| ქალი და მამაკაცი |

ივანე ჯავახიშვილი დაჭერას სტალინმა გადაარჩინა

მე-20 საუკუნის 20–30–იანი წლები უმძიმესი პერიოდი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილისთვის. ამ პერიოდში სასტიკად იდევნებოდნენ ივანე ჯავახიშვილი და მისი თანამოაზრეები. გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული.
– ბატონო ვახტანგ, როდის და რატომ დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეპრესიები და რა იყო მისი ძირითადი მიზეზი?
– იმდროინდელ ხელისუფლებას სურდა დაერბიათ თსუ, რათა ძველი პროფესურა გაეძევებინათ უნივერსიტეტიდან (მათ შორის, ივანე ჯავახიშვილიც), მაგრამ შემცვლელი კადრები არ ჰყავდათ. არც უნივერსიტეტის დახურვა უნდოდათ. საბჭოთა ხელისუფლებამ გადახედა სტუდენტთა სოციალურ შემადგენლობას. სტუდენტობის უმრავლესობა გამოსული იყო თავადაზნაურთა ფენიდან, ბურჟუაზიიდან, სამღვდელოებიდან, ერთი სიტყვით, შეძლებული ფენებიდან. ხელისუფლების სურვილით, სასწრაფოდ დაიწყო ე.შ. "წითელი პროფესურის" მომზადება. მოსკოვში შეიქმნა "წითელი პროფესურის" ინსტიტუტი. თბილისში უკვე იყო "ბაქოს 26 კომისრის სახელობის კომუნისტური ინსტიტუტი", სადაც სწავლა ხან ერთი წელი იყო, ხან – ორი. ხელისუფლებამ გადაწყვიტა უნივერსიტეტში შემოეშვათ მუშათა და გლეხთა შვილები. მათ წერა–კითხვა არ იცოდნენ, ამიტომ ვერ ისწავლიდნენ. ამიტომ უნივერსიტეტში შეიქმნა მუშათა ფაკულტეტი, ანუ მუშფაკი, სადაც უცოდინარ ხალხს ელემენტარულ განათლებას აძლევდნენ, მერე ჩარიცხავდნენ სტუდენტთა სიაში. საბჭოთა წყობილებამ პირველ წარმატებას მიაღწია მაშინ, როცა შეცვალეს უნივერსიტეტის წესდება (1926 წელს). ივანე ჯავახიშვილი ამით მიხვდა, რომ მას რექტორად აღარ აირჩევდნენ. ამიტომ კენჭიც არ იყარა.
– რა მოხდა ივანე ჯავახიშვილის რექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ?
– მას შემდეგ, რაც რექტორობიდან მოიცილეს ივანე ჯავახიშვილი, უნივერსიტეტში დაიწყო ე.წ. წითელი ლექტორების ხანა. წითელი რექტორები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების ყურმოჭრილი მონები, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც უბრძანებდნენ; წითელი ლექტორები იყვნენ აბსოლუტურად მოუმზადებელნი ასეთი დიდი მისიის შესრულებისათვის. ისინი არ გამოირჩეოდნენ არც ცოდნით და არც ადამიანური თვისებებით. პირველი წითელი რექტორი უნივერსიტეტის იყო თედო (თევდორე) ღლონტი (იგი დაინიშნა 1926 წლის სექტემბერში). ეს ადამიანი გახლდათ სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წევრი. ის უნდა ყოფილიყო ბოლშევიკების მტერი, მაგრამ ალღო აუღო ყველაფერს და ბოლშევიკებს მიეტმასნა. ბოლშევიკებმაც დაუფასეს ამაგი და დანიშნეს რექტორად. 1928 წელს აღნიშნეს თსუ–ის 10 წლისთავი, დაიბეჭდა თედო ღლონტის საიუბილეო წერილი, სადაც წერდა: "ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა დააქციეს და გაანადგურეს თსუ, ახლა კი ჩვენ გვიწევს თსუ–ის აღორძინება". ეს იყო ნიშანი იმისა, რომ უნდა დაწყებულიყო შეტევა ჯავახიშვილზე და მის თანამებრძოლებზე (შალვა ნუცუბიძეზე, კორნელი კეკელიძეზე, აკაკი შანიძეზე, გიორგი ახვლედიანზე, დიმიტრი უზნაძეზე და ა.შ.). ეს მეცნიერები საბჭოთა ხელისუფლებისათვის აბსოლუტურად მიუღებლები იყვნენ.
