| ქალი და მამაკაცი |

მომავლის პროფესიები
მომავლის პროფესიები
ხშირად მშობლები ოცნებობენ იმაზე, რომ მისი შვილები დაეუფლებენ მათ პროფესიებს და გააგრძელებენ ოჯახურ საქმიანობას. არადა გლობალიზაციისა და მეცნიერული პროგრესის პირობებში უფრო მიზანშეწონილია, ახალგაზრდამ შეისწავლოს ახალი პროფესიები, რომლების მხოლოდ ახლა წყებენ არსებობას. მეცნიერები ფუტუროლოგები ბრიტანეთიდან გვთავაზობენ სპეციალობების ტოპ–ათეულს, რომლებზეც, სავარაუდოდ, იქნება მოთხოვნა 20 წლის შემდეგ.
ადამიანის ორგანოების ხელოვნურად შემქმნელი
მეცნიერთა დასკვნით, მალე შესაძლებელი გახდება ადამიანის ყველა ორგანოს და ნაწილის ხელოვნურად შექმნა. ხოლო ის, ვინც ამას თავის პროფესიად აირჩევს, ადამიანის ორგანოების ხელოვნურად შემქმნელი გახდება.
ნანო–მედიკოსი
პროგრესიული ნანო–ტექნოლოგიები მოახდენენ გადატრიალებას მედიცინაში. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით კაცობრიობა ყველა დაავადებას დაამარცხებს, ასეთ დაავადებასაც გაუმკლავდება, რომლიც ახლა განუკურნებლად ითვლება.
ველნეს კონსულტანტი ხანდაზმულებისთვის
კონსულტანტი, რომელიც გვირჩევს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ შესანიშნავი ფიზიკური ფორმა ხანდაზმულ ასაკში, ყოველთვის მოთხოვნად პროფესიად იქნება. განსაკუთრებით პოპულარული იგი გახდება მომავალში, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი რამოდენიმეჯერ გაიზრდება.
სამეცნიერო ეთიკის სპეციალისტი
სამეცნიერო ეთიკა არის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს ქცევის წესებს მეცნიერებისთვის, უკრძალავს ადამიანის უფლებების დარღვევას და არაეთიკური ცდების ჩატარებას. მომავალში, როცა სამეცნიერო პროგრესი პიკს მიაღწევს, ეთიკის სპეციალისტის პროფესია საჭირო და პოპულარული იქნება.
კოსმოსური პილოტები, გიდები და ტურ–მენეჯერები
ადამიანი კოსმოსურ სივრცეს უკვე ითვისებს და მოსალოდნელია, რომ 20 წლის შემდეგ კოსმოსში ტურისტული ტურები გაიშვება. ამ დროს აქტუალური იქნება კოსმოსური პილოტების, ტურ–მენეჯერების და გიდების პროფესიები.
ახალ სპეციალობებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეიცვლება ამჟამად არსებული პროფესიებიც. ასე მაგალითად მოსალოდნელია შემდეგი „ტრანსფორმაციები“:
ამინდის მენეჯერი და კლიმატის ადმინისტრატორი
ადამიანს ყოველთვის სურდა, დაემორჩილებინა ამინდი. ასე რომ მომავალში ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება და მენეჯერებს ახალი პროფესიული ასპარეზიც ექნება.
ხალხთაშორისო ადვოკატი
ხალხთაშორისო ადვოკატს ექნება ყოველმხრივი და ამომწურავი ცოდნა ყველა სახელმწიფოს კანონების შესახებ და შეეძლება, დედამიწის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს შორის არსებული კონფლიქტების მოგვარება.
ინდივიდუალური ინფორმაციის საშუალებების სპეციალისტი
ყოველდღე ადამიანი უამრავ ინფორმაციას იღებს, რომლიდანაც ყველა არ არის საჭირო და უბრალოდ დროს გვაკარგვინებს. მომავალში ინდივიდუალური ინფორმაციის საშუალებების სპეციალისტები გააკეთებენ იმას, რისთვისაც ადამიანებს არ სცალია ხოლმე – ინფორმაციას დაანაწილებენ და მოგვაწოდებენ ჩვენი ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.
დროის გაყიდვის ბროკერი
დრო – ადამიანის უძვირფასესი საგანძურია. მოსალოდნელია, რომ მალე ამ საგანძურის ყიდვა–გაყიდვის საკითხე დადგება დღის წესრიგში. ხოლო სადაც ყიდვა–გაყიდვა, იქვე ბროკერიც უნდა იყოს.
პერსონალური ბრენდ–მენეჯერები
პერსონალური ბრენდ–მენეჯერის პროფესია ახლაც არსებობს,მაგრამ ამ ადამიანების მომსახურებით მხოლოდ ვარსკვლავები სარგებლობენ. თანდათანბით სიტუაცია შეიცვლება და პერსონალური ბრენდ–მენეჯერის ყველა ჩვენთაგანს ეყოლება.
წყარო: www.wmj.ru

კავშირი ტეგთან: ახალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მედუზები, რომლებიც დინოზავრებზე ადრე გაჩნდნენ
რატომ არ ეძინა მილიონობით ადამიანს?
რას გვიპირებს მზე?
რა არის ადამიანის ცხოვრების აზრი?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კომბოსტოს ენა გაშიფრეს
ნასას სპეციალისტებმა დედამიწის ორეული ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ში ყველაზე მსუბუქი ხელოვნური მასალა შექმნეს 

სისხლის ხელოვნური უჯრედები ადამიანს პირველად გადაუნერგეს!
თეთრი სახლი: უცხოპლანეტელები არ არსებობენ
იაპონიამ ნოეს კიდობანი შექმნა
რას დაინახავთ დღეს ცაზე?
მარსზე მდინარეები აღმოაჩინეს
სისხლის ჯგუფის შეცვლა შესაძლებელი გახდა
მეცნიერები: კანადას ძლიერი მიწისძვრა ემუქრება
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
დედამიწას დღეს ასტერიოდი მოუახლოვდება 