| ქალი და მამაკაცი |

კაცი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
კაცი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
როდესაც თურქმენეთში ჩადიხართ, უნებლიეთ ისეთი გრძნობა გეუფლებათ, რომ დრო გაჩერდა და შუასაუკუნეებში აღმოჩნდით, – ნათქვამია რადიო "თავისუფლების" კომენტარში.
რესპუბლიკის დედაქალაქში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით პირველი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის, ვეებერთელა ქანდაკებებს. თურქმენ–ბაში, ანუ თურქმენთა წინამძღოლი – ეს ტიტული მას თურქმენეთის სახალხო კრებამ მიანიჭა. როგორც ჩანს, ბატონ ნიაზოვს ეს არ აკმაყოფილებდა. მალე ამას დაემატა ტიტულები "სერდარი" (ბელადი) და დიდი თურქმენ–ბაში. ნიაზოვს, რომელსაც არმიაში ერთი დღეც არ უმსახურია, მარშლის წოდებაც მიენიჭა.
"ობლები დაკომპლექსებული ხალხია"
საფარმურატ ნიაზოვი (1940–2006) ობლობაში გაიზარდა. მამა ომში დაეღუპა, დედა და ძმები კი – აშხაბადის მიწისძვრის დროს. ის ბავშთა სახლში გაიზარდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. უკვე უფროს კლასებში აქტიური კომკავშირული საქმიანობა დაიწყო. შემდგომშიც მისი კარიერა პარტიულ–კომკავშირული ხაზით წარიმართა.
ნიაზოვი ბავშვობიდანვე საოცრად ფეთქებადი ხასიათით გამოირჩეოდა, იყო პირველი მოსწავლე და პირველი ჩხუბისთავიც, უწყინარი ხუმრობა დაცინვად მიაჩნდა და შეურაცხმყოფელს პირდაპირ ყელში სწვდებოდა ხოლმე. ის უშიშრად ეკვეთებოდა თავისზე უფროს, ღონიერ ბიჭებს და ამარცხებდა მათ.
ნიაზოვის კარიერა თურქმენეთის გეოლოგიის სამმართველოში დაიწყო. ის იქაური პროფკავშირების ინსტრუქტორი გახლდათ. 1962 წელს შევიდა სკკპ–ს რიგებში. მალე გაემგზავრა ლენინგრადში (პეტერბურგი), სადაც წარმატებით დაამთავრა იქაური პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
ის დაჟინებით ცდილობდა კარიერის გაკეთებას, დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა, ვისთანაც გასდიოდა, პრობლემებს მუშტით აგვარებდა, ვისთანაც არა – მლიქვნელობით. პარტიულ სამუშაოზე ნიაზოვმა თავი კარგად წარმოაჩინა. სხვადასხვა დროს იყო აშხაბადის ქალაქკომის მდივანი, ცეკას წევრი, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. როდესაც სსრკ–ში ეროვნულმა ტალღამ იფეთქა, ნიაზოვის წყალობით, ის თურქმენეთზე არ გავრცელებულა:
– მან სასტიკად დაარბია თურქმენეთის სახალხო ფრონტი, – წერს "შლიახ პერემოგი", – გაუსწორდა ყველას, ვინც დამოუკიდებლობას მოითხოვდა.
მიუხედავად ამისა, ნიაზოვი ყველაფერს აკეთებდა, რათა განუსაზღვრელი ძალაუფლებისთვის მოეყარა თავი. სსრკ–ს არსებობის უკანასკნელ წლებში ცენტრის ძალაუფლება დასუსტდა. 1990 წელს ნიაზოვი თურქმენეთის პრეზიდენტი ხდება:
– მან თავად აირჩია საკუთარი თავი, – წერს თურქმენი ოპოზიციონერი კულიევი.
ნიაზოვმა საერთო–სახალხო "არჩევნებში" გაიმარჯვა და მას ამომრჩეველთა 98–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. როგორც ჩანს, მას ეს ეცოტავა, რადგან ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ (1992), ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნიაზოვმა კვლავ გაიმარჯვა, ოღონდ ამჯერად 99,5 პროცენტი მიიღო. ობოლი და დაკომპლექსებული პიროვნებების მსგავსად, ის ახალ–ახალი ტიტულებისკენ მიისწრაფის. 1993 წელს პარლამენტი ანიჭებს მას ყველა თურქმენის მეთაურის (თურქმენ–ბაში) ტიტულს, მოგვიანებით ამას "დიდი თურქმენ–ბაშის" ტიტული დაუმატა. ნიაზოვი მიღწეულით არ დაკმაყოფილდა.
შაჰი თუ პრეზიდენტი?
