენებთ მას და რამდენად დადებით ეფექტი აქვს?
– რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტი აქვს. ტიბეტური მედიცინა ფერადი ქვებით მკურნალობაზეა დამყარებული. საქართველოში ჯერჯერობით ეს მეთოდი დანერგილი არ არის. მაგალითად, არსებობს მეცნიერება, რომელსაც სერდოლიკოთერაპია ჰქვია. იგი არაჩვეულებრივად მოქმედებს ონკოლოგიურ ავადმყოფებზე. სერდოლიკს ანუ სარდიონს განსაკუთრებული გამოსხივება აქვს, რომელიც დადებითად მოქმედებს დაავადებულ ჯირკვლებზე. ერთხელ ჩემთან ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი მოვიდა. მას ზოგჯერ შეტევა დღეში 3–ჯერ ემართებოდა. ქვა რამდენჯერმე შევუცვალე. ქვები მისგან დაავადებას იწოვდა, ანუ უარყოფით ენერგიას თავის თავზე იღებდა და შავდებოდა. ზუსტად ისე ვმოქმედებდი, როგორც კარაბადინში წერია და შედეგიც მივიღე. ახლა მას შეტევა თვეში მხოლოდ 2–3–ჯერ ემართება.
– გამოდის, რომ ქალები სამკაულის ტარებით, მათდაუნებურად, ქვებით თერაპიასაც იტარებენ.
– ფაქტია, რომ ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ და თავსაც უკეთ გრძნობენ. ეჭვგარეშეა, რომ ამაში ფერად ქვებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ისინი ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს. მაგალითად, ნეფრიტი თირკმელების დაავადებებზე დადებითად მოქმედებს. სარდიონი, ამეთვისტო სიფხიზლის ქვად ითვლება. ქარვა ჩიყვის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. კარგად შერჩეული ქვით რჩება თავის ტკივილი და უძილობა.
– საქართველოში რომელი პატიოსანი თვლები მოიპოვება?
– კასპის რაიონში ბევრია აქატი. თბილისთან ახლოს, შავნაბადაზე, დათიკას გორაზე ამეთვისტო მოიპოვება. ბოლნისის რაიონი უმდიდრესია ნახევრადძვირფასი ქვებით. იმ რეგიონში მოპოვებულ ქვებს, სადაც ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებით ძლიერი და დადებითი ზემოქმედება შეუძლია, რადგან მათ ენერგეტიკას კარგად შეესაბამება.
– სხვადასხვა ქვით გაწყობილი სამკაულები ყოველ ნაბიჯზე უხვად იყიდება. მათ თვისებებს ვენდოთ თუ არა, რამდენად სასარგებლოა მათი ტარება?
– ბოლო დროს ბაზარი გაივსო უცხოეთიდან შემოტანილი ხელოვნური ქვებით, რომელთაც საშინელი უარყოფითი ენერგია აქვთ. მათ გამოყენებას არ გირჩევდით. ბუნებრივი ქვა ბიოველს არეგულირებს. ბუნებასა და მიწას მოწყვეტილ ქალაქებს ბიოენერგეტიკა განსაკუთრებით აქვთ დარღვეული. საკმარისია, ზღვაზე თუნდაც მცირე ხნით წასვლა და დადებითი ენერგეტიკით დამუხტული ბრუნდები. სანაპიროს ქვები ბიოველს აწესრიგებს.
– პლაჟის ქვებს უამრავი ადამიანი ეხება, ისინი უარყოფითი ენერგეტიკით არ ბინძურდება?
– არა, რადგან ზღვის მიქცევა–მოქცევა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვის ენერგეტიკა არ ბინძურდება და ადამიანს მხოლოდ დადებითი ენერგიით მუხტავს.
– რომ ამბობენ, მარგალიტი ზღვაში უნდა განბანოო, ალბათ ამას გულისხმობენ.
– რა თქმა უნდა. მე "სარკის" მკითხველებს ქვის გაწმენდის მარტივ მეთოდს ვასწავლი. 0,5 ლიტრ წყალში 1 სუფრის კოვზი მარილი ჩაყარეთ. ამ კონცენტრატში ქვა რამდენიმე ხანს გააჩერეთ. მერე ამოიღეთ და სუფთა წყალში გაავლეთ. გარკვეული დროით კი მზეზე დადეთ, რომ იგი კოსმიური ენერგიით გაიჟღინთოს.

კავშირი ტეგთან: ახალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 