1928 წელს უნივერსიტეტში ჩატარდა სხდომა. ამ სხდომას, როგორც წესი, ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის პროესორ–მასწავლებლები, აგრეთვე სტუდენტები. სხდომას, თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, ესწრებოდა ლავრენტი ბერიაც. 1928 წლის 5 აპრილს ბერიამ შეადგინა მოხსენებითი ბარათი ზემდგომი ორგანოებისადმი, სადაც წერდა:
"ამჟამად უნივერსიტეტში სტუდენტთა დიდი მასაა, დაახლოებით 8.000 კაცი. იდეოლოგიური თვალსაზრისით სტუდენტების უმრავლესობა ანტისაბჭოთა განწყობილების მატარებელია, ისინი არიან ანტისაბჭოთა პარტიების იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოქცეულნი. სტუდენტობის დიდი ნაწილი მიჰყვება ანტისაბჭოთა, შოვინისტურად განწყობილ პროფესურას. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში გაღმერთებული ჰყავთ, რაზეც მეტყველებს ერთი ფაქტი: თსუ 10 წლის თავზე (1928 წელს), საზეიმო სხდომაზე სტუდენტებმა ძალიან ცივად მიიღეს ფილიპე მახარაძე და თედო ღლონტი. ვიღაცამ წამოაყენა წინადადება, რომ კრების პრეზიდიუმში ივანე ჯავახიშვილი აერჩიათ (თავად ჯავახიშვილი სხდომას არ ესწრებოდა). დარბაზი დაინგრა ტაშით. როცა ამხანაგ ფილიპე მახარაძის სახელი დაასახელეს, ტაში არ დაუკრავთ. ახლა თქვენ თვითონ დაასკვენით, რა მდგომარეობაა თსუ–ში. ჩვენს სახელმწიფოს საგარეო მდგომარეობა რომ გაურთულდეს, რას მოიმოქმედებს ეს სტუდენტობა".
– მაშინ ბერიას რა თანამდებობა ეკავა?
– მაშინ ბერია იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ანუ უშიშროების სპეცსამსახურის უფროსი.
– როგორ განვითარდა მოვლენები ამ ყველაფრის შემდეგ?
– 1930 წელს, საბჭოთა მთავრობის დადგენილებით, უნივერსიტეტები საერთოდ გაუქმდა, რადგან საბჭოთა მთავრობა თვლიდა, რომ უნივერსიტეტი ისეთ კადრებს არ იძლეოდა, როგორიც მათ სჭირდებოდათ. პოლიტექნიკური ინსტიტუტები და სხვა სპეციალური ინსტიტუტები უფრო საჭირო კადრებს მოამზადებსო. ეს იყო მცდელობა უნივერსიტეტის დაშლის და ძველი პროფესურის თავიდან მოშორების. საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1930 წლის 7 ივლისის დადგენილებით ჩატარდა თსუ–ის რეორგანიზაცია. უნივერსიტეტი დაიშალა 4 სტრუქტურულ ერთეულად:
|. საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (შეიქმნა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ბაზაზე);
||. საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (შეიქმნა უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ბაზაზე);
|||. საფინანსო–კოოპერატიული ინსტიტუტი (შეიქმნა უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიკური ფაკულტეტის ბაზაზე);
|V. საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტი (შეიქმნა უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიკური ფაკულტეტის ბაზაზე). პრაქტიკულად ეს იყო იურიდიული პროფილის ფაკულტეტი.
ძირითადი ბირთვი პროფესორ–მასწავლებლებისა დარჩა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელმაც შეინარჩუნა როგორც პროფესურა, ისე ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც 1918–1921 წლებში დაწერა ივანე ჯავახიშვილმა.
ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 1933 წლამდე. 1933 წელს საბჭოთა ხელისუფლება მიხვდა, რომ ჩადენილი იყო დიდი დანაშაული და შეცდომა. ამიტომ უნივერსიტეტები კვლავ აღადგინეს.
– როდის დაიწყო ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ რეპრესიები?
– 1930 წელს პედინსტიტუტის რექტორად დაინიშნა ივანე ვაშაყმაძე. მას დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტი და კომუნისტური აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. მას დაავალეს, რომ ინსტიტუტი გაეწმინდა ძველი პროფესურისაგან.
1928 წელს გახმაურებული პროცესი გაიმართა ე.წ. შახტის საქმესთან დაკავშირებით. თითქოს გამოარკვიეს, რომ ბურჟუაზიული სპეციალისტებს სურდათ საბჭოთა შახტების განადგურება, ქვანახშირის წარმოების შემცირება და ამით საბჭოთა ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. მე–2 ტალღა ე.წ. ბურჟუაზიული სპეციალისტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო ცოტა მოგვიანებით, რომელიც უკავშირდება ეკონომისტ ნიკოლოზ კონდრატიევის სახელს. თითქოს ნიკოლოზ კონდრატიევი თავის ნაშრომებში აყენებდა საბჭოთა წყობილებისათვის დამღუპველ დებულებებს, მისი ეკონომიკური კონცეფცია იყო მავნებლური. დაიწყო ბრძოლა კონდრატიევშჩინის წინააღმდეგ. ივანე ჯავახიშვილი გამოცხადდა კონდრატიევის მომხრედ. თითქოს ჯავახიშვილი და მისი მომხრეები საქართველოში იგივეს აკეთებდნენ, რასაც კონდრატიევი რუსეთში ჩადიოდა.
1930 წლის დეკემბერში, პედინსტიტუტში ჩატარდა სამარცხვინო პროცესი ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ. სხდომას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ვაშაყმაძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯავახიშვილის მთელი მემკვიდრეობა არარაობაა, ამიტომ არ შეიძლება ამ მეცნიერულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით აღიზარდოს ისტორიკოსთა თაობა. ეს სხდომა სამარცხვინო იყო იმითაც, რომ სხდომაზე გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც ჯავახიშვილის წინააღმდეგ გაილაშქრეს. საბჭოთა წყობილებასაც ის უნდოდა, რომ ჯავახიშვილი დაესამარებინათ უნივერსიტეტელების ხელით. ვაშაყმაძის მოხსენება საბრალდებო დასკვნას უფრო ჰგავდა, ვიდრე მოხსენებას.
– სხდომას ესწრებოდა თავად ივანე ჯავახიშვილი?
– არა. ჯავახიშვილი სხდომაზე არ მოვიდა, თავი არ დაიმცირა, მაგრამ კონდრატიევშჩინასთან ბრძოლის საბაბით 1931 წლის 28 მაისს პედინსტიტუტიდან დაითხოვეს. მას მიაყოლეს მისი თანამოაზრეები, თუმცა, ჯავახიშვილს ლექციების ჩატარების უფლება მისცეს, როგორც პროფესორს, ოღონდ არა – ისტორიის ფაკულტეტზე.