– შემომაქვს წინადადება, რომ ჩვენს პრეზიდენტს თავისი პოსტი სიცოცხლის ბოლომდე შერჩეს, – ამ წინადადებით თურქმენეთის პარლამენტის სხდომაზე მისი ერთ–ერთი დეპუტატი გამოვიდა, ის მმართველი "დემოკრატიული პარტიის" (ყოფილი კომუნისტური) წევრი იყო.
ნიაზოვი ამას არ დაეთანხმა. თურქმენ–ბაშმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შაჰის ინსტიტუტი შემოეღო, რომელიც მემკვიდრეობით (მამიდან შვილზე) გადაეცემოდა. საამისო ყველა ატრიბუტი თურქმენ–ბაშს გააჩნდა. ის ფლობდა აბსოლუტურ შეუზღუდავ ძალაუფლებას. მას ეკუთვნოდა სასახლეები, ისეთები, რომლებიც შაჰებს არც დაესიზმრებოდათ. ოპოზიცია თურქმენეთში არ არსებობდა, ისევე, როგორც არ არსებობდა არავითარი ოპოზიციური პრესა. არსებული რეჟიმის მცირერიცხოვან მოწინააღმდეგეთა რაზმი მოსკოვს იყო გადახვეწილი.
შაჰობას ნიაზოვს მართლაც არაფერი უკლდა, ალბათ, შაჰის ტიტულსაც მიიღებდა, რომ არა აშშ–ს, რუსეთის, უზბეკეთის, ირანის წინააღმდეგობა. მას ამის თაობაზე შვილთან კონფლიქტიც მოუვიდა, შედეგად ნიაზოვმა შაჰის ტიტულზე უარი განაცხადა, თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტებით, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება რამდენჯერმე გაიზარდა. ამან წამყვანი ქვეყნების (უწინარეს ყოვლისა, აშშ–ს) კრიტიკა გამოიწვია. ამან ნიაზოვი გააცოფა:
– ჭკუას ნუ გვასწავლით! მე უკეთ ვიცი, რა სჭირდება ჩემს ხალხს, სხვაგვარად რომ მოვიქცე, დამამხობენ და ხელისუფლებაში ისლამისტები მოვლენ! მაშინ დაიწყებთ წუწუნს, მაგრამ გვიან იქნება.
თურქმენ–ბაშის "რეფორმები"
ოდესმე ნიაზოვის "რეფორმებზე" ალბათ მთელი წიგნი დაიწერება. ისინი მართლაც გინესის წიგნშია შესატანი.
ნიაზოვის განკარგულებით, დაიხურა მეცნიერებათა აკადემია და კინოსტუდია "თურქმენფილმი".
– ეს არაფრისმომცემი ინსტიტუტებია! – განაცხადებს ნიაზოვი.
გაუქმდა ბალეტი, როგორც "უცხო და მიუღებელი თურქმენებისათვის", ბიჭებსა და გოგონებს აეკრძალათ საზოგადოებრივ ადგილებში გრძელი თმებითა და ჯინსებით სიარული:
– ჩვენში ინერგებოდა დასავლური მოდა, როდესაც ქალი ქალს არა ჰგავდა და პირიქით. ახლა კეთილი ინებეთ და საზოგადოებრივ ადგილებში ეროვნულ ტანსაცმელში გამოცხადდით: გოგონას ნაწნავები უნდა ჰქონდეს, ბიჭს – მოკლედ შეკრეჭილი თმები!
თურქმენეთშო უფასოა წყალი, ელექტროენერგია, სამაგიეროდ, ფაქტიურად გაუქმებულია პენსიები. იმ პენსიონერებს, რომელთაც სრულწლოვანი შვილები ჰყავთ, ამ შვილების და არა სახელმწიფოს კმაყოფაზე უნდა იყვნენ! მარტოხელა პენსიონერებმა კი ბინები სახელმწიფოს უნდა ჩააბარონ და მოხუცებულთა თავშესაფარში გადასახლდნენ! – ბრძნულად დაასკვნა ნიაზოვმა.