1935 წლის მარტში თსუ–ის რექტორი კარლო ორაგველიძე გამოვიდა ისტორიის ფაკულტეტის კრებაზე მოხსენებით. ეს კრება ისტორიაში შევიდა დისკუსიის სახელწოდებით. ამ კრებაზე უნდოდათ ჯავახიშვილი შეეფასებინათ, თუ რას წარმოადგენდა იგი. თავად ჯავახიშვილი არ მოუწვევიათ. ძირითადი ბრალდება იყო ის, რომ ჯავახიშვილი საქართველოს ისტორიას არ წერდა მარქსისტულ–ლენინური პოზიციებიდან. ამიტომ ის მიუღებელი გახლდათ მათთვის. მეორე ბრალდება იყო ის, რომ ჯავახიშვილი თავისი მრწამსით ნაციონალისტი გახლდათ, ამიტომ საქართველოს ისტორია გააზრებული ჰქონდა ნაციონალური პოზიციიდან. მესამე ბრალდება იყო ის, რომ ივანე ჯავახიშვილი, როგორც ნაციონალისტი, იცავდა ბურჟუაზიულ იდეოლოგიას. გამოსვლის დროს ერთ–ერთმა ასპირანტმა განაცხადა, რომ ივანე ჯავახიშვილი მენშევიკის ქურქში გახვეული ნაციონალისტია, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველოში კლასთა ბრძოლა არ ყოფილა. ამ სხდომაზე აკაკი შანიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა განაცხადეს: სხდომაზე იმიტომ არ მოვსულვართ, რომ ჯავახიშვილი დავწიხლოთ. ეს იმ დროს ვაჟკაცობის ტოლფასი იყო.
– როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე თავად ივანე ჯავახიშვილს?
– 1935 წლის 10 აპრილს ივანე ჯავახიშვილმა დაწერა განცხადება საქართველოს სსრ განათლების კომისრის სახელზე:
"მას შემდეგ, რაც თსუ რექტორი პროფ. კ.ორაგველიძე და სასწავლო ნაწილის პრორექტორი დოც: გრ.ჯანელიძე უნივერსიტეტში საჯარო სხდომებზე ბილეთებით მოწვეულ მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას და მათ შორის ჩემ მსმენელ სტუდენტებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყველა ნაშრომის უვარგისობას უმტკიცებდნენ და ჩემი, ვითარცა მეცნიერისა და უნივერსიტეტის პროფესორის, სახელის გატეხას გულმოდგინედ და გააფთრებით ლამობდნენ, იმის გარდა, რომ ჩემს მოღვაწეობას უნივერსიტეტში ყოველგვარი აზრი დაეკარგა, ასეთ პირობებში უნივერსიტეტში ჩემი დარჩენაც ჩემი ადამიანური ღირსების დამამცირებლად მიმაჩნია. ამიტომ ვალად ვრაცხ მოგახსენოთ, რომ ამ სემესტრში, მაისის დამდეგს, ლექციების გათავისებისთანავე ჩემს, ვითარცა უნივერსიტეტის პროფესორის, მოვალეობას დამთავრებულად ჩავთვლი, და გთხოვთ, რომ ამიერიდან უნივერსიტეტის პროფესორობისგან გამანთავისუფლოთ, და თანაც ეს გარემოება უნივერსიტეტის რექტორს აუწყოთ, რომ ჩემ მიერ წაკითხული კურსების გამოცდების ჩასაბარებლად ის პირნი დანიშნოს, რომელნიც ყველაფრით ჩემზე უკეთ მცოდნედ მიაჩნია.
მოგმართავთ რა უნივერსიტეტის პროფესორობისგან ჩემი გადადგომის ამ განცხადებას ვფიქრობ, რომ 1899 წელთაგან მოყოლებული 38 წლის განმავლობაში პეტერბურგსა და ტფილისის უნივერსიტეტებში სამსახურის გამო, კანონით პენსიის მიღების უფლება უნდა მქონდეს. თუ მე არ ვცდები, გთხოვთ, სათანადო დაწესებულების წინაშე შუამდგომლობა აღძრათ, რომ კანონით კუთვნილი პენსია დამენიშნოს".
ამ განცხადების შემდეგ ივანე ჯავახიშვილი განაგრძობდა სამეცნიერო საქმიანობას სახელმწიფო მუზეუმში. ერთი პერიოდში უნივერსიტეტშიც მისცეს ლექციები, მაგრამ არა ისტორიის ფაკულტეტზე, იურიდიულ ფაკულტეტზე აკითხებდნენ ქართული სამართლის ისტორიას. მთვრალი სტუდენტები შეუგზავნეს, რათა ჩაეშალათ ლექცია. ჯავახიშვილი გამოვიდა აუდიტორიიდან და უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. სულ მალე ივანე ჯავახიშვილის რეპრესირება უნდა მომხდარიყო, ამისთვის ხელისუფლებას ყველაფერი მზად ჰქონდა. მაგრამ ასეთი დიდი მეცნიერის და მოღვაწის რეპრესირება სტალინის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. სტალინს კი ამ პერიოდში ივანე ჯავახიშვილი დასჭირდა.
– თქვენ 1937 წელს ჩატარებულ დეკადას გულისხმობთ?
– დიახ. სტალინს ხშირად აგებინებდნენ, რომ ის ველური ხალხის შვილია და მას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ამხელა სახელმწიფოს მართვის. სტალინმა კონტრღონისძიებები გაატარა. ივანე ჯავახიშვილს დაეკისრა დიდი მისია. კერძოდ, ივანე ჯავახიშვილს, ნიკო ბერძენიშვილს, სიმონ ჯანაშიას დაევალათ დაეწერათ საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან – V|| საუკუნის ბოლომდე. ამ საქმეს ორგანიზაციულად ხელმძღვანელობდა სიმონ ჯანაშია, რომელიც ძალიან ახლოს იყო ლავრენტი ბერიასთან. ამ წიგნს დიდი ხანი წერდნენ, მისი მაკეტი გამოვიდა 1943 წელს. ამ დროს ჯავახიშვილი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მანამდე ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ამის შემდეგ მისი დევნა შეწყდა. ეს მოხდა სტალინის ნება–სურვილით.
– შეეძლო თუ არა ჯავახიშვილს სტალინის დავალებაზე უარი ეთქვა?
– არა. ჯავახიშვილი ამაზე უარს არ იტყოდა, რადგან ეს იყო შანსი, რომ სრული სახით წარმოჩენილიყო საქართველოს ისტორია. ავტორებმა ხერხს მიმართეს – მათ საქართველოს ისტორია V||| ს–ის ბორლოთი დაამთავრეს. შეგნებულად არ შეეხნენ | ს–ეს. | საუკუნის დაწერა აღარ გარისკეს მეცნიერებმა, რადგან ამ დროს რუსეთს შეეხებოდნენ და თავს ვერ დაიძვრენდნენ ისტორიის გაყალბებისგან.
– სტალინის მიერ "შეწყალებული" ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში თუ დააბრუნეს?
– ამ დროს იგი უკვე ავადმყოფობს, მაგრამ მაინც დევნილობაშია, არ ენდობიან. უნივერსიტეტში მისი დაშვება არ შეიძლება, რადგან მას არ "შეეძლო" აღეზარდა ისტორიის სპეციალისტი. 1935–36 წლებში მას უკვე ჰქონდა კუჭ–ნაწლავის დაავადება ძალიან მძიმე ფორმით (გასტრიტი).
– ხელისუფლებამ ხომ არ გააპროტესტა მისი დასაფლავება თსუ–ის ეზოში?
– ივანე ჯავახიშვილის დასაფლავება ჩატარდა ძალიან მოკრძალებულად – უბრალოდ და სადად. უნივერსიტეტის ეზოში დაასაფლავეს. ნეკროლოგიც დაიწერა. სიტყვებითაც გამოვიდნენ. დასაფლავების დროს აკაკი შანიძემ ივანე ჯავახიშვილს უწოდა "ჩემი მასწავლებელი". რადგან სტალინისგან შეწყნარებული იყო ჯავახიშვილი, ხელისუფლება წინააღმდეგ არ წასულა მისი თსუ–ის ეზოში დასაფლავების. თანაც პანთეონი ფაქტიურად გახსნილი იყო. აქ უკვე დაკრძალული იყო თსუ–ის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი. ივანე ჯავახიშვილის დაკრძალვის დღეს თსუ–სთან მობილიზებული იყო ცხენოსანი მილიცია. ასე გააცილა საბჭოთა ხელისუფლებამ უკანასკნელ გზაზე ივანე ჯავახიშვილი.

კავშირი ტეგთან: სტალინი

კავშირი ტეგთან: სტალინი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 