თურქმენეთის პრეზიდენტი ამრეზით ეკიდებოდა ხარისხებს, ამიტომაც 1998 წლიდან თურქმენეთში შეაჩერეს საკანდიდატო თუ სადოქტორი ხარისხების გაცემა. უმაღლესში პირველ წელს სტუდენტი თეორიულ ცოდნას იძენს, მეორე წელს – პრაქტიკულს. ნიაზოვის აზრით, ეს სრულიად საკმარისია. ამასთან, თურქმენეთში არ ჭრის უცხოეთში მიღებული არც ერთი დიპლომი. ყველამ, ვინც განათლება თურქმენეთის გარეთ მიიღო, დამატებითი გამოცდა უნდა ჩააბაროს და მის დიპლომს მხოლოდ ამის შემდეგ აღიარებენ. რაც შეეხება ჯანდაცვის რეფორმას, აქ ნიაზოვმა ყოველგვარი რეკორდები მოხსნა:
– თურქმენეთის პრეზიდენტმა დაითხოვა ჯანდაცვის 15 ათასი მუშაკი, მედდები, ფერშლები და ა.შ. მისი აზრით, რაკი სახელმწიფო ამდენ ფულს ხარჯავს ექიმების მომზადებაზე, მათ დამოუკიდებლად, ყოველგვარი მედდის გარეშე, უნდა შეეძლოთ მოემსახურონ ავადმყოფს, – წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
ახირებები და პიროვნების კულტი
ნიაზოვის პიროვნების კულტი სტალინის ეპოქის საუკეთესი ტრადიციების დაცვით მიმდინარეობდა. გაზეთები სავსე იყო მისი სადიდებელი ლექსებით და პიესებით. მასზე დაიწერა მთელი ბიბლიოთეკები, სადაც "ბრძენკაცს", "დიადსა" და ა.შ. უწოდებდნენ. ნიაზოვის ლექსები სასკოლო პროგრამებში იყო შეტანილი. მისი პიესები კი რესპუბლიკის თეატრებში იდგმებოდა და მათ სისტემატურად უჩვენებდნენ ტელევიზიით. პარალელურად, რესპუბლიკა გაივსო თურქმენ–ბაშის გრანდიოზული ქანდაკებებით.
ნიაზოვის შემოქმედების მწვერვალს "რუხნამა" წარმოადგენს. ესაა ორტომიანი წიგნი, სადაც ავტორი ცდილობს, თურქმენი ერის ფენომენი გამოიკვლიოს. ნიაზოვი წერს:
– მე მოვედი იმისთვის, რათა ჩემი ერი დავიხსნა. მე ვარ დიადი უკვდავი სული, რომელმაც თურქმენეთი უნდა განადიდოს.
ეს "სიბრძნე" კარგა ხანს სასკოლო და უმაღლესის პროგრამებში იყო შეტანილი. ადამიანს სამსახურში არ მიიღებდნენ, თუ "რუხნამის" ცოდნაში გამოცდას ვერ ჩააბარებდა.
როგორც ყველა დიქტატორს, ნიაზოვსაც უხვად ჰქონდა ახირებები, რად ღირს თუნდაც ყარა–ყუმის უდაბნოში ზოოპარკის მოწყობა, რაზეც უზარმაზარი თანხა დაიხარჯა:
– ამ ზოოპარკში უნდა იყვნენ პინგვინები, – ამბობდა ნიაზოვი, – მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გლობალური დათბობის ხანაში ეს ცხოველები გადაშენების გზაზე არიან, ჩვენ ყარა–ყუმის უდაბნოში მათ ისეთ პირობებს შევუქმნით, რომ თავს ყველაზე კარგად იგრძნობენ.
ნიაზოვი მოითხოვდა, რომ ყარა–ყუმში ყინულის სასახლე აშენებულიყო, სადაც თურქმენი ბავშვები ციგურებით სრიალს დაეუფლებოდნენ. პრეზიდენტს ეკუთვნის კიფევ ერთი გრანდიოზული იდეა: კოპეტ–დაღის უდაბნოში ვეებერთელა ბაღის გაშენება:
– ბევრი ექსპერტი ამას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია, – ამბობდა ნიაზოვი.
ნიაზოვმა ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტიდან თავისი დედის დაბადების დღეს გადმოიტანა. ფემიდასაც შეუცვალეს სახე და ნიაზოვის დედის სახე მისცეს. თავის მშობლიურ სოფელში ნიაზოვმა გრანდიოზული საგვარეულო აკლდამა ააშენა, სადაც გადმოიტანა თავის დედის, მამის, ძმებისა და ახლობლების საფლავები. ბოლოს კი თავადაც აქ დაიმარხა.
ეპილოგი
– თურქმენეთში ჩასვლისას გიჩნდებათ გრძნობა, რომ დრო გაჩერდა და კვლავ შუა საუკუნეებია, – წერდა ოლეს გონჩარი, – თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს, ნიაზოვმა აშხაბადი ნამდვილ თანამედროვე ქალაქად აქცია, მინიმუმამდე დაიყვანა რუსული გავლენა. თურქმენეთი თავისი გაზის მარაგების წყალობით ყოფილი სსრკ–ს ნამდვილი კუვეიტია, რომელსაც გულწრფელად კარგ მომავალს ვუსურვებ!
ნიაზოვის სიკვდილის შემდეგ, თურქმენეთში მისი კულტის ფრთხილი დემონტაჟი დაიწყო. მისი ზოგიერთი გრანდიოზული ძეგლი აიღეს, "რუხნამა" აღარაა სავალდებულო საგანი. თუმცა, დემოკრატიამდე ჯერ კიდევ შორსაა, ძალიან შორს.
ნიკა თევზაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 